↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 143 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარებზე გაბმულმა ზარმა გამოაფხიზლა.ვერ მიხვდა რა რეკავდა.ჯერ მაღვიძარა გამორთო,შემდეგ ტელეფონი აიღო და როცა ყურმილში ზუმერი გაგონა,მაშინ მიხვდა,რომ კარებზე ვიღაც იყო.ძლივს აათრია სხეული ლოგინიდან.შორტები ხელის ფათურით მონახა სკამზე,ჩაიცვა და შემოსასვლელისკენ წავიდა.შუქი,რომ აანთო,სინათლემ თვალი მოსჭრა,მაგრამ მხოლოდ წამით.კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა,საათი 5-ს უჩვენებდა.ერთი გაიფიქრა:”ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისასო” და “გლაზოკში” გაიხედა.უცებ მოშროდა კარებს,თვალები დახუჭა და ისევ გაახილა.შემდეგ ხელზე იჩქმიტა და ისევ გაიხედა.საჩქაროდ გააღო კარები და უკან დაიხია.
კარებში ოცამდე წლის ქერა გოგონა იდგა.ბრეტელებიანი მოკლე სალათისფერი ზედა და ჯინსის შარვალი ეცვა.ნერვიულად ისვამდა ხელს მკლავზე და თავი დაბლა დაეხარა.კარების გაღებისას,მორცხვადასწია თვალები.მის ჭაობისფერ ცრემლიან თვალებში შიში ჩანდა.
-გიორგი,შეიძლება?!.
ბიჭმა უსიტყვოდ დაუთმო გზა და სახლში შეუშვა.გოგონამ გეზი სამზარეულოსკენ აიღო.გიორგის არაფერი უთქვამს,უკან გაჰყვა.პატარა სამზარეულოში მრგვალი მაგიდა იდგა.გოგო მაგიდასთან დაჯდა და თავი დახარა.გიორგი 2წუთით სამზარეულოს კართან გაჩერდა,შემდეგ ისიც მაგიდასთან ჩამოჯდა.
არც ერთი ხმას არ იღებდა და არც ერთმანეთითვის შეუხედავთ.ესე გავიდა 10წუთი.ბოლოს გიორგიმ მაგიდაზე დაგდებულ “L&M”-ს მოუკიდა და მზერის შეუცვლელად იკითხა:
-ლიზა,არ იტყვი რა მოხდა?
ლიზამ თავის აუწევლად თქვა:
-გიო,ფეხმძიმედ ვარ.
გიორგი არ ელოდა ასეთ პასუხს,მაგრამ არ შეიმჩნია.კვლავ განაგრძობდა სიგარეტის მოწევას.თავიდანვე გაუკვირდა ლიზას ნახვა.
-ჩემგან რა გინდა?!
ლიზამ ნელა ასწია თავი და გიოს თვალებში შეხედა.
-დამეხმარე.
გიორგის ყოველთვის თრგუნავდა ლიზას შემოხედვა.ამ თვალების გულისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი,მაგრამ ლიზამ სხვა აირჩია.გიორგიმაც აღარ შეუშალა ხელი შეყვარებულებს,რადგან ლიზა უყვარდა და მის არჩევანს პატივს სცემდა.დღეს კი ლიზა მის სახლში იყო და დახმარებას სთხოვდა.ბოლო ნაფაზი დაარტყა,სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა და ლიზასკენ შემობრუნდა.
-მომიყევი,რა მოხდა?!
ლიზამ თვალები კვლავ დახარა.თითებს დაუწყო თამაში და ჰკითხა:
-მართლა გაინტერესებს?!
-თუ გინდა,რომ დაგეხმარო,რომც არ მაინტერესებდეს,მაინც უნდა ვიცოდე,რა მოხდა?!
-კარგი,მაგრამ იცოდე,არ მინდოდა შენი ამ ამბავში ჩარება,უბრალოდ...უბრალოდ შენ რომ არა,ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი.
გიორგი დაიძაბა.
-რა მოხდა?!
ლიზა მიხვდა,რომ გიორგი ააღელვა მისმა სიტყვებმა და მოყოლა დაიწყო.
-ეს ორი თვის წინ მოხდა.ჯუბა და მე,მისი მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით.მე არასდროს ვსვამ და არც ვიცი,როგორ მომერია ძილი.მხოლოდ წვენს ვსვამდი.უცებ თავბრუ დამესხა.ჯუბამ გამიყვანა ეზოში და წყალი დამალევინა.მერე შემომთავაზა სახლში წაგიყვანო.დავთანხმდი,რადგან ცუდად ვგრძნობდი თავს.გზაში გამიარა თავბრუს ხვევამ,მაგრამ სუსტად ვიყავი.ჯუბამ რომელიღაც შენობასთან გააჩერა მანქანა და მანქანიდან გადმომიყვანა.თან მეფერებოდა,”თავს როგორ გრძნობო!” ”ცუდად ვარ და სახლში მინდა-მეთქი.” “ჯერ აქ დაისვენე,რამე წამალი დალიე,თორემ სახლში ესეთი რომ დაგინახონ,მეორედ აღარ გაგიშვებენ არსადო.”ვიფიქრე,რომ მართალი იყო და დავყაბულდი.თუმცა წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა,რადგან ჩემით ძლივს ვდგამდი ფეხს.მეოთხე სართულზე რომელიღაცა ოთახის კარი გააღო და იქ შევედით.სააბაზანოში შემიყვანა და სახე მომბანა.შემომთავაზა:”ცოტა დაიძინეო”.უზომოდ მინდოდა ძილი.ლოგინი გამიშალა და დამაწვინა ტანგაუხდელად.წამებში ჩამეძინა...არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა,მაგრამ მალე ვიღაცის სითბო ვიგრძენი.ძლივს გავახილე თვალები და ჩემს გვერდით მწოლიარე ჯუბა დავინახე.მე კი...მე კი...
გიორგიმ კბილები გააღრჭიალა.სახეზე ტანჯვა გამოჰხატვოდა.უმძიმდა ლიზას მოსმენა,მაგრამ იცოდა,რომ არც ლიზასთვის იყო ამის მოყოლა ადვილი და ამიტომაც ითმენდა.როცა ლიზა შეყოვნდა და მოყოლა აღარ გააგრძელა,გიორგიმ უთხრა:
-მერე?!.
ლიზას გაუკვირდა,რომ გიორგი მოყოლილის დასრულებას სთხოვდა,მაგრამ რადგან აქ იმყოფებოდა,გიორგის სურვილს უნდა დამორჩილებოდა.
-მერე ტანზე არაფერი მეცვა.თავი უზომოდ მტკიოდა.ვერ ვხვდებოდი რა მოხდა.ძლივს ავდექი.ჩემი ტანისამოსი იატაკზე ვიპოვე,ჩავიცვი და ჯუბა გავაღვიძე.”რა მოხდა-მეთქი?!” “არაფერი ისეთი.უკვე ჩაიცვი?სახლში გინდა?” “ჰო,წამიყვანე.”მანქანაში ხმა არ ამომიღია.ვერ ვაანალიზებდი,რა მოხდა.როცა ჩემი სახლის სადარბაზოსთან შეჩერდა,კვლავ ვკითხე:”რა მოხდა?” “ხომ გითხარი,არაფერი.ძალიან საყვარელი ხარ.ახლა კი ნახვამდის.”ლოყაზე მაკოცა და მანქანიდან გადასვლა მთხოვა.როცა სადარბაზოში შევდიოდი,მანქანიდა მომაძახა:”ჰო მართლა,რომ იცოდე,ღამის 2საათია.პაკაო.”ძლივს ავედი სახლში.ყველას ეღვიძა.ჩემი ძმა ერთი კუთხიდან მეორეში ნერვიულად მიმოდიოდა.ჩემი რძალი დედაჩემს აწყნარებდა.მამაჩემი კი,საბედნიეროდ საავადმყოფოში ღამის ცვლაში იყო.რახან ცოცხალი დამინახეს,აღარაფერი უთქვამთ.სოსო კი მიყურებდა დაბღვერილი,მაგრამ მასაც არაფერი უთქვამს.”დაღლილი ვარ-მეთქი” და ჩემს ოთახში წავედი.მეორე დღეს უარესად მტკიოდა თავი.მამა მოსული დამხვდა,რომ გავიღვიძე.გაეღიმა და “ბორჯომი” დამალევინა,პახმელიაზე ვეგონე.მესამე დღეს უკეთ ვიყავი და ვიკითხე:”ვინმემ ხო მარ დამირეკა-მეთქი?” “არავინ.არც ჯუბამო.”სახლში არ იყო,მობილურს არ პასუხობდა.ქუჩაში მანქანას თუ დავინახავდი,ჩემს მიახლოებაზე ქრებოდა.სასწავლებელშიც თვალს მარიდებდა.ერთ თვეში კვლავ განმიახლდა თავბრუსხვევა.ვიფიქრე:”მოვიწამლე-მეთქი”.ჩემი რძალი,ქეთი გავიყოლე და ექიმთან წავედი.იქ კი მითხრეს: ”ძვირფასო,მისამართი შეგეშალა.გინეკოლოგთან მიბრძანდითო.”ვიფიქრე: “ალბათ ქალური ამბების ბრალია-მეთქი”,მაგრამ...ექიმის კაბინეტიდან მკვდრის ფერით გამოვედი.ქეთის ეგონა რაიმე უბედურება მჭირდა.პასუხს თავი ავარიდე.ორი დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ.ქეთი მიხვდა ყველაფერს,მაგრამ არაფერი თქვა.ჯუბას დას,კიკის ვთხოვე ჯუბასთვის გადაეცა,რომ ვეძებდი,მაგრამ მიყვირა:”რა გაუწყალე გული ჩემს ძმას,ვერ ხვდები,რომ არ უყვარხარო?!” და ყურმილი დამიგდო.შემთხვევით შევხვდი ქუჩაში,სცადა თვალის არიდება,მაგრამ წინ დავუდექი და დალაპარაკება ვთხოვე.”დროზე თქვი რა გინდა,არ მცალიაო”.მივხვდი,რომ არც არასდროს ვყვარებივარ,მაგრამ უნდა მეთქვა.ვკითხე:”რა მოხდა იმ დღეს-მეთქი?” “არაფერიო!” “მაგ “არაფრით” არ ფეხმძიმდებიან-მეთქი!”ფერი ეცვალა,მაგრამ არ შეიმჩნია. “ყველამ თავის ნაბიჭვარს მიხედოსო” და წვაიდა.მე იმის ფიქრში ვიყავი,თუ როგორ მეთქვა ოჯახისთვის ეს ამბავი და თურმე ამ დროს ჯუბა და კიკი ჭორებს ყრიდნენ,ვითომ მე და შენ...ვითომ მე და შენ...
-განაგრძე!
-ვიტომ მე და შენ საყვარლები ვიყავით.შენგან დავორსულდი და ჯუბასთვის ვცდილობდი მამობის “დაბრალებას”.კიკის ვეჩხუბე,მაგრამ რა აზრი ჰქონდა?!გუშინ,სახლში რომ მივედი,ოჯახი ზალაში დამხვდა.დაჯდომა მთხოვეს.დედა და ქეთი კვლავ სამზარეულოში გავიდნენ,საიდანაც ვალერიანის წვეთების სუნი მოდიოდა.სოსო სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.მამა კი ანერვიულებული იყო,თუმცა ცდილობდა ამის დაფარვას.მამა მომიახლოვდა და მკითხა:”ლიზა,ფეხმძიმედ ხარ?!”არ მოველოდი ამ კითხვას.ვერ გავუძელი მის მზერას და ტირილი დავიწყე.მამას სახეზე იმედგაცრუება შევნიშნე.სოსომ სიგარეტი მოისროლა და იღიალა:”მოვკლავ იმ ნაბიჭვარსო!”მე შემეშინებული,არა ჯუბას გამო,არამედ ჩემი ძმის გამო,სოსოს წინ გადავეღობე.მამამ დაწყნარება სთხოვდა და კვლავ მომიბრუნდა:”მართალია?!” “კი-მეთქი” “და რას აპირებთ?” “არ ვიცი” “არც გიორგიმ არ იცის?!”შენი სახელის ხსენებამ გამაოცა.”რა შუაშია გიორგი?”სოსომ აღელვებულა მიპასუხა:”ჯუბამ ყველაფერი მითხრა.იმ ბიჭს რაღაც რევდი ამ საქმეში?” “კი,მაგრამ...” “რა?გიორგი რას აპირებს?” “არ ვიცი.” “მე ვიცი...მოვკლავ!”ამჯერას კი შენი შემეშინდა.შემეშინდა,მართლა არ მოეკალი სოსოს უდანაშაულო ადამიანი.”რა გინდათ გიორგისგან-მეთქი?” “რაღა რა გვინდა!ჩემი და საყვარლად გაიხადა და კიდევ რა მინდა?!” “არავის არ გაუხდია შენი და საყვარლად!” “აბა,შენი ფეხმძიმობა რას ნიშნავს?!” “ეგ შენი საქმე არ არის-მეთქი.”ამ დროს მამა ჩაება საუბარში.”შვილო თუ გიორგი გიყვარს,ხომ კარგი...გაარკვევთ ყველაფერს.თუ არადა,სოსო სწორია,პასუხი მოეთხოვება.”არ ვიცოდი რა მეთქვა.”ჰა,შვილო,თქვი.” “მიყვარს”.მხოლოდ ეს ვთქვი და როცა გავიაზრე რა მოხდებოდა ჩემი სიტყვების უარყოფით,გავაგრძელე. ”მიყვარს,მასაც ვუყვარვარ,მაგრამ მე არ მეჩქარებოდა გათხოვება.გიორგი აპირებდა შენთან მოსვლას,მაგრამ მე არ მინდოდა.ახლა კი...” “გასაგებია.ამაზე ხვალ ვისაუბროთ,გიორგისთან ერთად.”მთელი საღამო ოთახში სიარულით გავატარე.როცა ყველამ დაიძინა,შენთან წამოვედი,რადგან შენ ერთადერთი ხარ,ვინც მიშველის.ჯუბა უარს იტყვის,სოსო იჩხუბებს,მე...მე...ალბათ ოჯახი ჯუბას დაუჯერებს და ზურგს შემაქცევს.დამეხმარე...
გიორგი წყნარად უსმენდა.ლიზას მონათხრობის დასრულებისას,საათს დახედა,8ის ნახევარი იყო.ადგა,ტელეფონთან მივიდა და ნომერი აკრიფა.
ლიზა იმედიანი თვალით უყურებდა გიორგის და თან ვერ ხვდებოდა სად ან რისთვის რეკავდა.ყველაფერს მაშინ მიხვდა,როდესაც გიორგიმ ლიზას შეხედა და თქვა:
-დედა,ცოლი მოვიყვანე.

* * *

მთელი ოჯახი ოთახში იმყოფებოდა.ლიზა და გიორგი,ლიზას მამის,ბატონი კახის პირისპირ მგდარ დივანზე ისხდნენ.ქეთი და ლიზას დედა სავარძელთან იდგნენ,სადაც სოსო იჯდა.ქალები შიშის თვალით ათვალიერებდნენ გარემოს.სოსო დაბღვერილი შესცქეროდა გიორგის.ბატონი კახის სახეზე სიმშვიდე სუფევდა.იგი არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას.
ლიზა და გიორგი დილით,9საათზე მოვიდნენ და უკვე 40წუთია აქ იმყოფებოდნენ.ლიზას დასტყობოდა ნერვიულობა,იგი ხელს მხარზე ისვამდა.გიორგიმ ხელი ნელა წაიღო ლიზას ხელისკენ,მოძრაობა გააჩერებინა,ორივე ხელი ხელში მოიქცია და ფერება დაუწყო.ლიზა შეცბუნდა,მაგრამ ოდნავ დაწყნარდა.
ყველამ შენიშნა გიორგის ეს საქციელი.ბატონი კახი წამით მიაჩერდა გიორგის ხელს.შემდეგ ჩაფიქრდა და უცებ წამოიწყო საუბარი.
-მაშ ასე.ბატონო გიორგი,რას აპირებთ?
გიორგიმ თვალი თვალში გაუყარა და მშვიდად უთხრა:
-ბატონო კახი,მე თქვენი შვილი მიყვარს და ეს სიმართლე რომ არ ყოფილიყო,მე დღეს აქ არ ვიქნებოდი.ვწუხვარ პრობლემები რომ შეგიქმენით,მე გამოვასწორებ ყველაფერს,თუ ნებას დამრთავთ.გთხოვთ, თქვენ შვილზე დაქორწინების უფლება მომცეთ.
ბატონი კახი დაფიქრდა.ჯერ თავის მეუღლეს გადახედა,რომელიც მომავალი პასუხის მოლოდინში კითხვით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა მეუღლეს.შემდეგ ვაჟს,რომელიც თავდახრილი იჯდა.ბოლოს კი რძალს შეხედა და პასუხის მიიღო.ქეთი მამამთილს ოდნავი ღიმილით და იმედიანი თვალებით შეჰყურებდა.ბატონმა კახომ გიორგის შეხედა,ადგა და მიუახლოვდა.მიახლოებისას გიორგი ფეხზე წამოდა.ბატონმა კახიმ გიორგის ხელი ჩამოართვა და უთხრა:
-გილოცავ.ამიერიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხარ.ჩემს გოგონას გაუფრთხილდი.

* * *

ლიზას ოჯახთან ყველაფერი გასაგები იყო,მაგრამ წინ იყო გიორგის ოჯახთან შეხვედრა.გიორგის დედ-მამა,ბატონი კობა და ქალბატონი ლია,მარტის დასაწყისში წავიდნენ თავიანთი ნაკვეთის მოსანახულებლად პანტიანში.აპრილის ბოლოს აპირებდნენ თბილისში ჩამოსვლას,როცა გამომგზავრებამდე ერთი კვირით ადრე,მათმა ერთადერთმა ვაჟმა ტელეფონით შეატყობინა,რომ ცოლი მოიყვანა.გიორგის მამას არაფერი უთქვამს,ქალბატონი ლია კი,როგორც ყველა დედა,ნერვიულობდა: ”შვილმა რამე შეცდომა არ დაუშვასო”.ზარის შემდეგ,ჩაიცვეს და თბილისისკენ წამოვიდნენ.10სთ-ზე სახლში იყვნენ.12-ისთვის გიორგი მოვიდა ლიზასთან ერთად.თან ლიზას ტანსაცმელიც წამოეღო.გიორგი და ბატონი კახი შეთანხმდნენ,რომ ქორწილი ორ კვირაში იქნებოდა,10მაისს.მანამდე კი ლიზა გიორგისთანნ იცხოვრებდა,როგორც ოფიციალური მეუღლე.ლიზას სახლში დატოვებას აზრი არ ჰქონდა,რადგან უკვე ფეხმძიმედ იყო “გიორგისგან”,როგორც ოჯახმა იცოდა.
კარების გაღების ხმაზე ქალბატონი ლია შემოსასვლელისკენ გაიქცა.როცა ლიზა დაინახა ჩემოდნებით,დაიბნა.გაკვირვებული სახით შეხედა გიორგის,რომელმას ლიზაზე ანიშნა:
-დედა,ეს ლიზაა,ჩემი მეუღლე.
ლიზას სახელის გაგონებაზე,ქალბატონ ლიას გაახსენდა გიორგის ტანჯვა ამ გოგოს გამო.მიხვდა,რომ შვილს უყვარდა ლიზა და გაუხარდა,რადგან ჩათვალა,რომ შვილს ბედნიერება ეწვია.სახე გაებადრა.თავდახრილ ლიზას შეხედა.მიუახლოვდა,ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი აუწია.ჭაობისფერ თვალებში ნაზად ჩახედა და ჩაეხუტა.
ქალბატონმა ლიამ ჩაი დაასხა და ნამცხვარი მაგიდაზე დადო.ლიზას პირდაპირ დაჯდა და შვილს შეხედა,რომელიც სამზარეულოს კართან იდგა.
-დედა,მამა სად არის?
-მანქანას რაღაც დაემართა და პროფილაკტიკაში წაიყვანა.
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა.ლიზა მორიდებით სვავდა ჩაის.ქალბატონი ლია ბედნიერი თვალებით უყურებდა რძალს.სიჩუმე გიომ დაარღვია:
-დედა,ლიზა ფეხმძიმედაა.
ლიზამ ჩაის სმა შეწყვიტა და თვალები იატაკისკენ დახარა.ქალბატონმა ლიამ გაკვირვებული თვალებით ჯერ გიორგის შეხედა,შემდეგ კი ლიზას.
-დაახლოებით ორი თვის ორსულია,მაგრამ იცოდე,მე ლიზა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და იმიტომ მომყავს ცოლად.
ლიზამ მადლიერი თვალებით შეხედა გიორგის.ქალბატონი ლია ადგა და ლიზასთან მივიდა.თვალები ცრემლიანი ჰქონდა.ლიზა სკამიდან წამოაყენა და ჰკითხა:
-მართალია?!
-დიახ.
ქალბატონმა ლიამ სწრაფად აკოცა ლოყაზე და ტირილი დაიწყო.შემდეგ გიორგი ჩაიხუტა გულში.კვლავ ლიზას მიუბრუნდა:
-ექიმთან თუ იყავი?
-ერთხელ და მაშინ მითხრა,რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
-ხვალვე წავალთ კარგ ექიმთან და გაგსინჯავს.
-დედა,ლიზას დილიდან არაფერი უჭამია.
-როგორ?!შვილო დამეხმარე,მაცივრიდან რძე გამოიღე და გაზქურაზე დადგი.ლიზამ კარგად უნდა იკვებოს.
გიორგიმ დედის თხოვნა შეასრულა და სამზარეულოდან გავიდა.
............................................

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვაიმე... ვაიმე... ვაიმე... ეს რეები წაიკითხა ჩემმა თვალებმა. ამაღამ დაძინება აღარ მინდა.. სოცრებაა პირდაპირ ეს სიყვარული რა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
იყო და არა იყო რა, იყო კაბუ მგალობელი ლუდი ჩემი მწყალობელი... მაშ ასე, იყო დრო სანამ ჩემი ყოფილი ცოლი ჩემი ცოლი გახდებოდა ანუ შეყვარებულები რომ ვიყავით (ერთად ვსწავლობდით მაშინ) ყოველდღე სახლში ვაცილებდი ხომე, (სხვათაშორის ეს გოგოებზე თურმე მაგრად მოქმედებს) და თუ საქეიფოთ ვიყავით ხომ თავისთავად,ჰოდა ერთხელაც ზამთარია ცივა ცივა... შუაღამემდე მოგვიწია დალევამ და ნუ მივაცილე სახლამდე, სადარბაზოში ავიყვანე თან ნუცუბიზეზე მეათე სართულზეე იქ საერთოდ ალპური ზონაა ბიჭების გასაგონად თუ იქიდან გეყოლებათ შეყვარებული მაგრამ გული არ გაიტეხოთ ზაფხულში გაგისწორდებათ.. ჰოდა უკან წამოსასვლელი ფული აგარ მაქვს, ღამის სამი საათია თუ რაღაც მაგ დროა რა. მობილური ლომბარდშია იქ ვინახავ ხომე წყნარად ვარ საიმოედოდ რომ არის შენახული, ჰოდა ფული რომ არ მქონია ეგ მერე გამახსენდა რომ შევიდა სახლში. ჩამოვედი ქვევით ტაქსის ნასახი არ არის და გადავწყვიტე სადარბაზოში გავათენებ და მერე დილით მეტროთი წავალთქო იქვე ხის სკამი იდგა ეზოში, იდგა იმიტომ ვიძახი რომ ავაძრე ის ხე და სადარბაზოში ცეცხლი დავანთე, კიდევ კაი სიგარეტი მქონდა თორემ ნამდვილად გავრეკავდი. ცეცხლის გარდა კიდევ ერთი რაღაც მათბობდა ეს იყო იმაზე ფიქრი რომ სულ რაღაც ორი კედელი მაშორებდა ჩემს შეყვარებულს :) მოკლედ გავათენე იქ თვალი არ მომიხუჭავს, ჰოდა დილით იმ დროს როდესაც ჩავთვალე რომ მეტრო უკვე ღია იქნებოდა დავაწექი ვაჟას მეტროსკენ სალაროსთან რომ მივედი საფულე ვერ გავხსენი ისეთი გაყინული მქონდა ხელები ძლივს გავხსენი მაგრამ ეხა ოცი თეთრის ამოღება არ გინდა(ეჰ ეს ის დრო იყო მეტრო რომ ოცი თეთრი ღირდა :D ) ისე არის შიგნით ჩატენილი. ჰოდა ამდენ წვალება წვალებაში ძლივს ამოვიღე ის დალოცვილი და დაუდე მოლარეს წინ და მერე ავხედე სახეზე. ქალს ისეთი საცოდავი სახე ქონდა ვიფიქრე ჩემზე გაჭირვებულიც ყოფილა მეთქი ვიღაც მაგრამ თურმე სულ ტყუილად გავიფიქრე ეგ, თურმე ჩემი საცოდაობით შეწუხებულა, რა გჭირს შვილოო მითხრა თან ისე მითხრა გარდაცვლილს რომ დასტირიან ხომე უბედური დედები აი ისე, მე კიდევ ძლივს უთხარი სიყვარულმა იცის მეთქი და იმან ვაი შენ უბედუროო სიყვარულმა გაყინვა კიარა გათბობა იცისო. ვერეფერი ვეღარ უთხარი რომც მდმოებოდა ვერ ვეტყოდი,ჰოდა ესე თავისუფლების მეტრომდე ვიცოდვილე და ცოტა გავთბი. გაანათლოს ღმერთმა მეტროს გამომგონებელი... შეიძლება საინტერესო არ იყო მაგრამ ესეთი რაღაც მოხდა ჩემს უსიცოცხლო სიცოცხლეში :))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
samole მომეწონა ძალიან შენი დაწერილები,გაგასიც კარგი იყო :D :D :D :cd: :D

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი ერთადერთი სიყვარული გვერდში მყავს ეხლა და მთელი მისი არსებობა დაუვიწყარია ჩემთვის !

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
სალომე ძალიან საინტერესოა .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
გაგა დარწმუნებული ვარ არ ნანობ , რა კარგია სიყვარული , როცა ყველაფერს გაკეთებინებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Aug 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
სულ იმას ვფიქრობდი პატარავარ და ვერ შემიყვარებსთქვა მე 16 ვიყავი ის 25 ამხელა კაცს სხვანაირი სიყვარული დასჭირდებათქვა,ასე დარჩა ჩემი სიყვარული ფანჯრებს მიღმა მერე იქორწინა და ცოლად 16 წლის გოგო მოიყვანა თვითონ 28 წლის იყო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Aug 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
მეც იგივე სიტუაცია მაქვს. ასე მგონია არავინ შემიყვარდება + ნდობა ნაღდად არავისი მაქვს:(
მე დავამთავრე ჩემი ისტორია და არც ვნანობ,არანაირად.
ხუთშაბათს ჩავდივარ საქართველოში.. ჩემი უბნელია.. მომიწევს ნახვა.. არ მინდა საშინლად:( არადა ზუსტად წელიწადნახევარი ვოცნებობდით ამ დღეზე.
არა,არანაირი გრძნობა არ მაქვს მის მიმართ.. და ყველა თხოვნაზე უკვე დავგეგმე პასუხი (ჩემთვის)
წელს ვაბარებ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, მაგრამ იგივე განცდები არ მინდა:)
ნუთუ სიყვარული მხოლოდ ტანჯვაა???????????????
ну и дура:))))) ზედმეტი დავწერე მგონი :D:D:D:D

ასე მგონია ისევ გიყვარს, რადგან ჯერ ისევ გაღელვებს მასთან შეხვედრა...ეჰ, სიყვარული ასე ადვილი დასავიწყებელი რომ იყოს...კარგად მოიფიქრე და თუ შეგიძლია აპატიე...ალბათ ღალატის და დამცირების გარდა ყველაფერი უნდა აპატიო, რომ როდესღაც სინანულმა არ დაგტანჯოს... კარგად მოიფიქრე და თუ გადაწყვეტ,რომ თQვენს შორის ყველაფერი მართლა დამთავრდა,გისურვებ გეპოვოს ის ერთადერთი, რომელსაც ქალები მთელი ცხოვრება ვეძებთ ხოლმე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხელის გულზე ორკაპიკიანი კრთის.ასკინკილით მიუყვები ქუჩას,სულ ცოტა ხანში ერთი მუჭა ორკაპიკიანებით და ატყორცნილი ფიქრებით მივრბივარ ტელეფონის ჯიხურისაკენ.დავრეკავ, სადღაც შორიდანგავიგონებ შენს ხმას მერე შენ ილაპარაკებ,ილაპარაკებ მე მხოლოდ ხმას მოუსმენ. "ნეტა თუ მიხდება კიკინები?!"-ვფიქრობ და მაღაზიის მინაში ვათვალიერებ თავს თითქოს შენთან შესახვედრად მოვდიოდე "რა სულელივარ?"ვიცინი- მე მხოლოდ უნდა დავრეკი"ნახე როგორ ვიპრანჭები მახსენდება ტელეფონით ვლაპარაკობდით "რა ლამაზიხარ... მე შენ გხედავ". იმის მერე დამჩემდა საკუთარ თავზე ზრუნვა .თითქოს მართლა მხედავ ,ისე ვიწესრიგებ თავს ყოველი დარეკვის წინ.ჩვენ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, ამიტომ დილიდანვე ვიწყებ ფიქრს ორკაპიკიანზე...დღესაც ასე იყო და აი,ახლა ჯიხურისკენ მივფრინავ.სულ ცოტაც და ჩემს სამყაროში შენი ხმა გაიღვიძებს,ხან დახან ისიც კი ხდება,რომ კვირაში ორჯერ გირეკავ,მასინ უნდა შემხედომას,რა საოცარი სითბოთი ვაგროვებ ორკაპიკიანებს .ბავშვივით ვჭირვეულობ და საღამოც მოდის,ვრეკავ.დღეს კი რატომღაც გადავუხვიე ნაცნობი გზიდან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
გაგა ყოჩაღ სიყვარულისთვის რას არ აკეთებს გადარეული კაცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Sep 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა:) ჩამოვედი, მაგრამ ისევ ყველაფერი გაუგებარია ჩემთვის... შეიძლება მართალიც ხარ ბევრ რამეში.. უბრალოდ ძალიან მიჭირს საკუთარ თავთან აღიარება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Aug 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეჰ...მეც დავამთავრე ჩემი სიყვარულის ისტორია და არც მე არ ვნანობ,მაგრამ მეშინია რომ ვერ შევძლებ ვერც ვერავის შეყვარებას და ვერც ბედნიერებას ვიპოვი... ასე მგონია,მარტოობისთვის გავჩნდი-მეთქი... რა ვქნა თუ ცოტა სხვანაირ სიყვარულზე ვოცნებობ,სხვანაირ ურთიერთობებზე...მინდა ის ჩემთვის და მე იმისთვის ერთადერთი ვიყო და საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდე...
მგონი ცუდადაა ჩემი საქმე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts326
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა მოგივიდა შენ არა სტქვი რომ ოპტიმისტი ხარ,ჯერ ხომ ყველაპერი წინაა ,ისე სიყვარულის რა მოგახსენო მე ვერ გავიგე სად არის ნამდვილი სიყვარული და სად ღალატი.მიიღე ყველაფერიისე როგორც არის ,დრო თAვისას აკეთებს,კეთილი სურვილებით ნოა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts217
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთი კითხვა მაინც არ მასვენებს. ჩვენ მარტონი ვართ მთელს სამყაროში???
შემოქმედი ჩვენს ფანჯარაში იჭყიტება და თვალს მიპაჭუნებს..........."

... იმავე წამს სამყაროს სხვა კუთხეში სხვა წყვილი თითქოსდა მსგავს ფანჯარაში რომელიღაც ვარსკვლავს მიშტერებოდა... მათი ერთად ყოფნა სულ არ გავდა წინა წყვილისას.... არანაირი ხეიბრობა ან კატაკლიზმები მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა... და მიუხედავად ამისა ერთ სარეცელზე დასვენებულ ორ შიშველ სხეულს ერთმანეთის ლტოლვა აღარ ეტყობოდათ... ის ძალა რომელის ორ სხეულში ჩასახლებულ სულს მაგნიტივით ერთმანეთისკენ იზიდავს სადღაც გამქრალიყო... სად? რატომ? ეს კითხვა აწვალებდა ორივეს გონს იმ წამს და ორივე ამ კითხვის პასუხს ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივში ეძებდა... თუმცა ისინი ეძებდნენ ცალ-ცალკე ერთმანეთისგან მალულად... თითქოს რამეში ყოფილიყვნენ დამნაშავენი... ან ეგებ იყვნენ კიდეც.... ნეა საშუალო გარეგნობის გოგო ბავშვობაში განებივრებული ეხლაც ასაკის და მიუხედავად მაინც ჭირვეული ხასიათისა გახლდათ... გულით კეთილი მარა უაზროდ ჯიუტი არც თუ ადვილად შედიოდა ხალხთან კონტაქში... მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მამამისი - წარსულში გალაქტიკათშორისი უშიშროების კომიტეტის საპატიო წევრი თავისი სამსახურიდან გამომდინარე ისედაც ზღუდავდა შვილის თავისუფლებას.... და ამ შეზღუდვის საკომპენსაციოდ ფუფუნებას არ აკლებდა... ესეც მისი მამობრივი ეგოიზმის შედეგი იყო სინამდვილეში... თვითონ ხო გრძნობდა თავს მშვიდად... შვილის რეალური ინტერესები კი ამ შემთხვევში მეორეხაროსხოვანი იყო... თუმცა ამ ყველაფერს გარკვეულწილად, სიმართლე უნდა ითქვას, გაუცნობიერებლად აკეთებდა მარა ეს მაინც ვერა და ვერ იქცა ნეას თვალში მისი სრული რეაბილიტაციისთვის საკმარ მიზეზად... ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნეას მამისადმი გრძნობას სიყვარულს უფრო ნაკლებად დაარქმევდით... ეს უფრო მოვალეობების, პატივისცემის და აუცილებლობის უხეში ნაზავს წარმოადგენდა... აი პატივისცემა კი ნამდვილად გააჩნდა ნეას მამისადმი სიყვარულისგან განსხვავებით.... მხოლოდ ერთხელ გადაახტა ამ პატივისცემას როცა რინოს სიყვარულით გაბრუებული მამის წინააღმდეგობის და მიუხედავად მალულად მეზობელ გალაქტიკაში გაიპარა და ჯვარი დაიწერა.....

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 143 posts ] 
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები
დესპანი