↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 165 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაია, მე ცოტა სხვა აზრის ვარ, რა თქმა უნდა, მშობელი ყველაზე დიდ როლს თამაშობს შვილის აღზრდაში, მაგრამ გაიხსენეთ აკაკის ,,გამზრდელი''. ესე იგი მარტო წვრთნა ვერაფერი შვილია, ,,თუ ბუნებამც არ უშველა.'' მე სხვას ვერას ვეტყვი, მხოლოდ ჩემს ტკივილს გაგიზიარებთ. 8 წელია საქართველოს მოწყვეტილი ვარ. ჩემი შვილები 10 და11 წლის ასაკში უკვე სხვა ქვეყნის კულტურას ეზიარნენ.ჯერ რუსეთში გვიკრა თავი ცხოვრების უკუღმართობამ, ახლა კი ამერიკაში.დამერწმუნეთ ყველა ღონე ვიხმარე იმისთვის, რომ შვილები ნაკითხი და ცოტა მეტად ერუდირებულნი ყოფილიყვნენ. ძალიან ხშირად მე თვითონ ვუკითხავდი და ვცდილობდი მათში ინტერესი გამეღვივებინა დაწყებული წიგნის. ასე დავიწყეთ ,,ხევისბერი გოჩა'', ასე თივე ხერხით წავიკითხეთ: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი, წიგნებს თბილისიდან ვაგზავნინებდი. ქართულად რა თქმა უნდა კარგად საუბრობენ, რუსულადაც , ინგლისურზე აღარას ვამბობ, მაგრამ მუხრანის სიტყვის არ იყოს, ,,ენა არ გაწყენს არც ერთი, უნდა იცოდე რამდენიც, მაგრამ არ უნდა დაკარგო, ქართული სიტყვის ნათელი.''სამაგიეროდ ვხვდები ,რომ ქართულად კითხვა უჭირთ არა იმიტომ რომ ანი და ბანი არ ახსოვთ, არა, უბრალოდ აქ სულ სხვა მენტალიტეტია.სკოლიდან მოსულმა ჩემმა შვილმა , დიუმას ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილი, და საყვარელი ,,სამი მუშკეტერი'' მხოლოდ ერთ ფურცელზე ამობეჭდილი რომ მოიტანა,(ასეტი სახით აძლევენ აქ დავალებებს) მაშინ მივხვდი, რომ ტყუილი იყო ჩემი მცდელობა ყველაფერზე.კარგად იცით, ჩვენთან ყველა მოსწავლემ ,ზეპირად იცის გამრავლების ტაბულა,აქ კი მასწავლებლის გაკვირვება გამოიწვია მაგან და ირონიით იყო ნათქვამი: რატომ იღლით იქაურები ტვინს? ნუთუ არ შეიძლება ეგ კალკულატორით იანგარიშო? მითხარით რა გავაკეთო, დგეს უკვე როცა ვეუბნები ჩემს შვილებს, ბევრ კარს გასწავლით წიგნი თქო, ასე მპასუხობენ ისინიც, დედა კომპიუტერში ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლია ნახო, რაც გაინტერესებსო. დამიჯერეთ ყველაფერი ვცადე მაგრამ ამაოდ. :confused: :confused: :confused: :confused: :confused: :confused: :cl: :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჰო, მეს მის შენი, მანჩო. ჩვენს დროს სად იყო ამდენი გასართობი, ტელევიზორში ილუზიონს ველოდებოდით რომ რამე ფილმი გვენახა. ან სოფელში რომ გამიშვებდნენ? იქ ხომ ტელევიზორს საერთოდ არ რთავდნენ საღამომდე, წიგნი იყო ყველაზე კარგი გართობა. :D
მასწავლებლები თუ მასე ეუბნებიან, რაღა უნდა მოთხოვო, ჩვენ ყველა გვიკიჟინებდა ისწავლეთ და იკითხეთო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ყველა თაობას ჰყავდა და ჰყავს გაუნათლებელი ადამიანები მაგრამ გული გატეხილი ნამდვილად არ მაქვს,იქ სადაც წიგნის ფასი იციან,გაუნათლებელს ნამდვილად არ გაზრდიან შვილებს.ვისაც მშობლებმა წიგნის სიყვარული გვასწავლეს იგივე მეთოდით ვასწავლით ჩვენს შვილებსაც მის ფასს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Jun 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
სადღა გვყავს განათლებული საზოგადოება
ვისაც განათლების რამე ესმოდა და მოწადინებული იყო(შეძენის თუ გადაცემის)ამ მთავრობა სანაგვეში მოისროლა და მოიყვანეა ლომაი და მისთანები
ესენი თუ დარჩნენ გაუნათლებლობის პრობლემით ზანგებს გადავასწრებთ მალე
სამწუხარო რეალობაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:წინა წერილში საუბარი მქონდა მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით გატარებულ რეფორმებზე,ამ შემთხვევაში,მე ზემოთხსენებულ სამწუხარო რეალობას ვერ დავეთანხმები,თუნდაც პირადი მაგალითიდან გამომდინარე...მე უკვე ნამდვილად ვარ დარწმუნებული,რომ თუ ვისწავლე 11 წელი და მინდა ჩავაბარო უმაღლესში,ვიღაცის ფულის გამო მე გარეთ არ დავრჩები...ეს რეფორმა,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ კიდევ დასახვეწია,რაც გასაკვირი არ უნდა იყოს,ნამდვილად იმსახურებს მოწონებას,სწავლა ფასდება და არა ვიღაცის ფულები,მე ასე ვფიქრობ...ადრე კი,ძალიან ბევრი მცოდნე რჩებოდა გარეთ,იმის გამო,რომ მისი ადგილი სხვისთვის ჰქონდათ შემონახული,აი ეს იყო მწარე რეალობა!!1... :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Sep 2007
Posts70
კარმა50
OFFLINEPROFILE
არა მგონია რომ მთავრობა დაინტერესებული იყოს განათლების სრულყოფილი სისტემით და ფართო მასების განათლებით.

ჷანა არ მეთანხმებით, რომ გაუნათლებელი ხალხი, თუ მას აგრეთვე დავაკარგვინებთ

ეროვნულ ტრადიციებს და კულტურას,სამართავად უფრო ადვილი ხდება?

დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
რა ვიცი რა ვიცი,ის კი მართალია,რომ გაუნათლებელი ადამიანის მართვა ძალიან ადვილია,მაგრამ,როგორც ჩანს ვიღაცებს უნდათ კიდეც იყვნენ ადვილად სამართავები....საქართველოს დღეს სწორედ რომ სჭირდება განათლებული საზოგადოება და სულაც არ ვთვლი,რომ სახელმწიფო ამითი დაინტერესებული არ არის,პირიქით... :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts112
კარმა54
OFFLINEPROFILE
ძალიან მომეწონა ეს თემა,ადრე აქ არ შემინიშნავს, ეტყობა კარგად არ დავათვალიერე თემები. კომენტარებიც საკმაოდ ჭკვიანურია. ყველას აზრი შეიძლება გაიზიარო ადამიანმა. დარწმუნებული ვარ ვინც აქ კომენტარები გააკეთეთ თქვენ მაინც აღზრდით განათლებულ შვილებს. (ეს სრული სერიოზულობით ვთქვი და არა ვინმეზე კაიფით).

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მივესალმები ყოველგვარ რეფორმებს რაც ჭაობიდან ამოათრევს საქართველოს განათლების სისტემას. ჩემი აზრით განათლება საქართველოში უგანდას და კამერუნის დონეს უთანაბრდება. საჭიროა აბსოლიტურად ყველა პედაგოგის ტრეინინგი, სასკოლო კოდექსის გამკაცრება, პოლიციის ჩართვა წესრიგის დასამყარებლად სკოლებსა და უნივერსიტეტებში. არადამაკმაყოფილებელი ყოფაქცევის მოსწავლეებისა და სტუდენტების უპირობო გარიცხვა. სასწავლო მეთოდიკის შეცვლა, სიახლეების დანერგვა სწავლების მხრივ, ყველა სასწავლო დაწესებულების ინტერნეტში ჩართვა.სკოლებისა და უნივერსიტეტების მოწყობა ისე რომ გავდეს სასწავლო დაწესებულებებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts112
კარმა54
OFFLINEPROFILE
ზვიგენ მაგაში მართალი ხარ. ეს ახალი რეფორმები, რაც განათლების სისტემაშია მე მომწონს. მე რომ მინისტრი ვიყო კიდე უფრო გავამკაცრებდი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის წესებს. და პირველ რიგში საქართველოში დავტოვებდი მარტო:უნივერსიტეტს, ყოფილ გეპეის (ტექნიკურ უნივერსიტეტს) სასოფლოს, სულხან საბას, სამედიცინოს, ზოოვეტს, სამხატვრო აკადემიას და კონსერვატორიას.ფაქტიურად როგორც იყო ადრე, დანარჩენ უმაღლეს სასწავლებელს ყველას გავაუქმებდი. და სკოლაშიც 12 კლას არ დავამთავრებინებდი ყველას.9 კლასს სამებით ვინც დაამთავრებდა აღარ გადავიყვანდი მეათეში.
აღარ იქნებოდა ამდენი დიპლომიანი იდიოტი და რაც მთავარია ამ იდიოტებს აღარ ექნებოდათ ამბიციები. ქვეყანას ეყოლებოდა ნაკლები დიპლომიანი მაგრამ განათლებული ადამიანები.
აბა ეგაა საქმე წელს სკოლა ვინც დაამთავრა 100% სტუდენტია. დაიჭერენ მერე დიპლომს და თოხს და ბარს აღარ კადრულობს არავინ.
ასეა ჩემო ძმაო. ამ აზრზე ვარ მე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ ... რა საჭიროა ამდენი სტუდენტი და დიპლომიანი? საქმეც ხომ უნდა აკეთოს ვინმემ? ჩინელების ჩამოსვლას მივესალმები მაგალითად მე. მაგ ადამიანები შრომას არ თაკილობენ და საჭიროა ქვეყანაში მათი ყოფნა რომ ხალხმა წახედოს მათ და გადააფასოს მათი შეხედულებები შრომასთან დაკავშირებით... ჩვენთან სადაც შრომა "გრეხია" რომელი მტავრობა გადაარჩენს. ჩახუტებულნი არიან დიპლომს უმრავლესობა და სპეციალობის მიხედვით ყველას დასაქმება წარმოუდგენელია რადგან შრომითი რესურსი აღარ დარჩება. 4 ან 5 უნივერსიტეტი საქართველოს მაშტაბით საკმარისია აბსოლიტურად. არაა მეტი საჭირო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ერთ-ერთ ტოპიკში მე მსუბუქად შევეხე ბევრი ჩვენთაგანისთვის საჭირბოროტო თემას-განათლების პრობლემას საქართველოში.მე ცალსახად მიმაჩნია, რომ ნაკითხობა და განათლებულობა ერთი და იგივე არ არის.ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ინფორმაციის დიდი მარაგი აქვს, მაგრამ არ გააჩნია ამ ინფორმაციის ანალიზის უნარი. ერთი სითყვით -ვიწრო მსოფლმხედველობა აქვს. განათლებულობა სწორედ მსოფლმხედველობის სიფართოვეა. ხარ განათლებული-ნიშნავს,რომ აზროვნებ.ამაში კი ,ალბათ, ცოტა ბუნებაც უნდა დაგეხმაროს.აბა, დაუკვირდით ინტელექტუალურ თამაშებს, რომლებიც მრავლადაა ტელეეკრანებზე. რა საინტერესოა ისეთ მოთამაშეზე დაკვირვება, რომელმაც შეიძლება არ იცის პასუხი კონკრეტულ შეკითხვაზე, მაგრამ ანალიზითა და ლოგიკური აზროვნებით პოულობს სწორ პასუხს.იყენებს გამორიცხვის მეთოდებს, აკვირდება შემოთავაზებულ პასუხებს, მსჯელობს და აკეთებს დასკვნებს.ასეთ აზროვნებას ბავშვს უნდა ასწავლიდეს როგორც ოჯახი, ისე სკოლა. მაგრამ, გარკვეული ასაკის შემდეგ, ბავშვების ცნობიერება გარკვეულ თავისებურებებს იძენს, დგება დრო, როდესაც თავისი ასაკის ადამიანები მათთვის უფრო დიდი ავტორიტეტები ხდებიან. ამიტომ არის, რომ ხშირად ბავშვები ერთმანეთისგან უფრო ბევრს სწავლობენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ განათლების მიღება არის ძალიან რთული პროცესი დროსა და სივრცეში გაშლილი და თითოელი ადამიანი ,ბავშვის გარშემო, არის მისი მასწავლებელი.
განათლება დღევანდელ სკოლაში-ცალკე მსჯელობის თემაა.ვერ დავეთანხმები სხვა ქვეყნის განათლების მოდელის პირდაპირ გადმონერგვას ქართულ რეალობაში ეროვნული თავისებურებების გათვასლისწინების გარეშე. /გაგრძელება იქნება/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ყველა კომენტარი გადავიკითხე და ძალიან მაინტერესებს
ბარბი შენი აზრი მაინტერესებს. რაღაც საინტერესო უნდა თქვა ალბათ.
მე შენგან განსხვავებით ურიას და ზვიგენს ვეთანხმები.
კონკრეტულად იმიტომ მოგმართე რომ აქ კომენტარში გიწერია" თქვენთვისაც მოვიცლიო ":)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
10 წელი სკოლაში ვიმუშავე და ამ თემას უკომენტაროდ ნამდვილად ვერ დავტოვებდი. 11 წელი სკოლაში ვისწავლე 8 წელი უმაღლეს სასწავლებელში და გამოდის რომ 30 წლიანი შეხება მაქვს განათლების სისტემასთან.
ის რაც ხდება დღეს (განათლებული თუ გაუნათლებელი თაობა მყავს მხედველობაში) ნამდვილად არ უნდა დაბრალდეს სკოლას და მასწავლებლს. მართალია ბავშვის აღზრდაში სკოლა დიდ როლს თამაშობს მაგრამ ბავშვი სკოლაში 5-6 საათია და დანარჩენი იჯახში.ბავშვი ყველაზე კარგად ითვისებს იმ ჩვევებს რა ჩვევების საზოგადოებაშიც იზრდება.
დღეს რომ ახალგაზრდობა წიგნს არ კითხულობს ეს არ არის თანამედროვე ტექნიკის (კომპიუტერის) დამსახურება.
საქართველოში მითუმეტეს ჯერ მაგ დონეზე არაა კომპიუტერული სისტემა რომ ახალგაზრდობის გასართობი მარტო ეგ იყოს. სკოლის მოსწავლეთა 60% (მეტმა თუ არა) წერა კითხვა არ იცის. და ამ მოსწავლეთა 100% სტუდენტი ხდება. და ყველაფერი ეგ გამოიწვია იმან რომ სწავლა გაუფასურდა. და ეს გააკეთა თვითონ მშობლებმა.
ბავშვი დარწმუნებული იყო იმაში რომ ისწავლიდა თუ არა მშობელი მაინც "შეტენიდა" უმაღლეს სასწავლებელში.
სწორედ ესე "შეტენიდა". რა თქმა უნდა ამას ხელი მთავრობამ შეუწყო. ყველა ჩიხში უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნა.
რას თხოვთ მასწავლებელს რომელსაც იმისი უფლებაც არააქვს ბავშვს გაუჯავრდეს. უკვე 1-2 კლასელიც საქმეს გაგირჩევს. და მეორე დრეს მშობელი საჩივრით განათლების სამინიშტროს კარებს აატალახებს.
ბავშვის უფლებები, სასაცილოა რა, შვილს ხელი არ დაარტყა, რას ქვია შვილი გაილახოს. სულხან საბა არ წაგიკითხავთ? გასალახავი უნდა გალახო, ბავშვს უნდა გაუჯავრდე როცა საჭიროა და უნდა მოეფერო როცა ამას იმსახურებს.
შვილი გაზარდე მტრულად და მოგექცევა მოყვრულადო- ეს ჩემი ნათქვამი არაა ჩემზე ბევრად ჭკვიანმა ხალხმა თქვა.
ასე რომ უდიდესი როლი მშობელს უკავია ნებისმიერ საკითხში. რაც შეეხება "მარტო აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა"- ეგ მხოლოდ 5-10%. და ეგ ნებისმიერ თაობაში იყო და იქნება.
ძალიან გამიგრძელდა მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა უთქმელი.:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts405
კარმა50
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
10 წელი სკოლაში ვიმუშავე და ამ თემას უკომენტაროდ ნამდვილად ვერ დავტოვებდი. 11 წელი სკოლაში ვისწავლე 8 წელი უმაღლეს სასწავლებელში და გამოდის რომ 30 წლიანი შეხება მაქვს განათლების სისტემასთან.
ის რაც ხდება დღეს (განათლებული თუ გაუნათლებელი თაობა მყავს მხედველობაში) ნამდვილად არ უნდა დაბრალდეს სკოლას და მასწავლებლს. მართალია ბავშვის აღზრდაში სკოლა დიდ როლს თამაშობს მაგრამ ბავშვი სკოლაში 5-6 საათია და დანარჩენი იჯახში.ბავშვი ყველაზე კარგად ითვისებს იმ ჩვევებს რა ჩვევების საზოგადოებაშიც იზრდება.
დღეს რომ ახალგაზრდობა წიგნს არ კითხულობს ეს არ არის თანამედროვე ტექნიკის (კომპიუტერის) დამსახურება.
საქართველოში მითუმეტეს ჯერ მაგ დონეზე არაა კომპიუტერული სისტემა რომ ახალგაზრდობის გასართობი მარტო ეგ იყოს. სკოლის მოსწავლეთა 60% (მეტმა თუ არა) წერა კითხვა არ იცის. და ამ მოსწავლეთა 100% სტუდენტი ხდება. და ყველაფერი ეგ გამოიწვია იმან რომ სწავლა გაუფასურდა. და ეს გააკეთა თვითონ მშობლებმა.
ბავშვი დარწმუნებული იყო იმაში რომ ისწავლიდა თუ არა მშობელი მაინც "შეტენიდა" უმაღლეს სასწავლებელში.
სწორედ ესე "შეტენიდა". რა თქმა უნდა ამას ხელი მთავრობამ შეუწყო. ყველა ჩიხში უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნა.
რას თხოვთ მასწავლებელს რომელსაც იმისი უფლებაც არააქვს ბავშვს გაუჯავრდეს. უკვე 1-2 კლასელიც საქმეს გაგირჩევს. და მეორე დრეს მშობელი საჩივრით განათლების სამინიშტროს კარებს აატალახებს.
ბავშვის უფლებები, სასაცილოა რა, შვილს ხელი არ დაარტყა, რას ქვია შვილი გაილახოს. სულხან საბა არ წაგიკითხავთ? გასალახავი უნდა გალახო, ბავშვს უნდა გაუჯავრდე როცა საჭიროა და უნდა მოეფერო როცა ამას იმსახურებს.
შვილი გაზარდე მტრულად და მოგექცევა მოყვრულადო- ეს ჩემი ნათქვამი არაა ჩემზე ბევრად ჭკვიანმა ხალხმა თქვა.
ასე რომ უდიდესი როლი მშობელს უკავია ნებისმიერ საკითხში. რაც შეეხება "მარტო აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა"- ეგ მხოლოდ 5-10%. და ეგ ნებისმიერ თაობაში იყო და იქნება.
ძალიან გამიგრძელდა მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა უთქმელი.:(

გეტანხმები პიკასო22 სამწუხაროდ ეს ჩვენი რეალობაა.

რაც შეეხება აღზრდას ეს ლომის წილი ოჯახიდან მოდის. მეც მომხრე ვარ დასასჯელი დაისაჯოს და შესაქები უნდა შეიქოს დამსახურების და მიხედვით.მაგრამ არ შეიძლება გამოირიცხოს საზოგადოების ფაქტორიც.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 165 posts ] 
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში
დესპანი