10 წელი სკოლაში ვიმუშავე და ამ თემას უკომენტაროდ ნამდვილად ვერ დავტოვებდი. 11 წელი სკოლაში ვისწავლე 8 წელი უმაღლეს სასწავლებელში და გამოდის რომ 30 წლიანი შეხება მაქვს განათლების სისტემასთან.
ის რაც ხდება დღეს (განათლებული თუ გაუნათლებელი თაობა მყავს მხედველობაში) ნამდვილად არ უნდა დაბრალდეს სკოლას და მასწავლებლს. მართალია ბავშვის აღზრდაში სკოლა დიდ როლს თამაშობს მაგრამ ბავშვი სკოლაში 5-6 საათია და დანარჩენი იჯახში.ბავშვი ყველაზე კარგად ითვისებს იმ ჩვევებს რა ჩვევების საზოგადოებაშიც იზრდება.
დღეს რომ ახალგაზრდობა წიგნს არ კითხულობს ეს არ არის თანამედროვე ტექნიკის (კომპიუტერის) დამსახურება.
საქართველოში მითუმეტეს ჯერ მაგ დონეზე არაა კომპიუტერული სისტემა რომ ახალგაზრდობის გასართობი მარტო ეგ იყოს. სკოლის მოსწავლეთა 60% (მეტმა თუ არა) წერა კითხვა არ იცის. და ამ მოსწავლეთა 100% სტუდენტი ხდება. და ყველაფერი ეგ გამოიწვია იმან რომ სწავლა გაუფასურდა. და ეს გააკეთა თვითონ მშობლებმა.
ბავშვი დარწმუნებული იყო იმაში რომ ისწავლიდა თუ არა მშობელი მაინც "შეტენიდა" უმაღლეს სასწავლებელში.
სწორედ ესე "შეტენიდა". რა თქმა უნდა ამას ხელი მთავრობამ შეუწყო. ყველა ჩიხში უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნა.
რას თხოვთ მასწავლებელს რომელსაც იმისი უფლებაც არააქვს ბავშვს გაუჯავრდეს. უკვე 1-2 კლასელიც საქმეს გაგირჩევს. და მეორე დრეს მშობელი საჩივრით განათლების სამინიშტროს კარებს აატალახებს.
ბავშვის უფლებები, სასაცილოა რა, შვილს ხელი არ დაარტყა, რას ქვია შვილი გაილახოს. სულხან საბა არ წაგიკითხავთ? გასალახავი უნდა გალახო, ბავშვს უნდა გაუჯავრდე როცა საჭიროა და უნდა მოეფერო როცა ამას იმსახურებს.
შვილი გაზარდე მტრულად და მოგექცევა მოყვრულადო- ეს ჩემი ნათქვამი არაა ჩემზე ბევრად ჭკვიანმა ხალხმა თქვა.
ასე რომ უდიდესი როლი მშობელს უკავია ნებისმიერ საკითხში. რაც შეეხება "მარტო აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა"- ეგ მხოლოდ 5-10%. და ეგ ნებისმიერ თაობაში იყო და იქნება.
ძალიან გამიგრძელდა მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა უთქმელი.
