↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
აბა სტუდენტებო და არა მარტო...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 15 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
რამდენად შესაძლებელია სტუდენტმა ისწავლოს და თან იმუშაოს?
ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საკუთარი ფული, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სტუდენტი ხარ, ჰაერივით გჭირდება.
მაინტერესებს თქვენი აზრი. რამდენად შესაძლებელია მუშაობა და სწავლა ერთდროულად საქართველოში და როგორ ხდება ეს უცხოეთში. ალბათ საზგვარგარეთ მყოფ, ჩვენ ძვირფას მეგობრებს ეცოდინებათ ამაზე პასუხი.
საქართველოში, ჩვენდა სამწუხაროდ ახალგაზრდები თავს სწავლით დიდად არ იკლავენ და ალბათ ყველას მუშაობა ურჩევნია დროის ფუჭად ფლანგვას , ან თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ? - არ არი სამუშაო საქართველოში თუ უბრალოდ ახალგაზრდები არიან ფუქსავატები? :ce:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:ძალიან ძალიან კარგი თემაა,ხვალ დავწერ პასუხს,ეხლა მეძინება....... :by: :by: :by:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
აქ საფრანგეთში სტუდენტები სწავლობენ და მუშაობენ კიდეც,ეს ძალიან კარგია მათთვის და მათი უნარიანობის დახვეწისთვის,მუშაობა მათ ხელს უწყობს იქონიონ გამოცდილება და აქვე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა რომ საქართველოშიც ყოფილიყო მაგდაგვარი რამ სტუდენტებისთვის :smilie:თქვენ როგორ ფიქრობთ მეზობლებო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
საზღვარგარეთ ბევრჯერ გამიგონია და ფილებშიც ბევრჯერ მინახავს, რომ ახალგაზრდები არა მარტო გამოცდილების მისაღებად არამედ ბევრ ისეთ ადგილასაც მუშაობენ საქართველოში რომ ალბათ ბევრი არ "აკადრებს თავს". ეს იმის ბრალი ხომ არაა, რომ დამოუკიდებლად არსებობა და ცხოვდება არ იციან ჩვენ ქვეყანაში???

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
არა ეს სიამაყის ბრალია მე იმიტომ არ ვსწავლობ უნივერსიტეტში რომ დამლაგებლად ვიმუშაო ან მრეცხავათ ეგ რომ მდომებოდა არ ჩავაბარებდი არსად.მუშაობა ცუდი არაა მაგრამ გააჩნია სად მუშაობ ჩემი აზრით ადამიანმა ფულის შოვნის გულისთვის არ უნდა აკადროს თავს ისეთი რამ რაც არ ეკადრება. პირადად მე ფულის გულისთვის ვერ დაულაგებ ვიღაცას რაღაცას. ბოზებს რომ კითხო ეგენიც გიპასუხებენ ჩემი სამუშაოაო ამით შოულობენ ფულს და შვილებსაც არჩენენ ვისაც ყავს. თუ სამსახური სამსახურია მაშინ ესეც უნდა იყოს მიღებული. ესეც რომ არ იყოს მთელი ცხოვრება უნდა იმუშაო მაინც და ეს სტუდენტური წლები მაინც გაატარე საკაიფოდ რა ადამიანი სიბერეში მოგონებებით ცხოვრობს და მემგონი არ იქნება კარგი იმის გახსენება სტუდენტობის დროს როგორ რეცხავდი ჭურჭელს ან ალაგებდი რაღაცას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cp:თემა ძალიან კარგია,მომწონს...ერთს ვიტყოდი,მივესალმები სტუდენტების და საერთოდ ახალგაზრდების დასაქმებას,კარგი იქნებოდა,რომ ჩვენს ქვეყანაში,მთავრობისგან უფრო დიდი მოთხოვნა იყოს მათ დასაქმებასთან დაკავშირებით,ძალიან კარგია,როცა ადამიანი თავიდანვე ეჩვევა დამოუკიდებლად ფულის შოვნას,მან უფრო კარგად იცის ფულის ყადრიც და თავისუფლად ცხოვრებაც,ეს რათქმაუნდა,რომ არ არის აუცილებელი პირობა იმისა,რომ ის ადამიანი დამოუკიდებებლი იქნება,მაგრამ ერთი-ერთი მაინცაა...მე არ მესმის იმ აზრის,რომ ეს შეიძლება სათაკილო იყოს ვინმესთვის,სათაკილო მგონი ის უფროა დედას და მამას რომ თხოვ ფულს,თორემ მუშაობაში და პატიოსნად გამომუშავებულ ფულში(მე აქ ცირკთან დგომას არ ვგულისხმობ)სათაკილოს მე პირადად ვერაფერს ვხედავ,და საზღვარგარეთ მუშაობენ იმიტომ,რომ ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიონ საკუთარი თავის დამოუკიდებლად შენახვას,იქ არ აქვს მნიშვნელობა დედიკოს და მამიკოს რამდენი ფული აქვთ,მამასაც კი არ აყავს სამსახურში შვილი ისე,თუ მას ცოდნა არ აქვს,იქ სხვა სისტემა და სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ,რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით,სწორად აღნიშნა analusia-მ,აქ თავის თავს არ კადრებენ მუშაობას,მაგრამ ფულზე უარს არ იტყვიან...და სხვათაშორის,მუშაობა მხოლოდ ფულის გამომუშავებას არ გულისხმობს,ადამიანი,როგორც ზემოთ აღვნიშნე,ეჩვევა დამოუკიდებლობას,ფული აქ შეიძლება სულაც მეცხრე ადგილზე იდგეს...სწორედ ამიტომ მივესალმები სტუდენტთა და ახლაგაზრდათა დასაქმებას და ვისურვებდი ასეთი პროგრამები მთავრობის მხრიდან უფრო ხშირი და უფრო ფართო მასშტაბის იყოს... :cl: :cl: :cl:...უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში არ არის ისეთი სამუშაოები,რომ სტუდენტებისთვის ხელსაყრელი იყოს,რომ არ უშლიდეს სწავლაში ხელს... :cl: :cl: :cl:

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
gaga - კი ბატონო, მაგაში გეთანხმები და არც არავინ გეკამათება, რომ სტუდენტმა ყველეფერი უნდა იღონოს იმისთვის რომ ეს წლები მის ცხოვრებაში საუკეთესო მოგონებად დარჩეს. მაგრამ ქართველებს არაჩვეულებრივი გამოთქმა გვაქვს --- "ძალა აღმართს ხნავს". ცხოვრება ხანდახან იძულებულს გხდის უკადრებერლიც იკადრო.(არ ვგულისხმობ ზნედაცემულობას) ხომ გაგიგონია, "შრომა აკეთილშობილებს ადამიანსო" :cl: :dp:

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ გინდათ ეს თემა? წავშლი თუ არ გინდათ?? ?? ?? ?? ??

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
აცალე, სტუდენტები ყველა დასასვენებლადაა. წაშლაზე ადვილი რაა :) (ვითომ, შენ შეგიძლია წაშლა?)

მუშაობას რაც შეეხება, მე ვმუშაობდი მთელი სტუდენტობის მანძილზე და ვფიქრობ, რომ თუ არის საშუალება, ჯობია არ იმუშაო. უამრავი მიზეზია. საზღვარგარეთ სტუდენტებს არა აქვთ უფლება სრული სამუშაო დღე იმუშაონ, მხოლოდ გარკვეული საათების რაოდენობა კვირაში, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. საქართველოში კი სამსახურს თუ მოახერხებ და იშოვი, ხელს არავინ შეგიწყობს, უნდა სრულად იმუშაო, არადა დაგითხოვენ. გამოდის, რომ სამსახურს ვერ გააცდენ, ლექციებს - კი ადვილად შეელევი, ფიქრობ, მთავარია გამოცდები ჩააბარო და ერთი ლექციის გაცდენას არა უშავს. საბოლოოდ კი ისევ შენ გამოდხიარ დაზარალებული, რადგან ვერ იღებ კარგ განათლებას.
მეორე მიზეზი კი არის ის, რომ თუ იმავე დარგში მუშაობ, მხოლოდ თანაშემწედ ან უფრო დაბალ პერსონალად, არასოდეს მიგიღებენ თავის წრეში. ჩვეულებრივი სნობიზმია, მაგრამ ვერ გაექცევი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined29 Nov 2006
Posts23
კარმა50
OFFLINEPROFILE
ფირად საინტერესო თემაა...
მთელი სტუდენტობა ვმუშაობ (საქართველოში ვარ) ვათავსებდი სწავლასაც, დამიჯერეთ ჩემს ფაკულტეტზე გამოცდებს ვერაფრით ჩააბარებდი ლექციებზე რო არ გევლო (ფიზიკური), ვმუშაობდი არა ჩემი პროფილით ვთარგმნიდი გაზეთისათვის, სამუშაოს ვაკეთებდი სახლში, ბევრს არაფეს მიხდიდნენ მარა ჩემი ფული მქონდა და მეამაყება რომ 17 წლის ასაკიდან მშობლებისთვის არ მითხოვია ფული. ალბათ აღზრდის თავისებურებააცაა. იცით "არაა მთავარი რამდენს გიხდიან, მთავარია სამსახურში რამდენ რამეს ისწავლი"... ასეთი დევიზით დავდიოდი და საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა. თუ სტუდენტი მოისურვებს, ამჟამად საქართველოში ისეთი სიტუაციაა, ნამდვილად იშოვის სამუშაოს არასრული განაკვეთით... ან სულაც სტჟიორად დაიწყებს მუშაობას. დროის ფასს შეიგრძნობს. სტუდენტობა არაა სასწავლებლის კიბეებზე გაუთავებელი დგომის ხანა, არც ბნელ აუდიტორიებში ჯოკრის თამაში... და დანარჩენს კი არაფერში ჩამორჩება მომუშავე სტუდენტი თავის ყალთაბანდ თანატოლებს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Mar 2007
Posts506
კარმა52
OFFLINEPROFILE
კატი მართალი ხარ, შენ გაგიღიმა ბედმა. გაზეთისთვის თარგმნა მართლაც კარგ გამოცდილებას მოგცემს და თუ სახლში აკეთებ სამუშაოს, ეგ კიდევ უკეთესი!
საკუთარი ფულის ქონა ყველაზე სასიამოვნო მომენტია, იცი ფულის ფასი და ასე ადვილად აღარ ფლანგავ, სწავლობ როგორ დაგეგმო შენი ბიუჯეტი და ა.შ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
:cd:კატის მინდა დავეთანხმო იმაში,რომ სტუდენტობა ნამდვილად არაა მხოლოდ სასწავლებლის კიბეებზე მზესუმზირის ჭამა,როგორც ბევრს ესმის...ამიტომ,თუ კი სტუდენტს ექნება შესაძლებლობა,რომ იმუშაოს,სწავლასთან შეთანხმებით და ამით მისი კარიერა წინ წაწიოს,ანუ გაუმართლოს,არ უნდა დაფიქრდეს...ისე კიბეებზე ჩამომსხდარი სტუდენტობა კიდევ ცალკე თემაა... lol lol lol

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Sep 2007
Posts541
კარმა49
OFFLINEPROFILE
რაც შეეხება სწავლას და მუშაობას სტუდენტობის პერიოდში ეს კარაგდ მაქ გამოცდილი საკუთარ თავზე.1 კურსზე ვიყავი როცა 1 სამსახური დავიწყე და საერთოდ არ გამძნელებია ორივეს ერთად შეთანხმება,მთავარია მონდომება და ცხოვრებაში მიზანი შენი ადგილის ძებნისა და მონდომებასთან ერთად ოპტიმიზმი.1 კურსის მეორე სემესტრიდან მეორე სამსახურიც ვიპოვე და თანაც საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო და 2 სამსახური და სწავლა შევუთანხმე ერთმანეთს ისე რომ არსად პრობლემა არ შემქმნია და მიუხედავდ იმისა რომ ძალიან გადატვირთული ვიყავი და ძალიან ვიღლებოდი,მაინც მრჩებოდა იმის დრო რომ მეგობრებთან ერთად წავსულიყავი სადმე გასართობად და ეს ბედნიერი სტუდენტობის წლები გამეტარებინა ისე როგორც მე მინდოდა. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
საქართველოში როცა ვიყავი სტუდენტი მყავდა მოსწავლეები,და მქონდა მცირე მაგრამ მაინც საკუთარი შემოსავალი,ეხლა ვარ საფრანგეთში და სწავლას და მუშაობას ვათანხმებ არაჩვეულებრივად,ასე რომ არ გამჭირვებია არც საქართველოში და არც ევროპაში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი აზრი,ცოტა ვრცლად,დავწერე ზევით უკვე...უბრალოდ დავამატებდი იმას,რომ,თუმცა ძალიან კარგია და მივესალმები,სამუშაოსა და სწავლას ერთად. სტუდენტისთვის მშვენიერია პირადი შემოსავალი,მაგრამ საქართველოში ამის საშუალებას არ იძლევა სწავლის ძალიან ცუდი გრაფიკი,ამასთანავე,სამუშაო გრაფიკიც არაა ისეთი,რომ ორივეს შეთავსება ისე მოახერხო, ხარისხი არ დააგდო არც სწავლაში და არც სამსახურში:( :( :( ხელშეწყობა არააააა=tavfx=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 15 posts ] 
აბა სტუდენტებო და არა მარტო...
დესპანი