აცალე, სტუდენტები ყველა დასასვენებლადაა. წაშლაზე ადვილი რაა

(ვითომ, შენ შეგიძლია წაშლა?)
მუშაობას რაც შეეხება, მე ვმუშაობდი მთელი სტუდენტობის მანძილზე და ვფიქრობ, რომ თუ არის საშუალება, ჯობია არ იმუშაო. უამრავი მიზეზია. საზღვარგარეთ სტუდენტებს არა აქვთ უფლება სრული სამუშაო დღე იმუშაონ, მხოლოდ გარკვეული საათების რაოდენობა კვირაში, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. საქართველოში კი სამსახურს თუ მოახერხებ და იშოვი, ხელს არავინ შეგიწყობს, უნდა სრულად იმუშაო, არადა დაგითხოვენ. გამოდის, რომ სამსახურს ვერ გააცდენ, ლექციებს - კი ადვილად შეელევი, ფიქრობ, მთავარია გამოცდები ჩააბარო და ერთი ლექციის გაცდენას არა უშავს. საბოლოოდ კი ისევ შენ გამოდხიარ დაზარალებული, რადგან ვერ იღებ კარგ განათლებას.
მეორე მიზეზი კი არის ის, რომ თუ იმავე დარგში მუშაობ, მხოლოდ თანაშემწედ ან უფრო დაბალ პერსონალად, არასოდეს მიგიღებენ თავის წრეში. ჩვეულებრივი სნობიზმია, მაგრამ ვერ გაექცევი.