↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,...მე არა ვარ პოეტი რომ გამოვხატო გრძნობები ლექსებით.მე არა ვარ მუსიკოსი რომ შევქმნა მშვენიერი სიმღერები,ან კიდევ მოქანდაკე,რომ ავაგო უკვდავი ძეგლი...მე ვარ ერთ არაფრით გამორჩეული ადამიანი,რომელსაც უყვარხარ შენ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,არ ვტოვებ მარტო-
თუ მე იგი არ მტოვებს მარტოს,-
არ ვიცი,
ვიცი ვარ მარტო და ...
ვართ მაინც ორნი"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,შენ შემატოვე ღამის დუმილს
შრიალს ვერხვების,
იქნებ არასდროს არ გჯეროდა ბედის
შემთხვევის,
ელოდი რაღაც იდუმალი,უფრო მალული,
სულ სხვანაირად მოვიდოდა ეს სიყვარული.
გადამავიწყე სიამაყე ამიყოლიე,
დამტოვე როგორც გემი ტოვებს
ზღვაში თოლიებს,
და შემატოვე ღამის დუმილს შრიალს ვერხვების...
არ ვიცი კიდევ თუ ოდესმე მაინც შევხვდებით"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხელის გულები ამაფარე თვალებზე თორემ,
მოგიტაცებენ დაუნანებლად.
ნაზი თითები ამაფარე ბაგეებზე,
რომ არ გეჩურჩულონ დაუსრუოებლად.
ძალა მარგუნე,რომ აღვიდგინო ნებისყოფა
შენ რომ დაგნებდა.
შიში გამიქრე გაფოთლილი სულის რტოებზე,
შიში დაკარგვის-თითქოს მტოვებდე.
ამ გულსაც მოუხერხე რამე,
შენთან რომ დარჩა და არ უნდა წასვლა აღარსად.
მხარი მომაყრდენ,რომ დავიჯერო
ამ ქვეყანაზე სხვანაირიც ყოფილა სითბო
და გევედრები რომ არ მითხრა:
მეტისმეტს ითხოვ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ამ უდაბურ და ბობოქარ ღამეს
არ მოხვალ ჩემთან
სიყვარულის გზით წამოსულო,
მიჯნურო ჩემო?
თითქოსდა სასოწარკვეთილნი ტირიან ცანი.
ძილი გამიკრთა,ვაღებ კარებს და
განუჭვრეტელ უკუნეთს ვუჭვრეტ,
მიჯნურო ჩემო.
ვერაფერს ვხედავ-
მაინც მოვდევ ბნელში შენს ბილიკს.
შავი მდინარის აქაფებულ ზვირთების წიაღ,
თუ დაბურული უღრანი ტევრით მავალი-
მოეშურები ჩემსკენ ღამის მუხთალი გზებით,
მიჯნურო ჩემო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა.
ნამი ხარ? ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.
ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ, ჩემო ლამაზო?
ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.

შანდორ პეტეფი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მახსოვს. ოდესღაც ამ სისხლ-ძარღვებში
ვაზის დაწურულ მტევნად მდიოდი
და შენი ჯვარცმა ისე მტკიოდა,
ცრემლების ლოცვად გადმომდიოდი.
ახლა დამტოვე ფიქრის ამარა,
სასჯელს ვერ ვიტყვი ამაზე სასტიკს,
ვარ ცარიელი როგორც სამარე,
რომლიდან აღსდექ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვარ ცარიელი,-გეუბნები-აი სრულიად,
სული ცარიელ სივრცეებით დაისრულია,
ხურდაც არ დამჩა დამეხარჯა ყველახმოვანი,
მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი.
ვარ მათხოვარი, უქონელი,გზად მოარული
შავი ჯვალოთი.
ღამის მსტოვარი, იდუმალი, მისი ფარული
მე ვარ ჯალათი.
გზად მოარული, უქონელე, სავსე ვარამით
ღამის მსტოვარი,
ვითხოვ სინათლეს, შემეწიეთ, დამეხმარენით,-
გთხოვთ მათხოვარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვიცი რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრისლში..
შენს სამყაროში მაწვიმს და მათოვს,
ნაღალატარი მყინავს მაისი.
ვიცი, რომ ღამე იქნება თეთრი
და დავიძინებ გათენებისას,
ვიცი, რომ ლექსში იელვებს მეხი
და უმსუბუქებს სტრიქონს მომიკლავს.
ვიცი ,რომ ვიღაც გადამკრავს მათრახს,
უბირი ხელით მომიკლავს იებს,
და ალუბლების სევდიან ბაღში
სევდიან ლექსებს დამაწქრინებს.
ვიცი, რომ ვიღაც ეული მგზავრი
მომიკაკუნებს სარკმელზე ბრთხილად,
ჩამომიქროლებს მსუბუქი ქარი
და მზე იისფერ კაბას მომიტანს.
ვიცი, რომ ისევ მიშველის ღმერთი,
ვიღაც მომძებნის დაბურულ ტყეში,
ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრისში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
რა ლამაზ ;ლეკსებს აცერინებს სიკვარული ადამიანებს. მომცონხარტ კველა.და გეფერებიტ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
(სევდას სქესი აქვს...)

სევდას სქესი აქვს.
მე შავიყვარე შენი ქალური,
შენი მარად პირველყოფილი
და ნამდვილი სევდა სევდისა;
ვით მარგალიტი ნიჟარაში,
ვოთ კატა მზეში,
ვით სხვა სულ სხვაში –
სადაც ნებივრობ.
მე შევიყვარე.. და მაპატიე,
მაგრამ როცა მიატან ზღუდეს,
განცალკევების ზღუდეს უცილოს
და გსურს გაენდო
კაცობრიობის მაცოცხლებელ სევდას კაცისას –
უსუსრი ხარ და სასაცილო.
მიღწეველში ერთადერთში,
მოუხელთებელ სევდაში დარჩი,
დე, მარტოდ-მარტო.
სიყვარული ხომ საერთოა.

ვლადიმერ მაჩაიძე

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
დაჭრილი გული

შენი სიტყვები ლახვარივით მომხვდა შიგ გულში,
ცეცხლის ალივით ამომიწვა თვალნი ცრემლებმა,
ბგერა ატანდა კივილივით დაღარულ სულში,
მაშინ სიცოცხლე მე პირველად არ გამიხარდა.

თურმე ვცდებოდი, რომ მჯეროდა ამ სიყვარულის,
თუ არ ცრუობდი, გული ასე რამ გაგიყინა?
შენი ბრალია, რად ამივსე ამ გრძნობით გული,
შენი ბრალია შენი ყოფნა რომ შემიყვარდა.

ეჰ, რომ იცოდე, როგორ მტკივა შენს გამო გული,
ასეთ ტკივილს ხომ ჯერ ვერავინ გადაიტანდა,
მეტს ვერ გაუძლებს, ვერ აიტანს ეს ჩემი სული
და სამუდამოდ დამემჩნევა გულზე იარა.

ამ ცალი ხელით ფურცელს ფანდობ უძირო სევდას,
ამ მეორეში კი მიჭირავს დაჭრილი გული,
რისთვის მომკალი, ჩემი ყოფნა რას გიშავებდა?
თუ ბოროტებამ დაამარცხა დღეს სიყვარული
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები
და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს,
საღამო კი ფანჯარასთან მთვარე თვლემდა
თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს.
ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა,
დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა,
მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ჰ ქონდა,
უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა...
ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა,
და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა,
როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და
შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს...

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
დაღამება სევდას მიქსოვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და დავწერ ბარათს,
ისევ უმისამართოდ.
ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,
ვერსად დაემალები,
მისამართად ეგულება
შენი გიშრის თვალები.
მას რად უნდა ქუჩის სწავლა,
შენი სახლის ჩვენება,
ვით მერცხალი თავის ბუდეს,
მოვა, მოგეფერება.
გახსნი ბარათს, წაიკითხავ,
წარსულს დაუბრუნდები,
მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს
სინამდვილის ხუნდები.
რა მწარეა მოგონება
დღეთა გარდასულისა,
რა ძნელია დაოკება
ვნებააშლილ სულისა...
და როცა ქალს ვნება ახრჩობს,
გული რითი გაართოს,
ჟინიანად დახევს ბარათს,
მაგრამ... უმისამართოს.
დაეძებ და ვერ იპოვე,
გაგიცრუვდა მიზანი,
მე კი გულის გასართობად
კიდევ გამოგიგზავნი.

პერტე გრუზისკი

შეიძლება კი დევს ეს ლექსი ..მგრამ ისე მიყვარს...აქაც იყოს რაა...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი