დაჭრილი გული
შენი სიტყვები ლახვარივით მომხვდა შიგ გულში,
ცეცხლის ალივით ამომიწვა თვალნი ცრემლებმა,
ბგერა ატანდა კივილივით დაღარულ სულში,
მაშინ სიცოცხლე მე პირველად არ გამიხარდა.
თურმე ვცდებოდი, რომ მჯეროდა ამ სიყვარულის,
თუ არ ცრუობდი, გული ასე რამ გაგიყინა?
შენი ბრალია, რად ამივსე ამ გრძნობით გული,
შენი ბრალია შენი ყოფნა რომ შემიყვარდა.
ეჰ, რომ იცოდე, როგორ მტკივა შენს გამო გული,
ასეთ ტკივილს ხომ ჯერ ვერავინ გადაიტანდა,
მეტს ვერ გაუძლებს, ვერ აიტანს ეს ჩემი სული
და სამუდამოდ დამემჩნევა გულზე იარა.
ამ ცალი ხელით ფურცელს ფანდობ უძირო სევდას,
ამ მეორეში კი მიჭირავს დაჭრილი გული,
რისთვის მომკალი, ჩემი ყოფნა რას გიშავებდა?
თუ ბოროტებამ დაამარცხა დღეს სიყვარული
