|
ვPიქრობ...ელვარება მიPითრდება, გარინდება მეახლება,უნდობლობა მეპარება, თვალში სევდა მისახლდება,ლამის სული მეხუთება...მაინც ვPიქრობ... მეგობარს რომ დღეს მთელი დღე ღიმილი არ შორდებოდა, გულიანად იცინოდა,ბავშვობანას თამაშობდა. სულს კი ღელვა ასკდებოდა და საღამოს,ძილის წინ რომ ცრემლად გადაექცეოდა, მე იმ ცრემლზე ვPიქრობ... დედაჩემს რომ სევდიანი გამზერება ჩაეკირა, სული ძალზე დაეღალა, გული დარდით გაებზარა, სიყვარული მოენატრა, ქალად ყოPნა მოესურვა...მე დედაზე ვPიქრობ... სიყვარულს რომ სურვილი სდევს, სურვილი კი არ ცხადდება,სიზმარი არ გამართლდება,სინანულიც მესტუმრება და ობლობა არ ამცდება...მე ჩემს თავზე ვPიქრობ... კაცს რომ ცოდვა ეახლება, გონება კი ეურჩება, სული უცბად გააPრთრდება, გული ისე აკვნესდება, ეშმა მაინც მომძლავრდება და სინათლეც დასუსტდება. ეს კაცი რომ საბოლოოდ მაინც ცოდვას ემსხვერპლება...და ცოდვაზე ვPიქრობ... შემოდგომით, Pოთოლი რომ გაყვითლდება, გაPრინდება, უცებ ისე აცივდება და ბუნება გაშიშვლდება. ისე უღვთოდ დაბერდება...დაზამთრდება... ზაPხული რომ სულ ყოველთვის შემოდგომით დამთავრდება, ჩვენ ზამთარი არ აგვცდება, მერე სულაც დაბინდდება... ...და მეც ალბათ დასასრულზე ვPიქრობ...
|