↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
წავიდა იმქვეყნად ერთი ალალი, კეთილი, მართალი კაცი.დიდი დანაკლისია ქართველი ერისთვის გოდერძი ჩოხელის გარდაცვალება. "სიცოცხლე სევდაა-ადამიანად ყოPნის სევდა, სიკვდილიც სევდაა-ადამიანად არ ყოPნის სევდა"-ეს მისი სიტყვებია. თქვენი სიკვდილი ნამდვილად დიდი სევდაა ბატონო გოდერძი. ღმერთმა ნათელში ამყოPოს თქვენი ლამაზი სული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
უფლის მოღალატე
ვიდრე მართალია,
ქვეყანა იცხოვრებს გოდებით...
ტაძარში ილოცე,
ჩემო მართაია,
გვაკმარე სამარის ლოდები!
სიცრუემ დალეწა
ყველა მისტერია,
მამულში გველივით
დაძვრები...
საიდან ამხელა
ზიზღი ისტერია,
სანთლების მაგივრად
ხანძრები
ვიდრე ახალუხზე
სხვისი ხანჯალია,
წყვდიადის გარტყია
ხუნდები
როდემდე გაგართობს
ძველი რია-რია
ალდები
უცეცხლოდ ალდები,
ის მაინც მითხარი,
ახლა ვინ არიან,
გუშინ რომ გაყიდეს
დარდები...
ცას შავუ ღრუბელი
ცრემლად მიცწოლია,
გოლგოთას ღიმილით
შორდები...
სხვამ იქნებ იყიდა,
სულაც ისტორია,
შენს გულზე ცეკვავდნენ
შოლტები
შაბათის წვიმებით
ქვეყანა სველია,
წყვდიადმა
გაშალა ბეჭები..
სული განიწმინდე,
ვიდრე გასვნია
შუბლზე
სხივოსანი ბეჭედი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Sep 2007
Posts70
კარმა50
OFFLINEPROFILE
არვიცი თუ ზუსტად მახსოვს მაგრამ მაინც ვცდი.

ახლოს, სულ ახლოს ჩამიქროლა ბედნიერებამ,

ახლოს, სულ ახლოს,

მომელამუნა მაგ თმებივით, მაგ ჩურჩულივით

და... აცდენილი ტყვიასავით გაიზუზუნა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Sep 2007
Posts70
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღამეს გვირაბში შეეყო ხელი,

თვითონ არ ჩანდა,

იქნება ღამეს ეს დღე ჩახჩახა

უჩინმაჩინის ქუდად ეხურა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ვPიქრობ...ელვარება მიPითრდება, გარინდება მეახლება,უნდობლობა მეპარება, თვალში სევდა მისახლდება,ლამის სული მეხუთება...მაინც ვPიქრობ...
მეგობარს რომ დღეს მთელი დღე ღიმილი არ შორდებოდა, გულიანად იცინოდა,ბავშვობანას თამაშობდა. სულს კი ღელვა ასკდებოდა და საღამოს,ძილის წინ რომ ცრემლად გადაექცეოდა, მე იმ ცრემლზე ვPიქრობ...
დედაჩემს რომ სევდიანი გამზერება ჩაეკირა, სული ძალზე დაეღალა, გული დარდით გაებზარა, სიყვარული მოენატრა, ქალად ყოPნა მოესურვა...მე დედაზე ვPიქრობ...
სიყვარულს რომ სურვილი სდევს, სურვილი კი არ ცხადდება,სიზმარი არ გამართლდება,სინანულიც მესტუმრება და ობლობა არ ამცდება...მე ჩემს თავზე ვPიქრობ...
კაცს რომ ცოდვა ეახლება, გონება კი ეურჩება, სული უცბად გააPრთრდება, გული ისე აკვნესდება, ეშმა მაინც მომძლავრდება და სინათლეც დასუსტდება. ეს კაცი რომ საბოლოოდ მაინც ცოდვას ემსხვერპლება...და ცოდვაზე ვPიქრობ...
შემოდგომით, Pოთოლი რომ გაყვითლდება, გაPრინდება, უცებ ისე აცივდება და ბუნება გაშიშვლდება. ისე უღვთოდ დაბერდება...დაზამთრდება...
ზაPხული რომ სულ ყოველთვის შემოდგომით დამთავრდება, ჩვენ ზამთარი არ აგვცდება, მერე სულაც დაბინდდება...
...და მეც ალბათ დასასრულზე ვPიქრობ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ზღვის პირას დახრილა მწვანე მაგნოლია
ტალღები ნაპირზე რაღაცას ეძებენ
გაPრენილ დღეებზე ქვითინებს თოლია
ზღვა ტირის ბადეში გახლართულ თევზებზე

...იმედია მომიტევებთ სევდიანი სტრიქონებისთვის...გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუკი ოდესმე გინახავთ ცაზე
მორცხვი მზე,სისხლიანი ლოყებით....
თუკი მაღლობზე შეგიმჩნევიათ
ლამაზი ტაძრის თეთრი ლოდები....
გინახავთ საყდრის გუმბათის თავზე
გამოსახული ღმერთის ხატება?-
მაშ,თქვენ გინახავთ ჩემი სამშობლო
და მუდამ გფარავთ წმინდა სამება,
სხვაგან არ არის მზე სისხლისფერი,
აქ აშენებენ სულისთვის ტაძარს
მარადისობის შვილებად გაქცევთ
ჩვენი პატარა სამშობლოს ნახვა!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაშინ როდესაც გაზაფხულზე ყვაოდა ნუში,
როცა კვირტები იშლებოდნენ ათასნაირად,
როცა ფიქრები ირეოდნენ მარტოობაზე-
თითქოს გაზაფხულს შემოჰყევი ახალ ყვავილად...
მარი.7674_ს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე გადავთელავ
მინდვრის ყვავილებს,
ქალი კი არა
კლდე ვარ ,ტინი ვარ,
მოვკვდები,
მაგრამ არ დაგანახებ,
არ დაგანახებ
როგორ ვტირივარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
აუჰ, Pორუმზე ქორწილის სუნიც ტრიალებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
არ გამომაპაროთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
კაი სიმღერა ჩემზე იყოს. აგაშენოთ დაგამშვენოთ......

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
ტკბილ მოგონებას გაუმარჯოს-
განშორებას და მონატრებას რომ მოსდევს...
ისეთ მოგონებას გაუმარჯოს-
ბაგეთ სიხარულს რომ მოჰფენს...
იმ განშორებას გაუმარჯოს-
მოლოდინის ცრემლი რომ მოსდევს...
და იმ მონატრებას გაუმარჯოს-
ზმანება ,ბოდვა რომ მოსდევს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
GEO.GIO--ნეტა იმ ქალს ვისაც ეს ლექსი და შენი გული ეკუთვნის. ქორწილი არ გამომაპარო იცოდე, სუფრის თავში ერთი ადგილი ჩემია

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენა ხარ ჩემთვის მზე ზამთარში...
და წვიმა მზეში,
ვიტ ეკლესია უდაბნოში...
ვით კაცში ღმერთი,
მინდა ვიცოცხლო კიდევ დიდხანს
და მხოლოდ შენთვის,
და დავაბერო სიყვარული
ამ ტანჯულ მკერდში.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი