↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 196 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ტელევიზია "იმედის" განცხადება
საქართველოს გენერალურ პროკურორს
ბატონ ზურაბ ადეიშვილს
შპს `~ტელეიმედი~-ს გენერალური დირექტორის,
ბიძინა ბარათაშვილის
(მის: თბილისი, ქუჩიშვილის 9, ბინა 27;
ტელ: 899 25 15 44; 899 33 86 85)

განცხადება

(დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებისა და ~ტელეიმედის~ მაუწყებლობის დაუყოვნებლივ განახლების თაობაზე)

2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათსა და 50 წუთზე, `ტელეიმედის~ ტერიტორიასა და შენობაში (მის.: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. #5) ძალის გამოყენებით შეიწრა რამდენიმე ასეული პირი. აღნიშნულ პირთა ნაწილს, რომლებმაც ტელეკომპანიის შენობა დაიკავეს, ეცვათ შავი ფერის სპეციალური ტანსაცმელი და სახეზე ეკეთათ ნიღბები, ხოლო მეორე ნაწილს, რომლებიც ძირითადად ტელეკომპანიის ეზოში იყვნენ განლაგებული, ეცვათ სამხედრო ფორმები (კომუფლიაჟი) და აღწურვილი იყვნენ ჯავშან-ჟილეტებით. ზემოხსენებული პირები შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელკეტებით.
ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შეწრილ პირებს არც ~ტელეიმედის~ ხელმძღვანელებისათვის და არც შენობის დაცვისათვის არ წარუდგენიათ საკუთარი ვინაობა და ის დოკუმენტი, რომელიც აძლევდა მათ ტელეკომპანიის ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას.
~ტელეიმედის~ შენობაში შეწრის შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა იარაღის მუქარით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი და მიწვეული სტუმრები ჩაკეტეს სხვადასხვა ოთახებში, დააწვინეს იატაკზე და ამგვარ მდგომარეობაში ჰყავდათ ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
მოძალადეებმა გაანადგურეს სტუდიური და საეთერო აპარატურა, რომლის საშუალებითაც ტელეკომპანია გადიოდა ეთერში და დაახლოებით 21 საათსა და 10 წუთზე შეწყვიტეს ~ტელეიმედის~ მაუწყებლობა. მათვე მოახდინეს ტელევიზიის თანამშრომელთა და სტუმრების პირადი საკუთრების ხელყოფა, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები.
დაახლოებით 22 საათსა და 05 წუთზე, ტელეკომპანიაში შეწრილი პირების მიერ, გათავისუფლებული იქნენ ტელევიზიის ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი და სტუმრები.
დაახლოებით ამავე დროს, ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენელების მიერ, ~ტელეიმედთან~ მისული საზოგადოების წარმომადგენლების, კომპანიის თანამშრომელთა ოჯახის წევრებისა და იქ თავმოყრილი სხვა ადამიანების დაშლის მიზნით, გაშვებული იქნა ცრემლსადენი გაზი, გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ხელკეტები, რის შედეგადაც დაზიანდნენ როგორც ~ტელეიმედის~ ჟურნალისტები, ისე მათ მხარდასაწერად მისული ადამიანები, რომელთაგან რამდენიმე სასტიკად იქნა ნაცემი ხელკეტებით.
მოგვიანებით, არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია `იმედში~ ძალადობით შეწრილი რამდენიმე ასეული პირი წარმოადგენდნენ საქართველოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს, თუმცა ვის მიერ იქნა გაცემული ბრძანება მათი მოქმედების თაობაზე, ან არსებობდა თუ არა ტელეკომპანიაში მათი შეწრის რაიმე სამართლებრივი საფუძველი, დღემდე უცნობია.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ზემოთ აღწერილი ძალადობრივი ქმედება მიმდინარეობდა მრავალი ადამიანის თვალწინ და იგი შუქდებოდა თავდაპირველად ტელეკომპანია `იმედის~, ხოლო შემდეგ, ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ის მეშვეობით, მათი შეზღუდული შესაძლებლობის ფარგლებში.
ტელეკომპანია `იმედში~ შეწრიდან 2 საათის შემდეგ, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბ-ნმა ზ. ნოღაიდელმა, ტელევიზიით გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო დეკრეტით, ქ. თბილისში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად ითვალისწინებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობის და ხელისუფლების ძალით გამოყენების დამხობის მოწოდებაზე შეზღუდვას.
2007 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა `საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის #621 ბრძანებულება და შესაბამისი დეკრეტი, რომელთა თანახმად, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, შეჩერდა ~ყველა ტელე და რადიომაუწყებლობის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით.~
საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებული ბრძანებულებითა და დეკრეტით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ელექტრონული მედიის საშუალებებს აეკრძალათ მხოლოდ საინფორმაციო მაუწყებლობა. მიუხედავად ამისა, სხვა ტელევიზიებისაგან განსხვავებით, ტელეკომპანია `იმედის~ წარმომადგენლებს (ასევე ტელეკომპანია `კავკასიასა~ და რადიო `იმედს~) დღემდე არ ეძლევათ შენობაში შესვლისა და არასაინფორმაციო ხასიათის მაუწყებლობის განახლების საშუალება.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად _ ~მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციიის ან მისი გავრცელების მონოპოლიზაციის უფლება~.
~სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად _ ~სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს.~ იმავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად _ ~სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ საქართველოს კანონის ინტერპრეტირება ხდება საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის, მათ შორის ~ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა~ ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი ~გამოიყენება არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსის მიმართებით, არამედ ამ ინფორმაციის გადაცემის ან მიღების საშულებებთან მიმართებითაც, ვინაიდან გადაცემის ან მიღების საშუალების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი შეზღუდვა აუცილებლად წარმოადგენს ჩარევას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაში. რეალურად კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადებაში ნათლად მოიხსენიება ის დაწესებულებები, რომლებიც არსებითად არიან დაკავებულები ინფორმაციის გადაცემის სფეროში.~ (იხ. Aუტრონიც AG ვ. შწიტზერლანდ, 22.05.1990, $47)
~აზრის თავისუფალ გამოხატვას ენიწება ფუძემდებლური როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც პრესა ახორციელებს ინფორმაციის გავრცელებას, რაც წარმოადგენს საყოველთაო ინტერესის საგანს და საზოგადოება უფლებამოსილია მიიღოს იგი. ეს როლი შეუძლებელია წარმატებით განხორციელდეს პლურალიზმის გარეშე, რომლის უმაღლეს გარანტად უნდა გვევლინებოდეს სახელმწიფო. ეს მოსაზრება ორმაგად სამართლიანია მასობრივი ინფორმაციის აუდიო-ვიზუალურ საშუალებებთან მიმართებაში, რომელთა პროგრამებსაც ფართო აუდიტორია გააჩნიათ.~ (იხ. Iნფორმატიონსვერეუის ანდ ოტჰერს ვ. Aუსტრია, 24.11.1993, $39)

მიგვაჩნია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ~ტელეიმედში~ უკანონოდ შეწრა და მაუწყებლობის ძალადობრივი შეწყვეტა წარმოადგენს არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულს, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან განხორციელებულ აშკარად არაადეკვატურ ქმედებას, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ზემოაღნიშნული ნორმებით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უხეში ხელყოფის ფაქტს.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია `იმედისა~ და რამდენიმე სხვა მაუწყებლობის საქმიანობის იძულებით შეჩერებას უაღრესად ნეგატიური შეფასება მიეცა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებისა და ოფიციალური წარმომადგენელების მიერ.
დამოუკიდებელი სატელევიზიო კომპანიების ტრანსლიაციის იძულებითი შეწყვეტის თაობაზე საჯაროდ გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ლუიზა არბურმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ხოოფ სხეფერმა (რომლის განცხადებით _ ის წინააღმდეგობები, რომელიც საქართველოში ექმნებათ მასმედიის საშუალებებს, არ შეესაბამება ალიანსის ღირებულებებსა და პრინციპებს), ევროსაბწოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ხავიერ სოლანამ, ~ჰუმან რაითს ვოჩის~ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰოლი კარტნერმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანც ვალტერ შტაინმაიერმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენელმა პასკალ ანდრეანიმ, საერთაშორისო ორგანიზაციამ ~რეპორტიორები საზღვრების გარეშე~, ევროსაბწოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა მატიას იორშმა, მრავალმა სხვა ორგანიზაციამ და პიროვნებამ.
ყოველივე ეს გვიჩვენებს, რომ ~ტელეიმედისა~ და მედიის სხვა საშუალებების მაუწყებლობის უკანონო შეწყვეტით, საქართველოში საფრთხე ექმნება არა მხოლოდ დამოუკიდებელი მასმედიის არსებობასა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ მთელი ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

1. საქართველოს სსსკ-ს 261-ე და 263-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, დაიწყოთ გამოძიება 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია ~იმედის~ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე, რაც გამოიხატა კომპანიის მაუწყებლობის უკანონო შეწყვეტაში, კომპანიის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ძალადობაში, იძულებაში, მუქარაში, სიტყვის თავისუფლების ხელყოფაში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმინობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, ტელევიზიის თანამშრომლებისათვის და კომპანიაში მიწვეული სტუმრებისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, კომპანიის ქონების დაზიანებაში და სხვა.
2. წერილობით გვაცნობოთ რა სამართლებრივი საფუძვლით განხორციელდა ტელეკომპანია ~იმედში~ შეწრა და მისი მაუწყებლობის შეწყვეტა. ასევე გთხოვთ გვაცნობოთ, რომელი უწყების მიერ იქნა უშუალოდ განხორციელებული ~ტელეიმედში~ ჩატარებული ოპერაცია.
3. ტელეკომპანია ~იმედის~ თანამშრომლებს დაუყოვნებლივ მიეცეთ ტელეკომპანიის შენობაში შესვლისა და მაუწყებლობის განახლების შესაძლებლობა.

პატივისცემით,

შპს `~ტელეიმედის~
გენერალური დირექტორი”:
ბ. ბარათაშვილი

12.11.2007წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ტელევიზია "იმედის" საჩივარი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას
შპს `~ტელეიმედი~-ს წარმომადგენლების, ადვოკატების
იოსებ ბარათაშვილისა და შალვა შავგულიძის
(მის: თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. #4;
ტელ: 899 539798; 899 576440)

საჩივარი

(გასაჩივრების ვადის აღდგენისა და სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების _ ყადაღის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე)

2007 წლის 13 ნოემბერს, 16 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა მ. ქაჯაიამ შპს `ტელეიმედის~ დირექტორს ბ. ბარათაშვილს გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული ბრძანება, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა გამომძიებლის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო თბილისში, ლუბლიანას ქ. #5-ში მდებარე შპს `ტელეიმედის~ ქონებას, ხოლო მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალათ შპს `ტელეიმედის~ ქონების (მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის #B16 ლიცენზიის) განკარგვა და სარგებლობა.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ არკადი პატარკაციშვილმა, როგორც შეთქმულების მონაწილემ, 2007 წლის 7 ნოემბერს, მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი `ტელეიმედის~ საშუალებით გააკეთა განცხადება, რომელმაც უკიდურესად გამწვავებული ვითარების ფონზე შექმნა მყისიერი და რეალური საფრთხე ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა, რაც წარმოადგენდა დედაქალაქში მიმდინარე მასობრივი არეულობის კიდევ უფრო გააქტიურების წაქეზებას; აქედან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელმა მ. ქაჯაიამ, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს დედაქალაქში შექმნილი იყო მასობრივი არეულობა, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მიმართ ძალადობრივი წინააღმდეგობის მასობრივ გაწევას, ივარაუდა, რომ არსებობდა რეალური საფრთხე, აღნიშულ პროცესებს მიეღო კიდევ უფრო უმართავი ხასიათი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის _ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის აღკვეთის მიზნით, ითხოვა ყადაღის დადება შპს `ტელეიმედის~ ქონებისათვის, რადგან გამომძიებლის თვალსაზრისით, არსებობდა საკმარისი მონაცემები და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნებოდა ამ მიზნის მისაღწევად. ეს ვარაუდი, გამომძიებლის აზრით, გამყარებული იყო იმ გარემოებით, რომ შპს `ტელეიმედი~ მთავარ საშუალებად იყო გამოყენებული იმ აქციების ორგანიზებისათვის, რომლებმაც მიიღეს უკონტროლო ხასიათი.
გამომძიებლის აღნიშნული პოზიცია მთლიანად იქნა გაზიარებული მოსამართლის მიერ.

მიგვაჩნია, რომ მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ~ტელეიმედის~ ქონებას და აღნიშნული ქონების მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა შპს ~ტელეიმედის~ ქონების, მათ შორის მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის განკარგვა, უკანონო და დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 1830 საათზე, შპს “ტელეიმედს” ბიზნესმენ ა. პატარკაციშვილის პრეს-მდივანმა გ. კვიტაშვილმა, გავრცელების მიზნით, მიაწოდა ა. პატარკაციშვილის განცხადება, სადაც განმცხადებლის მიერ გამოთქმული იყო მისი პირადი მოსაზრებები საქართველოს ხელისუფლების მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს განხორციელებულ პოლიციურ ოპერაციასთან დაკავშირებით.
განცხადება არ შეიცავდა მოწოდებებს ან გამონათქვამებს საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ან რომელიმე სხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისაკენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ტელეიმედის” რედაქციამ მიზანშეწონილად მიიჩნია განცხადების ტექსტის გავრცელება და ა. პატარკაციშვილის განცხადება შპს “ტელეიმედის” ეთერით გადაიცა დაახლოებით 18 საათსა და 35 წუთზე.
როგორც ა. პატარკაციშვილის პრეს-მდივანმა გიორგი კვიტაშვილმა წერილობით გვაცნობა, ბიზნესმენის განცხადების ტექსტი მან ასევე გადაუგზავნა სხვა ტელე და რაიდოკომპანიებს, გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებს (იხ. დანართი #1). მედიის აღნიშნულმა საშუალებებმა თავიანთი ეთერით ასევე გაავრცელეს ა. პატარკაციშვილის განცხადება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია ‘’”’ათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი _ ~გამოიყენება არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსის მიმართებით, არამედ ამ ინფორმაციის გადაცემის ან მიღების საშულებებთან მიმართებითაც, ვინაიდან გადაცემის ან მიღების საშუალების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი შეზღუდვა აუცილებლად წარმოადგენს ჩარევას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაში. რეალურად კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადებაში ნათლად მოიხსენიება ის დაწესებულებები, რომლებიც არსებითად არიან დაკავებულები ინფორმაციის გადაცემის სფეროში.~ (იხ. Aუტრონიც AG ვ. შწიტზერლანდ, 22.05.1990, $47)
~სასამართლო შეახსენებს მხარეებს, რომ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებს გამონათქვამის თავისუფლების შეზღუდვას პოლიტიკური გამოსვლებისა და იმგვარი საკითხების სფეროში, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებრივ ინტერესს. გარდა ამისა, ხელისუფლების მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე უბრალო პირის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. დემოკრატიული რეჟიმის პირობებში ხელისუფლების მოქმედება ან უმოქმედობა უნდა იმყოფებოდეს არა მხოლოდ საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლების ყურადღების ქვეშ, არამედ იგი უნდა ექვემდებარებოდეს საზოგადოებრივი აზრის მიერ კონტროლსაც. გარდა ამისა, დომინირებული მდგომარეობა, რომელიც ხელისუფლებას უწირავს სახელმწიფოში, მოითხოვს მისი მხრიდან თავშეკავების დემონსტრირებას იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლებრივ დევნას~ (იხ. ჩეყლან ვ.თურკეყ, 08.07.1999, $34)

რასაკვირველია, იმ შემთხვევებში, როდესაც ამა თუ იმ გამონათქვამში გამოხატულია მოწოდება ძალადობის გამოყენებისაკენ, ხელისუფლება სარგებლობს განმცხადებლის (და არა ამ განცხადების გამავრცელებელი მედიასაშუალებების) გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის უფრო ფართო თავისუფლებით, თუმცა როგორც ზემოთ ხაზგასმით აღინიშნა, ა. პატარკაციშვლის მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს გავრცელებული განცხადება არ შეიცავდა ძალადობისაკენ ან რაიმე სხვა სახის დანაშაულისაკენ მოწოდებას. ამავე დროს, არ არსებობდა საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ხორციელდებოდა ამბოხება ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად და შპს ~ტელეიმედის~ ქონება და მაუწყებლობა შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო აღნიშნული დანაშაულის ჩასადენად.
შესაბამისად, შპს ~ტელეიმედისათვის~ მაუწყებლობის აკრძალვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის, ~სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტს.

5. სააპელაციო სასამართლოს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, თუ რა პირობებში მოხდა შპს ~ტელეიმედის~ მაუწყებლობის აკრძალვა.
2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, შპს `ტელეიმედის~ ტერიტორიასა და შენობაში (მის.: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. #5) ძალის გამოყენებით შეიწრა რამდენიმე ასეული პირი. აღნიშნულ პირთა ნაწილს, რომლებმაც ტელეკომპანიის შენობა დაიკავეს, ეცვათ შავი ფერის სპეციალური ტანსაცმელი და სახეზე ეკეთათ ნიღბები, ხოლო მეორე ნაწილს, რომლებიც ძირითადად ტელეკომპანიის ეზოში იყვნენ განლაგებული, ეცვათ სამხედრო ფორმები (კომუფლიაჟი) და აღწურვილი იყვნენ ჯავშან-ჟილეტებით. ზემოხსენებული პირები შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელკეტებით.
~ტელეიმედის~ შენობაში შეწრის შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა იარაღის მუქარით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი და მიწვეული სტუმრები ჩაკეტეს სხვადასხვა ოთახებში, დააწვინეს იატაკზე და ამგვარ მდგომარეობაში ჰყავდათ ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
მოძალადეებმა გაანადგურეს სტუდიური და საეთერო აპარატურა, რომლის საშუალებითაც ტელეკომპანია გადიოდა ეთერში და დაახლოებით 21 საათსა და 10 წუთზე შეწყვიტეს ~ტელეიმედის~ მაუწყებლობა. მათვე მოახდინეს ტელევიზიის თანამშრომელთა და სტუმრების პირადი საკუთრების ხელყოფა, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები.
დაახლოებით 22 საათსა და 05 წუთზე, ტელეკომპანიაში შეწრილი პირების მიერ, გათავისუფლებული იქნენ ტელევიზიის ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი და სტუმრები.
დაახლოებით ამავე დროს, ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენელების მიერ, ~ტელეიმედთან~ მისული საზოგადოების წარმომადგენლების, კომპანიის თანამშრომელთა ოჯახის წევრებისა და იქ თავმოყრილი სხვა ადამიანების დაშლის მიზნით, გაშვებული იქნა ცრემლსადენი გაზი, გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ხელკეტები, რის შედეგადაც დაზიანდნენ როგორც ~ტელეიმედის~ ჟურნალისტები, ისე მათ მხარდასაწერად მისული ადამიანები, რომელთაგან რამდენიმე სასტიკად იქნა ნაცემი ხელკეტებით.
ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შეწრილ პირებს არც ~ტელეიმედის~ ხელმძღვანელებისათვის და არც შენობის დაცვისათვის არ წარუდგენიათ საკუთარი ვინაობა და ის დოკუმენტი, რომელიც აძლევდა მათ ტელეკომპანიის ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ შპს ~ტელეიმედის~ შენობაში შეწრის დროს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბ. ბარათაAშვილი და სხვა უფლებამოსილი პირები ტელევიზიის შენობაში იმყოფებოდნენ, არც გამომძიებელ მ. ქაჯაიას და არც პროკურატურის რომელიმე სხვა წარმომადგენელს, არ გადაუციათ მათთვის მოსამართლის ბრძანება შპს ~ტელეიმედის~ ქონებაზე ყადაღის დადების, ამ ქონებითა და საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის აკრძალვის თაობაზე.

2007 წლის 13 ნოემბერს გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა მ. ქაჯაიამ, შპს ~ტელეიმედის~ გენერალურ დირექტორს გადასცა მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ზემოაღნიშნული ბრძანება და განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე მან ვერ მოახერხა ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მოძებნა, თუმცა რამ შეუშალა ხელი გამომძიებელს ტელეკომპანიის წარმომადგენელებისათვის მოსამართლის ბრძანების გადაცემაში, მაშინ, როდესაც არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა ტერლეკომოპანიის გენერალურ დირექტორთან ბ. ბარათაშვილთან და კომპანიის სხვა ხელმძღვანელებთან დაკავშირება, მას არ დაუსაბუთებია; შესაბამისად, გამომძიებლის მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სსსკს 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. გამომძიებლის მიერ, 2007 წლის 13 ნოემბრამდე ასევე არ იქნა შესრულებული მოსამართლის ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მას დაევალა ბრძანების შესრულება და მისი ასლების სათანადო ორგანოებისათვის გადაცემა.
გამომძიებლის მიერ ასევე იქნა დარღვეული საქართველოს სსკ-ს 197-ე და 198-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ _ არ ყოფილა შედგენილი ოქმი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; შესაბამისად, ოქმის ასლი არ გადასცემია შპს ~ტელეიმედის~ ადმინისტრაციის წარმომადგენელს. დაყადაღებული ქონება არ ყოფილა დალუქული სათანადო წესით და არ ჩაბარებია ქონების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს.
საქართველოს სსსკ-ს მე-200 მუხლის თანახმად, მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათის ვადაში.
ვინაიდან, ტელეკომპანია ~იმედს~, გამომძიებელ მ. ქაჯაიას კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, 2007 წლის 13 ნოემბრის 16 საათსა და 10 წუთამდე არ მიუღია მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანება კომპანიის ქონების დაყადაღებისა და მისი გამოყენების აკრძალვის თაობაზე, შპს ~ტელეიმედის~ ხელმძღვანელობისათვის უცნობი იყო აღნიშნული ბრძანების არსებობის ფაქტი, რის გამოც ტელეკომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა მოსამართლის ბრძანება.
შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ს 215-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შპს ~ტელეიმედს~ უნდა აღუდგეს გასაჩივრების ვადა, ვინაიდან იგი გაცდენილი იქნა საპატიო მიზეზით.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით:

1. საქართველოს სსსკ-ს 215-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს ~ტელეიმედს~ აღუდგეს მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანების გასაჩივრების ვადა, ვინაიდან იგი გაცდენილი იქნა საპატიო მიზეზით.

2. საქართველოს სსსკ-ს მე-200 და 243-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი საჩივარი და გააუქმოთ მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანება (რომლითაც ყადაღა დაედო თბილისში, ლუბლიანას ქ. #5-ში მდებარე შპს `~ტელეიმედის~ ქონებას, ხოლო მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალათ შპს ~`ტელეიმედის~ ქონების, მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის #B16 ლიცენზიის განკარგვა და სარგებლობა), როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.

პატივისცემით,
შპს `~ტელეიმედის~ წარმომადგენლები,
ადვოკატები ი.ბარათაშვილი

შ. შავგულიძე

15.11.2007წ.

დანართი (8 ფურცლად):
1. ა. პატარკაციშვილის პრეს-მდივნის გიორგი კვიტაშვილის წერილი, 14.11.2007წ.
2. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, 13.11.2007წ.
3. დაცვის ორდერები და რწმუნებები, გაცემული ი. ბარათაშვილისა და შ. შავგულიძის სახელზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შედგა
15.11.2007 14.30 საათზე გაიმართა მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციიდან:კახა კუკავა, თინათინ ხიდაშელი, ხელისუფლებიდან: ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, მაია ნადირაძე და მიხეილ მაჭავარიანი. დიალოგის შედეგად პროგრესი არ შეინიშნება არც ერთ საკითხში, რომელიც მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.
ტელე–რადიო კომპანია "იმედი" არ გავა ეთერში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგაც. ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაქვეყნა დოკუმენტი, დაყადაღებულია ტელეკომპანიის ლიცენზია და ქონება, მიმდინარეობს გამოძიება.

ხელისუფლება უარს ამბობს შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ადმინისტრაციული დაპატიმრებები და დაკავებები გრძელდება ყოველდღიურად. მათ შორის იმ პირების მიმართაც, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ საპროტესტო აქციებში და არანაირ ძალადობრივ ქმედებაში არ ჩართულან.

ხელისუფლება ასევე უარს აცხადებს ასევე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების გათვალისწინებაზე, მათ უარი თქვეს პარიტეტული (6–6–ზე) საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე.

ხელისუფლების მსგავსი ხისტი პოზიცია პრაქტიკულად ნიშნავს დიალოგის გაგრძელებაზე უარის თქმას და ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას.

გაერთიანებული ოპოზიცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლავ განაგრძონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა დიალოგი გაგრძელდეს, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება 5 იანვრის არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
საერთო-სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს განცხადება
7 ნოემბერს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ბარბაროსულად დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაცია. ხელისუფლების მხრიდან გამეფებული ტერორის და ელემენტარული დემოკრატიული ფასეულობების უგულებელყოფის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი უმწვავესი კრიზისის ცივილიზებულ, კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევის აუცილებლობიდან გამომდინარე, საერთო-სახალხო მოძრაობის ეროვნულმა საბჭომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ბატონი ლევან გაჩეჩილაძე და პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ამ ნაბიჯით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მისწრაფება, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი წარიმართოს დემოკრატიულ პირობებში და ხელისუფლების ცვლა განხორციელდეს არჩევნების გზით.
ამასთან ერთად, ეროვნული საბჭო აცხადებს:

1. ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ტერორი, რაც გულისხმობს არამარტო პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, არამედ 7 ნოემბრის მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეთა მიმართ რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებების და დევნის სხვა ფორმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

2. დემოკრატიული არჩევნების სამართლიანად ჩატარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა თავისუფალი მედიის საქმიანობა. საქართველოს საზოგადოება მოითხოვს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ტელეკომპანიების, `იმედისა~ და `კავკასიის~ მაუწყებლობის, აგრეთვე სხვა მედიასაშუალებების ფუნქციონირების უპირობო აღდგენას.

3. არჩევნების ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე დაცული იქნას სრული პარიტეტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. საარჩევნი კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობის არსებობასა და საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნების სამართლინად ჩატარებას.

საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და თავისუფალი მედიის დევნა გამორიცხავს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების მინიმალურ შესაძლებლობას. ასეთი არჩევნები იქნება ფარსი და კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ მძაფრ პოლიტიკურ კრიზისს.

ამ პრობლემების გადაჭრა დამოკიდებულია მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე. ეროვნული საბჭო მზად არის განაგრძოს დიალოგი ხელისუფლებასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას ექნება მზაობა დაუყოვნებლივ გადაჭრას არსებული პრობლემები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოგცლიათ ერთი! ყველამ თავისი საქმე აკეთოს, რადგან პოლიტიკოსობა ყველას არ გვეხერხება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
როგორ უნდა აკეთო შენი საქმე როდესაც არ გაკეთებინებენ? ესეიგი შენის აზრით ყველამ ხელი უნდა ჩაიქნიოს, რაც იქნება ის იქნებაო არა? არავინ არ პოლიტიკოსობს, მე ინფორმაცია მოგაწოდეთ და თუ არ გაინტერესებს არ წაიკითხო, მე გული შემტკივა ყველაფერზე რაც ხდება, რა უსამართლობები ხდება, ეტყობა შენ არ შეგხებია, თორემ უმაღლეს დონეზე რომ გამწარდები და სამარტალს ვერ იპოვი მერე თქვი, მოგცლიათ ერთიო რა, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ასეთი კომენტარის დაწერას სულ არ დაწერო ის ჯობია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts301
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგად გიმუშავია..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მადლობას ვუხდი ამ ინფორმაციების მოწოდებისთვის, რადგან სწორი ინფორმაციის ვაკუუმში ვარ,გაიხარე ჩემო კარგო რადგან ,ჩვენთვის იზრუნე და ამდენი იშრომე .კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას ,არ გეწყინოს ზოგიერთის რეპლიკა, ვისთვისაც ეს ,ერის და მოსახლეობის საქმე არ არის ეგ მისი პრობლემაა, პოლიტიკით იწყება თვითოეული ადამიანის ცხოვრება და არსებობა.ვისაც არ სიამოვნებს ნუ წაიკითხავს ან ნუ გამოეხმაურება.თუ რაიმე გაიგე ახალი მოგვაწოდე თუ შეიძლება ინფორმაცია, აბა დროებით კარგად იყავი.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა tavisupleba.org-ზე შედი და ამერიკის ხმას მოუსმენ,აუდიო არქივში,ჩანაწერები კეთდება ყოველი დღის ინფორმაციის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მომეწონა ეს ტოპიკი, შემოვედი და "დღევანდელი საქართველოს" ნაცვლად "დღევანდელ ბადრივიზიას"წავაწყდი...ნუთუ საქართველოში იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია ვიდრე ერთი ამბიციური ოლოგარქის ინვესტიციების ბედი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
დორადო ჩვირფასო ვერ ხვდები თქვენს ცინიზმს და რეპლიკებს რომ არავინ ყვება ? თუ შეგიძლიათ მოგვეცი საშუალება ჩვენ რაც გვსურს იმაზე ,ვილაპარაკოდ და განვიხილოდ და თუ თქვენ არგსიამოვნებთ გთხოვთ ამით ჩვენ ნუ მოგვაყენებ შეურაცყოფასდა გვაცალეთ გინდ ბადრივიზია ვიყოთ და გინდ ოპოზიცია უბრალოდ ერთმანეთის აზრს თუ არ ვიზიარებთ ეს იმას არნიშნავს რომ ერთმანეთი დავჭამოთ და უკადრებელი ვაკადროთ .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე არაფერი მიკადრებია არავისთვის, უბრალოდ თქვენი მსჯელობა სათაურს ვერ პასუხობს, -მთელი გულწრფელობით და ცინიზმის გარეშე გეუბნებით.თემა:დღევანდელი საქაეთველო;მსჯელობა_ბადრის ტელევიზია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined14 Jun 2007
Posts67
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძირს ბადრი თემა დღევანდელი საქართველოა. ოვაციები ჩემგან დორადოს. აპხაზეთში რა ხდება ინპორმაცია მეტად დამაპიქრებელია მაგრად არ მინდა რომ ომი დაიწყოს ღმერთმა დაიპაროს საქართველო ამინ

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
ზუსტად ამ ტოპიკის სათაურის გამოზახილია ,ის განცხადებები რაც ზემოდ წერია . ჩვენ რაზე ვიმსჯელებტ უკაცრავად მაგრამ თქვენ უნდა შეგითანხმოდ? რა რას პასუხობს? არავის არააქვს უფლება , მივუთიტოდ რა და როგორ დავწეროდ თქვენ თქვენს ნაწერზე აგეთ პასუხი და ყველას უფროსად ნუ გამოხვალტ .თუ ვინმეს ნააზრევი მსჯელობა ბადრის ტელევიზიაზე არ მოგწონთ შეგიძლიათ არ უპასუხოდ.და არც სხვას მიუთითო და ასწავლო ჭკუა სხვა ტემებიც არის და შეგიძლიათ აირჩიოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined14 Jun 2007
Posts67
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა ნერვოზმა შეგიტია ვისი უპროსი რა უპროსი რა უპლებები და თან კიდევ ცოტა მოთოკეთ თვენი ემოციები მე ორი სიტყვა დავწერე თანაც აზრი გავიზიარე გოგონასი თქვენ კი მთელ პოემას მთავაზობთ თანაც ჭკუას მარიგებთ როგორ და რაგვარად მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში ეს სამეგობრობის პოტალია და არა რინგი გამიგეთ დიდი თხოვნააა ნერვებს ნუ მოიშლით არაპრის გამო თანაც საქართველოს შვილები ვართ ყველანი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 196 posts ] 
დესპანი