|
ტელევიზია "იმედის" საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას შპს `~ტელეიმედი~-ს წარმომადგენლების, ადვოკატების იოსებ ბარათაშვილისა და შალვა შავგულიძის (მის: თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. #4; ტელ: 899 539798; 899 576440)
საჩივარი
(გასაჩივრების ვადის აღდგენისა და სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების _ ყადაღის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე)
2007 წლის 13 ნოემბერს, 16 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა მ. ქაჯაიამ შპს `ტელეიმედის~ დირექტორს ბ. ბარათაშვილს გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული ბრძანება, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა გამომძიებლის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო თბილისში, ლუბლიანას ქ. #5-ში მდებარე შპს `ტელეიმედის~ ქონებას, ხოლო მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალათ შპს `ტელეიმედის~ ქონების (მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის #B16 ლიცენზიის) განკარგვა და სარგებლობა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ არკადი პატარკაციშვილმა, როგორც შეთქმულების მონაწილემ, 2007 წლის 7 ნოემბერს, მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი `ტელეიმედის~ საშუალებით გააკეთა განცხადება, რომელმაც უკიდურესად გამწვავებული ვითარების ფონზე შექმნა მყისიერი და რეალური საფრთხე ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა, რაც წარმოადგენდა დედაქალაქში მიმდინარე მასობრივი არეულობის კიდევ უფრო გააქტიურების წაქეზებას; აქედან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელმა მ. ქაჯაიამ, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს დედაქალაქში შექმნილი იყო მასობრივი არეულობა, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მიმართ ძალადობრივი წინააღმდეგობის მასობრივ გაწევას, ივარაუდა, რომ არსებობდა რეალური საფრთხე, აღნიშულ პროცესებს მიეღო კიდევ უფრო უმართავი ხასიათი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის _ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის აღკვეთის მიზნით, ითხოვა ყადაღის დადება შპს `ტელეიმედის~ ქონებისათვის, რადგან გამომძიებლის თვალსაზრისით, არსებობდა საკმარისი მონაცემები და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნებოდა ამ მიზნის მისაღწევად. ეს ვარაუდი, გამომძიებლის აზრით, გამყარებული იყო იმ გარემოებით, რომ შპს `ტელეიმედი~ მთავარ საშუალებად იყო გამოყენებული იმ აქციების ორგანიზებისათვის, რომლებმაც მიიღეს უკონტროლო ხასიათი. გამომძიებლის აღნიშნული პოზიცია მთლიანად იქნა გაზიარებული მოსამართლის მიერ.
მიგვაჩნია, რომ მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ~ტელეიმედის~ ქონებას და აღნიშნული ქონების მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა შპს ~ტელეიმედის~ ქონების, მათ შორის მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის განკარგვა, უკანონო და დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 1830 საათზე, შპს “ტელეიმედს” ბიზნესმენ ა. პატარკაციშვილის პრეს-მდივანმა გ. კვიტაშვილმა, გავრცელების მიზნით, მიაწოდა ა. პატარკაციშვილის განცხადება, სადაც განმცხადებლის მიერ გამოთქმული იყო მისი პირადი მოსაზრებები საქართველოს ხელისუფლების მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს განხორციელებულ პოლიციურ ოპერაციასთან დაკავშირებით. განცხადება არ შეიცავდა მოწოდებებს ან გამონათქვამებს საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ან რომელიმე სხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ტელეიმედის” რედაქციამ მიზანშეწონილად მიიჩნია განცხადების ტექსტის გავრცელება და ა. პატარკაციშვილის განცხადება შპს “ტელეიმედის” ეთერით გადაიცა დაახლოებით 18 საათსა და 35 წუთზე. როგორც ა. პატარკაციშვილის პრეს-მდივანმა გიორგი კვიტაშვილმა წერილობით გვაცნობა, ბიზნესმენის განცხადების ტექსტი მან ასევე გადაუგზავნა სხვა ტელე და რაიდოკომპანიებს, გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებს (იხ. დანართი #1). მედიის აღნიშნულმა საშუალებებმა თავიანთი ეთერით ასევე გაავრცელეს ა. პატარკაციშვილის განცხადება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია ‘’”’ათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი _ ~გამოიყენება არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსის მიმართებით, არამედ ამ ინფორმაციის გადაცემის ან მიღების საშულებებთან მიმართებითაც, ვინაიდან გადაცემის ან მიღების საშუალების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი შეზღუდვა აუცილებლად წარმოადგენს ჩარევას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაში. რეალურად კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადებაში ნათლად მოიხსენიება ის დაწესებულებები, რომლებიც არსებითად არიან დაკავებულები ინფორმაციის გადაცემის სფეროში.~ (იხ. Aუტრონიც AG ვ. შწიტზერლანდ, 22.05.1990, $47) ~სასამართლო შეახსენებს მხარეებს, რომ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებს გამონათქვამის თავისუფლების შეზღუდვას პოლიტიკური გამოსვლებისა და იმგვარი საკითხების სფეროში, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებრივ ინტერესს. გარდა ამისა, ხელისუფლების მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე უბრალო პირის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. დემოკრატიული რეჟიმის პირობებში ხელისუფლების მოქმედება ან უმოქმედობა უნდა იმყოფებოდეს არა მხოლოდ საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლების ყურადღების ქვეშ, არამედ იგი უნდა ექვემდებარებოდეს საზოგადოებრივი აზრის მიერ კონტროლსაც. გარდა ამისა, დომინირებული მდგომარეობა, რომელიც ხელისუფლებას უწირავს სახელმწიფოში, მოითხოვს მისი მხრიდან თავშეკავების დემონსტრირებას იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლებრივ დევნას~ (იხ. ჩეყლან ვ.თურკეყ, 08.07.1999, $34)
რასაკვირველია, იმ შემთხვევებში, როდესაც ამა თუ იმ გამონათქვამში გამოხატულია მოწოდება ძალადობის გამოყენებისაკენ, ხელისუფლება სარგებლობს განმცხადებლის (და არა ამ განცხადების გამავრცელებელი მედიასაშუალებების) გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის უფრო ფართო თავისუფლებით, თუმცა როგორც ზემოთ ხაზგასმით აღინიშნა, ა. პატარკაციშვლის მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს გავრცელებული განცხადება არ შეიცავდა ძალადობისაკენ ან რაიმე სხვა სახის დანაშაულისაკენ მოწოდებას. ამავე დროს, არ არსებობდა საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ხორციელდებოდა ამბოხება ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად და შპს ~ტელეიმედის~ ქონება და მაუწყებლობა შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო აღნიშნული დანაშაულის ჩასადენად. შესაბამისად, შპს ~ტელეიმედისათვის~ მაუწყებლობის აკრძალვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის, ~სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტს.
5. სააპელაციო სასამართლოს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, თუ რა პირობებში მოხდა შპს ~ტელეიმედის~ მაუწყებლობის აკრძალვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, შპს `ტელეიმედის~ ტერიტორიასა და შენობაში (მის.: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. #5) ძალის გამოყენებით შეიწრა რამდენიმე ასეული პირი. აღნიშნულ პირთა ნაწილს, რომლებმაც ტელეკომპანიის შენობა დაიკავეს, ეცვათ შავი ფერის სპეციალური ტანსაცმელი და სახეზე ეკეთათ ნიღბები, ხოლო მეორე ნაწილს, რომლებიც ძირითადად ტელეკომპანიის ეზოში იყვნენ განლაგებული, ეცვათ სამხედრო ფორმები (კომუფლიაჟი) და აღწურვილი იყვნენ ჯავშან-ჟილეტებით. ზემოხსენებული პირები შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელკეტებით. ~ტელეიმედის~ შენობაში შეწრის შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა იარაღის მუქარით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი და მიწვეული სტუმრები ჩაკეტეს სხვადასხვა ოთახებში, დააწვინეს იატაკზე და ამგვარ მდგომარეობაში ჰყავდათ ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მოძალადეებმა გაანადგურეს სტუდიური და საეთერო აპარატურა, რომლის საშუალებითაც ტელეკომპანია გადიოდა ეთერში და დაახლოებით 21 საათსა და 10 წუთზე შეწყვიტეს ~ტელეიმედის~ მაუწყებლობა. მათვე მოახდინეს ტელევიზიის თანამშრომელთა და სტუმრების პირადი საკუთრების ხელყოფა, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები. დაახლოებით 22 საათსა და 05 წუთზე, ტელეკომპანიაში შეწრილი პირების მიერ, გათავისუფლებული იქნენ ტელევიზიის ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი და სტუმრები. დაახლოებით ამავე დროს, ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენელების მიერ, ~ტელეიმედთან~ მისული საზოგადოების წარმომადგენლების, კომპანიის თანამშრომელთა ოჯახის წევრებისა და იქ თავმოყრილი სხვა ადამიანების დაშლის მიზნით, გაშვებული იქნა ცრემლსადენი გაზი, გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ხელკეტები, რის შედეგადაც დაზიანდნენ როგორც ~ტელეიმედის~ ჟურნალისტები, ისე მათ მხარდასაწერად მისული ადამიანები, რომელთაგან რამდენიმე სასტიკად იქნა ნაცემი ხელკეტებით. ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შეწრილ პირებს არც ~ტელეიმედის~ ხელმძღვანელებისათვის და არც შენობის დაცვისათვის არ წარუდგენიათ საკუთარი ვინაობა და ის დოკუმენტი, რომელიც აძლევდა მათ ტელეკომპანიის ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ შპს ~ტელეიმედის~ შენობაში შეწრის დროს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბ. ბარათაAშვილი და სხვა უფლებამოსილი პირები ტელევიზიის შენობაში იმყოფებოდნენ, არც გამომძიებელ მ. ქაჯაიას და არც პროკურატურის რომელიმე სხვა წარმომადგენელს, არ გადაუციათ მათთვის მოსამართლის ბრძანება შპს ~ტელეიმედის~ ქონებაზე ყადაღის დადების, ამ ქონებითა და საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის აკრძალვის თაობაზე.
2007 წლის 13 ნოემბერს გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა მ. ქაჯაიამ, შპს ~ტელეიმედის~ გენერალურ დირექტორს გადასცა მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ზემოაღნიშნული ბრძანება და განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე მან ვერ მოახერხა ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მოძებნა, თუმცა რამ შეუშალა ხელი გამომძიებელს ტელეკომპანიის წარმომადგენელებისათვის მოსამართლის ბრძანების გადაცემაში, მაშინ, როდესაც არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა ტერლეკომოპანიის გენერალურ დირექტორთან ბ. ბარათაშვილთან და კომპანიის სხვა ხელმძღვანელებთან დაკავშირება, მას არ დაუსაბუთებია; შესაბამისად, გამომძიებლის მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სსსკს 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. გამომძიებლის მიერ, 2007 წლის 13 ნოემბრამდე ასევე არ იქნა შესრულებული მოსამართლის ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მას დაევალა ბრძანების შესრულება და მისი ასლების სათანადო ორგანოებისათვის გადაცემა. გამომძიებლის მიერ ასევე იქნა დარღვეული საქართველოს სსკ-ს 197-ე და 198-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ _ არ ყოფილა შედგენილი ოქმი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; შესაბამისად, ოქმის ასლი არ გადასცემია შპს ~ტელეიმედის~ ადმინისტრაციის წარმომადგენელს. დაყადაღებული ქონება არ ყოფილა დალუქული სათანადო წესით და არ ჩაბარებია ქონების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს. საქართველოს სსსკ-ს მე-200 მუხლის თანახმად, მოსამართლის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცემიდან ან აღსრულებიდან 72 საათის ვადაში. ვინაიდან, ტელეკომპანია ~იმედს~, გამომძიებელ მ. ქაჯაიას კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, 2007 წლის 13 ნოემბრის 16 საათსა და 10 წუთამდე არ მიუღია მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანება კომპანიის ქონების დაყადაღებისა და მისი გამოყენების აკრძალვის თაობაზე, შპს ~ტელეიმედის~ ხელმძღვანელობისათვის უცნობი იყო აღნიშნული ბრძანების არსებობის ფაქტი, რის გამოც ტელეკომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა მოსამართლის ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ს 215-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შპს ~ტელეიმედს~ უნდა აღუდგეს გასაჩივრების ვადა, ვინაიდან იგი გაცდენილი იქნა საპატიო მიზეზით.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით:
1. საქართველოს სსსკ-ს 215-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს ~ტელეიმედს~ აღუდგეს მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანების გასაჩივრების ვადა, ვინაიდან იგი გაცდენილი იქნა საპატიო მიზეზით.
2. საქართველოს სსსკ-ს მე-200 და 243-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, განიხილოთ ჩვენი საჩივარი და გააუქმოთ მოსამართლე გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანება (რომლითაც ყადაღა დაედო თბილისში, ლუბლიანას ქ. #5-ში მდებარე შპს `~ტელეიმედის~ ქონებას, ხოლო მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალათ შპს ~`ტელეიმედის~ ქონების, მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის #B16 ლიცენზიის განკარგვა და სარგებლობა), როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.
პატივისცემით, შპს `~ტელეიმედის~ წარმომადგენლები, ადვოკატები ი.ბარათაშვილი
შ. შავგულიძე
15.11.2007წ.
დანართი (8 ფურცლად): 1. ა. პატარკაციშვილის პრეს-მდივნის გიორგი კვიტაშვილის წერილი, 14.11.2007წ. 2. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, 13.11.2007წ. 3. დაცვის ორდერები და რწმუნებები, გაცემული ი. ბარათაშვილისა და შ. შავგულიძის სახელზე.
|