↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
კანონის უზენაესობა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 39 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე არ მგონია არსებობდეს ისეთი ქართველი, რომელსაც საქართველოს მდგომარეობა არ აწუხებდეს. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის კანონის უზენაესობის მიღწევა.
თქვენ რას იტყვით?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
კანონის უზენაესობა სახელმწიფოებრიობის ძირითადი პირობაა.იქ სადაც კანონი"აგდებულია"_არასოდეს არაფერი გამოვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ასდფ-რა დანაშაული გაქ ასეთი -4 რომ ხარ? :). ეტყობა ბევრი უკანონობა ჩაიდინე ა?
ისე თემას რაც შეეხება სწრედ მაგიტომაა ჩვენი ქვეყანა არეული კანონი რომ არ კანონობს.პარლამენტარები ხელშეუხებლობას კი არ უნდა თხოულობდენ, ყველაზე მეტად მაგათ უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი დანაშაულზე.კანონი რომ ყველასთვის იკანონებს ქვეყნის აშენებაზე მერე უნდა ვიფიქროდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
ევროპური ტურნედან დაბრუნებული ქართველი აღტაცებული ყვება ხოლმე, რომ ქუჩაში მიმავალი მანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდების შემდეგ პოლიციელი საღამოს აკითხავს წესრიგის დამრღვევს და აჯარიმებს ხოლმეო. შემდეგ, კითხვაზე, თუ თბილისში რატომ არ აკეთბს ვინმე მაგისთანა ინფორმაციების მიწოდებას პოლიციისადმი, პასუხი ერთია: თბილისში მაგ საქციელს ჩაშვება და ბოზობა ქვიაო! სად არის კანონის უზენაესობა? ვინ აიყვანს კანონებს უზენაეს დონეზე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
არაა აუცილებელი ვინმე ჩაუშვა. ყველამ საკუთარი თავი მოიწესრიგოს. ყველაზე კულტურულ ხალხად რომ მოგვაქ თავი მარტო ნგრევაზე და დაბინძურებაზე ვფიქრობთ და არა გასუფტავებაზე. ეგღა აკლია ქართველს საკუთარ ძაღლს გაყვება უკან და მის განავალს აწმენდს. ვითომ რატო სხვაზე უკეთესები რითი ვართ?ერთადერთი რაც გენეტიკურად მოგვდევს სიამაყეა, არ ვკადრულობთ. ხოდა სულ ასე ვიქნებით. უარესიც გვეკუთვნის.(ბოდიში ყველასთან)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts37
კარმა51
OFFLINEPROFILE
pikaso22 საქმე იმაშია, რომ ჩაშვების ინსტიტუტი ცოტათი "გასაიასნებელია"! სიგარეტის ნამწვზე რომ მიუთიტო ვინმეს ქუჩაში, ეს ჩაშვება კი არა მოწოდებაა წესრიგისაკენ! ამის გაკეტება კი არავის უნდა. უფრო ადვილია მივიდეს მავანი და მავანი მიტინგზე და ქვეყნის პრეზიდენტი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
იცი რა დღეს ახალგაზრდას რომ მიუთითო შეიძლება ცემით მოგკლას და დედაც გაგინოს რას ქვია და მაკადრეო. ლანძღვა გინებაც ხო ჩვენი განუყრელი მეგზურია ყველგან და ყველაფერში.მე სულაც არ მიკვირს, მთავრობა აიღე თუ გინდა, რა ლანძღვა გინებითაც მოვიდა წასვლისხანსაც ისევე გააცილებენ, ეს მარტო სააკაშვილს არ ეხება, ყველა მოსულ და წასულს.=fiqri= ყველამ უნდა იფიქროს, მარტო თუთაშხიამ კი არა:). ვიღაცეებს სტალინი არ მოწონთ და ქართველობაც ჩამოართვეს, მერე შევარდნაძეც არაქართველი გახდა, მას გამსახურდიაც მიაყოლეს,ეხლა სააკაშვილიც, ნამდვილი ბაგრატიონიც რომ დასვა სკამზე მასაც მოუძებნიან რაღაცას.ჩვენ მაინც ისეი ერი ვართ სხვის დაკრულზე გვიყვარს ცეკვა თამაში, ისე ხელის განძრევაც გვეზარება.ამბიციები ბლომად გვაქ, ცოტა ტვინი გვაკლია ოღონდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined26 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზ

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined26 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზზ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით ჩემო ფორუმელებო ძალიან კარგი და დროული თემაა,მაგრამ კანონის უზენაესობაეს ცარიელ ფურცელზე დაწერილი არ უნდა იყოს თვიტ კანონის მკაცრი შემსრულებელი მაღალ ეშელონებიდან და მთავრობიდან უნდა მოდიოდეს უპირველესად მათ მოეთხოვებათ ყველა წესის მკაცრად დაცვა. ქვეყანაში სადაც მთავრობა და თანამდებობის პირი ხელშეუხებელია,ყოველი დანაშაულის და დარღვევის შემთხვევაში პასუხი არ მოეთხოვებათ იქ კანონმდებლობაზე და ქვეყნის დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია. სანამ საქართველოში არ მოისპობა, რაზედაც ეჭვი მეპარება მეზობელ -ბიძაშვილ- უბნელ- ძმაკაცობია მანამ არაფერი გვეშველება.კანონიც და სამართალიც დარეკვებით და ფულით ირღვევა მაღალი ეშელონებიდან და დასჯადი მხოლოდ დაბალი ფენაა ასე რომ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს პრეზიდენტიდან დაწყრბული გლეხამდე დამთავრებული და მაშინ ვიქნებით სახელმწიფო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined26 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყველა ნორმალურ,სამართლებრივ სახელმწიფოში ნებისმიერი ეკონომიკური ფორმაციის არსებობისას, დაცულია კანონის უზენაესობის პრინციპები ,და კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი სწორედ სახელმწიფოა.ჩვენთან ეს ინსტიტუტი მხოლოდ ფურცლებზეა ჩამოყალიბებული,პირველ რიდში სწორედ სახელმწიფო უნდა იცავდეს კანონის უზენაესობის პრინციპებს,რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას,კანონის თანასცორუფლებიანობას ყვალა მოქალაქის მიმარტ განურცევლად მათი საზოგადოებრივი,სოციალური,თანამდებობრივი და ა.შ. მდგომარეობისა,მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას,მოქალაქეთა და კერძო საკუტრების დაცვას,სასამართლო ხელისუფლებაში სახელმფო ხელისუფლების ჩაურევლობას...საქართველოს ხელისუფლების მიერ გამუდმებიტ ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპი,თავის მოქალაქეებსაგან კი მის დაცვას მოითხოვს,ჩვნი ხელისუპლება იმ მშობელს მაგონებს,რომელიც სვილებს ზრდის არა პირად მაგალითზე,არამედ დიდაქტიკურ და არმზრდელობით მეთოდებზე,რასაც უმეტეს შემთხვევაში კარგი შედეგი არ მოაქვს.თუ კანონის უზენაესობის პრინციპები დაცული იქნება პირველ რიგში თავად სახელმწიფოსგან,ჩვენ ჩამოვყალიბდებით ნამდვილ სამართლებრივ,ძლიერ,კულტურულ ერად, ამის შემდეგ არავინ არ გამოვა ქუჩაში პრეზიდენტისა და მთავრობის გასალანზღად,ვინაიდან მათ უდიდესი ავტორიტეტი ექნება ხალხში.
ასე რომ,ეს ნამდვილად საკვანძო საკითხია,საიდანაც სახელმციფოს სენება უნდა დაიწყოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
სახელმწიფოს ხალხი აშენებს.იქნებ პირველ რიგში ოჯახის კანონების უზენაესობით დაგვეწყო.იქნებ საჭიროა ჯერ თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს თავისი მოვალეობები და მერე ვილაპარაკოთ ყველა დანარჩენ კანონებზე და მათ უზენაესობაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined26 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
მადლობა ღმერთს და საქართველო ტრადიციების მიმდევარი ქვეყანაა,ჩვენთვის ნმიშვნელოვანია ჯერ კიდე ის ფასეულობები და ღირებულებები,რწმენა,რელიგია,რაც მოგვდევს ქართველებს,ამიტო ოჯახის კანონის უზენაესობის პრობლემა როგორც ასეთი ნამდვილად არ დგას,რათმა უნდა,არის ხარვეზები,მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ,პრობლემა არ დგას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ზემოთ სიგარეტზე და ნამწვავზე იყო საუბარი, ასევე დავამატებდი ნაგავს რომ ვყრით ქუჩაში ... არა მგონია ეს კანონმა მოაწესრიგოს. ეს ქართველების შეგნებაზე და სისუფთავეზე მიუთითებს არა აქვს მნიშვნელობა დაბალი განათლების იქნება ქართველი ,თუ პროფესორი, გაივლის და სიგარეტს დააგდებს ძირს, მზესუმზირას დაღრნის თაგვივით და მიაყოლებს თან, ცელოფანსაც ძირს დააგდებს და ისეთ სახეს მიიღებს თითქოს არაფერი მომხდარა.
კანონი ძალიან მკაცრი უნდა იყვეს საქართველოში რომ რაიმე დაეტყოს ქვეყანას სიკეთე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined26 Mar 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
მადლობა ღმერთს და საქართველო ტრადიციული ქვეყანაა,ჩვენთვის ჯერ კიდე მნიშვნელოვანია ის ღირებულებები და ფასეულობები,ის რწმენა,რელიგია,რაც დიდი ხანია მოგვდევს,ამიტო ჩვენთან არ დგას "ოჯახის კანონების უზენაესობის" პრობლემა,რათქმა უნდა,არის ხარვეზები,მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ,მე ამას ვერ შევხედავ როგორც პრობლემას და სავალალო მდგომარეობას.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 39 posts ] 
კანონის უზენაესობა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის
დესპანი