|
ყველა ნორმალურ,სამართლებრივ სახელმწიფოში ნებისმიერი ეკონომიკური ფორმაციის არსებობისას, დაცულია კანონის უზენაესობის პრინციპები ,და კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი სწორედ სახელმწიფოა.ჩვენთან ეს ინსტიტუტი მხოლოდ ფურცლებზეა ჩამოყალიბებული,პირველ რიდში სწორედ სახელმწიფო უნდა იცავდეს კანონის უზენაესობის პრინციპებს,რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას,კანონის თანასცორუფლებიანობას ყვალა მოქალაქის მიმარტ განურცევლად მათი საზოგადოებრივი,სოციალური,თანამდებობრივი და ა.შ. მდგომარეობისა,მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას,მოქალაქეთა და კერძო საკუტრების დაცვას,სასამართლო ხელისუფლებაში სახელმფო ხელისუფლების ჩაურევლობას...საქართველოს ხელისუფლების მიერ გამუდმებიტ ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპი,თავის მოქალაქეებსაგან კი მის დაცვას მოითხოვს,ჩვნი ხელისუპლება იმ მშობელს მაგონებს,რომელიც სვილებს ზრდის არა პირად მაგალითზე,არამედ დიდაქტიკურ და არმზრდელობით მეთოდებზე,რასაც უმეტეს შემთხვევაში კარგი შედეგი არ მოაქვს.თუ კანონის უზენაესობის პრინციპები დაცული იქნება პირველ რიგში თავად სახელმწიფოსგან,ჩვენ ჩამოვყალიბდებით ნამდვილ სამართლებრივ,ძლიერ,კულტურულ ერად, ამის შემდეგ არავინ არ გამოვა ქუჩაში პრეზიდენტისა და მთავრობის გასალანზღად,ვინაიდან მათ უდიდესი ავტორიტეტი ექნება ხალხში. ასე რომ,ეს ნამდვილად საკვანძო საკითხია,საიდანაც სახელმციფოს სენება უნდა დაიწყოს.
|