↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 196 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
განცხადება მთაწმინდის პარკის დალუქვის თაობაზე
იმის შემდეგ რაც პოლიციამ და მერიის წარმომადგენლობამ 2007 წლის 7 ნოემბერს მთაწმინდის პარკში არაკანონიერი შემოჭრა განახორციელეს და პარკი დალუქეს, ჩვენ გვინდა რომ იყოს გათვალისწინებული შემდეგი:
1. მიუხედავად მერიის განცხადებისა იმის შესახებ, რომ პარკი არ არის დასრულებული და არ არის მზად იმისათვის, რომ გაიხსნას, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მთაწმინდის პარკი არის სრულიად ფუნქცირებადი პარკი, რომელიც ამუშავდა 2007 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში. Pპარკს დაახლოებით 80.000 სტუმარი ჰყავდა.

2. ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ პარკი გაიხსნება გამოცდილი მენეჯმენტის, მომზადებული პერსონალისა და შემოწმებული დანადგარების გარეშე, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს პარკის სტუმრებისათვის. პარკის პერსონალმა მოასწრო მხოლოდ საწყისი ტრეინინგის გავლა და ვერ იმუშავებს უცხოელი კონსულტანტებისა და ქართველი გამოცდილი მენეჯერების გარეშე. კვალიფიცირებული მენეჯმენტის კონტროლის გარეშე ატრაქციონებით მსარგებლების უსაფრთხოება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. მენეჯმენტის კონტროლი მოიცავს ყოველდღიურ ტექნიკურ და სპეციალურ უსაფრთხოების შემოწმებას. ამჟამად ქართველ ტექნიკურ პერსონალს არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება იმისათვის, რომ უზრუნველყოს სრული დამაკმაყოფილებელი შემოწმებები. ტექნიკური სამსახური უცხოელი კონსულტანტების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რომლებიც კომოპანია ლინქსის მიერ არიან დაქირავებულები. კომპანია ლიქსმა დაიქირავა კვალიფიცირებული მენეჯმენტი, რომელმაც დაამტკიცა პარკის ამუშავების შესაძლებლობები უსაფრთხოების თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში თუ პარკის ფუნქციონირება მოხდება სხვა კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ, კომპანია ლინქსის იხსნის პასუხისმგებლობას სტუმრების უსაფრთხოებაზე.
3. თითოეულ ატრაქციონს ესაჭიროება ყოველწლიური ინსპექცია. ატრაკციონების სერტიფიკატების მფლობელი არის კომპანია ლინქსი; ეს სერტიფიკატები არ შეიძლება გადაეცეს სხვა კომპანიას. ისინი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პარკის ოპერატორი კომპანია ლინქსია. კომპანია ლინქსი არავის არ აძლებს იმის უფლებას რომ ატრაქციონები ან სხვა დანადგარები მისი ზედამხედველობის ან უფლების გარეშე იქნენ გამოყენებულნი. კომპანია ლინქსის ზედამხედველობის გარეშე ატარქციოენბის ამუშავება ჩაითვლება არა ლეგალურად.
4. კონტრაქტის მიხევით კონპანია ლინქსს ყველანაირი უფლება გააჩნია იმისათვის რომ უკან დაიბრუნოს ატრაქციონები და სხვა დანადგარები იმ შემთხვევაში თუ მერია თავისი მხრიდან შეწყვეტს კონტრაქტს. კონტრაკტის მიხედვით ამ ატრაქციონების და დანადგარების გამოყენება ან გაყიდვა არ არის დაშვებული.

ჯონ ელისი
პროექტის კონსულტანტი
მთაწმინდის პარკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
CALITRI ეხლა ვნახე ეს პოსტები და მინდა დიდი მადლობა მოგიხადო მისათვის რომ შრომობ და გვაწვდი ახალ ამბებს,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
როგორც ვიცი,სააკაშვილის გარდა 8 -9 პრეზიდენტობის კანდიდატი დასახელდა უკვე. იქნებ იცოდეთ ვინმემ მათი საარჩევნო პროგრამა?ძალიან დამავალებთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined05 Oct 2007
Posts66
კარმა50
OFFLINEPROFILE
сალიტრი,ძალაინ დიდი მადლობა, ჩემო კარგო ,გაიხარე. დღევანდელი საქართველოს ახალ ამბებს შენი წყალობით ვგებულობ. მადლობა. გფარავდეს უფალი.ერთი კარმა შენ ჩემგან თავდაუზოგავი შრომისათვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Apr 2007
Posts64
კარმა50
OFFLINEPROFILE
მეგობრებო ,ალბათ არ ღირს ერთმანეთის წყენა.მთავარია ერთმანეთს ჩვენი აზრი გავუზიაროთ დღევანდელი საქართველოს შესახებ.ემიგრაციაში ვარ 7 წელია და ნამდვილად არ მაინტერესებს სხვისი ინვესტიციების ბედი.ჩემი მთავარი ინვესტიცია და ქონება ჩემი შვილია ,რომელიც საქართველოშია. დიდი იმედი მაქვს ,რომ საქართველო ძალიან მალე გაბრწყინდება. იცით,რატომ მაქვს იმედი ? იმიტომ ,რომ ღმერთის მწამს.კიდევ იმიტომ ,რომ დღეს თითქმის მთელი საქართველო ლოცვად დგას და უფალს ავედრებს ქვეყნის ბედს.და კიდევ იმიტომ ,რომ არავის არ ჰყავს ისეთი პატრიარქი ,როგორიც ჩვენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
CALITRI, გმადლობთ ყველაფრისთვის.ნამდვილად დასაფასებელია თქვენი შრომა. თუ შეგიძლიათ მომავალშიც მოგვაწოდეთ უახლესი ინფორმაციები. ეს ყველას ერთნაირად გვჭირდება. იქნებ ზოგიერთებიც დააფიქროს... სიმართლე ხომ ერთადერთია !

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა მარიმანდი, ამ საიტის ადმინისტრციისგან მივიღე მთავარ გვერდზე ინფორმაციის დადების უფლება, კიდევ მაქვს ახალი და საინტერესო ინფორმაციები მაგრამ ველოდები როდის მექნება საშუალება მთავარ გვერდზე დადებისა და ამ ყველა ინფორმაციას ყველა იხილავს იქ, იმიტომ რომ აქ ბევრი ვერ ხედავს და იქ ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა იქნება მწარე და მწვავე კრიტიკა და შეძახილები მაგრამ ამას ჩემთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მე ვაქვეყნებ იმას და იმ სიმართლეს რაც დღესდღეობით გვაქვს საქართველოში

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
CALITRI, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მინდა გიორგობა მოგილოცოთ, გფარავდეთ მისი მადლი,და ძალა არ მოგაკლოთ სიმართლის დანახვის და სამართლიანობის. ასევე ვულოცავ გიორგობას ყველას, პოზიცია-ოპოზიციას და მათ მომხრეებს,ვუსურვებ გონიერებას და სამართლიან, ბედნიერ, გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
CALITRI, გაიხარე:) კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თამარ მეფის ხიდთან დღეს პრომეთეს ქანდაკება გახსნეს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრომეთე, ისევე როგორც წმინდა გიორგი, საქართველოს სიმბოლოა.

"პრომეთე ტანჯვასა და დიდ განსაცდელზე გამარჯვებას განასახიერებს. ასეთია საქართველოს ისტორიაც, ტკივილითა და გამარჯვებებით სავსე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეორე ყრილობა გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწია და ამ წარმატებების დათმობას არავინ აპირებს.

პრეზიდენტმა ოთხი წლის წინანდელი ვარდების რევოლუცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა 'კლოუნმა' რევოლუციის იმიტაცია სცადა, როდესაც 2007 წლის ნოემბერში თბილისში ავტოკოლონებით შემოვიდნენ.

'მაგრამ, 4 წლის წინ თბილისი იყო ჩაბნელებული და ერთადერთი სინათლე ის ავტოკოლონა იყო, რომელშიც თქვენ იჯექით... გივი თარგამაძის თქმის არ იყოს, ჯოჯოხეთის მაშხალები საჭირო აღარ არის, რადგან ქვეყანა დღეს ისედაც განათებულია' _ განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი თქმით, საქართველომ 4 წლის განმავლობაში მოიშორა 'მუქთამჭამელები და მუქთახორები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე დარბოდნენ, რადგან დღეს ქვეყანაში უფრო მეტია მოსაპარი'.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი რეფორმები გატარდა და ეს კურსი მომავალში განუხრელად გაგრძელდება.

პრეზიდენტი საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდების შევიწროებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათი დრო სამუდამოდ წავიდა.

'ახლა დაიჭირეს ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც მეათე კლასში ორჯერ ვყავვარ დაჭრილი, რადგან თავს არ ვუხრიდი... ასეთი ადამიანების დრო წავიდა,'_ თქვა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ოთხი წლის განმავლობაში ფეოდალებიც მოიშორა და მალე ტერიტორიულ მთლიანობასაც აღადგენს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაწყებულ გრანდიოზულ პროექტებზეც ისაუბრა.

'ჩემი მეორე ვადის პრეზიდენტობის მეორე წელს ჩვენ შეგვეძლება ვიმგზავროთ თბილისი პეკინის, თბილის-ლონდონის ექსპრესით... საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გზები, სკოლები და საავადმყოფოები აშენდა ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთად აღებული. ამ შენებას ვერავინ შეაჩერებს,' _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Oct 2007
Posts3
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველო მიშას გარესშე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვისი ფულებით შენდება ნეტავ რა საინტერესოა? წართმეული და ოფიციალურად შეწერილი ფულებით? თუნდაც ქურდებზე შეწერილი ფულებით? ვის რად უნდა ასეთი ბიუჯეტი? ხვალ რომ აღარ იქნებიან ის ქურდები მისი თქმით, გასაყიდი რომ არაფერი დარჩება, მერე? ეხლა რომ აფაფხურდა და იმას აკეთებს რასაც ხალხი ეხვეწებოდა, შე დალოცვილო აქამდე გაგეკეთებინა თუ გქონდა ამის საშუალება რომ გაამწარე ეს ხალხი? მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის რომ წინა საარჩევნო კამპანია მიდის გაჩაღებული და ხალხი ამას ხვდება. სასაცილოა უბრალოდ პრემიერს რომ დაისვამს ხოლმე, მიიმაგრებენ მიკროფონებს და დადგმული სპექტაკლის მიხედვით რომ აძლევს დავალებებს, დააკვირდით რა სახე აქვს შექმნილი და სასაცილო, პრემიერიც მორცხვი მოწაფესავით უქნევს თავს, ეს არის დიდი საძიზღრობა მე თუ მკითხავთ, ყველა დღევანდელ არხზე ბრეჟნევივით ეგ საუბრობს, და რა თქმა უნდა გამოიძებნება ხალხი რომ ამას კიდევ ერთხელ დაუჟერებს, და თუ კიდევ ეგ გავიდა აი მაშინ ნახეთ საქართველოს დაღუპვა, დაიმახსოვრეთ კარგად. ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთიანი ეროვნული საბჭოს და არასამთავრობო კოალიციის ერთობლივი განცხადება
ვინაიდან დღეს ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია;

ვინაიდან დღეს ქვეყანაში არსებობს დიქტატურის დამყარების რეალური საფრთხე, რაც შემდეგში გამოიხატება:

· ხორციელდება ხელისუფლების კონტროლი საინფორმაციო სივრცეზე
და კვლავ დახურულია მას-მედიის საშუალებები, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა;
· მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და “კუდიანებზე ნადირობა”;
· ხელყოფილია გამოხატვის თავისუფლება, არბევენ მოშიმშილეებს, ადამიანებს აკავებენ, ცემენ, აჯარიმებენ და დევნიან მიტინგებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობისთვის;
· 7 ნოემბრის მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას ნაცემია საქართველოს სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას;
· აშკარაა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა;
· ფაქტობრივად აღარ არსებობს სასამართლო ხელისუფლება.

ეს ყოველივე მიმართულია საზოგადოების დაშინებისა და დამორჩილებისაკენ, ხელისუფლება კი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ დანაშაულებრივ ქმედებებს ამართლებს ქვეყანაში სტაბილურობის და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და რეფორმების შეუფერხებელი გატარების აუცილებლობით.

ჩვენ, ‘კოალიცია დემოკრატიისათვის’ და ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო, ვაცხადებთ, რომ 7 ნოემბრის მიტინგი და მანიფესტაცია იყო მშვიდობიანი, მიმდინარეობდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც, მისი ბარბაროსული დარბევა ხელისუფლების მხრიდან იყო დანაშაულებრივი და არაკანონიერი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს მხოლოდ კონსტიტუციური და დემოკრატიული არჩევნების გზით, რის გამოც ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს დამოუკიდებელი მედია-საშუალებების – ტელე იმედისა და რადიო იმედის მაუწყებლობა;
2. შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ტერორი, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები;
3. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ფაქტებზე პოლიციის, ჯარის და გაურკვეველი წარმომავლობის ფორმირებების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე (ადამიანების გატაცების, ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტებზე);
4. დაუყოვნებლივ გაკეთდეს შეფასება და დაიწყოს გამოძიება საქართველოს სახალხო დამცველის ცემის ფაქტზე;
5. არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, დაცული იქნას ბალანსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გზით;
6. საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელთათვის უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი სამუშაო გარემო არჩევნების მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
პროექტი



საქართველოს კონსტიტუციური კანონი
`საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

`21. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.”

2. ამოღებულ იქნეს კონსტიტუციის 1041-ე მუხლის მე-3 პუნქტი;

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი. 2007 წლის .. ნოემბერი

განმარტებითი ბარათი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე
`საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი 2006 წლის 27 დეკემბრის ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გაიზარდა საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: პროექტის მიზანია პარლამენტის არჩევნები ჩატარდეს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია პარლამეტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს მისი უფლებამოსილების გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან: 14 მლნ. ლარის ოდენობით;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი/პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადები, მოსაკრებლები ან სხვა სახის გადასახადი.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს.

დ.გ.) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია `დემოკრატიული ფრონტი~.

დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
proeqti

saqarTvelos konstituciuri kanoni
saqarTvelos konstituciaSi cvlilebis Setanis Taobaze


muxli1. saqarTvelos konstituciaSi Setanil iqnes Semdegi cvlilebebi:

1. konstituciis 50-e muxlis me-21 punqti Camoyalibdes Semdegi redaqciiT:

21. parlamentis morigi arCevnebi tardeba misi uflebamosilebis gasvlamde ara ugvianes 15 dRisa. arCevnebis TariRs niSnavs saqarTvelos prezidenti ara ugvianes 60 dRisa.

2. amoRebul iqnes konstituciis 1041-e muxlis me-3 punqti;

muxli 2. es kanoni amoqmeddes gamoqveynebisTanave.

saqarTvelos prezidenti mixeil saakaSvili

Tbilisi.2007 wlis noemberi

ganmartebiTi baraTi

saqarTvelos konstituciuri kanonis proeqtze
saqarTvelos konstituciaSi cvlilebebis Setanis Taobaze

a) zogadi informacia kanonproeqtis Sesaxeb:

a.a) kanonproeqtis miRebis mizezi: kanonproeqtis miRebis mizezia saqarTvelos konstituciaSi Setanili 2006 wlis 27 dekembris cvlilebebi, romlis safuZvelzec gaizarda saqarTvelos parlamentis uflebamosilebis vada, rac ewinaaRmdegeba demokratiis fundamentur principebs.

a.b) kanonproeqtis misani: kanonproeqtis mizania parlamentis arCevnebi Catardes misi uflebamosilebis vadis amowurvamde.

a.g) kanonproeqtis ZiriTadi arsi: kanonproeqtis ZiriTadi arsia parlamentis morigi arCevnebi Catardes misi uflebamosilebis gasvlamde ara ugvianes 15 dRisa.

b) kanonproeqtis finansuri dasabuTeba:

b.a) kanonproeqtis miRebasTan dakavSirebiT aucilebeli xarjebis dafinansebis wyaro: kanonproeqtis miRebasTan dakavSirebiT aucilebeli dafinansebis wyaroa saxelmwifo biujeti;

b.b) kanonproeqtis gavlena biujetis saSemosavlo nawilze: kanonproeqtis miReba ar moaxdens gavlenas biujetis saSemosavlo nawilze.

b.g) kanonproeqtis gavlena biujetis xarjviT nawilze: kanonproeqtis miReba gamoiwvevs saparlamento arCevnebistvis aucilebeli xarjebis gamoyofas saxelmwifo biujetidan: 14 mln. Laris odenobiT;

b.d) saxelmwifos axali finansuri valdebulebebi: kanonproeqtis miReba ar iwvevs saxelmwifo axal finansur valdebulebebs.

b.e) kanonproeqtis mosalodneli finansuri Sedegebi im pirTaTvis, romelTa mimarTac vrceldeba kanonproeqtis moqmedeba: proeqti ar axdens finansur gavlenas im pirebze, romelTa mimarTac vrceldeba kanonproeqtis moqmedeba.

b.v) kanonproeqtiT dadgenili gadasaxadis, mosakreblis an sxva saxisgadasaxdelis odenobisgansazRvris wesi/principi: kanonproeqtiT ar dgindeba axali gadasaxadebi, mosakreblebi an sxva saxis gadasaxadi.

g) kanonproeqtis mimarTeba saerTaSoriso samarTlebriv standartebtan:

g.a) kanonproeqtis mimarTeba evrokavSiris direqtivebTan: kanonproeqti ar ewinaaRmdegeba evrokavSiris direqtivebs.

g.b) kanonproeqtis mimarTeba saerTaSoriso organizaciebSi saqarTvelos wevrobasTan dakavsirebul valdebulebebTan: kanonproeqti ar exeba saerTaSoriso organizaciebSi saqarTvelos wevrobasTan dakavSirebul valdebulebebs.

g.g) kanonproeqtis mimarTeba saqarTvelos ormxriv da mravalmxriv xelSekrulebebTan: kanonproeqti ar exeba saqarTvelos ormxriv da mravalmxriv xelSekrulebebs.

d) kanonproeqtis momzadebis procesSi miRebuli konsultaciebi:

d.a) saxelmwifo, arasaxelmwifo an/da saerTaSoriso organizacia/daweswbuleba, eqspertebi, romlebmac monawileoba miiRes kanonproeqtis SemuSavebaSi: aseTi ar arsebobs.

d.b) kanonproeqtis SemuSavebaSi monawile organizaciis (dawesebulebis) an/da eqspertis Sefaseba kanonproeqtis mimarT: aseTi ar arsebobs.

d.g) kanonproeqtis avtori: kanonproeqtis avtoria saqarTvelos parlamentis fraqcia “demokratiuli fronti”.

d.d) kanonproeqtis iniciatori: saqarTvelos parlamentis wevrebi.

1. კახა კუკავა
2. დავით ზურაბიშვილი
3. ზვიად ძიძიგური
4. გიგა ბუკია
5. ბიძინა გუჯაბიძე
6. ბეჟან გუნავა
7. გიორგი ცაგარეიშვილი
8. კოკა გუნცაძე
9. თემურ ნერგაძე
10. გიორგი წულაია
11. თემურ დოლიშვილი
12. ზურაბ ტყემალაძე
13. ნუგზარ პარუნაშვილი
14. თამაზ ყაჭეიშვილ
15. ფიქრია ჩიხრაძე
16. დავით უჯმაჯურიძე
17. ირაკლი იაშვილი
18. ლაშა ნარჩემაშვილი
19. ვახტანგ ქარსელაძე
20. დავით გამყრელიძე
21. დავით საგანელიძე
22. მამუკა კაციტაძე
23. ვალერი გელბახიანი
24. ვალერი იზორია
25. გრიგოლ ჯოჯუა
26. ლევან გზირიშვილი
27. მზია თოთლაძე
28. ნანა პატარკაციშვილი
29. არსენ მგელაძე
30. ზურაბ კოსტავა
31. ვიქტორ ჯაფარიძე
32. დავით ბერძენიშვილი
33. ლევან ბერძენიშვილი
34. ივლიანე ხაინდრავა
35. თეო ტლაშაძე
36. გიორგი ცანავა
37. ქეთი მახარაშვილი
38. ლევან გაჩეჩილაძე
39. გია თორთლაძე
40. ლაშა ნაცვლიშვილი
41. გოჩა ფიფია

განმარტება
[/size]

ინგლისური ასოებით იმიტომ გამოვიდა რომ ეს პროექტი წორლდ-ში მქონდა დაბეჭდილი და იქიდან პირდაპირ მივაწებე, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 196 posts ] 
დესპანი