↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 196 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
კალიტრი საიდან დააკოპირე მაგ მონაცემები იქნებ აგვიხსნა რამდენად სანდო წყაროზე დაყრდნობითაა მაგ მონაცემები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ეგ არასწორი ინფორმაციაა, იმიტომ რომ აქ ერთი ჩემი ნათესავია რომელიც 100 მილიონიან სიაშია და არ შეესაბამება სინამდვივეს ისე ვიტყვი რომ 1 მილიონი აქვს. რაც შეეხება ივანიშვილს ეტყობა სიის შემდგენელს შეეშალა თორემ პატარკაციშვილს ჯიბეში ჩაისვამს ესეც ახლო წრიდან ვიცი . ისე აი ვინც საქართველოშია და ჩვენს ქვეყანაში იშოვა ფული 1991 წლიდან იმდაქცეულ დროს როდესაც ხალხს პური უჭირდა ბანკებიდან რომ დაიტაცეს ფული რატომ არ იჭერენ მიკვირს და პასუხს არ აგებინებენ ჩვენს ხარჯზე გამდიდრებული ხალხი რომ დღეს მილიონრებია სად არის ამდროს ზოგიერტის სათაყვანო პრეზიდენტი? თუ წილს კარგად იღებს მათგან? ამ სიას კიდევ აკლია პრეზიდენტის გუნდის წევრები დაახლოებით 7 კაცი.ჩვენ ვიკითხოთ თორემ მათმა საშვილთაშვილოდ აიწყვეს საქმე და უბრალო ხალხი ოპოზიციაზე და პოზიციაზე ხოცავენ ერთმანეთს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ ანა-თეკლა ამ სიას აკლია დღევანდელი მთავრობის ბევრი წევრი. და კიდევ ნოღაიდელი ცოტა უფრო ზემოთ უნდა ეწეროს სიაში. ისე შევარდნაძის დროს რომ მოვიდა ეგ კაცი თანამდებობაზე მაშინ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა თბილისში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამ სიის პასუხისმგებელი არ ვარ, ეს სია რომელიღაც გაზეთიდან ამოვიღე ადრე, აქ ახალი მონაცემები არ არის, რაც შეეხება ივანიშვილი ვის ჩაისვამს ჯიბეში ვერ გეტყვით, აქ ოფიციალურად რაც აქვთ დაფიქსირებული ის თანხებია, არაოფიციალურად შეიძლება შტაბელებად ეწყოთ და მეტრიანით ზომავდნენ ან წონიდნენ დათვლის ნაცვლად.სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ თუ თემას გადავუხვიე მაგრამ მინდა ესეთი კომენტარი გავაკეთო.
პირველ რიგში ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია თვითონ იმედის ჟურნალისტების დამოკიდებულებამ. კონკრეტულად ნათია მიაქიაშვილის რეპორტაჟმა სამების საკათედრო ტაძრიდან.მე ვეწინააღმდეგები იმ ფაქტს რაც იმედის ტელევიზიასთან მიმარტებაში მოხდა,მაგრამ მტლად უცოდველებადაც ნუ წარმოაჩენენ თავს, ეს იმის ბრალია რომ საქარტველოში ჟურნლისტიკა ჯერ კიდევ არ დახვეწილა და ვერ მივეჩვიეტ ობიექტურად გავაშუქოთ მოვლენები, მხოლოდ დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოდ მოსახლეობას, და არა ის თუ ვინ რას ამბობობს და რას ჭორაობს,არ უნდა გავამახვილოტ აქცენტი მარტო უარყოფითზე, იმედის ტელევიზია კი ყველაზე მეტ დროს მხოლოდ უარყოფიტ მოვლენებს უთმობდა და ძალიან ზოგადად საუბრობდა დადებითზე.საქარტველოში ობიექტური ტელევიზია არ არსებობს. ძალიან კარგად ვიცი საკუტარი გამოცდილებიდან რა ხდეებოდა და რაც მოხდა ტელე იმედში.იქ აშკარად იგრძნობოდ ბატონი ბადრის გავლენა. შეიძლება მაყურებლის თვალი ამას ვერ ამჩნევს კარგად მაგრამ ესე ესეა. რატომღაც ყოველთვის იქ ესეთი გრძნობა მეუფლებოდა, რადგან ეს იმედის ტელევიზიაა ვსიო მორჩა ისისნი რასაც თვლიდნენ სწორად იმას იტყოდნენ, გარანტირებული ხელშეუხებლობა ქონდათ თითქოსდა.არც ისეა საქმე თუ ადამიანს ცოტა მაინც ხელმოსაჭიდი არ აქვს ისე ვერ წამოგიყენებს ბრალდებებს.თვითონ ჟურნალისტები ვუქმნიტ ჩვენს ქვეყანას იმიჯს, როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლება ეს მაინც ჩვენია და არა არის საჭირო კიდევ უფრო დაძაბონ სიტუაცია, ისედაც ნატელია ყველაფერი.მე უბრალოდ ესე ვფიქრობ.არ სეიძლება თქვა და დაწერო ყველაფერი. ჟურნალისტის მოვალეობაა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, მიუკერძოებელი,გააშუქოს მხოლოდ დაზუსტებული და რეალური ინფორმაცია. და შეეცადოს განმუხტოს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის დაძაბული სიტაუცია,და ა.შ............

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
მილიონერების სითან დაკავშირებით გეტყვით რომ ეგ ინფორნმაცია რამდენადაც მე ვიცი არ არის ზუსტი.თუ არ ვცდები ყველაზე მდიდარი ქართველებიდან ივანიშვილია,მსოფლიოს კველაზე მდიდარ ადამიანებს შორისაა სიაში შეტანილი, არც ეგ ვიცი ზუსტად მერამდენე ადგილზეა.ბადრი მგონი საერთოდ არაა იქ ნახსენები, მე შევეცდები ახლო მომავალში ზუსტი მონაცემები დავდო საიტზე.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამას წინად ვიღაცამ მითხრა ამ სიაში ნოღაიდელიც უნდა იყოს, ადრე რომ ჩამოვიდა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდაო.
მინდა ვუპასუხო რომ ამ სიაში არის ნოღაიდელი 75 მილიონი ევროთი, მაგრამ ვერ გეტყვით ცხოვრობს თუ არა ისევ ნაქირავებში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა ბრიფინგი
29.11.2007 16 საათზე ერთიანი ეროვნული საბჭოს ცენტრალურ საარჩევნი შტაბში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა: კახა კუკავამ და თინა ხიდაშელმა ბრიფინგი გამართეს. მათ მიხეილ სააკაშვილი კანონდარღვევაში ამხილეს და ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნოდ სახელმწიფო რესურსების გამოყენებაში დაადანაშაულეს.

მათ დაგმეს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ქმედება, როცა ის დევნილებს შეხვდა თბილისის მერიის დარბაზში და მის შეხვედრას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდნენ. მას როგორც პრეზიდენტობის რიგით კანდიდატს არ აქვს უფლება მინისტრს და მერს მისცეს დავალებები და ისარგებლოს ქალაქის საკრებულოს დარბაზით, ასევე დაპირებები მისცეს მოსახლეობას საახალწლო ნობათების თაობაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისე ყოველ წელს რომ ტარდებოდეს პრეზიდენტის არჩევნები ცოტა ეშველება ხალხს, აღარ იციან რითი გადაიბირონ ხალხი, ყველას გასაგონად ვამბობ, ხალხო გამოიყენეთ ეს შანსი თორემ გაივლის ეს წინასაარჩევნო პერიოდი და საცერში ჩასხმული წყალივით იქნება ეს დაპირებები, ძლივს არ გაახსენდა სააკაშვილს ხალხი და სტუდენტები? თურმე შესაძლებელი ყოფილა არა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პირობების შესახებ
რეკომენდაციები
საქართველოში 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პირობების შესახებ


პოლიტიკური თავისუფლება:
1. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდეს სს საქმეები ოპოზიციის ლიდერების და 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების მიმართ;

2. ჩატარდეს 7-8 ნოემბრის მშვიდობიანი აქციების, აგრეთვე ტელეკომპანია `იმედი"-ს დარბევების და შემდგომი რეპრესიების მიუკერძოებელი გამოძიება ხელისუფლების, ოპოზიციის და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
3. გამოძიებულ იქნეს ოპოზიციის ლიდერებზე (კობა დავითაშვილი და სხვ.) და აქტივისტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტები;
4. გამოძიების დასრულებამდე ჩამოცილებულ იქნენ თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან გენერალური პროკურორი, შს მინისტრი და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები;
სიტყვის თავისუფლება:
5. დაუყოვნებლივ განახლდეს ტელეკომპანია `იმედის" მაუწყებლობა;
6. ცესკომ განახორციელოს კონტროლი მედიაში წინასაარჩევნო კამპანიის წესების დაცვაზე, ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული სარეკლამო კლიპების მოხსნაზე.
7. უზრუნველყოფილ იქნეს პოლიტიკური დებატები ტელეეთერში;
საარჩევნო კანონმდებლობა:
8. ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს პარიტეტის საფუძველზე (6 - ხელისუფლების და 6 ოპოზიციის წარმომადგენელი);
9. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების კანდიდატურები გადანაწილდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის;
10. გაუქმდეს დამატებითი სიები (კენწისყრის დღეს ამომრჩეველთა დამატება ამომრჩეველთა სიაში);
11. საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საპლებისციტო კითხვა ჩამოყალიბდეს ნათლად და სამართლიანად: "თანახმა ხართ თუ არა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის გაზაფხულზე?";
საარჩევნო კამპანია:
12. ჩამოცილებულ იქნენ თანამდებობიდან ის პირები, ვინც კანონის დარღვევით მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში, მ.შ: ქ. თბილისის მერი - გიგი უგულავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მაია მიმინოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი - პეტრე ცისკარიშვილი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - კობა სუბელიანი;
ინფორმაცია
საქართველოში 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პირობების შესახებ

პოლიტიკური თავისუფლებების ხელყოფა:[/b] წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს ზეწოლას ოპოზიციური კანდიდატებზე და მის მომხრეებზე:

1. თავდასხმები ოპოზიციის წევრებზე და ოფისებზე:
• 1 დეკემბერს ნიღბიანმა ადამიანებმა გაიტაცეს გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელი თემურ აფრასიძე, რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სასტიკად ნაცემი იპოვეს ქუჩაში. მეორე დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს თემურ აფრასიძის ძმა - ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალური განყოფილების ექსპერტ-კრიმინალისტი.
• 1 დეკემბერს დაახლოებით დილის 7 საათიდან 8 სააათამდე დაარბიეს ლევან გაჩეჩილაძის წყალტუბოს რაიონული საარჩევნო შტაბი, ოფისიდან წაღებულია მხოლოდ კომპიუტერის პროცესორი;
2. უკანონო დაკავებები:
• 26 ნოემბერს ჩოხატაურში საპატრული პოლიციამ დააკავა რესპუბლიკური პარტიის წევრი გოჩა ჯიქია. წაუყენეს ბრალი ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შენახვა, ხოლო მოგვიანებით გაათავისუფლეს გირაოს გადახდის პირობით (2.000 ლარი);
• 1 დეკემბერს საპატრულო პოლიციამ დააკავა ხალხის პარტიის თავჯდომარის კობა დავითაშვილის ცოლის ძმა, დავით ბიწაძე, თითქოს იგი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა ავტომანქანას. ოპოზიციის პროტესტის შემდეგ დ. ბიწაძე გაათავისუფლეს;
• 3 დეკემბერს ბათუმში საზღვაო აკადემიასთან `ერთიანი სახალხო მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართული აქციის დარბევის დროს პატრულის თანამშრომლებმა და ასევე უფორმო ადამიანებმა (თვითმხილველების თქმით ეს უფორმო ადამიანები იყვნენ ის ხალხი ვინც აწარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის - ასლან აბაშიძის პერიოდში `აწარის რევოლუციის” დროს არბევდა მოსახლეობას) დააკავეს კონსერვატიული პარტიის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე – რუსლან მამედოვი და ორი წევრი: გარიკ კამარიანი და გელოდი ბერიძე, ასევე `ხალხის პარტიის “ახალგაზრდული ორგანიზაციის ორი წევრი: მინდია ჯაიანი და გოგიტა თავართქილაძე. ხუთივე მათგანი გადაყვანილი იქნა ბათუმის შს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, თითოეული მათგანი დააჯარიმეს 100-100 ლარით, ასევე დააკავეს `ხალხის პარტიის” აწარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე და დააჯარიმეს 400 ლარით;
3. ზეწოლა ოპოზიციის წევრებზე:
• 27 ნოემბერს ხარაგაულის სუბსიდიების სააგენტოდან დაითხოვეს ომარ გაგოშიძე 2 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ყოფნის გამო;
• 2 დეკემბერს საღამოს 17:00 სთ-ზე წალკის რაონულ შტაბში შევიდა კრიმინალური პოლიცია და მოითხოვა შტაბის თანამშრომლების სრული სია. პროტესტის შემდეგ მათ ოფისი დატოვეს;
• 3 დეკემბერს დილით `მოძრაობა სვანეთის” ლიდერის, კახა ფანგანის, სახლში შევიდა შს სამმართველოს 2 თანამშრომელი. მათ თავიდან განაცხადეს რომ იყვნენ გაზის ინკასატორები, ხოლო როდესაც კარი გაუსხნეს მათ ყოველგვარი საბუთების გარეშე დაათვალიერეს მთელი სახლი და მხოლოდ გასვლისას განაცხადეს თავიანთი ნამდვილი ვინაობა, იმავე დღეს საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერებული იქნა კ.ფანგანის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მძღოლი. მანქანის გაჩერების შემდეგ მძღოლს შეკითხვები დაუსვეს უკვე სხვა მანქანიდან (კერძოდ შავი ფერი BMწ-უნომრო, რომელის ხშირად არის შემჩნეული კ.ფანგანის საცხოვრებელ სახლთან) გადმოსულმა ადამიანებმა, რომელთაც აინტერესებდათ კახა ფანგანის ადგილმდებარეობა, ვინაიდან 7 ნოემბრის შემდეგ კახა ფანგანი ვეღარ მიდის საკუთარ სახლში, რადგანაც მიმდინარეობს თვალთვალი მისი დაკავების მიზნით, მანამდე 6 ნოემბერს დაკავებული იქნა მისი ძმა – კობა ფანგანი.
4. მიმდინარეობს ზეწოლა უძრავი ქონების მესაკუთეებზე, რათა მათ გააუქმონ იჯარის ხელშეკრულებები პოლიტიკური პარტიის ოფისებთან:
• ამბროლაურის პოლიციაში გამოიძახეს რესპუბლიკური პარტიის რეგიონალური ოფისის მესაკუთრე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მოითხოვა ფართის დაცლა;
• 30 ნოემბერს ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ – ილია ბაბნიძემ და თბილისიდან ჩასულმა უცხო პირებმა გამოიძახეს ქარელის საარჩევნო შტაბის ფართის მესაკუთრე შოთა გოგიჩაიშვილი და მოსთხოვეს ერთი დღის ვადაში ფართის დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მისი და მისი ოჯახის წევრების დაპატიმრებით;
• 2 დეკემბერს თეთრიწყაროს პოლიციამ დაიბარა თეთრიწყაროს რაიონული შტაბის ხელმძღვანელი Mმერაბ ძირიკვაძე, მას შესთავაზა პერსპექტიული სამსახური მაღალი ანაზღაურებით თუ ის დატოვებდა ოპოზიციის რიგებს. იმის შემდეგ რაც ძირიკვაძემ უარი განაცხადა შეთავაზებაზე, ისევ დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის უფროსის თემურ დალაქიშვილის სახელით და მოსთხოვა შტაბის დაცლა.
5. მიმდინარეობს თვალთვალი ოპოზიციის ლიდერებზე, ასევე მათ მომხრეებზე და ოფისებზე, კერძოდ:
• კონსერვატიული პარტიის ოფისზე თვალთვალს ახორციელებენ ავტომანქანები ნომრებით - KAN 120-დან 126-მდე.
• გია ხუხაშვილის (ბ. პატარკაციშვილი ერთ-ერთი ახლო პარტნიორი) საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს თვალთვალი, კერძოდ: მორიგეობს 4 ავტომანქანა ("ფოლკსვაგენი" BBB 630 შავი ფერის, “ფოლკსვაგენი” QUთ 137 მწვანე ფერის, “ოპელი” GIO 653 ვერცხლისფერი ფერის, “ოპელი” ILO 715 მწვანე ფერის),
საარჩევნო კანონმდებლობა:
6. `საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები შეტანილი იქნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე 41 დღით ადრე, გაერთიანებული ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, ხოლო 29 ნოემბერს (37 დღით ადრე) ინიცირებული იქნა საარჩევნო კოდექსის კიდევ ერთი ახალი ცვლილებების პროექტი;
7. ცესკოს და საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრიდან 7 წევრს ნიშნავს ხელისუფლება და მმართველი პარტია, 6 – ოპოზიციური პარტიები. გადაწყვეტილება (მ.შ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ) მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით – ანუ 7 ხმით, რაც ნიშნავს რომ მხოლოდ მმართველი პარტიის ხმები საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად (მუხლი 27);
8. ხელისუფლების 7-კაციანი ქვოტა შედგენა 6 ე.წ. `პროფესიული ნიშნით” დანიშნული პირისაგან და ერთი მმართველის პარტიის წარმომადგენელისაგან. თუმცა 6-ვე პირი, რომელიც ინიშნება პრეზიდენტის მიერ რეალურად წარმოადგენს ხელისუფლების ბიუროკრატიას და არა დამოუკიდებელ და პროფესიულ კანდიდატს. კერძოდ:
• თავმჯდომარე – ლევან თარხნიშვილი – დანიშვნამდე მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის სამეურვეო საბწოს თავმჯომარედ;
• დავით კირთაძე – დანიშვნამდე მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის რევიზორად;
• ლუხუმ ბურჯალიანი – დანიშვნამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში;
• ემზარ ფაჟავა – დანიშვნამდე მუშაობდა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილედ;
9. საოლქო საარჩევნო კომისიებში საერთოდ არ არის დაშვებული ოპოზიციის მონაწილეობა, კომისიის 5-ვე წევრს ნიშნავს ხელისუფლება;
10. 22 ნოემბრის ცვლილებებით ხელახლა იქნა შემოღებული ამომრჩველთა "დამატებითი სიები”, რაც "ვარდების რევოლუციის” დროს გახდა მთავარი დავის საგანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (XI.2003), 2005 წლის 11 ივლისის ცვლილებებით დამატებითი სიები გაუქმდა. გაუგებარია რიგგარეშე არჩევნების დროს ამ ინსტიტუტის აღდგენის მოტივაცია, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ამ გზით შესაძლებელია ყალბი პირადობის მოწმობის საფუძველზე ამომრჩეველმა რამოდენიმე სხვადასხვა უბანზე მისცეს ხმა (მუხლი 1297);
11. 27 ნოემბერს ცესკომ მიიღო განკარგულება საარჩევნო უბნების შექმნისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმადაც უბნების რაოდებობა იზრდება 3052-დან 3440-მდე, ასევე იცვლება საარჩევნო უბნების საზღვრები, რაც გამოიწვევს სერიოზულ ქაოსს, ამომრჩეველი მიაკითხავს ძველ ტრადიციულ უბნებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ამომრჩევლის დაბალ აქტივობას (მუხლი 1296-4);
სიტყვის თავისუფლების ხელყოფა:
12. 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 20.50 საათზე მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების დისლოკაცია ტელეკომპანია ,,იმედის" ტერიტორიაზე. მათ ალყაში მოაქციეს შენობა და საშუალება არ მისცეს ზემოაღნიშნული დაწესებულების თანამშრომლებს დაეტოვებინათ ტელეკომპანიის ტერიტორია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის არ აუხსნიათ, თუ რის საფუძველზე მოხდა შენობაში მათი შეწრა და არ წარმოუდგენიათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შესაბამისი ხასიათის იურიდიული დოკუმენტი. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჟურნალისტები იარაღის მუქარით აიძულეს დაწოლილიყვნენ იატაკზე, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დალეწეს აპარატურა, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.
ზემოაღნიშნული ქმედებები შეიცავს საქართველოს სსკ-ის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 161-ე (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა), 222-ე (ტელემაუწყებლობის ბლოკირება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 წლამდე;
13. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 28 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრებს ტელეკომპანია ,,იმედის" მფლობელი კომპანიის - ,,ნიუს კორპორეიშენის" ვიცე-პრეზიდენტ პომპადურთან რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დეტალები გააცნო. ლადო გურგენიძის განმარტებით, "ის ჟურნალისტები, რომლებიც ადრე პოლიტიკაში მოღვაწეობდნენ, ჟურნალისტიკას უნდა ჩამოშორდნენ და პოლიტიკაშივე უნდა დარჩნენ". რაც შეეხება საქართველოს უშიშროების საბწოს მდივნის – ალექსანდრე ლომაიას განცხადებებს, მისი გადმოცემით, "ნიუს კორპორეიშენის" ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მთავრობამ სამი პირობა შესთავაზა: ,,ტელეკოპანია ,,იმედის" ფინანსური შემოწმება კვარტალში ერთხელ, მის მიერ ,,იმედის" ერთპიროვნული მმართველობა და ეთიკური პირობების დაცვა. მისივე თქმით, ,,რეკომენდაციები, რომლებიც ორი წლის წინ არის შექმნილი, თავის დროზე რომ ამუშავებულიყო, არ იქნებოდა ის სავალალო შედეგი, რაც ტელეკომპანია ,,იმედის" შემთხვევაში მოხდა. ხელისუფლების ორივე წარმომადგენლის განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ ტელეკომპანია დაიხურა არა სისხლის სამართლის ბრალდებების, არამედ ჟურნალისტური კორპუსის მიუკერძოებლობის და რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო;
14. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ეთერში დარჩა მხოლოდ სახელისუფლებო კერძო ტელეარხები. საგანგებო მდგომარეობის დროს და მისი გაუქმების შემდეგ ყველა არხი მუშაობს უმკაცრესი ცენზურის პირობებში, დარღვეულია დროის პარიტეტი. მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერში საათობით გადაიცემა საქართველოს პრეზიდენტის, გენერალური პროკურორის მოადგილის და ხელისუფლების სხვა პირების ჩართვები, რამდენიმე წუთი აქვს დათმობილი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ზოგადად, ოპოზიციური აზრის გამოხატვას. 17 ნოემბერს, ორი ტელეკომპანიის მონიტორინგის შედეგებმა გვაჩვენა შემდეგი სურათი: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" - ხელისუფლების წარმომადგენლები – 52 წუთი და 58 წამი, ოპოზიციის წარმომადგენლები – 2 წუთი და 13 წამი. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2" - ხელისუფლების წარმომადგენლები – 48 წუთი, ოპოზიციის წარმომადგენლები – 8 წუთი და 12 წუთი (დანართი ). იმავდროულად მიმდინარეობს ისტერია ოპოზიციის რუსეტთან კავშირის შესახებ. 20 ნოემბერს, სახელისუფლებო ტელეკომპანიების ,,რუსთავი 2" - სა და ,,მზე" - ს ეთერში გაშვებული იქნა დოკუმენტური ფილმი სათაურით "ნოემბრიდან ნოემბრამდე", სადაც საუბარი იყო ოპოზიციის ლიდერების თითქოსდა რუსეთის ფედერაციის აგენტურულ ქსელთან კავშირზე. ფილმში არსად იყო წარმოდგენილი იურიდიულად დასაბუთებული ბრალდებები, არსად ჩანდა ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარი, რაც შეიცავს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუ დასმენის ნიშნებს. ზემოაღნიშნული ფილმის ჩვენებით, ქართულმა ტელემედიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოქმედებს სახელისუფლებო შეკვეთების პირობებში და მათი უმკაცრესი ცენზურის ქვეშ.
15. წინასაარჩევნო პერიოდში არ შემდგარა არც ერთი სატელევიზიო დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არც ერთ სატელევიზიო არხზე, ხელისუფლება კვლავ ბოიკოტს უცხადებს ერთადერთ არაკონტროლირებად ტელეკომპანია `კავკასიას”;
წინასაარჩევნო კამპანის წესების დარღვევა:
16. მიხეილ სააკაშვილი გადადგომის მიუხდავად რეალურად ინარჩუნებს ხელისუფლების სადავეებს: 3 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აწარაში ჩავიდა, მანNდავალება მისცა იუსტიციის მინისტრს საქართველოს მოქალაქეობა მიენიწებინა მოლდოველი ქალბატონისთვის, რომელსაც ჰყავს ქართველი ქმარი.

ზ/ა ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლ ნაწილს, რომელიც ადგენს კანდიდატების თანასწორუფლებიანობას;
17. პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ მთავრობის წევრები, კერძოდ:
• 28 ნოემბერს ქ. თბილისის მერიის შენობაში განთავსებულ დარბაზში შედგა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ამომრჩევლებთან (დევნილებთან). აღნიშნულ შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატი ახორციელებდა წინასაარჩევნო კამპანიას შეხვედრაზე მყოფ ამომრჩევლებთან, იძლეოდა წინასაარჩევნო დაპირებებს. პრეზიდენტობის კანდიდატი შეძვედრაზე წარმოდგენილი იყო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან და ქ. თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად. გარდა ამისა მათ პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილისაგან მიიღეს დავალება, რომ ერთი კვირის მანძილზე უზრუნველყოფილი იქნებოდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა იმ საცხოვრებელი ფართის დაკანონება, რომლებშიც დევნილები კომპაქტურად არიან ჩასახლებული.
• 3 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აწარაში ჩავიდა, მან დავალებები და შენიშვნები მისცა სოფლის მეურნეობის მინისტრს – პეტრე ცისკარიშვილს ციტრუსის ჩაბარების საკითხებთან დაკავშირებით.
• 3 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაზიაზე ქ.თბილისის მერმა ღიად მოუწოდა მოსახლეობას ხმა მიეცათ მიხეილ სააკაშვილისთვის.
ზ/ა ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია მინისტრების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა;
საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა მედიაში:
18. მიმდინარე წლის ნოემბრიდან ტელეკომპანიების ეთერში ყოველდღიურად გადის ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული სარეკლამო რგოლი შეშის ვაუჩერთან დაკავშირებით. Aამ რეკლამის მიხედვით შეშის ვაუჩერი არის პრეზიდენტის საჩუქარი და ხდება მოსახლეობის მომარაგება საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში. რეკლამაში აქცენტი კეთდება წინა საარჩევნო პერიოდში იმ პრეზიდენტის დამსახურებებზე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატია;
ზ/ა ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-15 ნაწილს, რადგან არ არის მითითებული `ფასიანი პოლიტიკური რეკლამა” და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

კახა კუკავა
კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია `დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
საარჩევნო პროგრამა
საერთო სახალხო მოძრაობა
ლევან გაჩეჩილაძის პროგრამის ძირითადი მიმართულებები

ჩემი ურთიერთობა საქართველოსთან

. ჩვენი არჩევანია ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურაზე დაფუძნებული ქართული, ევროპული ტიპის, დემოკრატიული, მდიდარი სახელმწიფოს აშენება.

. ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ძირითადი პრიორიტეტები

თავისუფალ ადამიანთა ერთობა (ღირსებისა და უფლებების პატივისცემა);
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსი;
კონსტიტუციური მონარქია; ტოლერანტობა და შემწყნარებლობა; უკანონოდ გასხვისებული ეროვნული სიმდიდრეების დაბრუნება; საქართველო, როგორც კულტურული ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ქვეყანა- მუზეუმი;
განათლების სისტემის ეროვნულ-საგანმანათლებლო ტრადიციებზე გადასვლა;
ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარება; კულტურულ - ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა; სახელმწიფო ენის დაცვა; ეროვნული პროდუქციის ლობირება; ენერგოდამოუკიდებლობა; საქართველოს ეკოლოგიური სისუფთავის დაცვა; მრავალშვილიანობის წახალისება – გენოფონდის გაფრთხილება და დაცვა; ნატოს სტანდარტების შესაბამისი ქართული ჯარის ჩამოყალიბება;
საზღვარგარეთ მყოფი ქართველების დაცვა და დიასპორასთან მწიდრო კავშირი;
ქართული სპორტის, როგორც ქართული ცნებაის აღდგენა-განვითარება.

. საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობისკენ - სახელმწიფო მოწყობის ძირითადი პრინციპები

ჩვენი არჩევანია ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობა, რომელიც გუნდური მმართველობის პრინციპებს ეფუძნება.
ხელისუფლების დანაწილების უზრუნველსაყოფად გავატარებთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ რეფორმას; გავატარებთ ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დამოუკიდებელი პროფესიონალური და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად; შევქმნით საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის რეალურ გარანტიებს; აღვადგენთ დარღვეულ უფლებებს; გავაძლიერებთ სახალხო დამცველის ინსტიტუტს და უზრუნველვყოფთ საბიუჯეტო დამოუკიდებლობას;
ხელისუფლების ცვლა არ ნიშნავს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მუდმივ ცვლას; უზრუნველვყოფთ სტაბილურ პროფესიული და პარტიულად ნეიტრალური საჯარო სამსახურის მემკვიდრეობითობას; კანონმდებლობით უზრუნველვყოფთ პოლიტიკური პარტიების კონკურენციას და ოპოზიციის სახელმწიფო მართვაში მონაწილეობის;
უზრუნველვყოფთ ბიუჯეტის, მათ შორის ძალოვანი სამინისტროების ხარჯების, გამწვირვალეობას;
მოვახდენთ სახელმწიფო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციასა და დეკონცენტრაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელისუფლებო მონსტრების ფუნდამენტურ რეფორმას. მოხდება მუნიციპალური პოლიციის
სპეცსამსახურების პოლიტიკური ჟანდარმის ფუნქციისაგან გათავისუფლება;
პენიტენციალური სისტემის პოლიციური ზედამხედველობისაგან რეალური გათავისუფლება; ნატოს სტანდარტების შესაბამისი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება; სახელმწიფო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება და შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა;
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა;
რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება. ძალაუფლების გადაცემა ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობისათვის.

. საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

ჩვენი არჩევანი და ამბიცია ნატოს და ევროკავშირის წევრობაა - მხოლოდ ისეთი საქართველო შეიძლება გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რომელიც თავისუფალი ადამიანების საზოგადოებას წარმოადგენს და არის მისი ინტერესების გამომხატველი და რაც უზრუნველყოფს არა მარტო ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური განხორციელება; სააკაშვილის ხელისუფლების უპრინციპო და არაკორექტული პოლიტიკის ნაცვლად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფით.
საქართველოს ტრადიციული, კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციის აღდგენა კავკასიის დიდ რეგიონში;
საქართველოს დსთ-დან გამოსვლის პროცედურული უზრუნველყოფა;

. გათიშულობიდან ერთიან საქართველომდე

ჩვენი არჩევანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეალურ პრიორიტეტად ქცევა. სოხუმისა და ცხინვალის გასაღები ძევს არა მოსკოვში ან ვაშინგტონში, არამედ თბილისში, ზუგდიდში, გორში, ბათუმში, თელავში - სრულიად საქართველოში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პოლიტიკა; სპეციალური პროგრამების განხორციელება სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით; დევნილთა ინტერესების დაცვის პრიორიტეტულობა; კონფლიქტებში მონაწილე სამხედრო პირების ამნისტია, გარდა იმ პირებისა, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
რუსეთის კონფლიქტის მხარედ აღიარება, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.

. ფსევდოლიბერალიზმიდან თავისუფალ ეკონომიკამდე

ჩვენი არჩევანია ბიზნესის სახელმწიფო რეკეტისაგან გათავისუფლება და კონკურენტული საქმიანი გარემოს შექმნა. ჩვენი მმართველობის პირობებში სახელმწიფო ხერხემალი იქნება არა სახელმწიფო რეპრესიული აპარატი, არამედ ჯანსაღი ეკონომიკა. ეკონომიკური განვითარება პირველ რიგში უნდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და არა ბიუჯეტის თვითმიზნურ ზრდაზე.
ბიზნესის გათავისუფლება სახელმწიფო რეკეტისა და ხარკის გადახდისაგან ;
სახელმწიფო-კრიმინალური ბიზნესის ალაგმვა; ბიზნესისათვის კონკურენტული გარემოს ინსტიტუციური გარანტიების შექმნა; დამოუკიდებელი არბიტრაჟის აღდგენა; დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის ფორმირება;
გაკოტრების კანონმდებლობის დახვეწა და ამუშავება; ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეფექტური ამუშავება; განსაკუთრებული ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. წვრილი და საშუალო ვაწრობის ობიექტებისთვის ფიქსირებული გადასახადებების დაწესება.
ჩვენი მმართველობის პირობებში სახელმწიფო ხერხემალი იქნება არა სახელმწიფო რეპრესიული აპარატი, არამედ ჯანსაღი ეკონომიკა. ეკონომიკური განვითარება პირველ რიგში უნდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და არა ბიუჯეტის თვითმიზნურ ზრდაზე.
დამწყები ბიზნესისათვის იაფი ფულის მოზიდვის ხელშეწყობა;
სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მსუბუქი მრეწველობის პრიორიტეტულობა;
საქართველო, როგორც ორგანული პროდუქტის ქვეყანა; ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა; ქართული პროდუქტისათვის გასაღების ბაზრების მოძიების სახელმწიფო ხელშეწყობა;
მომხმარებლის უფლებების დაცვა; ბიზნეს მედიის შექმნის წახალისება.

. სოციალური უსამართლობიდან ღირსეული ცხოვრების პირობებამდე

ჩვენი არჩევანია ადამიანის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა მოქალაქეთა სოციალური უფლებების დაცვა. სამართლიანი და ქმედითი სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება და გატარება ურთულესი ამოცანაა და ჩვენ ამ ამოცანას გადავწყვეტთ.
უზრუნველვყოფთ ადამიანის შრომის უფლების დაცვას. გავატარებთ სახელმწიფო დასაქმების პოლიტიკას; ბიუჯეტიდან დაფინანსებული ხელფასები არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები; მინიმალურ პენსიას განვსაზღვრავთ საარსებო მინიმუმით; ავამოქმედებთ დევნილთა სოციალური დაცვის სპეციალური პროგრამებს; ხელს შევუწყობთ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციას; ფინანსურად და ტერიტორიულად ხელმისაწვდომს გავხდით სამედიცინო მომსახურებას; ხელს შევუწყობთ კერძო საპენსიო ფონდებისა და სადაზღვევო სისტემის განვითარებას; გადავსინჯავთ ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზაციის მიმდინარე პროცესს; შევიმუშავებთ დემოგრაფიულ პოლიტიკას და განვახორციელდებთ მიზნობრივ პროგრამებს; ნარკომანიის წინააღმდეგ გავატარებთ აქტიურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო სახელმწიფო პოლიტიკას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძირითადი ღირებულებები

სურათი აღარ არსებობს

`ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც მისის
გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის~
ილია ჭავჭავაძე
(1837-1907)

ძირითადი ღირებულებები დამტკიცებულია პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ 2005 წლის .. მაისს ქართული კონსერვატიზმი სათავეს ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად იღებს. 3 ათასწლეულის მანძილზე ქართველი ერი თავდაუზოგავ ბრძოლას ეწეოდა მსოფლიოს უდიდესი და უსასტიკესი იმპერიების წინააღმდეგ რათა შეენარჩუნებინა ის ძირითადი ფასეულობები რითაც XIX საუკუნემდე მოაღწია:
მამული, ენა და სარწმუნოება. თანამედროვე მსოფლიოში, გლობალური ინტეგრაციას ეპოქაში ეროვნული სახელმწიფოს მიზანი შეიცვლა –აუცილებელი გახდა ერთის მხრივ საყოველთაოდ აღიარებული ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ხოლო მეორეს მხრივ ეროვნული სახელმწიფოსა და ეროვნული კულტურის თვითმყობადობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება. `ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც მისის გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის~ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები დღესაც თანამედროვე ქართული კონსერვატიზმის საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. ამ რწმენითა და სულისკვეთებით საქართველოს კონსერვატორები საჯაროდ ვაცხადებთ, პარტიის ძირითად ღირებულებებს:

1. კანონის მმართველობა. სახელმწიფოს მართვა ხორციელდება
საზოგადოებრივი შეთანხმების - კანონის საფუძველზე, რომელიც გამოცემული უნდა იქნეს კანონით დადგენილი წესების მკაცრი დაცვით. ნებისმიერი საკითხი, რომელიც განეკუთვნება ხელისუფლების რომელიმე შტოს კომპეტენციას უნდა გადაწყდეს მხოლოდ კანონის და არა ე.წ.`სახელმწიფო~ ან `საზოგადოებრივი~ ინტერსების საფუძველზე. ხელისუფლების განხორციელების დროს გამორიცხულ უნდა იქნეს სახელმწიფო მოხელეთა მიერ გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მიხედვით.

2. ადამიანის უფლებების უზენაესობა. უპირველეს ღირებულებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოადგენს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლით და სხვა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უპირატესობა ნებისმიერ საჯარო ინტერესთან მიმართებაში. დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე კერძო საკუთრების რაიმე ფორმით ხელყოფა. სახელმწიფოს მიერ მიღებული ახალი კანონები და გადაწყვეტილებები არ უნდა აუარესებდეს და ხელყოფდეს საზოგადოების წევრების მიერ ადრე მოპოვებულ უფლებებსა და მდგომარეობას.

3. ღია საბაზრო ურთიერთობები. საზოგადოების წევრები და მათი გაერთიანებები ერთმანეთთან პირად და საქმიან ურთიერთობებს აწესრიგებენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. სახელმწიფო არ ზღუდავს კერძო ურთიერთობებს, გარდა მკაცრად დადგენილი გამონაკლისებისა, სახელდობრ: გადასახადების აკრეფა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ საქმიანობაზე ზედამხედველობა, მონოპოლიების შეზღუდვა.

4. ხელისუფლების შეზღუდვა. ხელისუფლება წარმოადგენს არა ქვეყნის და მისი მოსახლეობის ბატონ-პატრონს, არამედ მის მიერ დაქირავებულ დაწესებულებას. ამიტომაც ხელისუფლებას ეკისრება საზოგადოების არა ყველა საჭიროების მოწესრიგება, არამედ მხოლოდ იმ ვიწრო
ჩამონათვალისა, რომელიც არ შეიძლება მოწესრიგდეს კერძო ურთიერთობების ფარგლებში, სახელდობრ: თავდაცვა, დანაშაულის აღკვეთა, უმწეოთა დახმარება და ა.შ. სახელმწიფო შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს, მაგრამ არ უნდა კარნახობდეს ეკონომიკისა და
კულტურის განვითარების მიმართულებებს.

5. ხელისუფლების დანაწილება. სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო. პარლამენტი და მთავრობა ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ ხალხის, მაგრამ არა ერთმანეთის წინაშე. მხოლოდ პარლამენტია უფლებამოსილი გამოსცეს კანონები რომელიმე სხვა დაწესებულების თანხმობის გარეშე. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს კანონით დაკისრებული სახელმწიფოს მართვის ვალდებულებები, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილებები ნებისმიერი სახის დავის
შემთხვევაში.

6. პირდაპირი თვითმმართველობა და რეგიონალიზმი. ყველა დონის ტერიტორიულ ერთეულებში თვითმმართველობას ახორციელებენ პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ზედა დონის აღმასრულებელი ორგანო, მ.შ. მთავრობა
ახორციელებს მხოლოდ იმ ფუნქციებს, რომელიც არ შეიძლება განახორციელოს ქვედა დონის თვითმმართველობამ. რეგიონულ თვითმმართველობას არ გააჩნია ფედერაციის სუბიექტის სტატუსი, არ გააჩნია საკუთარი კანონმდებლობა და არ მონაწილოებს ეროვნული
კანონმდებლობის დადგენაში.

7. ეროვნული სახელმწიფო. საქართველოს სახელმწიფოს უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ქართული ენის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების განვითარებას.
სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე.

8. მართლმადიდებლური ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი. სახელმწიფო კონსტიტუციით აღიარებს და გამომდინარე კანონებით ადასტურებსქრისტიანობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ხელს უწყობს მართლმადიდებლური ეკლსიისა და ქრისტიანული კულტურის შემდგომ განვითარებას.

9. შემწყნარებლობა. სახელმწიფო აღიარებს ადამიანების თანასწორობას ეროვნული, რელიგიური, პოლიტიკური, სქესობრივი თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. პოლიტიკურ ან სხვა ნიადაგზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ისჯება კანონით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
იმედი არა კუტუ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შავო ეშმაკო ასე ითარგმნება თქვენი სახელი ,ზრდილობა სახლში ხომ არ დაგრჩად ? თქვენთვის არავის უთხოვია კომენტარების გაკეთება უცენზურო სიტყვებით .აქ მანდილოსნები შემოვდივართ ,ოპოზიციაც არის და პოზიციაც მაგრამ ასეთი უცენზურო სიტყვებს არავინ ხმარობს კეტილი ინებე და თუ გნებავთ კომენტარები ,თავს კონტროლი გაუწიეთ და წერეთ ისე როგორც დესპანს შეეფერება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
black devil wrote:
ციტატა:
იმედი არა კუტუ
=haa= =haa= =haa= დიეტა დაიცავი. და მერე სჰემოდი ამ საიტზე.=cxeni= =fiqri= =oops=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 196 posts ] 
დესპანი