|
რა არის ფორექსი
უცხოური ვალუტის ბაზარი (Foreign Exchange, შემოკლებით FOREX) 70-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, როდესაც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ვალუტები ფიქსირებული კურსებიდან მცოცავ კურსებზე გადავიდნენ. FOREX მსოფლიოში არსებულ ბაზრებს შორის ყველაზე დიდი ბაზარია. მისი დღიური ბრუნვა 3 ტრილიონამდე აღწევს. ამ მოცულობის დიდი ნაწილი მსოფლიოს რვა სარეზერვო ვალუტაზე მოდის: ევრო(EUR), აშშ დოლარი(USD), ბრიტანული ფუნტი(GBP), შვეიცარული ფრანკი(CHF), იაპონური იენა(JPY), ავსტრალიური დოლარი(AUD)(ე.წ. აუსი), ახალზელანდიური დოლარი(NZD)(ე.წ. კივი) და კანადური დოლარი(CAD)(ე.წ. ლუნი). მსოფლიოს ამ 8 წამყვანი ვალუტის კოლოსალური მასშტაბის ბრუნვა ისეთ ლიკვიდურობას ანიჭებს თითოეულ მათგანს, რო ამ ბაზარზე მრავალმილიარდიანი კაპირალიც კი საკმაოდ მობილურად მოძრაობს. ეს თვისება არცერთ სხვა ბაზარს არ ახასიათებს.
ბირჟებისაგან განსხვავებით FOREX-ის ბაზარს რაიმე კონკრეტული ადგილმდებარეობა არ გააჩნია. იგი ყველგანაა და თანაც არსად. უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების ბანკები (და კიდევ სხვა მსხვილი ფინანსური სტრუქტურები) ერთმანეთში ვაჭრობენ სხვადასხვა ვალუტებით. ვაჭრობა მიმდინარეობს კომპიუტერული ქსელების მეშვეობით მსოფლიოს ასობით ბანკში. FOREX ინტერნეტს წააგავს - იგი არავის არ ეკუთვნის, მას ვერავინ აკონტროლებს!
ოპერაციები სავალუტო ბაზარზე დღეისათვის მსოფლიოს ბანკებისათვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მაგალითისთვის, შვეიცარიის უმცხვილესი ბანკის Union Bank of Switzerland (UBS) შემოსავლის 80% ვალუტებით კონვერსიული ოპერაციების შედეგად მიიღო და მხოლოდ 20% კრედიტებისგან, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით და ა.შ. FOREX-ზე სავალუტე ოპერაციებისაგან შემოსავლები ასევე პირველ ადგილზე დგანან ისეთი ბანკებისათვის, როგორებიცაა Citibank, Chase Manhatten Bank, Barclays Bank, Societe Generale Bank & Trust, ABN-AMRO Bank, Saxo Bank, Deutsche Bank, Commerzbank და სხვ.
FOREX-ის ბაზარზე ვაჭრობა ორშაბათ დილით ველინგტონში(ახალი ზელანდია) ადგილობრივი დროით 7:30-ზე იწყება, შემდეგ კი დედამიწის ბრუნვის პარალელურად ვაჭრობაში ერთვებიან სხვადასხვა საათობრივ სარტყელში განლაგებული მსხვილი ფინანსური ცენტრები: სიდნეი, ტოკიო, ჰონგ-კონგი, სინგაპური, მოსკოვი, ფრანკფურტი, ციურიხი, ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ლოს ანჟელესი, შემდეგ ისევ ველინგტონი და ყველაფერი თავიდან იწყება. ამ სქემის მიხედვით FOREX-ის ბაზარი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს, ვაჭრობაში ერთვებიან ის ქვეყნები სადაც სამუშაო დღე იწყება, ხოლო ქვეყნები, რომლებშიც სამუშაო დღე მთავრდება ვაჭრობას ეთიშებიან.
თუ თქვენ FOREX-ზე ვაჭრობა გსურთ შეგიძლიათ ეს თქვენს ქალაქში არსებული სადილინგო ცენტრის მეშვეობით განახორციელოთ. FOREX-ზე ვაჭრობა ორშაბათ დილიდან პარასკევ საღამომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაო კვირის ნებისმიერ მომენტში დღისით თუ ღამით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ თქვენთვის სასურველი ვალუტა.
სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო სხვადასხვა ვალუტების კურსები ერთმანეთის მიმართ იცვლებიან. სწორედ ამაზეა დაფუძნებული FOREX-ზე ვაჭრობით ფულის კეთების შესაძლებლობა. ამაზე დაწვრილებით შევჩერდეთ.
FOREX-სზე ვაჭრობა ბევრად ხეირიანი, ეფექტური და უსაფრთხოა. მისით ვაჭრობის ფორმულა ასეთია:
ფული -> სხვა ფული -> ფული + მოგება
ფული არ დაიკარგება, რადგანაც მისი ფიზიკური გადაადგილება არ ხდება, მას ვერავინ მოგპარავთ.
შესაძლებელია საკუთარი ქმედებებს სრულიად საიდუმლოდ შენახვა.
არ დაგჭირდებათ მუშახელი, რომლებსაც თქვენი საკუთრების მოპარვის მიდრეკილება აქვთ და ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გღალატობენ.
არ დაგჭირდებათ შენობა, საწყობი, მაცივრები, სასწორები, სალარო აპარატები და ა.შ.
არ მოგიწევთ ყოველ დილით სადღაც წასვლა, ვიღაცეებთან შეხვედრა, რაღაცეების თხოვნა, ვიღაცეებისგან დამალვა...
მოგების მიღება სავალუტე ბაზარზე დაფუძნებულია იმაზე, რომ ვალუტების კურსები მუდმივად იცვლებიან, დაცოცავენ. მოგება შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით ცვლილების დროს.
წარმოიდგინეთ. რომ თქვენ იღებთ 100000 ევროს კრედიტად, ცვლით (მაშინ როცა EURGEL= 2.61) მას 261000 ლარზე, საპირისპირო გაცვლისას (როცა უკვე EURGEL= 2.15) 215000 ლარად ყიდულობთ 100000 ევროს და გრჩებათ 46000 ლარი. 100000 ევროს კრედიტს უბრუნებთ პატრონს, 46000 ლარს კი იჯიბავთ. კარგია არა?
მაგრამ სად უნდა იშოვნოთ ამოდენა კრედიტი? და თანაც უზრუნველყოფის გარეშე. რომელი ბანკი მოგცემთ მას ან რომელი ბუტკა გადაცვლის ამხელა თანხას? სად ვიშოვნოთ დაცვა? ეს ხომ წარმოუდგენელია!
თურმე შესაძლებელია!
დიახ, მხოლოდ ფორექსზე შეგიძლიათ შეიძინოთ ასორმოცი ათასი დოლარი მხოლოდ ორას ევროდ, ანდა ასი ათასი ევრო 470 ლარად! ეს რეალობაა და მარჟიალური ვაჭრობის პრინციპის წყალობით ასეთი გარიგებები დღეში ბევრჯერ ტარდება!
მაშ ასე, რა არის ფორექსი, მასზე მუშაობა რატომ იზიდავს ადამიანებს და როგორ შეგიძლიათ იშოვნოთ ფული საკუთარი ჭკუით?
ბევრს ალბათ სმენია საბირჟო ვაჭრობების შესახებ და თუ როგორი პოპულარული და შემოსავლიანია აშშ-ში ევროპასა და უკვე სნგ-შიც. საბირჟო ვაჭრობა ყველასათვის მისაწვდომი და პოლულარული თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების წყალობით გახდა.
ყველაფერი მარტივია!
არსებობს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რითაც მოგვეწოდება სხვადასხვა ვალუტების, ძვირფასი მეტალების, ფასიანი ქაღალდების და ა.შ. ფასების მონაცემები (კოტირებები). თქვენ შეგიძლიათ მცირე თანხის (დაწყება 1 დოლარითაც შეიძლება) ქონის შემთხვევაშიც კი ჩაატაროთ ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სავალუტე წყვილებით, ძვირფასი მეტალებით, აქციებით და ა.შ. შემოსავლის ამოღების მიზნით.
ამას ინტერნეტ-ტრეიდინგი ეწოდება.
მსოფლიო ბაზარზე ასეთნაირი მუშაობით, ვალუტების კურსების რყევებზე თქვენ გამოიმუშავებთ თქვენი საწყის კაპიტალზე ბევრად დიდ თანხებს!
შეიძლება თუ არა ვალუტების კურსების მოძრაობის პროგნოზირება?
როგორც როგორც ზემოთმოყვანილი მაგალითიდან ჩანს, ვალუტის გაცვლის ბაზარი საკმაოდ დინამიურია და ზემოთაღწერილის მსგავსი სიტუაციები არაერთხელ მეორდებიან, რაც რეალური ფულის გამომუშავების საშუალებას იძლევა. ყველაფერ ამას დაწვრილებით გაიგებთ, თუკი იქნება თქვენი სურვილი და სწავლების კურსს გაივლით!
მთელი რიგი ფაქტორები, როგორებიცაა: ინფლაცია, პროცენტული განაკვეთები, უმუშევრობის დონე და ა.შ. მნიშვნელოვნად მოქმედებენ ბაზრის მდგომარეობაზე, რაც ფორექსზე ოპერაციებს ანალიტიკური ბიზნესის ნაწილად აქცევს. ამ ბაზარზე წარმატებას აღწევენ ის მონაწილენი, რომლებიც მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ბაზაზე ანალიზის (ტექნიკური, ფუნდამეტური) სხვადასხვა მეთოდებით, ან უბრალოდ ინტუიციით ჭვრეტენ ფასთან მომავალ მოძრაობას. აუცილებელი უნარ-ჩვევბის შესაძენად ტრეიდერმა უნდა შეისწავლოს სპეციალურ ლიტერატურა და გამოცდილება დააგროვოს სასწავლო ანგარიშზე. რაშიც სიამოვნებით დაგეხმარებით.
მომდევნო პოსტში დავიწყებ ერთერთ ყველაზე ეფეკტურ ტექნიკური ანალიზის ახსნას. რომლის შესწავლითაც მარტივად გააკეთებთ ფასების რყევების პროგნოზს.
|