↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
როგორ მოვიპოვე ფინანსური თავისუფლება


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 469 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
აქ შემოგთავაზებთ საფონდო და სავალუტო ბირჟებზე ეფეკტური თამაშის წესებს, ნათლად დაინახავთ თუ რამხელა მოგების მიღება შეგიძლიათ სწორი და გამართული სისტემით ვაჭრობის შემთხვევაში, პერიოდულად გაეცნობით პროგნოზებს, მოგაწვდით რეკომენდაციებს, მსურველები შეისწავლიან ვაჭრობის სისტემას და გაივლიან კურსს რის შემდეგ თავად შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ვაჭრობაში.

მაგალითისათვის შემოთავაზებულ სურათზე ჩანს ბრიტანულ ფუნტზე განხორციელებული ჩემი ვაჭრობა 2007 წლის 11.09 დან 2007 წლის 11.21 მდე.

აქ ზედაპირულად ავხსნი თუ რამდენად ვიყიდე და გავყიდე ფუნტი და რა მოგება მივიღე კონკრეტული პერიოდის განმავლობაში.აღნიშნულ პერიოდში როგორც სურათზეა ასახული მოვახდინე 4 ჯერ ვაჭრობა. მაშ ასე:

ვაჭრობა # 1

07.11.09 ამ დროს მოხდა ფუნტის გაყიდვა 2.1090 ფასად, გაყიდვა შევწყვიტე 07.11.13 ში 2.0607 ფასში. მოგებამ შეადგინა 483 პუნკტი.

ვაჭრობა # 2

07.11.13 ამ დროს პირველი პოზიციის (გაყიდვის) დახურვის შემდეგ გავხსენი მეორე პოზიცია ყიდვა 2.0607 ფასში. ყიდვა შევწყვიტე 07.11.14 ში 2.0751 ფასში. მოგებამ შეადგინა 144 პუნქტი.

ვაჭრობა # 3

07.11.14 ამ დროს მეორე პოზიციის (ყიდვის) დახურვის შემდეგ გავხსენი მესამე პოზიცია გაყიდვა 2.0751 ფასში. გაყიდვა შევწყვიტე 07.11.15 ში 2.0447 ფასში. მოგებამ შეადგინა 304 პუნქტი.

ვაჭრობა # 4

07.11.15 ამ დროს მესამე პოზიციის (გაყიდვის) დახურვის შემდეგ გავხსენი მეოთხე პოზიცია ყიდვა 2.0447 ფასში. ყიდვა შევწყვიტე 07.11.21 ში 2.0659 ფასში. მოგებამ შეადგინა 212 პუნქტი.

აქ უნდა ავღნიშნო ის რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვაჭრობდი 0.5 მარჟინალური ლოტით ანუ 1 პუნკტი შეადგენდა 5 აშშ დოლარს.

ეხლა დავითვალოთ 12 დღიანი ვაჭრობის შედეგები:

483+144+304+212 = 1143 პუნქტს ანუ 1143*5=5715 აშშ დოლარს.

დამეთანხმებით ალბათ რომ 12 დღის განმავლობაში 5715 დოლარი ცუდი თანხა არაა.

შემდეგ პოსტებში დეტალურად ავხსნი თუ რა არის ფორექსის მარკეტი, როგორ შეიძლება იქ ვაჭრობა, განვიხილავ რამოდენიმე სავაჭრო სისტემას.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
რა არის ფორექსი

უცხოური ვალუტის ბაზარი (Foreign Exchange, შემოკლებით FOREX) 70-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, როდესაც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ვალუტები ფიქსირებული კურსებიდან მცოცავ კურსებზე გადავიდნენ. FOREX მსოფლიოში არსებულ ბაზრებს შორის ყველაზე დიდი ბაზარია. მისი დღიური ბრუნვა 3 ტრილიონამდე აღწევს. ამ მოცულობის დიდი ნაწილი მსოფლიოს რვა სარეზერვო ვალუტაზე მოდის: ევრო(EUR), აშშ დოლარი(USD), ბრიტანული ფუნტი(GBP), შვეიცარული ფრანკი(CHF), იაპონური იენა(JPY), ავსტრალიური დოლარი(AUD)(ე.წ. აუსი), ახალზელანდიური დოლარი(NZD)(ე.წ. კივი) და კანადური დოლარი(CAD)(ე.წ. ლუნი). მსოფლიოს ამ 8 წამყვანი ვალუტის კოლოსალური მასშტაბის ბრუნვა ისეთ ლიკვიდურობას ანიჭებს თითოეულ მათგანს, რო ამ ბაზარზე მრავალმილიარდიანი კაპირალიც კი საკმაოდ მობილურად მოძრაობს. ეს თვისება არცერთ სხვა ბაზარს არ ახასიათებს.

ბირჟებისაგან განსხვავებით FOREX-ის ბაზარს რაიმე კონკრეტული ადგილმდებარეობა არ გააჩნია. იგი ყველგანაა და თანაც არსად. უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების ბანკები (და კიდევ სხვა მსხვილი ფინანსური სტრუქტურები) ერთმანეთში ვაჭრობენ სხვადასხვა ვალუტებით. ვაჭრობა მიმდინარეობს კომპიუტერული ქსელების მეშვეობით მსოფლიოს ასობით ბანკში. FOREX ინტერნეტს წააგავს - იგი არავის არ ეკუთვნის, მას ვერავინ აკონტროლებს!

ოპერაციები სავალუტო ბაზარზე დღეისათვის მსოფლიოს ბანკებისათვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მაგალითისთვის, შვეიცარიის უმცხვილესი ბანკის Union Bank of Switzerland (UBS) შემოსავლის 80% ვალუტებით კონვერსიული ოპერაციების შედეგად მიიღო და მხოლოდ 20% კრედიტებისგან, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით და ა.შ. FOREX-ზე სავალუტე ოპერაციებისაგან შემოსავლები ასევე პირველ ადგილზე დგანან ისეთი ბანკებისათვის, როგორებიცაა Citibank, Chase Manhatten Bank, Barclays Bank, Societe Generale Bank & Trust, ABN-AMRO Bank, Saxo Bank, Deutsche Bank, Commerzbank და სხვ.

FOREX-ის ბაზარზე ვაჭრობა ორშაბათ დილით ველინგტონში(ახალი ზელანდია) ადგილობრივი დროით 7:30-ზე იწყება, შემდეგ კი დედამიწის ბრუნვის პარალელურად ვაჭრობაში ერთვებიან სხვადასხვა საათობრივ სარტყელში განლაგებული მსხვილი ფინანსური ცენტრები: სიდნეი, ტოკიო, ჰონგ-კონგი, სინგაპური, მოსკოვი, ფრანკფურტი, ციურიხი, ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ლოს ანჟელესი, შემდეგ ისევ ველინგტონი და ყველაფერი თავიდან იწყება. ამ სქემის მიხედვით FOREX-ის ბაზარი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს, ვაჭრობაში ერთვებიან ის ქვეყნები სადაც სამუშაო დღე იწყება, ხოლო ქვეყნები, რომლებშიც სამუშაო დღე მთავრდება ვაჭრობას ეთიშებიან.

თუ თქვენ FOREX-ზე ვაჭრობა გსურთ შეგიძლიათ ეს თქვენს ქალაქში არსებული სადილინგო ცენტრის მეშვეობით განახორციელოთ. FOREX-ზე ვაჭრობა ორშაბათ დილიდან პარასკევ საღამომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაო კვირის ნებისმიერ მომენტში დღისით თუ ღამით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ თქვენთვის სასურველი ვალუტა.

სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო სხვადასხვა ვალუტების კურსები ერთმანეთის მიმართ იცვლებიან. სწორედ ამაზეა დაფუძნებული FOREX-ზე ვაჭრობით ფულის კეთების შესაძლებლობა. ამაზე დაწვრილებით შევჩერდეთ.

FOREX-სზე ვაჭრობა ბევრად ხეირიანი, ეფექტური და უსაფრთხოა. მისით ვაჭრობის ფორმულა ასეთია:

ფული -> სხვა ფული -> ფული + მოგება

ფული არ დაიკარგება, რადგანაც მისი ფიზიკური გადაადგილება არ ხდება, მას ვერავინ მოგპარავთ.

შესაძლებელია საკუთარი ქმედებებს სრულიად საიდუმლოდ შენახვა.

არ დაგჭირდებათ მუშახელი, რომლებსაც თქვენი საკუთრების მოპარვის მიდრეკილება აქვთ და ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გღალატობენ.

არ დაგჭირდებათ შენობა, საწყობი, მაცივრები, სასწორები, სალარო აპარატები და ა.შ.

არ მოგიწევთ ყოველ დილით სადღაც წასვლა, ვიღაცეებთან შეხვედრა, რაღაცეების თხოვნა, ვიღაცეებისგან დამალვა...

მოგების მიღება სავალუტე ბაზარზე დაფუძნებულია იმაზე, რომ ვალუტების კურსები მუდმივად იცვლებიან, დაცოცავენ. მოგება შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით ცვლილების დროს.

წარმოიდგინეთ. რომ თქვენ იღებთ 100000 ევროს კრედიტად, ცვლით (მაშინ როცა EURGEL= 2.61) მას 261000 ლარზე, საპირისპირო გაცვლისას (როცა უკვე EURGEL= 2.15) 215000 ლარად ყიდულობთ 100000 ევროს და გრჩებათ 46000 ლარი. 100000 ევროს კრედიტს უბრუნებთ პატრონს, 46000 ლარს კი იჯიბავთ. კარგია არა?

მაგრამ სად უნდა იშოვნოთ ამოდენა კრედიტი? და თანაც უზრუნველყოფის გარეშე. რომელი ბანკი მოგცემთ მას ან რომელი ბუტკა გადაცვლის ამხელა თანხას? სად ვიშოვნოთ დაცვა? ეს ხომ წარმოუდგენელია!

თურმე შესაძლებელია!

დიახ, მხოლოდ ფორექსზე შეგიძლიათ შეიძინოთ ასორმოცი ათასი დოლარი მხოლოდ ორას ევროდ, ანდა ასი ათასი ევრო 470 ლარად! ეს რეალობაა და მარჟიალური ვაჭრობის პრინციპის წყალობით ასეთი გარიგებები დღეში ბევრჯერ ტარდება!

მაშ ასე, რა არის ფორექსი, მასზე მუშაობა რატომ იზიდავს ადამიანებს და როგორ შეგიძლიათ იშოვნოთ ფული საკუთარი ჭკუით?

ბევრს ალბათ სმენია საბირჟო ვაჭრობების შესახებ და თუ როგორი პოპულარული და შემოსავლიანია აშშ-ში ევროპასა და უკვე სნგ-შიც. საბირჟო ვაჭრობა ყველასათვის მისაწვდომი და პოლულარული თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების წყალობით გახდა.

ყველაფერი მარტივია!

არსებობს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რითაც მოგვეწოდება სხვადასხვა ვალუტების, ძვირფასი მეტალების, ფასიანი ქაღალდების და ა.შ. ფასების მონაცემები (კოტირებები). თქვენ შეგიძლიათ მცირე თანხის (დაწყება 1 დოლარითაც შეიძლება) ქონის შემთხვევაშიც კი ჩაატაროთ ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სავალუტე წყვილებით, ძვირფასი მეტალებით, აქციებით და ა.შ. შემოსავლის ამოღების მიზნით.

ამას ინტერნეტ-ტრეიდინგი ეწოდება.

მსოფლიო ბაზარზე ასეთნაირი მუშაობით, ვალუტების კურსების რყევებზე თქვენ გამოიმუშავებთ თქვენი საწყის კაპიტალზე ბევრად დიდ თანხებს!

შეიძლება თუ არა ვალუტების კურსების მოძრაობის პროგნოზირება?

როგორც როგორც ზემოთმოყვანილი მაგალითიდან ჩანს, ვალუტის გაცვლის ბაზარი საკმაოდ დინამიურია და ზემოთაღწერილის მსგავსი სიტუაციები არაერთხელ მეორდებიან, რაც რეალური ფულის გამომუშავების საშუალებას იძლევა. ყველაფერ ამას დაწვრილებით გაიგებთ, თუკი იქნება თქვენი სურვილი და სწავლების კურსს გაივლით!

მთელი რიგი ფაქტორები, როგორებიცაა: ინფლაცია, პროცენტული განაკვეთები, უმუშევრობის დონე და ა.შ. მნიშვნელოვნად მოქმედებენ ბაზრის მდგომარეობაზე, რაც ფორექსზე ოპერაციებს ანალიტიკური ბიზნესის ნაწილად აქცევს. ამ ბაზარზე წარმატებას აღწევენ ის მონაწილენი, რომლებიც მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ბაზაზე ანალიზის (ტექნიკური, ფუნდამეტური) სხვადასხვა მეთოდებით, ან უბრალოდ ინტუიციით ჭვრეტენ ფასთან მომავალ მოძრაობას. აუცილებელი უნარ-ჩვევბის შესაძენად ტრეიდერმა უნდა შეისწავლოს სპეციალურ ლიტერატურა და გამოცდილება დააგროვოს სასწავლო ანგარიშზე. რაშიც სიამოვნებით დაგეხმარებით.

მომდევნო პოსტში დავიწყებ ერთერთ ყველაზე ეფეკტურ ტექნიკური ანალიზის ახსნას. რომლის შესწავლითაც მარტივად გააკეთებთ ფასების რყევების პროგნოზს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Nov 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
უგრმესი მადლობა ავტორს და დესპანს ამ სტატიისტვის,დზალიან გტხოვტ არ დაიზაროტ და გააგრდზელოტ ეს პრიად საინტრესო ტემა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined31 Oct 2007
Posts124
კარმა50
OFFLINEPROFILE
cash მაგრად დამაინტერესა ამ თემამ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jun 2007
Posts221
კარმა52
OFFLINEPROFILE
შესნიშნავი თემაა. ველით გაგრძელებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
მართლაც ძალიან საინტერესოა, მთელი Yურადღებით და დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ამ თემაში, ყოველთვის მაინტერესებდა რა სახით ხდებოდა მსგავსი ფინანსური ოპერაციები .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
წინა პოსტში ვთქვი რომ მომდევნო პოსტებში ავღწერდი თუ როგორ შეიძლება ფორექსზე რყევების პროგნოზირება.

არსებობს არაერთი საშვალება ამის თაობაზე (განის პრინციპი, ელიოტის ტალღები, ფიბონაჩის მაგიური ციფრები, სხვადასხვა გრაფიკული ფიგურები დიაგრამაზე და სხვა მრავალი) თუმცა მიზანშეწონილად მიმაჩნია მოვყვე იმ გრაფიკული ანალიზის შესახებ რომელსაც პირადად მე ვიყენებ, რომელიც ასევე გარკვეულწილად მოიცავს ყველა იმ გრაფიკული ანალიზის ელემენტებს რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე და შემდეგ უკვე მომავალში თუ კი იქნება ამის სურვილი გაგაცნობთ ამ გრაფიკულ ანალიზზე აწყობილ კომკრეტულ სავაჭრო სისტემას. რომლითაც მე პირადად ვაჭრობ.

ვიწყებ ელიოტის ტალღების ახსნას, სანამ დავიწყებდე, მსურს გითხრათ რომ ეს იქნება სრულიად ახალი და თანამედროვე მარკეტთან მიმართებაში სრულიად განახლებული ვარიანტი ელიოტის ტალღების შესახებ, რასაც ვერცერთ სხვა საიტებზე ვერ იპოვით. რა თქმა უნდა უამრავი სტატიაა ელიოტის ტალღებთან დაკავშირებით მაგრამ ის სტატიები მოძველებული და არაეფეკტურია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
მაშ ასე დავიწყოთ

ნაწილი 1 ტალღების კანონის ანბანი

1.1 ტალღის განსაზღვრა

უპირველესყოვლისა ავღნიშნავ იმას რომ ფასები მარკეტზე არასდროს არ ჩერდებიან ისენი მუდმივად იცვლებიან, ეს მოძრაობები იყოფიან ორ ჯგუფად 1)ფასი იზრდება ან ეცემა (ტრენდი) და 2)ფასი გვერდულად მოზრაობს (ფლეტი). მიღებულია ასეთი ტერმინები როდესაც ფასი იზრდება მაშინ ამბობენ "მარკეტი იმყოფება ხარის ტრენდში" ან მარკეტს აკონტროლებენ ხარები, როცა ფასი ეცემა ამბობენ "მარკეტი იმყოფება დათვის ტრენდში) ანუ მარკეტს აკონტროლებენ დათვები ხოლო როცა ფასები მოდზრაობენ გვერდულად ამბობენ "მარკეტი იმყოფება ფლეტში" ფასების მოძრაობის ეს ორი ჯგუფი იყოფა სულ 5 ნაწილად. ესენია:
1) აღმავალი (არავერტიკალური)

2) დაღმავალი (არავერტიკალური)

3) ჰორიზონტალური

4) ვერტიკალურად აღმავალი

5) ვერტიკალურად დაღმავალი

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
ჩავთვალოთ რომ ფასები იცვლიან მოძრაობის მიმართულებას თუკი ხდება შემდეგი:

ფასი გადავიდა

1) აღმავლობიდან-დაღმავალზე

2) აღმავლობიდან-ჰორიზონტალურზე

3) ახმავლობიდან-ვერტიკალურ დაღმავალზე

4) ჰორიზონტალურიდან-ნებისმიერ სხვაზე

5) ვერტიკალური აღმავლობიდან-დაღმავალზე

6) ვერტიკალური აღმავლობიდან-ჰორიზონტალურზე

7) ვერტიკალური აღმავლობიდან-ვერტიკალურ დაღმავალზე

8) ვერტიკალურ დაღმავალიდან-აღმავალზე

9) ვერტიკალურ დაღმავალიდან-ჰორიზონტალურზე

10) ვერტიკალურ დაღმავალიდან-ვერტიკალურ აღმავლზე

11) დაღმავალიდან-აღმავლზე

12) დაღმავალიდან-ჰორიზონტალურზე

13) დაღმავალიდან-ვერტიკალურ აღმავლზე

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
წინა სურათზე ჩანს თუ როგორ ტრიალდება ფასების მიმართულება საწინააღმდეგო ან ჰორიზონტალური მიმართულებით ან პირიქით. ეს არის სწორედ ტალღა. ტალღა შეილება ავხსნად შემდეგნაირად:

ტალღა- ეს არის ფასთა მოძრაობა მარკეტზე რომელიც იწყება წინა ფასთა მოძრაობის დასრულების (შეტრიალების) შემდეგ და გრძელდება მომავალ ფასთა მოძრაობის დასრულებამდე (შეტრიალებამდე)

შემდეგ პოსტებში ავხსნი ტალღების ციკლს და იმ მეთოდებს რომელიც საშვალებას იძლევა წინასწარ განვსაზვღროთ ფასთა მიმართულების შეტრიალების წერტილი და დრო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
1.2. გრაფიკზე ტალღების დადების მეთოდი

ქვემოთ მოყვანილია სავლიუტო გრაფიკის მაგალითი. მწვანე ვერტიკალური ბარები მოიცავენ ბირჟებისათვის საყოველთაოდ მიღებულ ინფორმაციას და ასახავენ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ფასის ცვლილებების საზღვრებს, წითელი ტეხილი ხაზი კი ამ ტიმფრეიმზე ასახავს ფასთა თითოეულ ერთმიმართულებიან მოძრაობას. ასეთი ხაზი ყოფს გრაფიკს ტალღებად, რამეთუ ამ ხაზის თითოეული ნაწილი არის ერთი ტალღა.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
zvigeni აქ რაც მოვყევი და რაც მინდა მოვყვე შემდეგ 4-5 პოსტში ეს არის საწყისი ის ელემენტარული მასალა რომლის გაცნობის შემდეგაც თავისუფლად გადავალ უკვე თავად სისტემაზე თუ როგორ უნდა ივაჭრო ეფეკტურად. და ასევე უკვე იოლად შევძლებ მოგაწოდოთ ყოველდღიური პროგნოზები ვალუტის შესახებ, თორემ პირდაპირ სისტემაზე რომ გადავსულიყავი ან პროგნოზებზე მერწმუნე რომ თუ ელემენტარული არ იცი ვერც სისტემას და ვერც პროგნოზსაც ვერ გაუგებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined31 Oct 2007
Posts124
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოუმენლად ველი ახალ პოსტებს!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
1.3 ფასთა მოძრაობის სრული ციკლი

მიაქციეთ ყურადღება წინა სურათს, როგორც წესი ტალღების თანმიმდევრობა ასეთია: გრძელი ტალღა-მოკლე ტალღა-გრძელი ტალღა-მოკლე ტალღა და ასე შემდეგ, უფრო მეტიც დააკვირდით სურათს გრზელი ტალღები მიმართულნი არიან დომინირებული ტრენდისკენ ხოლო მოკლე ტალღები კი ტრენდის საპირისპიროთ. სწორეთ ასეთი ტალღების ერთობლიობა წარმოქმნის ერთ უფრო დიდ ფასთა მოძრაობას ერთ უფრო დიდ ტალღას, დომინირებულ ტრენდს.

სურათზე ადვილად ჩანს რომ თითოეული ტრენდი იწყება და მთავრდება გრძელი ტალღით და შედგება ტალღების კენტი რაოდენობით. რათქმაუნდა ეს თვისებები შეიძლება გამოყენებულ იქნას პროგნოზირებისათვის.

1) თუ ვარაუდობთ რომ იწყება ახალი ტრენდი და მიმდინარეობს პირველი ტალღა მაშინ მეორე ტალღა არ უნდა იყოს პირველზე გრძელი.

2) თუ ვარაუდობთ რომ მიმდინარეობს ტრენდის ბოლო ტალღა მაშინ, ბოლოსწინა ტალღა არ უნდა იყოს ბოლო ტალღაზე გრძელი

3) თუ მიმდინარეობს მოკლე ტალღის ფორმირება მაშინ, მომდევნო ტალღა უნდა იყოს ან ტალღების ერთობლიობა "გრძელი ტალღა-მოკლე ტალღა" ან ისევ ერთი გრძელი ტალღა

4) თუკი გრძელი ტალღის შემდეგ განვითარდა ისევ გრძელი ტალღა საპირისპირო მიმართულებით მაშინ, არააგამორიცხული რომ ვითარდება ახალი ტრენდი საპირისპირო მიმართულებით

ცალკე აღებული ტალღების ერთობლიობა "გრძელი ტალღა-მოკლე ტალღა" წარმოადგენენ ფასთა მოძრაობის სრულ ციკლს. აღნიშნული ციკლი ყოველთვის იწყება გრძელი ტალღით რომელსაც ეწოდება ქმედითი ტალღა რადგანც სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება დომინირებული ფასთა მოძრაობა (ტრენდი). სრული ციკლი კი ყოველთვის მთავრდება მოკლე ტალღით რომელსაც ეწოდება უკუქმედითი ტალღა ანუ მარკეტის კორექციული ფაზა.

რადგანაც სრული ციკლი მთავრდება მოკლე ტალღით, მის დამთავრების თანავე უნდა ელოდო ან ანალოგიურ სრულ ციკლს ან დამაგვირგვინებელ დომინირებულ ტრენდს (მომქმედ ტალღას)

ქვემოთ მოყვანილ სურათზე განხილულია სრული ციკლის მაგალითი:

1 ტალღის დაწყება არის გრაფიკის მარცხენა კუთხეში ციფრით 0 ხოლო დასრულება 1 ტალღის ერთდროულად არის მე-2 ტალღის დასაწყისი.

შემდეგ პოსტში ავხსნი ტალღების ფრაკტალობას, რითაც უკვე სრული ცარმოდგენა გექნებათ ტალღების წყობაზე.

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined17 Nov 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
საინტერესო თემას შეეხე, მაგრამ სანამ ტრენდების მოძრაობის ახსნას დაიწყებდე ხომ არა ჯობს რაიმე ელემენტარულით დაიწყო მაგ: როგორ გახსნა ანგარიში, როგორ განახორციელო ვაჭრობა და როგორ მოხსნა მოგება? თუ ეს თანხა ბოლომდე რჩება ვირტუალურად?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 469 posts ] 
როგორ მოვიპოვე ფინანსური თავისუფლება
დესპანი