ეს არის არასრული ინფორმაცია მარკეტის პროგნოზისა და მარკეტზე ვაჭრობის შესახებ. თუმცა გარკვეული მონახაზის გაკეთება ამ ინფორმაციიდან უკვე შეიძლება.
ელლიოტის ტალღების თეორიის თანახმად მარკეტი შეიძლება იმყოფებოდეს 2 ფართო ფაზაში 1)ხარბის ან დათვების მარკეტი და 2) ფლეტი.
ასევე თეორიის თანახმად ფასების მოძრაობა მარკეტზე იყოფა:
1) 5 ტალღა დომინირებული ტრენდის მიმართულებით
2) 3 ტალღა საპირისპირო მიმართულებით
ამასთან ტალღები იყოფიან
1) იმპულსურ (ქმედით) ტალღებათ რომლებიც ქმნიან ტრენდს
2) კორექციულ (უკუქმედით) ტალღებათ რომლებიც ხასიათდებიან დომინირებული ტრენდის საპირისპირო მოძრაობით.

თეორიის ძირითადი პრინციპი მდებარეობს იმაში რომ თითოეული იმპულსური ტალღა შედგება 5 პატარა ტალღისაგან ხოლო ტიტოეული კორექციული ტალღა შედგება 3 ტალღისაგან მეორე სურათზე ეს კარგად ჩანს. ასე მაგალითად: მეორე სურათზე პირველი ტალღა შედგება ხუთი პატარა ტალღისაგან რადგანაც ის არის იმპულსური (ქმედითი) ტალღა და შეადგენს ტრენდის ნაწილს.
თეორიის თანახმად ყველაზე დიდ ციკლს ეწოდება სუპერციკლი რომელიც შედგება 8 ტალღისაგან რომლებიც ასევე იყოფიან უფრო პატარა 8 ტალღისგან შექმნილ ციკლებად და ასე შემდეგ. მეორე სურათზე წარმოდგენილია სამი ძირითადი ციკლი, შეგილიათ შეამჩნიოთ იმპულსური ტალღებისა და კორექციული ტალღების პროპორციულობა. რაც უფრო ძლიერია იმპულსური ტალღა მით უფრო ძლიერია კორექციაც.
თუ კარგად დააკვირდებით მეორე სურათს შეამჩნევთ რომ სურული ციკლი შესდგება 2 გრძელი ტალღისგან, 8 საშვალო ტალღისგან და 34 პატარა ტალღისგან, ანალოგიურად თუ განვიხილავთ დათვის ტალღას დავინახავთ რომ ის შედგება 1 დიდი ტალღისგან 5 საშვალო ტალღისგან და 21 პატარა ტალღისგან, შესაბამისად ხარის ტალღა შედგება 1 დიდი ტალღისგან 3 საშვალო ტალღისგან და 13 პატარა ტალღისგან.

მოკლედ სულ ესაა რაც მინდოდა მომეყოლა და ეხლა უკვე შემილია გადავიდე ყოველდღიურ პროგნოზებზე ორშაბათიდან შემოგთავაზებთ 4 ძირითადი ვალიუტის ყოველდღიურ პროგნოზს.