CALITRI კარგი კითხვისთვის მიიღე კარმა ჩემგან

1) არააქვს მნიშვნელობა სად ხარ, ესპანეთში თუ აფრიკის რომელიმე ღმერთისგან მივიწყებულ სოფელში, მთავარია გქონდეს ინტერნეტი და გვერდით რაიმე ბანკის მსგავსი შენობა. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგილია ჩაერთო ვაჭრობაში. ამისათვის საჭიროა გადმოქაჩო დილერის საიტიდან სავაჭრო ტერმინალი, გახსნა შენი ანგარიში, შეიტანო გარკვეული თანხა ამ ანგარიშზე და დაიწყო ვაჭრობა.
თანხის შესატანად კი საჭიროა: გადმოქაჩო და დააინსტალო კომპზე WebMoney_ის პროგრამა Keeper Classic, ამ პროგრამის შესახებ შედი ამ საიტზე
http://www.klad.ee/index3.php?ln=en ამ პროგრამით შეგეძლება თანხის შეტანა მარკეტზე ან გამოტანა და შენთვის სასურველ ბანკში გადარიცხვა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
2)რაც შეეხება ევროს და ბინების ფასს. წინა პოსტებში ვისაუბრე ციკლების შესახებ, სწორედ ეხლა ხდება უფროსწორედ ახლოსაა დოლარის გლობალური ვარდნის პირველი ციკლის დასასრული რის შემდეგაც დაიწყება დოლარის ზრდის ტენდენცია მეორე ციკლი. ეს ასევე აისახება ევროზეც სადღაც 2008 წლის ზაფხულიდან ველოდები ევროს კურსის დაცემას დოლარის მიმართ.
რაც შეეხება ბინების ფასის ზრდას, რომელიც არამარტო ესპანეთშია არამედ მთელ მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა, ეს განაპირობა შემდეგმა ფუნდამენტურმა მოვლენებმა:
პირველ რიგში უნდა ავღნიშნო ნავთობზე ფასების თითქმის 100% იანი ზრდა (ბარელი ნავთი ღირდა 50$ და გახდა თითქმის 100$) ნავთზე ფასების ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებთან. შემდეგ, ნავთზე ფასების ზრდამ გამოიწვია ასევე სხვა ენერგორესურსებზე ფასების მომატება. ენერგორესურსებზე ფასების მომატებამ გამოიწვია ყველა მეტლზე ფასების ზრდა (მაგალითისათვის 1 უნცია ოქრო ღირდა 450$ და ეხლა ღირს 800$) ეს ყველაფერი რათქმაუნდა აისახა ბინების ფასებზეც. ამ ყველაფერთან ერთად კონკრეტულად ბინების ფასებზე იმოქმედა კიდე ერთმა გარემოებამ, კერძოდ იმან რომ მოხერხდა უმუშევრობის დონის
შემცირება ანუ გაჩნდნენ ახალი გადამხდელები (ნალოგაპლატელშიკები) რამაც გამოიწვია ახალი საბანკო პროგრამები (კერძოდ საკუთრების შეძენასთან დაკავშირებით), ანუ გაჩნდა ახალი მოთხოვნები ბაზარზე, ბაზარზე სადაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას. ყველაფერი ეს რათქმაუნდა იმოქმედებდა უძრავი ქონების ფასების ზრდაზე.
იმედია გავეცი კითხვებს პასუხი და თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდება მომწერე, სიამოვნებით გიპასუხებ.