↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
- Скажешь мне "да"?
- Да.
- Скажешь мне "нет"?
- Нет.
- Что там в окне?
- Звезда.
- Что нам с того?
- Свет.
- Вот на стене...
- Тень.
- А в колыбели?
- Дочь.
- Завтра придёт...
- День.
- Ну а пока?
- Ночь.
- Ночью темно.
- Боюсь!
- А рядом со мной?
- Покой.
- Я постарею.
- Пусть.
- Может, и ты.
- С тобой.
- Ты для меня?..
- Звезда.
- Я для тебя?..
- Свет.
- Вместе навек?
- Да.
- Ты меня любишь?
- ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ახლა ბუმია, ძვირფასო,
დენთის
და მე ჩამაცვეს
ხალათი გიჟის,
თანდაყოლილი,
შვეული ფრთები,
მიწაზე მყარად სიარულს მიშლის...
ახლა ბუმია, ძვირფასო,
გაცლის
თბილ ქვეყნებისკენ
ლტოლვის და ფრენის,
სად წავალ,
ყველგან ერთია სახლი,-
როს დედამიწას ერთი აქვს ჭერი!
როს დედამიწას
ერთი აქვს ჭერი,-
ერთ უსაშველო ზეცის ქვეშ
ვსახლობთ,
ძვირფასო,
წასვლით ვერ გადავრჩები,
სადაც ვარ,-
ახლა იქ ყოფნას ვსწავლობ...
მეტიც არა ვართ,ძვირფასო,
ალბათ,
როცა ჩვენს ყოფნას
წყვეტს ანკეტები,
ერთ გადახურულს ვიკმარებთ,
რახან,
ერთ ფარატინა ყდაზეც ვეტევით...
თანდაყოლილი,
თან დამთრევს ფრთები -
და მოთმინებით ვეძებ სინაზეს,
შენ რომ გგონია, ძვირფასო,
ცდები,
არ დამიდგია ფეხი მიწაზეც!
ახლა ბუმია, ძვირფასო,
დენთის
და მე ჩამაცვე ხალათი გიჟის,
თანდაყოლილი
შვეული ფრთები,
მიწაზე მყარად სიარულს მიშლის..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
მესაფლავე
გალაკტიონ ტაბიძე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...

გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...

განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
სუნთქვა გაყურსულა ნებიერად
კაბის გადაჩითულ საგულესთან...
ეგებ მოხვიდე და კოცნა დადო
ყურზე,კონწიალა საყურესთან?!
გარეთ შემოდგომის დღეებია
მწიფე ყურძნის ცრემლით ვიტირებ და
გული დაეწვება ღამის სიოს
გარეთ გამიტყუებს ჭრიჭინებთან.
ფოთლებს ოქროსფერი გადაუკრავთ
გული გაფრენილა საგულედან...
შენი კოცნის გემო დამიღვინდა
ყურზე კონწიალა საყურესთან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე.
იქ, სადაც სდუმან პირამიდები სენ მომინდები,
შენი თვალები, შენი ალერსი, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული, თვალებდანამული.
საყვარელ მკლავებს მივეყრდნობი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში,
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონებით.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სატრფოს.
/პ.იაშვილი/

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined29 Aug 2007
Posts50
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვისაც სიყვარული შეუძლია

იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Sep 2007
Posts15
კარმა50
OFFLINEPROFILE
მ ე ჯეირანი მეგონა უცებ შევმართე თოფი, როს წერწეტა გოგონა ამ მაყვლიანში მყოფი ,გადმოხტა ელვის ფერადა თოფივით უფრო მალი ,თოფივით მჭექა მზერა და შემომაფეთა თვალი ,დავიჭერ გულში დავიჭერ მზემ კი უმატა კაშკაშს,ასე არ მახსოვს თავი ჯერ მონად ქცეული ვაშკაცს,ნიშანი მისცა ჯეირნებს ,მკლავი გაშალა რხევით, და ცქვიტად გადირბენინეს ჩანჩქერიანი ხევი, გოგოს მას წაჰყვა მომწყვიტა ,თვალთა ცისფერი მზერა ,და მომაძახა ბორცვიდან ვეღ არ მორჩები ვერა ,წავიდა გადაიარა ჭიუხვის ჭრელი ფარჩა,მას შემდეგ გულის იარა მოურჩენელი დამრჩა. /ბაითა/

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Sep 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
რაც შენ წახვედი თავი მოიკლა უშენობით სავსე წუთებმა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Sep 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
რაც შენ წახვედი თავი მოიკლა უშენობით სავსე წუთებმა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Sep 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Sep 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
დზალიან სასიამოვნოდ დაცერილი ლეკსებია,კვლავაც მრავალი დაგეცეროტ იცოცხლეტ და გაიხარეტ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Sep 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts406
კარმა64
OFFLINEPROFILE
ME TU FERMKRTALI VAR,

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined30 Sep 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
siymacvileshi me vchknebodi rogorc fotoli,
oboli viyav me mashinac sulit oboli,
jami mihkroda axali dgit ganrigebuli,
ar mshviddeboda chemshi mainc guli vnebuli..
dgesac marto var,siyvarulis ar mesmis nana,
chamtvis martoden udabnoa mteli qveyana,
movkvde da guli vis davcyvito vin davaoblo?
chemtvis martoden udabnoa chemi samshoblo.
rad minda mivcvde miucvdomels,vrcels da usazgvros?
chems udabnos ver gavcildebi mainc verasdros..
megobrobashi,siyvarulshi,shurshi mtrobashi marto viknebi
da ra vpovo martoobashi?vimgero?
magram chemtvis raa chemi simgera?
cutit mitacebs samudamo cyluls vera shlis vera!
da tu shoridan vinme tkbeba chemi sevdian xmebit,
is chems xmas mihyavs,me vis gavyve chemi camebit?
an megobaris tu momesmas netari xmoba,
shemedzleba ki siyvaruli da megobroba?
arca tu mcired sheudga guls sevda-nagveli,
rom kvlav shemedzlos zecisaken agvapyro xeli.
o,sad xar,sada uchveulo raime dzalo
sicarielis shavi nisli rom gamacalo!

უმაგრესი ლექსიააააა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined30 Sep 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
გალაქტონი უმაგრესია:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი