↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
დუტუ მეგრელი(დიმიტრი ხოშტარია)-ჩემი ვედრება

რაც გონს მოვსულვერ,ერთი ნატვრა მასულდგმულებდა;
და მწარე ყოფნის მძიმე ტვირთსა მიმსუბუქებდა;
ერთის ოცნებით ვიყავ მარად გატაცებული,
ერთის სურვილით გამსჭვალული,აღფრთოვნებული!
ერთადერთ ხატად დავისახე მშობელი მხარე:
მას ვცემდი თაყვანს.მთელ არსებით ის შევიყვარე
და მსურდა მისი ღირსი შვილი გავმხდარიყავი.-
მაგრამ,ვაი რომ განგებამ სხვაფრივ ინება:
გულში ჩამიკლა ჭაბუკობის ტკბილი ოცნება;
შეუბრალებლად გადამტყორცნა უცხოსა მხარეს
და სამშობლოსთვის ვმღერი მარადის ცრემლებსა ცხარეს!
სამშობლოვ,გვედრი,თუ რომ ცოცხალს აღარ მერგება
შენით დატკბობა,შეისმინო ჩემი ვედრება,-
და როცა მოვკვდე,მაშინ მაინც შენ მიმიბარო
და მშობლიურის შენის კალთის ქვეშ შემიფარო,
რომ საუკუნოდ შენ ნაწილად გადაქცეული,
შენს წმინდა მიწას შეუერთდეს ჩემი სხეული
და სულიც მარად ხან მზის სხივად თავს გეფრქვეოდეს,
ხან,ქმნილი ცრემლად,ციურ ნამად გეპკურებოდეს!

1914

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
სიზმრიდან ცხადში
ფიქრიდან ფიქრში
გარდასახვა საოცარია,
მაგრამ ნაღველშიც
ყოფნა მიყვარს
ერთობ ძალიან

აღმაფრენისთვის
ტრამალს ავყვე-
სადა მცალია,
ვიცი, დიდ ტკივილს
ვინც გაუძლებს-
ამორძალია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
-მუხისაა?
-არა, ძმაო,
თხმელის მჩატე ფიცარია...
-ხოხობია?
არა, ძმაო
რის ხოხობი
ციცარია...
ღმერთმა ყველას გაუმარჯოს
ჩვენი მიწის ვინც არიან.

ზურაბ კუხიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
რა მოხდა ახლა
თუ დავთვერ და თუ გეტრფი ცაო,
და შენს მინდვრებზე
თუ დავეძებ ნახტომს ირემის...
მუდამ ფხიზელმა
რომ ვუყურო ცხოვრების ქაოსს
...გადავირევი!

ნოშრევან არაბული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ქალი, რომელიც გიყვარს...

ბევრი იმედი გაწბილდება
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება
ქალი, რომელიც გიყვარს

წლებმა იციან გამეტება
სულს ბინდისფერი დაედება
მაგრამ არასდროს არ ბერდება
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა
მალე ბალახი მოგედება
მაგრამ არასდროს არ მოკვდება
ქალი, რომელიც გიყვარს...

ნოდარ ჯალაღონია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
გითხარი მომშორდი...
შენი გზა ნახე...წადი...
მაგრამ შენ რატომ მომშორდი
მაგრამ შენ რატომ წადი...

შენი წასვლისას უეცრივ
ცრემლები წამსკდა იქვე
რატომ არ ენდე ჩემს თვალებს
რად დაუჯერე სიტყვებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ან არაფერი
ან ყველაფერი,
არა, საშუალო არა!
ვიცი, ისე რა არის ადვილი,
ჩემთვის ეს არა კმარა.

ეს არის ჩემი საყვარელი სიტყვები და სამოქმედო გეგმაც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ვაგლახ, რომ მართლაც სად არა ვარ ნაწანწალები,
ხან ლაზღანდარა და მასხარა ვიყავ საწყალი,
ვფლანგე სიმდიდრე, შეძენილი დიდის წვალებით
და ძველი გრძნობა ახალ ტრფობით შევურაცხვყავი.
ჭეშმარიტება არ მიყვარდა შმაგბუნებიანს,
ჭეშმარიტება არ მინდოდა ნათლად მენახა,
მაგრამ გულის ისევ სიჭაბუკე დაბრუნებია
და უკვე ვიცი, ჩემი სატრფო მხოლოდ შენა ხარ.
უკვე დასრულდა ჩემი გზები სახეტიალო,
აღარ დავეძებ ტრფიალებას გაუთავებლად,
ვერას დამაკლებ, ცთუნებათა მახევ, ტიალო,
რადგან ვიპოვე სიყვარულის წმინდა ღვთაება.
კარგო, შენი ვარ, შეისმინე ჩემი მუდარა,
შენი ნათალი მკერდი მინდა ნავსაყუდარად

უილიამ შექსპირი 110-ე სონეტი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
დედას
ჩემთვის რა იყო ეს საღამო... არავინ იცის,
მე მივდიოდი, შორს რჩებოდა ყრმობის ბუნება,
დედავ, გრიგალში გადაკარგულს წუხილით მიცდით
და ჩემს სიცოცხლეს ლოცულობთ და ჩემს დაბრუნებას.
როდესაც ვწევარ ცივ სანგარში და ბრძოლა დამღლის,
მოდის თქვენი ხმა, როგორც კვნესა საკუთარ ძვლების
და თქვენ რომ არა, თქვენი ლოცვა, მე, ჩვილი ბალღი,
ამ სასტიკ გრიგალს ვერ გავუძლებდი.
გახსოვთ თენება?
მე გტოვებდით თქვენა და თბილისს,
თქვენ არ სტიროდით; წვიმა სცრიდა, სციოდა ქუჩებს,
ერთი თენება გულს ააგდებს, დაფარავს თრთოლვით
და სხვა ათასი ვერც გაალხობს, ვერც დააყუჩებს,
მთაწმინდის თავზე ინგრეოდა ნისლის ნინევი,
ინგრევდა წუხილს, განშორებას, დარჩენის წადილს,
შორს მიქანავდა ორთქმავალი, როგორც ირემი
და მეც - ესოდენ ახლობელი მთაწმინდისათვის.
თქვენ მაპატიეთ, თუ დავკარგე ბავშვის სიცილი,
თუ ჩემს თვალებში საშინელი სხივი კიაფობს.
ჰკითხეთ ქარს, ეგებ მან გიამბოთ ჩემი სიკვდილი
და უცნაური დაბადება ჩემი გიამბოთ.
მე გამარჯვება დამაბრუნებს თქვენთან, სწორებთან,
მე გამარჯვება გადამიყვანს მთებზე, ქედებზე,
ყოველი წვიმა თქვენს მდუმარე ცრემლს მაგონებდა,
და ის ცრემლები გამარჯვების გზებს მიქეზებდნენ.
მირზა გელოვანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ალბომიდან

რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.
ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟცარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.

ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,
ამ შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.

ო... მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!

ო... მასაც ვეტყვი, ძვირფასო ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას,
გასეირნება და ხეტიალი.

როგორ გვათრობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწვოდით...
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!
ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღის სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მენატრები ციდან - ცამდე,
სიცილიდან - ტირილამდე,
ჩურჩულიდან - ყვირილამდე,
სიცოცხლიდან - სიკვდილამდე.
გელოდები დღიდან - დღემდე,
წარსულიდან - მომავლამდე.
მენატრები ციდან - ცამდე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მოდი გავიყოთ სამყარო:

მზე შენ, მთვარე მე,

ცა შენ, ვარსკვლავები მე.

მოდი გავცვალოთ ასე:

ყველაფერი შენ, შენ კი- მე..
:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ რა გგონია,თავს თუ მანატრებ უფრო გადამრევ?
სანამ დროა და ვფიქრობ შენზე მოდი მანამდე,
არ მოხვალ?...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამბობენ ჩემი გალოთების მიზეზი ღვინო არისო,
მაგრამ სცდებიან.
ამბობენ ლოთობით თავს დაიღუპავსო,
მწარედ სცდებიან.
მე ხომ უბრალოდ შენი მსხვერპლი ვხდები ვერა ხვდებიან,
შეყვარებუნლი ასე ადვილად რატომ თვრებიან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
გითხარი, გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი
ბავშვივით დამტუქსე თან....
რა ცუდი ყოფილხარ, მომეშვი, გამცილდი,
აღარ გამიბედო თქმა...
არაო თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს...
მე კი ასე ცუდი მეგობრებს ვუამბობ
როგორი კარგი ხარ შენ...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი