↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 96 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მიდი, მიდი, ჩააქრე ნანანო, საყვარელო! და მიბაძეთ სხვებმაც, აგრესია რა შუაშია, გული შეგვტკივა ერთმანეთზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ნანანო, აქა ვარ საყვარელო, საქართველოში ჯერ არ ვაპირებ წასვლას, შავი პრინცესაც კარგადაა _ღვთის მადლით, აკაჩავებს პრავებს და არის რა...გმადლობთ რომ გამიხსენე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ოჰ,ეს საზიზღარი სიგარეტი!:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
ოჰ,ეს საზიზღარი სიგარეტი!:)

რას იჭვარტლავ მერე ფილტვებს, გადააგდე ზედ.=sher= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined21 Dec 2007
Posts216
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ყოფილი მწეველი ვარ,დზალიან კარგად ვიცოდი რა პრობლემები შეექმნებოდა ორგანიზმს,(სამედიცინო განატლებე მაქვს)მაგრამ მაინც დავიწყე მოწევა,3წელი ვეწეოდი და მივხვდი რომ სისულელეს ვაკეთებდი,როცა ეს გავანაალიზე მაშინ გადავწყვიტე უარი მეტქვა ამ მავნე ჩვევაზე და ერთ დღეში ვთქვი უარი.5წელია არ მომიწევია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined21 Dec 2007
Posts216
კარმა50
OFFLINEPROFILE
მინდა რომ ყველამ შეძლოს ეს.მტავარი ნებისყოFაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ალექსანდრე ჭავჭავაძეს ჰკითხეს: ჩიბუხს რატომ არ ეწევიო?

"გოგჩის ტბის" დამწერმა უპასუხა:

მე ჩიბუხისა წევითა
ვერ გადავივლი მთასაო,
ასე რომ ბოლი მიყვარდეს,
ბუხარში შევყოფ თავსაო.

ერთი სულიერი გაიგებს ჩემს გულისწადილს=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ეს ერთი სიამოვნება მაქვს დარჩენილი და ნამდვილად არ (და არა ვერ)გავანებებ თავს.
რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი წავალ ამ ქვეყნიდან,თუ ავადმყოფი? მიქელა ყველა ვარიანტში მომაკითხავს.

ერთ ამბავს მოგიყვებით.
სტუდენტი ვიყავი და თერაპიის კათედრაზე გავდიოდით პრაქტიკებს(კამოზე, მეორე საავადმყოფოში).
ერთი პაციენტი მყავდა, კარგი თბილისელი კაცი, კარგი მოქეიფე, მაგარი თამადა და საშინელი
მწეველი. სტენოკარდიული შეტევით შემოიყვანეს.ძლივს დავაყენეთ ფეხზე. მე ყოველ დღე , რამდენჯერაც მის პალატაში შევდიოდი, სიგარეტის და ალკოჰოლის მავნებლობაზე ვქადაგებდი(მისმა ცოლმა მთხოვა, თქვენი სჯერა და იქნებ ცოტახანი მაინც გაანებოს თავი ამ ოხერსო, ანუ სიგარეტს).
ერთ დღეს მორიგეა ჩვენი ჯგუფი.მოვიტანეთ კარგი საჭმელ-სასმელი და როცა პაციენტები მივაძინეთ, კოლიდორის ბოლოში ერთ პატარა საორდინატოროში ჩავუსხედით. მოკლედ, კარგად ვქეიფობთ. რაღაც სადღეგრძელო იყო, მე ფეხზე ავდექი, ცალ ხელში სიგარეტი მიჭირავს, მეორეში არყით სავსე ჭიქა და რაღაცას მთელი გრძნობით ვიძახი.ამ დროს იღება კარები და ეს ჩემი პაციენტი შემოდის საორდინატოროში.
- ალკოჰოლის და სიგარეტის მავნებლობა, ქალბატონო მაიკო, მხოლოდ პაციენტებზე ვრცელდებაო? -და თან კვდება სიცილით. მე ისე შემრცხვა , ლამის მაგიდის ქვეშ შევძვერი. იმ დღეს იმანაც ჩვენთან ერთად მოილხინა, მართალია არ დაულევია, მაგრამ მაგრად გვითამადა. მეორე დღეს ერთი დიდი ყუთი სიგარეტი და მაგარი კონიაკები მომიტანა და მითხრა:
- რამდენი სიგარეტს მოწევ და კონიაკს დალევ,ბიძიკო, იმდენი გამიხსენე და გაიხსენე , რამდენად მავნებლები არიან ეს ოხრები,მაგრამ თანაც მაგარი საყვარლები, უამათოდ არ მიცხოვრია და ვერც ვერასოდეს ვერ ვიცხოვრებ, ადრე თუ გვიან მაინც იქითკენ წავალთ ყველანი და არ მინდა ეს დარჩენილი წუთისოფელი მაგათზე ნატვრაში და დარდში გავატარო, სხვაც მეყოფა სადარდებლადო.
მართლაც, სულ მახსენდება მისი სიტყვები, მაგარი კაცი იყო, აცხოვნოს ღმერთმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
მოწევა ნამდვილად ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თავისი დადებითი მახარეებიც აქვს . ვეთანხმები "ბარბის" ქალს ნამდვილად არ უხდება მოწევა, მითუმეტეს ქარველ ქალს. პირადად მე ვეწევი, მაგრამ ჩემს(სინაზეს და სინარნარეს =lol= ) მაინც ხედავს საწინააღმდეგო სქესი. ვისაც შეუძლია და უნდა, რომ გააენებოს თავი ამ მავნე ჩვევას ძალიან კარგი, ამას მხოლოდ მივესალმები. მეც აუცილებლად გავანებებ თავს როცა მომინდება, მაგრამ ახლა ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. რა ჯობია ჯეეზვეში მოდუღებულ ყავას სიგარეტთან ერთად.(ამის გემო მხოლოდ მცეველმა იცის):)

პ.ს სიგარეტი მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთი ნაცნობი ქალბატონია,რომელიც ამბობდა:-მე ვარ ახლა ქალი?რაც ამერიკაში ვარ ერთი კარგი მანქანის საფასური მექნება სიგარეტში გადახდილი, ამას პლიუს განმრთელობას ვინადგურებო, მაგრამ რა ვქნა ვერ ვანებებო.რას იზამ ,მე ეს არ მესმის ,მაგრამ ალბათ ასეა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
მამაჩემის ეგრეა იმის და მიუხედავად რომ ყოველდგე გვპირდება დავანებე დავანებებ თავსო სიგარეტით გაიყიდა მარა მაინც ვერ ანბებს თავს მესმის ყველა იმ ადამიანის ვისაც უნდა რომ აგარ მოწიოს მაგრამ არ შეუზლია სიგარეტის გარეშე :(:(:(:(:(:(:(:(:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჯერ მსიამოვნებს და ვაბოლებ.
ყოფილა პერიოდი, დამინებებია 3-6 თვითაც.
როცა მინდა ვწევ,როცა მინდა ვანებებ.
დანებების პრობლემა არ მაქვს.

ერთ ამბავს მოგიყვებით.
ახალი დაოჯახებული ვარ და სიდედრმა მთხოვა:
-შვილო, ოღონდაც მოწევას დაანებე თავი და რასაცა გვთხოვ ყველაფერს აგისრულებთო.
მეც მეტი რა მინდოდა ოოო.
თაფლობის თვე იურმალაში გავატარე,რაც საგზური მქონდა,ერთი იმდენი კიდევ დავამატე და თქვენი ელჩი,ერთი თვის მერე ბულდოზერივით ჩამოვედიი./მართლა არ ვეწეოდი/
სამაგიეროდ დღისით რესტორნიდან ვერ გამოვყავდი მეუღლეს და ღამე კიდე მაცივრიდან.
არც ისე ვარ პატარა ტანის.
"დედიკომ" რო დამინახა, ფინთად გახდა.

გაიქცა ბაზრობაზე და ბლოკით მომიტანა სიგარეტი.
-მოწიე,განა რა უნდა გიქნასო.
მეუღლე ძიენ პატარად გამოიყურებოდა ჩემთან შედარებით და დედასაც გული "შესტკივდა"
.
იფიქრა,ერთი თვე არ ეწეოდა და 12 კილო მოიმატა, ერთი თვეც ეგრე რო გააგრძელოს, მერე ჩვენც გადაგვჭამსო.

ხუმრობა გვერდზე იყვეს.

მართლა არ არის კარგი, ჯანმრთელობისთვის.
თუ არ ეწევით,ნუ დაიწყებთ, ჩემი რჩევა იქნება.
ვინც ეწევით კიდე, გაძლება მოგცეთ.
/ისე რა ძვირია ეს ოხერი?/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგით ერთი ასე ამბობთ და

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე პირადად არც ვეწევი და არც მოვწევ იმიტომ რომ ვერ ვიტან მაგ უბედურებას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
აბა პერეკურში ვინ შემომიერთდება?
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 96 posts ] 
მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!!!
დესპანი