Re:მე რა მამღერებს... 15 საათის და 21 წუთის წინ კარმა: 5
ბოშა ქალი
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
- მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე....
Please note, although no boardcode and smiley buttons are shown, they are still useable
http://literatura.iatp.ge/სიმღერის მოსმენა თუ გინდათ, შედით ამ საიტში.
შედით ლინკში-პოეზია,
ლინკში-XX საუკუნე და ანა კალანდაძე,
ლინკში-ბოშა ქალი.
ბოდიშით, გუშინ კომპუტერმა აურია და ცალცალკე წამოვიდა და ალბათ ამიტომ იყო გაუგებარი.
გილოცავთ წმინდა ნიკოლოზობა. ის ხომ სასწაულმოქმედია და მას კარგ სასწაულებს ვთხოვ თქვენთვის..........