სწავლა, სწავლა და სწავლა-გვიანდერძა ლენინმა=haa= მართლა სასაცილოა. უბრალოდ იმიტომ რომ საანდერძო აქ არაფერია, არც სალოზუნგო. სწავლა რომ აუცილებელია ამას არავინ უარყოფს.
პირადად მე "შვილს დავაკლავ წიგნებზე"

თუ უნდა ნორმალური პიროვნება გამოვიდეს დამიჯერებს. და არავითარ შემთხვევაში არ გადავუხდი სწავლის ფულს. კეთილი ინებოს და უფასოზე მოხვდეს ან უკიდურეს შემთხვევაში 70% დაფინანსებაში.
ჩემს დროსაც ეწყობოდნენ ფულით უმაღლესებში მაგრამ ჩემს მშობლებს კაპიკი არ გადაუხდია არც ჩემ დიპლომებში და არც ჩემი ძმებისაში.
დღეს ქართველები მარტო ნაყიდ დიპლომებს აფრიალებენ და იმიტომაცაა საქმე რო არ კეთდება. რა აუცილებელია ამ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა 300-ზე მეტი უმაღლეს სასწავლებელი იყოს ვერ გამიგია. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება ის რომ 100% სკოლის კურსდამთავრებული სტუდენტი ხდებოდეს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს-სწორედ ეგრეა დღეს ჩვენი საქმე.არცერთი დიპლომიანი არ ფიქრობს მერე თოხზე და ბარზე. არადა სოფელი ვისღა უნდა დარჩეს ნუთუ მარტო ჩინელებს?=fiqri= ამაზე ფიქრი არავის უნდა.
შვილს მშობელმა უნდა დააძალო სწავლა სანამ სკოლაშია და ბავშვია. არ უნდა სწავლა? დაამთავრა სკოლა? შეეშვი,იგი არ კმარა რომ არჩენ? ეხლა სწავლის ფულიც უხადე და ყველა გამოცდა უბარე კიდევ.
ჩვენვე ვაფუჭებთ ყველაფერს და მერე ჩვენვე ვყვირივართ ეს რა გვჭირსო.
დედა ბავშვმა ინერვიულა, ბავშვი დაიღალა რა დროს გამოცდებია, ეხლა დასვენება ჭირდება------- მეც ვიყავი ბავშვი და გამოცდიდან სახლში მოსული საჭმელს არ ვჭამდი დედაჩემთან გავრბოდი ჩაის კრეფაში რო მივხმარებოდი. რა ცუდი იყო.ჩემი დედას არ იგინებოდა არავინ და უფროს უმცროსი იცოდა ყველამ.დღეს ჯეობარს რომ ვუყურებ გული მერევა.იმათ პატრონი ყავთ საერთოდ? ან მაგათმა რა შვილები უნდა გაზარდონ.
მოკლედ ავახვიე ეხლა აქედან=kf=
