↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 165 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
მიხარია ამ თემაში თქვენი კომენტარები...სასიამოვნოა,რომ ამ თემით დაინტერესება გარკვეულწილად არსებობს :)....ახალს მგონი ვერაფერს დავამატებ,რაც აქამდე არ დავწერე,უბრალოდ მე მოწმონს ის რეფორმა,რაც ტარდება მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით,იმასაც ვეთანხმები,რომ სულაც არაა აუცილებელი,ყველა ვინც სკოლას დაამთავრებს გახდეს სტუდენტი,მარტო იმის გამო,რომ დედბს და მამებს უნდათ დიპლომები,ასეთი მოდგომით თვითონ შვილების მომავალს სპობენ მშობლები სხვა არაფერი=fiqri= ...არც ამდენი სასწავლებელია საჭირო,სადაც რეალურად არანირ განათლებას არ აძლევენ და რაც მათი დამაარსებლებისთვის მხოლოდ ფულის შოვნის საშუალებაა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
სწავლა, სწავლა და სწავლა-გვიანდერძა ლენინმა=haa= მართლა სასაცილოა. უბრალოდ იმიტომ რომ საანდერძო აქ არაფერია, არც სალოზუნგო. სწავლა რომ აუცილებელია ამას არავინ უარყოფს.
პირადად მე "შვილს დავაკლავ წიგნებზე"=lol= =lol= თუ უნდა ნორმალური პიროვნება გამოვიდეს დამიჯერებს. და არავითარ შემთხვევაში არ გადავუხდი სწავლის ფულს. კეთილი ინებოს და უფასოზე მოხვდეს ან უკიდურეს შემთხვევაში 70% დაფინანსებაში.
ჩემს დროსაც ეწყობოდნენ ფულით უმაღლესებში მაგრამ ჩემს მშობლებს კაპიკი არ გადაუხდია არც ჩემ დიპლომებში და არც ჩემი ძმებისაში.
დღეს ქართველები მარტო ნაყიდ დიპლომებს აფრიალებენ და იმიტომაცაა საქმე რო არ კეთდება. რა აუცილებელია ამ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა 300-ზე მეტი უმაღლეს სასწავლებელი იყოს ვერ გამიგია. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება ის რომ 100% სკოლის კურსდამთავრებული სტუდენტი ხდებოდეს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს-სწორედ ეგრეა დღეს ჩვენი საქმე.არცერთი დიპლომიანი არ ფიქრობს მერე თოხზე და ბარზე. არადა სოფელი ვისღა უნდა დარჩეს ნუთუ მარტო ჩინელებს?=fiqri= ამაზე ფიქრი არავის უნდა.
შვილს მშობელმა უნდა დააძალო სწავლა სანამ სკოლაშია და ბავშვია. არ უნდა სწავლა? დაამთავრა სკოლა? შეეშვი,იგი არ კმარა რომ არჩენ? ეხლა სწავლის ფულიც უხადე და ყველა გამოცდა უბარე კიდევ.
ჩვენვე ვაფუჭებთ ყველაფერს და მერე ჩვენვე ვყვირივართ ეს რა გვჭირსო.
დედა ბავშვმა ინერვიულა, ბავშვი დაიღალა რა დროს გამოცდებია, ეხლა დასვენება ჭირდება------- მეც ვიყავი ბავშვი და გამოცდიდან სახლში მოსული საჭმელს არ ვჭამდი დედაჩემთან გავრბოდი ჩაის კრეფაში რო მივხმარებოდი. რა ცუდი იყო.ჩემი დედას არ იგინებოდა არავინ და უფროს უმცროსი იცოდა ყველამ.დღეს ჯეობარს რომ ვუყურებ გული მერევა.იმათ პატრონი ყავთ საერთოდ? ან მაგათმა რა შვილები უნდა გაზარდონ.
მოკლედ ავახვიე ეხლა აქედან=kf= =kf= =kf= =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
რას ქვია წიგნზე ბავშვი დააკლა,დააკალი და მერე კარგად ისწავლის.წიგნის სიყვარული უნდა ასწავლო ბავშვობიდან და მერე თვითონ ეცოდინება რა ჯობია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
http://up.pixgeo.com/out.php/i3727_wink.gif
სურათი აღარ არსებობსhttp://up.pixgeo.com/out.php/i3728_wink.gif
სურათი აღარ არსებობს გავიარე მესჰინიაააააა .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ინფორმაციის მიღების წყარო არა მარტო წიგნია. ამიტომ წიგნზე კი არ უნდა დავაკლათ ბავშვი არამედ თუ ეს მეთოდი არ სჭრის უნდა ვეცადოთ იგივე ინფორმაცია მისთვის მისაღები ენით მივაწოდოთ: ვიზუალურად(ფილმები,კომპიუტერი,)სმენით (აუდიო მასალები,თხრობითი სახით) კარგია თუ მშობელი შეძლებს და შეიძენს სხვადასხვა საინფორმაციო შემეცნებით აღმზრდელობით DVD დისკებს და დააინტერესებს მოზარდს.მაგალითისათვის გეოგრაფიული მასალის კითხვაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია თუ მოზარდი შეზლებს და უყურებს მაგალითად კარგი ხარისხის დოკუმენტურ ფილმს აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ბავშვი საპნის ოპერებზე არ გაიზარდოს. ასევე რათქმაუნდა დიდი განძია მოზარდისათვის კომპიუტერი და ინტერნეტი თუმცა მხოლოდ თამაშებში არ უნდა გადაეშვას და მიეჯაჭვოს ამ მხრივ კომპიუტერს. სამწუხაროა რომ ჩვენთან ან მოშლილია ბიბლიოთეკების ფუნქციონირება ან დაკარგული აქვს აზრი იქ მისვლას იმიტომ რომ არავითარ ინტერესს არ იწვევს. მაგალითად იგივე ამერიკაში ბიბლიოთეკა ინარჩუნებს თავის ფუნქციას და კარგი რესურს ცენტრებითაც იწონებს თავს. ბიბლიოთეკებში უნდა იყოს ახალი პრესა, ახალი და ძველი ყველა სახის ლიტერატურა, კომპიუტერები, ინტერნეტი, DVD და ვიდეო კასეტების, აუდიო და სიდი დისკების კოლექცია. ანუ უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე ბავშვის ინტერესსა და ღირებულებებს. აი მაშინ ნახეთ თუ არ ივლიან ბავშვები ბიბლიოთეკაში. მოკლედ როგორც ვფიქრობ ყველაფერს დრო მოიტანს მაგრამ ნებისმიერი ბიძგი ამ მხრივ სასიამოვნოა. პედაგოგების ტრეინინგი კი ნამდვილად საჭიროა. არ შეიძლება საბჭოთა მეთოდებით აღვზარდოთ თაობა რომელიც თავის ადგილს ცხოვრებაში ვერ მონახავს იმიტომ რომ ის ქვეყანა რომლისათვისაც ახლაც ზდრიან თაობებს სამწუხაროდ სკოლაში აღარ არსებობს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ზვიგენ გეთანხმები ძამია, მასწავლებელთა ტრენინგებიც აუცილებელია და უნარჩვევების გამოცდების ჩაბარებაც. მე ვერ ვიტყვი რომ სკოლაში საქმე უნიკალურადაა და მარტო მშობელია ყველაფერში დამნაშავე თქო. მე შვილს პირველ კლასში ნამდვილად არ დავუსვამ 65-70 წლის მასწავლებელს. ყველას დიდ პატივს ვცემ, განსაკუთრებით ასაკოვნებს, მაგრამ რა ვქნა უნდა მიხვდნენ თვითონ რომ თაობები იცვლება და შესაბამისად მეთოდებიც. და 65-70 წლის ადამიანი უკვე ვერაფერ ღირებულს ვერ ასწავლის ბავშვს. სკოლის სტრუქტურას ძალიან კარგად ვიცნობ და კარგადაც ვიცი დღევანდელ პედაგოგთა განათლებაც და გაქანებაც. სამწუხაროა მაგრამ ბევრ მათგანს სკოლა უნდა დაატოვებინო. რეფორმები სკოლაში აუცილებელია.
არ ვეთანხმები იმას რო ბავშვს რაღაც გაზუთხული თემები აწერინო სკოლაში და აზეპირებინო რაღაც სისულელეები. აზროვნება უნდა ასწავლო. მაგრამ საამისოდ თვითონ უნდა აზროვნებდე პედაგოგი. სამწუხაროდ ასე მოაზროვნეები ქართულ სკოლებს ნამდვილად აკლია.და კიდევ რაც ყველაზე ცუდია ხალხი აგრესიულია. ქუჩაშიც კი ყველა გამვლელი იღრინება. მართალია ეს სახელმწიფოს უარგისობის ბრალია მაგრამ მასწავლებელი აგრესიული ეს უკვე მეტისმეტია.
აუუ რა გავუბერე=lol= =lol= =lol=
ერთი წლით დამსვით განათლების მინისტრად. =mdaa= მერე მე ვიცი =ait= =ait= =ait= სულ გადავაბრუნებ განათლების სისტემას

=dac= =dac= =dac= =dac= ამიტომაც არ მსვამენ მინისტრად =000= =hahaa= =hahaa= =hahaa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეჰ.. სამწუხაროდ ასაკი მოქმედებს მასწავლებლებზეც, თუმცა ყველაზე არა. გამონაკლისებიც არიან. ისე კი რათქმაუნდა უკეთესია როცა ბავშვს ასწავლის ის რომელიც უფრო ახლოსაა მის ასაკთან. ჩემი აზრით კი ბევრი უნდა წავიდეს სკოლიდან. თუ მომავალი თაობის განათლების მაღალი დონე გვაინტერესებს ძირეული რეფორმებია ამისათვის საჭირო. მარტო მასწავლებლები კი არ უნდა წავიდნენ არამედ ცუდი ყოფაქცევისა და არადამაკმაყოფილებელი ნიშნების მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტების გადასვლა არ უნდა ხდებოდეს შემდგომ ეტაპზე არამედ უპირობო გარიცხვა უნდა იყოს. ისწავლოს მან ვისაც უნდა სწავლა. ოროსან და სამოსან მოსწავლეს სკოლაში რა უნდა? ის ხომ ფაქტიურად იმისათვის მიდის სკოლაში რომ გაკვეთილი ჩაშალოს და მისივე თანაკლასელს შეუშალოს ხელი სწავლაში. ამიტომ ისე არ უნდა მოხდეს რომ რეფორმა მხოლოდ პედაგოგებს შეეხოს მკაცრად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ულტრათანამედროვეობაზე კი არაა საუბარი არამედ ჭაობიდან ამობობღებაზე და მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. მონურად არ უნდა აღვზარდოთ ბავშვი არამედ უნდა ვეცადოთ თავისუფალი აზროვნება განუვითარდეს და თავად გაიკვლიოს გზა ცხოვრებაში. ჩვენთან ხდება პირიქით. დაამტავრებენ თუ არა სკოლასა და უნივერსიტეტს ისევ მშობლებზე არიან ჩამოკიდებულნი ფინანსურადაც და აზრობრივადაც, რამეთუ ვერც ოჯახი და ვერც განათლება საქართველოში ვერ ანიჭებს ადამიანს თავისუფლებას და გონებას ვერ უხსნის.

გამოშტერებულნი და დალენჩებულნი დადიან? საინტერესოა არ შემინიშნავს მათში ეს თვისებები მაგრამ ხშირად დამინახავს მასეთი ბავშვები საქართველოში, მთვრალები და დაბოლილები.

არცაა საჭირო ან რაში ჭირდებათ იმის ცოდნა თუ სადაა საქართველო და სომხეთი. ჩვენთან სავალდებულოა იმდენი საგანი რომ ბავშვის ფსიქიკას ვანადგურებთ ხოლმე. ვისაც რა აინტერესებს და რა კუთხით აქვს მიდრეკილება ის საგნები უნდა ისწავლოს. რატომ უნდა მესწავლა მეთერთმეტე კლასამდე მე ისეთი საგნები რომლებიც მეზიზღებოდა და ძალით ვსწავლობდი: მაგალითად ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია. რად მინდოდა და რად მიტენიდნენ თავში. არ მაინტერესებდა.არც გამომიყენებია და არც სურვილი მაქვს ვიცოდე. მიზიდავდა ჰუმანიტარული საგნები და გავყევი მერე იმას რაც მიზიდავდა მაგრამ მერვე კლასიდან მაინც ჰუმანიტარულები უნდა ესწავლებინათ ჩემთვის და არა ჯართად ექციათ ჩემი თავი.

ჩვენი უბედურება ისაა რომ თითქოს ყველაფერი ვიცით მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რეალობაა. თუ რამე ქვეყანაში ხდება ჩვენც კუსავით ფეხს გამოვყობთ. პოლიტიკა გვესმის ყველას თურმე, ეკონომიკა, მარკეტინგი... და ჩვენს საქმეს კი არ ვაკეთებთ.

აქ ბავშვი თუ სკოლას არ დაამთავრებს რა პრობლემაა? სამსახურს ვერ იშოვნის ნორმალურს თუ რა?... ამიტომ რაც ჩვენთვის შეიზლება იყოს პრობლემა მათთვის ასეთი არ არსებობს, მათ თავისი პრობლემები აქვთ.

რაც შეეხება შენს გამოთქმულ აზრს თითქოსდა პედაგოგების მესიჯი ასეთი იყოს ამერიკაში მეიქ ე მენ ანდ ჰევ ე სექს.... სად გაიგონე ერთი? აქ სექსოლოგია არ ისწავლება ჯერ ერთი სკოლაში, მეორე პედაგოგი რომ მოსწავლეებს სექსზე ესაუბროს ციხე გარანტირებული აქვს და არც მისცემს თავის თავს ამის უფლებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
დღეს ასე მსჯელობენ კაცო თუ უმაღლესში არ ისწავლა უსაქმურად ქუჩაში იხეტიალებს და ცუდ გზას დაადგება, ამიტომ სადღაც უნდა "შევტენოთო". კაი ბატონო "შეტენე" 5 წელი მერე, მერე რა ისევ უსაქმურად არ დაყიალობს, თუ არ მითხრა ეხლა პროფესორი გამოვაო. საქმე იმაშია დიპლომი რომ დაიჭირა ხელში მერე თანამდებობაც მოუნდა, მშობელი რა მშობელია აქაც თუ არ იჩალიჩა და კარგ ადგილსაც გაუჩალიჩებს ზოგიერთი თავის იდიოტ შვილს და დღეს ეს იდიოტები მართავენ ქვეყანას=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
მხოლოდ ერთ რამეში გეთანხმები: ქართველებმა ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც სამწუხაროდ არარეალურია.
მე ვხედავ შენ ვიწრო სპეციალიზაციის მომხრე ხარ. ეს სადავო საკითხია ხო თუ არა. ალბათ ესეც ინდივიდუალურია.
მე მომხრე ვარ 8 კლასის ჩათვლით ისწავლებოდეს ყველა საგანი. ბოლო წლები დაეთმოს მოსწავლის არჩევანს.
ხოლო უმაღლეს სასწავლებელში მართლა არ ისწავლებოდეს გარეშე დისციპლინები. პროფესიის დაუფლება და უკვე პროფესიონალიზმზე ფიქრი იყოს სტუდენტის უმთავრესი საზრუნავი.
ხოლო რაც შეეხება დამოუკიდებელ აზროვნებას, ეს მეც მაწუხებს. რატომღაც ქართველების მენტალიტეტია ასეთი. ერთი მუშაობს, ათს პირი დაუღია და დაღეჭილ ლუკმას ელოდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ზვიგენს ვწერდი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
დღეს ასე მსჯელობენ კაცო თუ უმაღლესში არ ისწავლა უსაქმურად ქუჩაში იხეტიალებს და ცუდ გზას დაადგება, ამიტომ სადღაც უნდა "შევტენოთო". კაი ბატონო "შეტენე" 5 წელი მერე, მერე რა ისევ უსაქმურად არ დაყიალობს, თუ არ მითხრა ეხლა პროფესორი გამოვაო. საქმე იმაშია დიპლომი რომ დაიჭირა ხელში მერე თანამდებობაც მოუნდა, მშობელი რა მშობელია აქაც თუ არ იჩალიჩა და კარგ ადგილსაც გაუჩალიჩებს ზოგიერთი თავის იდიოტ შვილს და დღეს ეს იდიოტები მართავენ ქვეყანას=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= .

მართალი ხარ=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
KHATITA27 wrote:
ციტატა:
pikaso22 wrote:
ციტატა:
ხო ბარბი დღეს ასე მსჯელობენ კაცო თუ უმაღლესში არ ისწავლა უსაქმურად ქუჩაში იხეტიალებს და ცუდ გზას დაადგება, ამიტომ სადღაც უნდა "შევტენოთო". კაი ბატონო "შეტენე" 5 წელი მერე, მერე რა ისევ უსაქმურად არ დაყიალობს, თუ არ მითხრა ეხლა პროფესორი გამოვაო. საქმე იმაშია დიპლომი რომ დაიჭირა ხელში მერე თანამდებობაც მოუნდა, მშობელი რა მშობელია აქაც თუ არ იჩალიჩა და კარგ ადგილსაც გაუჩალიჩებს ზოგიერთი თავის იდიოტ შვილს და დღეს ეს იდიოტები მართავენ ქვეყანას=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= .

მართალი ხარ=sher=

ცოტა მეტს თუ დაწერ და გაგვაგებინებ რაზე ეთანხმები, მე მგონი უკეთესი იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მოზარდის ფსიქოლოგია ნამდვილად ვისწავლე. სხვათა შორის დეფექტიან ბავშვებთან ურთიერთობაც და ლექციასაც ბრწყინვალე პედაგოგები მიკითხავდა.
სხვათაშორის მე დაწყებითები დავამთავრე და მოზარდის ფსიქოლოგია გავიარე ყველა ასაკში დაწყებული სკოლამდელიდან დამთავრებული 17-18 წლის ასაკით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
...ვაიიი...ზვიგენიკო რა მკაცრი მამიკო იქნებააა....მეშინია... =pp , (ეს არის ჩემი საყვარელი სმაელიკი)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 165 posts ] 
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში
დესპანი