↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 165 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა,
თუ კაცი თავდ არ ვარგა ცუდია გვარიშვილობა

გ თ ხ ო ვ თ გ ა ჩ ე რ დ ე თ ! ნანანო შემოდი ჩატში გელოდები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
http://up.pixgeo.com/out.php/i4281_40f2 ... 380906.gif
სურათი აღარ არსებობს სიმსჰვიდე და სიკვარული მე ესმასტავლა. ცჰემმა განატლებამ.მაგრამ პასუხის გაცემაც. იმაზე ; რომ უკვე აგარ სჰეიზლება. აიტანო. გკოცნიტ კველას.=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
საკუთარი აზრის გამოტქმის უფლება ყველას გვაქვს და ეს პირად შეურაცყოფად არ უნდა მივიღოთ.და რაც შეეხება განათლების დონეს, მე ვფიქრობ აქ ყველა საკმაოდ განათლებული ადამიანია.და თუ ვინმეს ეგ პრობლემა აწუხებს თვითონ იდარდოს.ჩვენ უბრალოდ ერთმანთს მოვეფეროთ და კეთილი სურვილები ვუსურვოთ.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts405
კარმა50
OFFLINEPROFILE
tikina wrote:
საკუთარი აზრის გამოტქმის უფლება ყველას გვაქვს და ეს პირად შეურაცყოფად არ უნდა მივიღოთ.და რაც შეეხება განათლების დონეს, მე ვფიქრობ აქ ყველა საკმაოდ განათლებული ადამიანია.და თუ ვინმეს ეგ პრობლემა აწუხებს თვითონ იდარდოს.ჩვენ უბრალოდ ერთმანთს მოვეფეროთ და კეთილი სურვილები ვუსურვოთ.:)

რაც შეეხება კეთილ სურვილებს ამაში სრულიად გეთანხმები, გეთანხმები იმაშიც რომ ყველას შეუძლია საკუთარი აზრი გამოთქვას და ეს საიტიც იმისათვისაა შექმნილი,
ამ საიტზეც იმიტომ შემოვდივართ რომ ერთმანეთს ყოფა შევუმსუბუქოთ და ხვალინდელი დღის იმედი მივცეთ.
ასე რომ ძვირფასებო როცა ამ საიტზე შემოსვლას დააპირებთ დაივიწყეთ ყველაფერი რაც ცუდია და ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი და ვუსურვოთ ბედნიერი დღე.
გკოცნით ყველას ქართველებო. გაიხარეთთთთთთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე პირადად ვთვლი, რომ თუ ვინმეს რაიმე კარგი, საინტერესო ან ობიექტური რამ არა აქვს სათქმელი, საერთოდაც თავი უნდა შეიკავოს გამაღიზიანებელი კომენტარებისგან. უკმაყოფილების რეზონანსი. პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ როგორც მარიკუშა ამბობს, ამ საიტზე, მოდით, კარგი განწყობით შემოვიდეს ყველა და ნეგატიური ენერგია გვერდზე გადადონ.გმადლობთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Oct 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
შეგეზარება....

:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ნეტავ სად გაქრა დანარჩენი ტოპიკები? ჩვენ ხომ ბოლოსდაბოლოს დავუბრუნდით განათლების საკითხებს?!?!?!?!??

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მანჩო რას ფიქრობ საქართველოში ამაღლდება განათლების დონე?და თან შევინარჩუნებთ იმ კლასიკოსებს რომლის ნაწარმოებებზე თაობები გაიზარდა? ან უკეთესია მერჩულე ამოვარდეს სწავლებიდან და ევროპისდა აზიის კლასიკოსები ისწავლონ სკოლებში როგორც ეს სურთ ზოგიერთს განათლების სისტემის მესვეურთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
მანჩო რას ფიქრობ საქართველოში ამაღლდება განათლების დონე?და თან შევინარჩუნებთ იმ კლასიკოსებს რომლის ნაწარმოებებზე თაობები გაიზარდა? ან უკეთესია მერჩულე ამოვარდეს სწავლებიდან და ევროპისდა აზიის კლასიკოსები ისწავლონ სკოლებში როგორც ეს სურთ ზოგიერთს განათლების სისტემის მესვეურთ?

ისე კარგი საკითხი წამოჭერი. ბევრი მასალა რაც დღეს ისწავლება არქაულია და არაა მიზანშეწონილი ჩემი აზრით ისწავლებოდეს. მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს.

კვაჭი კვაჭანტირაძე- შეიძლება 100 წლის უკან კი იყო სასაცილო მაგრამ არა მგონია ბავშვებში დღეს ღიმილიც კი გამოიწვიოს. მოძველებულია და ცუდად იკითხება, არ იწვევს ინტერესს და ბავშვი ძნელად თუ აღიქვამს. ანუ უნდა დაიზეპიროს სხვაგვარად ამ მასალას ვერ ისწავლის და რაში გამოადგება ეს კიდევ საინტერესოა.

თავსაფრიანი დედაკაცი-უკომენტაროდ.

მაგდანას ლურჯა- არა მგონია ინტერესი გამოიწვიოს. მოძველებულია.

ღვინია გადაიჩეხა- უკომენტაროდ.

ალბათ ბევრი დაამატებს კიდევ რაიმეს ანდა შეიძლება კამათი გამოიწვიოს ჩემმა მოსაზრებამ. ჩემი აზრით ეს ნაწარმოებები მაინც უნდა ამოვარდეს სწავლებიდან. მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად უცხოური მასალები ჩავანაცვლოდ, უნდა გვახსოვდეს რომ ქართულ ლიტერატურასთანა გვაქვს საქმე არამედ უნდა მოხდეს ჩანაცვლება თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტების დამკვიდრება სკოლაში.

ბავშმა უკეთესია ისწავლოს: ნოდარ დუმბაძის, რატი ამაღლობელის, გოდერძი ჩოხელის, გურამ დოჩანაშვილის, ლევან გოთუას ნაწარმოებები. რადგან არ აგვზარდოთ მე19-ე საუკუნის თაობა არამედ ადამიანი აზროვნებდეს რეალურად და ნასწავლი მასალა ემსახურებოდეს მისი რეალობაში თვითდამკვიდრებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
კამათს რა ჟობია ზვიგენ,მითუმეტეს საღად მოაზროვნე ადამიანებთან,ბოლოსდაბოლოს კამათში ხომ ჭეშმარიტება იბადება.
საერთოდ მეც იმ აზრზე ვარ რომ ბევრი რამე უნდა შეიცვალოს.მე მაგალითად ყაზბეგს გადავხედავ ხოლმე,მაგრამ ახალი თაობისთვის არ იქნება მთლად სასიამოვნო საკითხავი თუ არ ეცოდინებათ ისტორია,როგორ შემოდიოდა რუსი საქართველოში.არ მესმი, ჯავახიშვილი როგორ შეიძლება დაკარგო.ვერაფერს ვიტყვი გოგია უიშვილზე და უამრავ ისეთ რამეზე რომელიც ვფიქრობ ჩვენც არ უნდა გვესწავლა.
მერჩულეს ევროპა-აზიური კლასიკოსებით ჩანაცვლება მართლა მტკივნეულია,მაგალითად მერჩულე და ხანძთელი დავივიწყოთ და კოსტა ხეთაგუროვი ვიცოდეთ,საშინელებაა.მგონია რომ ბევრი რამ არ უნდა ისწავლებოდეს,უბრალოდ კლასგარეშე ანუ დამატებითი საკითხავი ლიტერატურა უნდა გახდეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
კამათს რა ჟობია ზვიგენ,მითუმეტეს საღად მოაზროვნე ადამიანებთან,ბოლოსდაბოლოს კამათში ხომ ჭეშმარიტება იბადება.
საერთოდ მეც იმ აზრზე ვარ რომ ბევრი რამე უნდა შეიცვალოს.მე მაგალითად ყაზბეგს გადავხედავ ხოლმე,მაგრამ ახალი თაობისთვის არ იქნება მთლად სასიამოვნო საკითხავი თუ არ ეცოდინებათ ისტორია,როგორ შემოდიოდა რუსი საქართველოში.არ მესმი, ჯავახიშვილი როგორ შეიძლება დაკარგო.ვერაფერს ვიტყვი გოგია უიშვილზე და უამრავ ისეთ რამეზე რომელიც ვფიქრობ ჩვენც არ უნდა გვესწავლა.
მერჩულეს ევროპა-აზიური კლასიკოსებით ჩანაცვლება მართლა მტკივნეულია,მაგალითად მერჩულე და ხანძთელი დავივიწყოთ და კოსტა ხეთაგუროვი ვიცოდეთ,საშინელებაა.მგონია რომ ბევრი რამ არ უნდა ისწავლებოდეს,უბრალოდ კლასგარეშე ანუ დამატებითი საკითხავი ლიტერატურა უნდა გახდეს

ასევე არ უნდა გვესწავლა ხევისბერი გოჩაც!!! ჩემი აზრით საშინელება!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
აქ დაკარგვაზე არაა საუბარი... უბრალოდ ან გაკვრით უნდა ისწავლებოდეს ისეთი მასალა რაც ძნელად აღსაქმელია მოზარდისსათვის ან როგორც თავად აღნიშნე კლასგარეშე საკითხავ მასალად მიიჩნეოდეს.
მერჩულე და ხანძთელი და რუსთაველი რათქმაუნდა საუნჯეა ჩვენი ერის და ლიტერატურის ისტორიაში უნდა ისწავლებოდეს და არა მთელი სემესტრი ან წელი ჩემი აზრით. ჩვენ უნდა ვიამაყოთ მათი მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მოზარდი სკოლას რომ დაამთავრებს უნდა აზროვნებდეს იმ გარემოში სადაც ცხოვრება უწევს. არაა სასიამოვნო ბავშვმა წეროს 19 საუკუნის რომანტიკოსების თვალთახედვით, უკეთესია თუ რეალობისაკენ ექნება სწრაფვა და თავისუფალი აზროვნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ზვიგენ რუსთაველზე მეც მასე ვფიქრობდი,ოღონდ ხმამაღლა დაფიქსირების შემეშინდა,ვერ გავბედე,იქნებ სწორად არ იქნას ჩემი აზრი აღქმულიმეთქი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ნანანო ეს არ ნიშნავს პატრიოტიზმის ან ქართული სულის დაკნინებას. ბავშვი არის ბავშვი და ისეთი რთული მასალა უფრო ენათმეცნიერებს უნდა მივანდოთ და უნივერსიტეტებში იქნას გადატანილი.მე არა მგონია რომ იგივე რუსთაველს ან ხანძთელს მეცხრე კლასელი დედანში კითხულობს და იგებს მასალას, არამედ ხდება ისე რომ იზეპირებს. ხომ შეიძლება მაგალითად შუშანიკის წამება ორიგინალით ანუ როგორც მეხუთე საუკუნეშია დაწერილი იმის ნაცვლად იყოს შეცვლილი თანამედროვე ქართული ენით რომ არ გაუჭირდეს მოსწავლეს მისი აღქმა. ანდა ხომ შეიძლება ციტატები ცოტა იყვეს სასწავლი ვეფხისტყაოსანიდან და დანარჩენი შინაარსი გარჩევის ან თხრობის სახით ისწავლებოდეს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
გეთანხმები.უბრალოდ ეს ნაწარმოებები მეტ დროს მოითხოვს რომ გულდაგულ წაიკითხო ,დაფიქრდე,გაანალიზო,სკოლაში სასწავლებლად მართლა ცოდოა,ნაკუწ-ნაკუწ საზეპიროების სახით.მოზარდი ცოდოა,საბოლოოდ გამოდის რომ ბავშვი პასუხისმგებლობის გამო სწავლობს ხოლო ბოლომდე გააზრება ვერ ხდება.თუკი დამატებითი საკითხავი გახდება და მის გარჩევებსაც მოაწყობენ მგონი უფრო ისწავლიან

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 165 posts ] 
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში
დესპანი