ana_tekla wrote:ციტატა:
მანჩო რას ფიქრობ საქართველოში ამაღლდება განათლების დონე?და თან შევინარჩუნებთ იმ კლასიკოსებს რომლის ნაწარმოებებზე თაობები გაიზარდა? ან უკეთესია მერჩულე ამოვარდეს სწავლებიდან და ევროპისდა აზიის კლასიკოსები ისწავლონ სკოლებში როგორც ეს სურთ ზოგიერთს განათლების სისტემის მესვეურთ?
ისე კარგი საკითხი წამოჭერი. ბევრი მასალა რაც დღეს ისწავლება არქაულია და არაა მიზანშეწონილი ჩემი აზრით ისწავლებოდეს. მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს.
კვაჭი კვაჭანტირაძე- შეიძლება 100 წლის უკან კი იყო სასაცილო მაგრამ არა მგონია ბავშვებში დღეს ღიმილიც კი გამოიწვიოს. მოძველებულია და ცუდად იკითხება, არ იწვევს ინტერესს და ბავშვი ძნელად თუ აღიქვამს. ანუ უნდა დაიზეპიროს სხვაგვარად ამ მასალას ვერ ისწავლის და რაში გამოადგება ეს კიდევ საინტერესოა.
თავსაფრიანი დედაკაცი-უკომენტაროდ.
მაგდანას ლურჯა- არა მგონია ინტერესი გამოიწვიოს. მოძველებულია.
ღვინია გადაიჩეხა- უკომენტაროდ.
ალბათ ბევრი დაამატებს კიდევ რაიმეს ანდა შეიძლება კამათი გამოიწვიოს ჩემმა მოსაზრებამ. ჩემი აზრით ეს ნაწარმოებები მაინც უნდა ამოვარდეს სწავლებიდან. მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად უცხოური მასალები ჩავანაცვლოდ, უნდა გვახსოვდეს რომ ქართულ ლიტერატურასთანა გვაქვს საქმე არამედ უნდა მოხდეს ჩანაცვლება თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტების დამკვიდრება სკოლაში.
ბავშმა უკეთესია ისწავლოს: ნოდარ დუმბაძის, რატი ამაღლობელის, გოდერძი ჩოხელის, გურამ დოჩანაშვილის, ლევან გოთუას ნაწარმოებები. რადგან არ აგვზარდოთ მე19-ე საუკუნის თაობა არამედ ადამიანი აზროვნებდეს რეალურად და ნასწავლი მასალა ემსახურებოდეს მისი რეალობაში თვითდამკვიდრებას.