↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო
ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის
შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე
სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას,
ყმაწვილკაცობას?
თითქოს მომცემდი ამა სოფლად
თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა
დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა
გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი
ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე,
წრფელნი ზრახვანი?
სულო აღმშფოთო, მიპასუხე,
ნუ იმალები.
რატომ გაცუდდა ძალი შენი
მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს
შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი,
ვუმსხვერპლიდი
ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე
მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი
მიკვლენ წყრუვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,
სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი
უსაგნოდ, მარტო,
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო,
სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი
შენი მსახვრალი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა, -
სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობისა ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის, -
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, -
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
1 რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2 ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
და ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3 ვის შვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
მეფისა მზის თამარისა ღაწვ-ბადახშ-თმა-გიშერისა,
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შე-რისა,
და მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მი-შერისა.

4 თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე, არ-ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
და ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
ბროლ-ბადახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა,
და გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

6 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,
ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს, მივსცე გონება,
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
და მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

7 მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი,
და აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8 მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
და ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

9 ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
და ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები.

10 თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხდომია ველთა რბენა.
მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა,
და სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

11 რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
და არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

12 შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი,
და გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

13 ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე მელექსესა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
და რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

14 მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
და ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

15 მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი,
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
და მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“, უცილობლობს ვითა ჯორი.

16 მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა,
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
და დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

17 მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
და მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

18 ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
და მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

19 ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
და მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

20 ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
და ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

21 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან,
ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან;
და მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

22 მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხდომისა წყენითა;
ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
და კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა.

23 მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა.
სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა;
და ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

24 მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი,
და ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

25 ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში;
და მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

26 ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა.
ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა,
და კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

27 არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა, ჭირთა მალვა,
თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
და დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

28 ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
არ ბედითად ჰაი ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს;
არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს,
და მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

29 მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს,
ამის მეტი რამცა ირგო, მას ავნოს და თვითცა ივნოს,
რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს,
და რა ჰგავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

30 მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა!
ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა!
თუ არ უყვარს, რად არა სძულს, რად აყივნებს, რაცა სძულსა?!
და ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

31 თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
სიარული, მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების;
იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების,
და არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა იახლების

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

32 იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
და თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

33 სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
და ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

34 მისი სახელი თინათინ, - არს ესე საცოდნარია
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
და გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

35 უბრძანა: „გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
და მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსვჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა.

36 „მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
რაღაა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია!
და ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია“.

37 ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო, რად ბრძანე თქვენი ბერობა!
ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:
მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა,
და მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა!“

38 „მაგას ნუ ბრაძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია,
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია:
ხამს განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია;
და სჯობს - და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია“.

39 „თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია;
და ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.

40 ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,
საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,
ჯერ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;
და მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

41 გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
რა მოჰშორდის, ვერ მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;
ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
და საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

42 რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა;
თქვა: „ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
და ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!“

43 არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
„თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან:
მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან!
და მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!“

44 მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა.
ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,
ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
და მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: „უთქმელია ფასისა!“

45 თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა;
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
და ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა

46 უკუდგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა,
დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა;
და ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

47 მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,
ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
მეფე სწვრთის: „მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
და ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა“.

48 უბრძანა: „ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი,
და ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!“

49 „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების;
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
და უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების“.

50 „მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა, -- დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
და რასაცა გასცემ -- შენია, რას არა -- დაკარგულია!“

51 ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
და თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

52 მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
უბრძანა: „ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი“.
და მოართვეს; გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

53 მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: „ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
და ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავს საჭურჭლესა დადებულსა“.

54 უბრძანა: „წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!“
მოიღეს; გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
და ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

55 ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა;
და რა დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

56 დღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა;
მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
და „ნეტარ რა უმძიმს, რა სჭირსო?“, შექმნეს ამისი ცილობა.

57 თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია,
ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია,
და თქვეს თუ: „რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?“

58 თქვეს თუ: „მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა“.
ავთანდილ თქვა: „სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, - რაცა შეგვეცილა.
და ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?“

59 ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა;
წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა,
და ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60 „დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო!
მართალ ხარ, წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო;
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო,
და ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო?“

61 რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა,
გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?
„კარგა ჰქმენო“, დაუმადლა, წყალობანი უიმედნა;
და ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!“

62 „ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია:
სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია,
და რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცნონი ზნენია.“

63 „ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა,
ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა,
ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;
და ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა“.

64 ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,
თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
და მეფე ჰკითხავს: „რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?“

65 კვლა უბრძანა: „თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?“
ყმამან ჰკადრა: „მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო,
და არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო“.

66 უბრძანა: „რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!“
ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.
ავთანდილ იტყვის: „დავიწყო კადრება საუბნარისა:
და ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა!

67 „მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;
მოასპარეზედ ვინ მგავსო? -- ცუდნიღა უკუთქმანია.
და გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია!“

68 „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა,
ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა,
კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა,
და მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!“

69 ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს,
იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
და „ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!“

70 კვლა ბრძანა: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად;
თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად!
ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად, -
და ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად“.

71 მონადირეთა უბრძანა: „მინდორნი მოიარენით,
დაცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით“.
ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: „მოდით და მოიჯარენით“.
და გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
72 დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი,
და მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

73 შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს;
და ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

74 უბრძანა: „მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა“.
და დაიწყო მოსვლა ნადირმან ყოველთა მინდორთა კიდითა.

75 მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი,
ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი;
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
და აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

76 ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს:
მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს;
რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს,
და მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

77 იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს;
და ავთანდილის შემხედველთა: „ჰგავსო ალვას, ედემის ხეს“,

78 იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია,
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია;
ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია,
და იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

79 ერთმანერთსა თუ: „მე გჯობო“, სიცილით ეუბნებოდეს,
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს,
მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,
და უბრძანა: „თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს“.

80 მონათა ჰკადრეს: „მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით:
მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,
აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, -- ვერად ვერ მოგეხმარებით;
და ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

81 „ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია;
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,
და თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია“.

82 მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
და სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა.

83 იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა;
ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნ ბზეთასა;
ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა;
და თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმის ვეფხის-ტყაოსნისა

84 ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა;
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
და ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

85 მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

86 წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად;
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად;
და ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

87 ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
მოახსენა: „გიბრძანებსო“, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
და იგი ტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა.

88 მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი;
და ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

89 სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
და არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

90 რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა;
როსტანს ჰკადრა: „შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
და ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და“.

91 მეფე გაკვირდა, გაცაწყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
გაგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე,
უბრძანა: „ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
და მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე“.

92 მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ-მდუღარია,
თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია;
და ერთხელ ესე თქვა: „ვა მეო!“ სხვად არას მოუბარია.

93 თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა,
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა;
ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა! -
და სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

94 მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად;
მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად;
ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ–აუპყრობელად,
და ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.

95 მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა;
რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
და კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.

96 შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად;
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად;
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად;
და შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

97 რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
მასვე წამსა დაიკარგა, - არ უნახავს თვალსა ჩვენსა, -
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა.
და ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

98 კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
და მეფემან ბრძანა: „ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა“.

99 ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,
ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,
სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება;
და მასვე მადლი, ესე იყო წადილი და მისი ნება“.

100 ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა;
არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
და ზოგთა თქვეს თუ: „მართალია“, ზოგი „ღმერთო!“, უზრახვიდა.

101 მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი.
და გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

102 თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა;
ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა;
მოლარე იხმო, უბრძანა: „ძილია, თუ ღვიძილობა?“
და მან მოახსენა: „დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.

103 „ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა“.
თინათინ ბრძანა: „აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა,
და მიკითხოს, ჰკადრე, იყო-თქო აქა ერთისა წამითა“.

104 ხანი გამოხდა, იკითხა: „ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?“
მოლარე ჰკადრებს: „მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,
და დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო“.

105 უბრძანა თუ: „წადი, უხმე, უმისობა ვით გავძლეო!
მოახსენე, რად დაჰბრუნდი, შენ, მამისა სიცოცხლეო?
მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
და გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო“.

106 თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა;
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა;
მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა.
და უბრძანა: „მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?“

107 ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს,
და კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.

108 უბრძანა: „შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია,
და ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

109 „უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე;
მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
და ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

110 „მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა;
შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
და ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

111 „აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული;
მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული;
კაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული,
და უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

112 „ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს,
ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
და სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!“

113 ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა,
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
და ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

114 „მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი,
გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,
და ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი“.

115 მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა;
უბრძანეს: „წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა!
მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
და მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა“.

116 კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია,
მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
ვერ ნახეს მისი მნახავი ღმრთისაგან დანაბადია,
და ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

117 მონათა ჰკადრეს: „მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
და ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით“.

118 მეფე ბრძანებს: „მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო,
ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო,
და გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო“.

119 ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა,
მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს, რაცა სადა;
დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა,
და მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

120 ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი;
და მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.

121 ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.
და ამაოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

122 ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალ-ჯერ სდენოდა.
იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად ჰშვენოდა,
და მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

123 გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი;
ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
და მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

124 დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა;
ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა;
და პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

125 ქალმა უბრძანა: „ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
მწადდა არა თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა;
მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,
და რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?“

126 ყმამან ჰკადრა: „საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭნების;
აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,
და თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების“.

127 ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად;
იტყვის: „თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
გიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად,
და მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

128 „გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა,
მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,
და შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა.

129 „აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
და შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

130 „ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად,
მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
და წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

131 „შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
და მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

132 „სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი;
ჰპოო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი;
ვერა ჰპოებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი,
და კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

133 „ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
და შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი“.

134 მოახსენა ყმამან: „მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,
სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე,
მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,
და ვითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა, მე!“

135 კვლაცა ჰკადრა: „აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა;
მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი, მედიადა,
და ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად-ა“.

136 კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი;
გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი,
გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი,
და თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

137 ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს;
ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;
ყმა ეტყვის თუ: „შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ასადაგეს!
და ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს“.

138 ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა;
უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა.
ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
და გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

139 თქვა: „მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,
ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე;
მაშინ რაღა ვქმნა, ვერ ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე!
და ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე“.

140 საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,
ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების;
რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,
და შეკრთის, დიდნი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.

141 მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
ცრემლსა, ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ;
რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
და ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

142 დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,
შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:
ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,
და აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია“.

143 „მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
მორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
და ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა, არ სალამი დავაძვირო“.

144 მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,
ებრძანა: „ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,
აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა,
და წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!“

145 ყმა შევიდა, თაყვანი სცა, მადლი რამე მოახსენა:
„ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა,
აწ ნუთუმცა კვლა ნახვითა ღმერთმან ბნელი გამითენა,
და პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა“.

146 მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი,
სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი;
ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
და როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

147 გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი,
ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წართო მრავალი.
იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,
და არ მისცილდება თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

148 რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა;
მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა;
იგი პირ-მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა,
და მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

149 ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,
გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა,
ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,
და გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

150 ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელდებული;
თანა შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავდადებული;
მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,
და აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

151 უბრძანა: „აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,
ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან,
მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან!
და მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

152 „მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა;
ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა;
ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,
და აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა“.

153 „მიბრძანა: \"მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,
მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,
ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა»,
და მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

154 „პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად;
ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად;
მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად,
და ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

155 „ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა;
ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
და და ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

156 „ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი;
წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
და აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

157 „ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,
აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,
მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
და არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

158 „მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,
აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთრვალია;
მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოველთათვის გარდუვალია,
და გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

159 „მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე,
ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედა-ზედრე!
მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,
და ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე“.

160 რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,
თვალთათ, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა;
მოახსენა: „უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
და ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

161 „ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, -- ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?
შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!
და სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე“.

162 ყმამან უთხრა: „მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად;
მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,
და კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

163 „ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა,
უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?
სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა,
და კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

164 „ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი,
და წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდნენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

165 დაწერა თუ: „ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
თქვენ ჩემისა საწადილსა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
და წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

166 „მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მა რასა,
თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა;
ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,
და პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

167 „საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი,
დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,
გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
და მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

168 „მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,
სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
და შემცოდესა ყველაკასა,ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

169 „თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი;
ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი;
ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
და მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი“.

170 ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა;
წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა,
ბრძანა: „მინდორს შევჯდებიო“, ლაშქარიცა დაერაზმა;
და მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

171 ბრძანა: „წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა“.
მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,
მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა,
და მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინ-ა.

172 იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.
ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?
ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა,
და მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.

173 რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,
იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკთალეს;
მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს,
და ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

174 „ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა დანერგვიდეს!“
დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;
ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,
და მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

175 შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,
უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები;
რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,
და თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

176 ყოვლთა ჰკადრეს: „თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!“
და იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა.

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა

177 ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:
საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს;
ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
და იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

178 ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,
დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა,
მაგრა მის მზისა გაყრმან სიცოცხლე გაუზიარა;
და თქვა: „თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“.

179 ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
თქვის: „ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
და მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!“

180 ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,
გულსა უთხრის თუ: „დათმეო“, ამად არ დია ბნდებოდა.
უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა.
და მგზავრთა ჰკითხევიდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

181 მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად.
უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.
თქვის: „საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად?
და შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად“.

182 ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,
ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა;
მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა,
და ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

183 მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა;
იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,
და დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

184 მას მიჰხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,
გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა;
მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,
და ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

185 ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;
თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;
„ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს“, -კვლავ ამისთვის გულმოშიშობს, -
და „ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“.

186 საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად.
თქვა: „თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,
და მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?“

187 „თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,
დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი,
და მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!“

188 „უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული;
მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული;
მერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე რებული!“
და ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

189 იტყვის: „ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ,
მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ!
გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ;
და დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ“.

190 კვლაცა იტყვის: „დათმობა სჯობს“, და თავსავე ეუბნების:
„დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
და განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების“.

191 თავს უთხრა: „მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა;
მიხვალ, დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა;
გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?“
და იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.

192 „ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან,
და აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!“

193 მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია;
მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია:
გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,
და ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

194 მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა,
მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;
თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,
და მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

195 თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა,
ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,
ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,
და შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

196 ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს;
ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს;
თქვა თუ: „ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!
და აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდ

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Jun 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას,
თუ არ შეგიყვარდები და მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადმოვლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
და მოგიკლავ გენაცვალე მაგ ნაფერებ ქმარს,
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას!

კონსტანტინე გამსახურდია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
რაც მთავარია მემახსოვრება ენა, მამული, სარწმუნოება!...

როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს,
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი,
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.
სჯობს ღარიბობა, ჩემს სამშობლოში,
სჯობს რომ მესმოდეს, ენა ქართული!
ისეთი სწრაფად მიპრინავს წლები,
თითქოს თამაშით ვიყო გართული.
როდესაც გავხდი მე ემიგრანტი,
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ,
უცხო კანონებს ვემორჩილები,
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი!
ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა,
და პატრიოტი ქართველი მერქვა,
მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები,
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა!
სადაც ვიქნები სულ მეყვარება,
ჩემი მთები და ჩემი ბუნება,
რაც მთავარია.. მემახსოვრება,
ენა ! მამული ! სარწმუნოება !
როცა დავშორდი ჩემს საქართველოს,
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი,
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი!.....
რედაქტირებულია 2008-03-09 02:12:02

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
233 ეტყოდა: „სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი;
უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი;
მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?
და სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი“.

234 ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:
„თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა;
აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
და ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა“.

235 კვლა ეტყვის: „ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა?
მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა;
შენ ერთხელ მეტყვი: „მითხარო“, მე ასჯერ გეტყვი: „ვერასა“;
და ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა“.

236 „ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან;
ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;
შენ მიპოვნიხარ; სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან,
და ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან“.

237 ქალმან უთხრა: „რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?
მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო;
გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:
და ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!“

238 კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა;
პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
და ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

239 ეგრე უთხრა: „მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?
რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო!
გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,
და თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!“

240 ქალმან უთხრა: „ეგე ღონე მოიგონე მატად ავი:
თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი;
რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
და კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი“.

241 კვლა ეტყვის: „ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?
ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!
მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,
და ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

242 „ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია,
მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;
ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.
და ვერ გიცნობ; ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?“

243 ყმამან თქვა თუ: „არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა“.
გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა;
და ქალსა უთხრა: „გაგარისხე, აწ არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!“

244 ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;
ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
და კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

245 ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა,
მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;
ყმამან ცნა თუ: „გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა“.
და ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

246 უთხრა: „ვიცი, აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად;
გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად;
აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,
და ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

247 „თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;
სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;
და სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!“

248 რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
გულ - ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება;
კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.
და ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

249 იტყვის თუ: „ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების“.
კვლა უთხრა: „დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების,
და ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

250 „ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად;
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;
ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად;
და გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად

251 „მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე;
ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე,
და ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე“.

252 ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
„ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი;
წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
და აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

253 „მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე;
არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე;
და შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

254 „აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;
თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
და მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები“.

255 ყმამან უთხრა: „ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
და ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.

256 „ეგრე უთხრა: „ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე“;
მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე,
და შემოჰყივლა: „არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?“

257 „აწ, დაო, შენთა ხელითაა ჩემი საბელი ყელისა,
სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა;
რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა;
და თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!“

258 ქალმან უთხრა: „მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
და რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

259 „იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების;
თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების;
მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების,
და დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

260 „გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:
ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
და სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

261 „ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:
ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,
ვსჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
და აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

262 „ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო;
რა მოვიდეს, შევეხვეწო; ნუ თუ ვით რა მოვაგვარო;
ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო,
და თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო“.

263 ქალსა ყრმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
ამა ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,
და უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

264 ქალმან უთხრა: „ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა,
მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;
იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა;
და ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა“.

265 ავთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა.
იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა,
ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,
და ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

266 ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან,
და დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

267 ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.
მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,
და სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

268 მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა.
ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;
მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,
და ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

269 ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;
შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი,
იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.
და ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

270 „რად დაბრუნდი?“ მოახსენა, „მითხარ, რაცა წაგეკიდა!“
მან უბრძანა: „მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,
ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,
და იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი, და-.

271 „სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე:
არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე;
მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე.
და ვთქვი: ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე“.

272 ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად;
მოახსენა: „მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად,
და მას მაგითა ვერა არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?

273 „ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია.
ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?
გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;
და შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?“

274 უბრძანა: „დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
ვის ძალაქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა,
და ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

275 „ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა,
სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?
და შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა“.

276 ქალმან ჰკადრა: „არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;
რათგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,
ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია.
და არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია“.

277 ყმამან უთხრა: „რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე.
კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!
ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!
და განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე“.

278 ქალმან კვლა ჰკადრა: „გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,
იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა;
და ჰფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა“.

279 ყმამან უთხრა: „თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,
სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,
არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ;
და რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ“. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

280 ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
„არ ეწყინაო“, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად;
და იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

281 გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
ანუ ცით მთვარე, უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად;
რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად,
და ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად!

282 მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს,
ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს;
ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
და ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი, თუმცა ლალად ღირდეს.

283 მობრუნდეს; ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა;
ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა:
და „თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა“.

284 ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ-დაზრული;
ყმასა უთხრა: „მესწრაფების, მოთხარ შენი დაფარული,
ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული?
და მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული“.

285 ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
„ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია:
მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
და მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

286 „მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.
თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია,
და გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

287 „შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით:
გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,
და შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით.

288 „ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ;
და ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

289 „ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.
მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
და აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

290 „მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შანგან მონდომილისა».
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
და არ გიკვირს, გავსძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?

291 „აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;
და მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე გლახ-ა“.

292 ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,
იტყვის: „მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი;
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
და მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

293 „რას მაქნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,
და აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

294 „მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე,
ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,
თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე;
და ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე!

295 „კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,
მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;
მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,
და ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

296 „აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა,
ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,
გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა.
და ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა“.

297 ავთანდილ უთხრა: „ვით მაქებდ საქები ბრძენთა ენისა?
მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,
და რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

298 „ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
და შეენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!“

299 ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ მემხურვალების;
მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,
და შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!“

300 „წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად.
და მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად“.

301 ასმათ უთხრა: „ცრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების!
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების;
ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
და ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების.

302 „მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
ნუ თუ ყოს ღმერთმა გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა!
თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
და არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა“.

303 ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული;
ასმათს უბრძანა: „მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული;
რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!
და კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

304 „კაცმან ვით ჰპოოს, ღმერთისაგან რაც არა დანაბადია!
მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია,
კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია;
და აწ ლხინთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია.

305 „მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთი მზითა
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა;
პირველ – შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,
და კვლა – ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა“.

306 ყმასა უთხრა: „ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს თუ, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს:
ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!
და შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს“.

307 ასმათს უთხრა: „მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,
დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;
მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,
და მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე“.

308 ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;
ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა,
და მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

309 მოთქვამს: „ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგული,
იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო?
და ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო!“

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ავთანდილთანა

310 ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა,
საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა;
იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
და ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

311 „ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
და ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

312 „მამა ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,
სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
და ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

313 „ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
თქვა: „წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები“;
და ბრძანა: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები“.

314 „ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა.
შესთვალა: „შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
და სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა“.

315 „ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.
შესთვალა: „ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან,
და აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან“.

316 „ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა.
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა.
მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა;
და სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

317 „თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
თქვა: „ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!“
ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
და მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

318 „ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,
ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.
ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!
და მეფემ ბრძანა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“.

319 „მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,
საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,
ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
და მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

320 და „ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა;
ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;
ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა;
არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა.

321 „ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა,
მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა;
იტყოდეს ჩემი მნახავნი: „მსგავსია ედემს ზრდილისა“.
და აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

322 „მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი“.
ესე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: „შობა ქალი“.
დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი:
და თქვა: „მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვასგან ალი!

323 „წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა,
მოციქული მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა;
მზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;
და ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

324 „ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა.
ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.
და საჭურჭლე გასცეს; აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

325 „საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.
და აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!“

326 ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;
ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა;
და თქვა: „ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.

327 „მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერშეფრობილი;
და მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!

328 „იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესვლა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
მამასავე ხელთა მიმცეს; რა შევიქმენ ამა ზომსა,
და ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

329 „მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა;
ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,
კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა;
და იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

330 „დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

331 „სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
და მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

332 „თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;
ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგავდი ედემს ზრდილსა,
და სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

333 „მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან,
მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;
შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
და აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

334 „მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;
ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;
და ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა -- ხსენება იშისა.

335 „მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,
დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;
გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,
და ებრძანა: „შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

336 „ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა“.
ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,
ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
და „შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა“.

337 „ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;
უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა;
გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა.
და შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

338 „მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად.
მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.
და არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანი ვეც ამირბარად.

339 „აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია;
გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!
ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,
და მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია“.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა

340 კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:
„დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;
მიბრძანა, თუ: „ქალი ვნახოთ“, ხელი ხელსა დამიჭირ;.
და მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა?!

341 „ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
მრავლად იყო სარაჯები ვარდის-წყლისა აბანოსა.
და კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

342 „მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა;
გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა,
და ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

343 „ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,
მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;
ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.
და ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

344 „ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა,
მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.
და ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

345 „აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი“,
მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი;
ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი.
და ჭმუნვით თქვეს: „მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!“

346 ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,
დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა დარია:
დაჯდა და მწარეთ სულთ ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,
და თქვა: „ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

347 „მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან;
იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან;
და ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

348 „დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზა ღა თავისა, --
დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,
რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა;
და გარე მომრეტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

349 „შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,
ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,
პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა.
და მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

350 „მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია;
ცრემლით მითხრა: „შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა, სიტყვა თქვია!“
მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია;
და კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

351 „სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან;
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.
და სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

352 „აქიმნიცა იკვირვებდეს: „ესე სენი რა-გვარია?
სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია“.
ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია,
და დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია“.

353 „სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი;
მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი;
ვთქვი, თუ: „ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!“.
და თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

354 „ვთქვი, თუ: „ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,
მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე,
აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!“
და მანვე ქმნა და მორევჯობდი, გული წყლული გავარკინე.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
გალაქტიონი

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
ღამენათები და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალები
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
გალაქტიონი

მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

ტ.გრანელი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი