↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
ლეონარდო უპირველისი ადგილი გეკუთვნის=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae= =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
მოწყენლი კალატოზი ხარაჩოზე ჩამოჯდა
სიყვარული მოენტარა ცოლი სახლში დატოვა
უცებ სადღაც ჰორიზონტზე სილუეტი გამოჩნდა
კალატოზმაც იმედები სწრაფად დაიმარტოვა

(არ ჩამქოლოთ 4)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Oct 2006
Posts305
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე მაგალითად ყველას ლექსები მომეწონა. მანჩო მართლა ულამაზესი ლექსები გაქვთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
:side: სჰენი ცჰაკოლვა მინდოდა მაგრამ=fiqri= ბოლო 2 ლეკსი გაუჯობესებელი მომეცჰვენა=haa= ეხლა ცჰასაფრებული ვარ სხვას რას დაცერ=fiqri= :side: რომ ხელი ცჰამოგარტვა დახმარებუსტვის.=sher= რა იკო .არ კიტხულობ ცჰემ ტხოვნებს?=kf= =oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
სიყვარული

ალმოდებულო სანთელივით შენ სიყვარულო,
მარადისობის ჭეშმარიტო სახევ და გრძნობავ,
ხან საიდუმლო კიდობანში გადამალულო,
ხან გამხელილო და წყვილ გულთა ერთგულო ნდობავ!
ამოხეთქილო ნიაღვრებად ქარტეხილებში,,
სულის ვეზირო და თან მეფედ დამჯდარო ვნებავ.
ხან მომწყვდეულო მრისხანების დიდ მარწუხებში,
ხანაც გრძნობათა გვირგვინო და თავად ღვთაებავ.
შენ სიყვარულო,ნაბოძებო ღვთისგან საჩუქრად,
მცდარ სულთა მხსნელო,მაგრამ მაინც დიდო სასჯელო,
ხან მოფენილო გულის ფსკერზე მზისებრ სათუთად,
ხან ყველა გრძნობის დაუნდობლად უმალ დამსჯელო.
ყველა პოეტის დიდო მუზავ,ლექსთა სამეფოვ
და ყველა ქალის სანატრელო ტკბილო ოცნებავ,
ყოველგან ჩვენში შენი წმინდა გრძნობები მეფობს_
შენ სილამაზის ეტალონო და საოცრებავ!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ამას აქაც დავწერ...

მე დავიბადე საქართველოს მზიან მიწაზე
და ბავშვობამაც გაიარა ნანატრ წარსულთან ,
ფერად ოცნებებს ხშირად ვფენდი მოქარგულ ცაზე
და სულ მიყვარდა მარტოდ ჯდომა მთის ნაკადულთან.
ვეფერებოდი ქართულ სიოს, ვერხვებს,მზის სხივებს,
სულგანაბული ყურს ვუგდებდი მერცხლების ჭიკჭიკს,
ყოველ გაზაფხულს გამალებით ვეგებებოდი ,
ეხლა კი ამის დავიწყება ძალიან მიჭირს!..
კვლავ მახსენდება ყოველ დილით მე ჩემი სახლი
და გადაშლილი ყვავილნარი ჭრელი ფერებით,
ჩემს აივნიდან საუბარი მთვარესთან ღამით
და ლურჯ იების გადმოხედვა თავმოღერებით.
ყოველ ცისკარზე ალიონის თეთრი სხივები
ჩემი ოთახის ფანჯრებიდან ხელებს რომ მხვევდნენ,
თითქოს მასველებს მე ის ცივი წვიმის წვეთები
მაშინ კარდაკარ,ქუჩა-ქუჩა თან რომ დამსდევდნენ.
მე მახსენდება ბებოს რბილი,ჭაღარა თმები,
მის მოხუც ხელებს და თბილ სიტყვებს ცრემლით ვიგონებ,
ეხლა კი,როცა ასე სწრაფად გადიან წლები
ჩემს გულს ამ ძველი მოგონებით თვითონ ვიმონებ!
განახლდნენ ისევ მოგონების ღია ფერები
და მე ვამაყობ ქართველობით უცხო მიწაზე,
შორი ქვეყნიდან საქართველოს მზეს ვეფერები
და მას არ გავცვლი თუნდაც მთლიან დედამიწაზე!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მანჩო,მეც ვეთანხმები ლეონარდოს,ძალიან ბევრი ლამაზი ლექსი წავიკითხე აქ და ძალიან მოხარული ვარ მართლა! უმშვენიერესი ლექსები გაქვს! შენც წარმატებებს გისურვებ! =love= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემი ზღაპარი

მინდა,რომ ვიყო ზღაპრის გმირი,
თეთრი ფერია,
მინდა ვიცოდე,რომ ეს ზეცა მარტო ჩემია!_
იქ ცისარტყელის შვიდი სხივი,
შვიდი ფერია,
სად ოცნებობენ და ახდენას
გულით ელიან.
ვიძირებოდე სიყვარულის
ქრიზანთელებში
და თეთრი კაბით ვეშვებოდე
ცის ფანტელებში,
მსურს დავფრინავდე ჭრელ პეპლებთან
ლამაზ ბაღებში
და ტრფობით სავსე ვიხვეოდე
გრძნობის ბადეში...
მინდვრის ყვავილებს
იადონად ვევლინებოდე
და მინდა ქარებს ტკბილ სურნელად
ვეფინებოდე,
მზის დამწველ სხივებს
კოცნა-კოცნით ვეკიდებოდე
და მთვარე ღამით სიყვარულში
მეფიცებოდეს!
მინდა მთას,ყანას,ველს და მინდორს
ცვარად ვნამავდე,
სადღაც სივრცეში
სიყვარულის ტილოს ვხატავდე...
და გაზაფხულზე ყვავილების აფეთქებისას
მსურს მეტიჩარა კვირტებს კაბებს
რომ ვუქარგავდე!..
მინდა,რომ ვიყო ზღაპრის გმირი,_
თეთრი ფერია,
გადავიფრინო, რაც კი ქვეყნად
ლურჯი მთებია
და ამ ზღაპარში ყველაფერი,
რაც კი ჭრელია,
მჯეროდეს,რომ ის მართლა მხოლოდ,
მხოლოდ ჩემია!..

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
კარამელკა. სჰენ გენაცვალე. ეს რა ლეკსებს .ცერ ხვალ კველას დავბეჯდავ .გკოცნი გოგოცუნა. სად იკავი აკამდე. დაცერე კიდევ. ვკიტხულობტ კველა და გეფერებიტ. ხედავ ?ცჰემი ინტუიცია?. როგორ ;მოგილოცე კარენოი რომ გახდი??????? მასჰინ ხომ არ გიცნობდი. მე კველას არ ვულოცავ ასე. კარგად იკავი დ ასულ ცინსვლას გისურვებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხალხო! გამოყარეთ მწერალთა კავშირიდან ის თეთრი ლექსების დამწერი ძალად პოეტები აი თაობა,რომლებსაც პოეტური რითმის ,წყობის,აზრის გადმოცემის უნარი აქვთ.ნათელ მწვანე გზას გისურვებთ ჩემო ლამაზო, ჭკვიანო ქართველებო, იმრავლოს თქვენისთანა ახალგაზრდობამ სულ წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების გზაზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
lia wrote:
ციტატა:
კარამელკა. სჰენ გენაცვალე. ეს რა ლეკსებს .ცერ ხვალ კველას დავბეჯდავ .გკოცნი გოგოცუნა. სად იკავი აკამდე. დაცერე კიდევ. ვკიტხულობტ კველა და გეფერებიტ. ხედავ ?ცჰემი ინტუიცია?. როგორ ;მოგილოცე კარენოი რომ გახდი??????? მასჰინ ხომ არ გიცნობდი. მე კველას არ ვულოცავ ასე. კარგად იკავი დ ასულ ცინსვლას გისურვებ.

უღრმესი მადლობა ლია გენაცვალე! აი ესეთი სითბო და სიყვარული მაწერინებს ლექსებს!.. გკოვნი ბევრს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ხალხო! გამოყარეთ მწერალთა კავშირიდან ის თეთრი ლექსების დამწერი ძალად პოეტები აი თაობა,რომლებსაც პოეტური რითმის ,წყობის,აზრის გადმოცემის უნარი აქვთ.ნათელ მწვანე გზას გისურვებთ ჩემო ლამაზო, ჭკვიანო ქართველებო, იმრავლოს თქვენისთანა ახალგაზრდობამ სულ წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების გზაზე

უდიდესი მადლობა ანა_თეკლა! ღმერთი გფარავდეთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
საქართველო

არა,საქართველო სულ სხვა მხარე არის,
არა,საქართველოს სხვა ვინ შეედრება?!
ჩემი სიხარული მხოლოდ იქით არის,
ჩემი სიყვარულიც იქით მელოდება!
ჩემი ეზო,სახლი...ჩემი მინდორ-ველი,
მამის თბილი გული,დედის ნაზი ხელი...
იცი,საქართველოვ როგორ მენატრები?_
ღამით სიზმრებში ხარ,დღისით მელანდები!
აქაც ლამაზია თითქმის ყველაფერი_
ლურჯი ოკეანე,მწვანე მთა და ველი...
დილით მზის ამოსვლა,ღამით ვარსკვლავები,
წითლად მოელვარე ციცინათელები;
ყველას სიყვარული აქაც უხვადა მაქვს,
ბევრი მეგობარი აქაც შევიძინე,
მაგრამ შენი სითბო მაინც გულით დამაქვს_
ჩემთან შენ იღვიძებ,ჩემთან შენ იძინებ!
მართლაც ლამაზია აქაც არე-მარე,
მართლაც უჩვეულო ნიავს ვეფერები,
შენთან ნაზი კოცნა მე ქარს დავაბარე,
მინდა იცოდე ,რომ ვეღარ შეგელევი!
ჩემო პაწაწინავ,ჩემო ერთო ციდავ
შენი შვილი ვარ და შენი კალთა მინდა!
ნეტავ რომ იცოდე ,როგორ მენატრები,
ფრთებსაც შეისხამ და ჩემთან მოფრინდები!..
ჩემი საქართველო მზის ქვეყანა არის,
ჩემს ტკბილ საქართველოს ვერვინ შეედრება!
ჩემი სიხარული მხოლოდ იქით არის,
ჩემი ოცნებებიც იქით მელოდება!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ეულ სიზმრებში შემოპარულ
ოცნებებს ვებრძვი,
ფარულ სიგიჟეს ისევ ფრთხილად
ვეპოტინები,
ლაჟვარდ გრძნობებში სანთელივით
ეს სულიც მეწვის
და მონატრებას მოთმინებით
ვემორჩილები!..
გარეულ ტკივილს შიგნით ვიხმობ,
შიგნით ვერთვები,
გადარჩეული ფიქრებიდან
მხოლოდ შენ გხედავ,
იმ გადაშლილი ჰორიზონტის
მზის სხივთან მხვდები,
შენამდე მოსვლას,როგორც ღმერთთან
უშიშრად ვბედავ!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს საკარტველოს ასეტი სიკვარულის და მონატრებისტვის ;სჰენტვის ეს ვარდი. მეტი არაფერი სჰემიზლიააააააააა გენაცვალეეეეეეეეეე=ko= http://up.pixgeo.com/out.php/i5011_cid0 ... rabaki.gif
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი