|
საქართველო
არა,საქართველო სულ სხვა მხარე არის, არა,საქართველოს სხვა ვინ შეედრება?! ჩემი სიხარული მხოლოდ იქით არის, ჩემი სიყვარულიც იქით მელოდება! ჩემი ეზო,სახლი...ჩემი მინდორ-ველი, მამის თბილი გული,დედის ნაზი ხელი... იცი,საქართველოვ როგორ მენატრები?_ ღამით სიზმრებში ხარ,დღისით მელანდები! აქაც ლამაზია თითქმის ყველაფერი_ ლურჯი ოკეანე,მწვანე მთა და ველი... დილით მზის ამოსვლა,ღამით ვარსკვლავები, წითლად მოელვარე ციცინათელები; ყველას სიყვარული აქაც უხვადა მაქვს, ბევრი მეგობარი აქაც შევიძინე, მაგრამ შენი სითბო მაინც გულით დამაქვს_ ჩემთან შენ იღვიძებ,ჩემთან შენ იძინებ! მართლაც ლამაზია აქაც არე-მარე, მართლაც უჩვეულო ნიავს ვეფერები, შენთან ნაზი კოცნა მე ქარს დავაბარე, მინდა იცოდე ,რომ ვეღარ შეგელევი! ჩემო პაწაწინავ,ჩემო ერთო ციდავ შენი შვილი ვარ და შენი კალთა მინდა! ნეტავ რომ იცოდე ,როგორ მენატრები, ფრთებსაც შეისხამ და ჩემთან მოფრინდები!.. ჩემი საქართველო მზის ქვეყანა არის, ჩემს ტკბილ საქართველოს ვერვინ შეედრება! ჩემი სიხარული მხოლოდ იქით არის, ჩემი ოცნებებიც იქით მელოდება!
ხატია ფაცია
|