შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ვგმობ მე ჩემ სიბრიყვეს და ვეთამაშები ძუძუს, ვით მელა ქათმებს საქათმეში,ხმმმმმმმმ.. რა დროს სიცივეა როცა მცხელა მე ფეხებზე, და საერთოდ ფეხებზე მკიდია მე ყველაფერი.
დამანახეთ დამანახეთ დამანახეთ დამანახეთ! ალბათ გაიფიქრებთ კი მაგარ რა დაგანახოოო? რა და შენი ძუძუ დამანახე რომ ვებრდღვნა როგორც პირუტყვი და უნახავი !
დაადუღეთ სვარკით ჟეჟტი და გადაწვით, ავტო ფარეხი, რომ იტიროს მისმა პატრონმა და გაგიჯდეს სამუდამოდ! უუუუჰ ხელი ხელს ფეხი ფეხს ძუძუ ძუძუს ხალხო!!
თვალის უპეში ჩაწოლილო ცრემლის ღრუბელო, ერთი სიტყვაც და გადმოსკდება ცოდვის ნაყოფი, მოვაფრინდები ამორძალი ულაყს უბელოს და წავაჩოქებ შენს ფაცხასთან ოფლით გაპოხილს.
გადააფითრებს შიშისაგან მძინარ ლელიანს ლაგამნაღეჭი ბედაურის ცისფერი ჩრდილი, შენ შემადარებ სიყვარულის ლამაზ ფერიას და გაგორდება სოხანეზე სადაფის ღილი.
გაფიცხდებიან ბაგეები ალერსის თქეშში, დათვრება გრძნობა სურვილით და წითელი ღვინით და შუაღამის მოსვენებით გარინდულ ტყეში მე მოგეცემი ჩემებური ქალური ჟინით.
მანანა ფრუიძის კიდევ ერთი მარგალიტი. მანჩო, შენი პოეზია საოცარი სიღრმეებითა და გრძნობების სიმძაფრით გამოირჩევა.რა ლამაზად წერ, მქუხარე აპლოდისმენტები შენ!
საერთოდ ბუნებით ოპტიმისტი ვარ,მაგრამ ეს ლექსი რატომმღაც პესიმისტური ხასიათისაა! ალბათ ჩემი ეხლანდელი მდგომარეობის ბრალია! რაც არის არის,აბა ნახეთ!
გზამშვიდობისა ტანჯულო სულო, გვემულო ფეთქვავ გულის სიღრმეში, გადათელილო ფიქრთა წიაღო და გათელილო შავ სიბნელეში! ვემშვიდობები ჩემს ყველა ნატვრას, ოდესღაც გულით რომ მინატრია!.. ჩემს ყველა სიტყვას წარსულში ნათქვამს წმინდა ცრემლებით რომ მინათლია! ჩემს მოგონებებს ნისლებად დაცრილს დავემშვიდობო მინდა ხელახლა, ჩემს ყველა მიზანს სამიზნეს აცდილს,_ რომ შეჩერდა და არასდროს ახდა... იმ გულისცემას ყურს რომ ვუგდებდი, იმ ფუნჯებს გზებზე მზეს რომ ხატავდა, ყველას ვისაც კი მუდამ ვუგებდი, ბოლოჯერ ვუგებ მორჩა.. დამთავრდა! გემშვიდობები დაღლილო სულო, ამდენ ხანს გზაზე რომ ითარეშე, გემშვიდობები სიცოცხლის მუზავ აწ მარტოდ ივლი შენს ჩემს გარეშე! გზამშვიდობისა დაჭრილო მზერავ და ბოლო სუნთქვავ სულში ჩაღვრილო, კერასთან ჩუმად მძინარე დარდო და გლოვის წვიმად ცრემლო დაღვრილო!
ქარტეხილებში მუზა აფეთქდა, გრძნობის მორევში აიმღვრა სევდა, ისევ მომინდა,რომ შენთვის მეთქვა, რაც კი ამდენ ხანს ნაღველად მსდევდა. ისევ სიჩუმე...ფერები მკრთალი და ნიაღვრებად აშლილი აფრა... შორს ავარდნილი გრძნობების ალი ჰაერში ისე უეცრად გაქრა! ჩემი ლექსების ნუსხა მომკრთალო- დაღლილი მუზით რომ დაწერილა, მივხვდი,რომ ყველა ჩემი ოცნება სადღაც ჩრდილებთან შორს გაფრენილა. და უკვე მუზაც ამაო გახდა... და შევუბერე სურვილებს სული, იმედი გულში რომ მქონდა გაქრა, შემომრჩა მხოლოდ ცრემლი წარსულის!
კალატოზებო შემოაგეთ ჩემს გულს ლოდები! ფეთქავს უსაზღვროდ...უნუგეშოდ...გაქცევას ლამობს, ისევ და ისევ რად მევსება სული გოდებით?!_ მგონი ორივე განმშორდება ამ ჩუმ საღამოს! კალატოზებო გევედრებით,მოზიდეთ ძალა, შემომეშველეთ!_მარტოდ ვრჩები,მარტოდ,უმზეოდ... დარდი და სევდა უნებართვოდ კვლავ მომეძალა, სულიც მშორდება,გულიც გარბის,ვრჩები უმწეოდ. რბიან სიზმრებად და დღეები ეყრება წარსულს, უცხო მხარეში მიილევა ეს გულისფეთქვა, ვიცი,ვერავინ დამიბრუნებს აწი გარდასულს, არ დაბრუნდება არც ის სიტყვა,რაც მაშინ ითქვა! ქვაფენილებზე გადაირბენს ეს სულიც ჩუმად, ვით ჯოჯო ღამის დაენთხევა კლდის მაღალ სვეტზე, კალატოზებო,შემოსძახეთ კვლავ თქვენებურად და შემომაწყვეთ ეგ ლოდები გარშემო მხრებზე!
მე მალე მოვალ,ძალიან მალე... მოვალ,რომ კოცნით გახარო მოსვლა, რომ ზღვის ნაპირებს მოვსტაცოთ ტალღა, ერთად შევხედოთ კვლავ მზის ამოსვლას! ერთად მოვხატოთ განთიადის მზე და მოვაღწიოთ სიყვარულის ტბას, მოვალ,რომ თრთოლვით შეგახო ხელი და ავამღერო შენი ტკბილი ხმაც!.. მე მოვალ შენი ნატვრით დაღლილი, რომ შენს მკლავებში ვიპოვო შვება, ქვეყნად სიკვდილიც რომ დამემუქროს შენს გარდა მიანც არვის ვსთხოვ შველას... და როცა მოვალ უკვე დაღლილი ერთად ჩავივლით წვიმიან ქუჩებს, მოვალ,რომ ისევ თვალი შევავლო შენს ნუშის თვალებს,ალუბლის ტუჩებს. გჯეროდეს მოვალ,იწამე ნათლად!_ ისევ და ისევ ერთად ვიქნებით, დავიღვენთები ხატის წინ სანთლად შენზე ლოცვით და შენზე ფიქრებით! მე მალე მოვალ!.. ძალიან მალე, მოვალ,რომ კოცნით გახარო მოსვლა, რომ კვლავ ავენთო გრძნობის კელაპტრად და ისევ შენთვის მოვუხმო ლოცვას!
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს, მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.
უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს, წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.
მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს, დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.
სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს, სული არეული ნისლად დაედება თბილისს, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს, მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის, შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს, მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.