↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Dec 2007
Posts90
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვგმობ მე ჩემ სიბრიყვეს და ვეთამაშები ძუძუს,
ვით მელა ქათმებს საქათმეში,ხმმმმმმმმ..
რა დროს სიცივეა როცა მცხელა მე ფეხებზე,
და საერთოდ ფეხებზე მკიდია მე ყველაფერი.

დამანახეთ დამანახეთ დამანახეთ დამანახეთ!
ალბათ გაიფიქრებთ კი მაგარ რა დაგანახოოო?
რა და შენი ძუძუ დამანახე რომ ვებრდღვნა
როგორც პირუტყვი და უნახავი !

დაადუღეთ სვარკით ჟეჟტი და გადაწვით,
ავტო ფარეხი, რომ იტიროს მისმა პატრონმა
და გაგიჯდეს სამუდამოდ! უუუუჰ ხელი ხელს
ფეხი ფეხს ძუძუ ძუძუს ხალხო!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Dec 2006
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *

თვალის უპეში ჩაწოლილო ცრემლის ღრუბელო,
ერთი სიტყვაც და გადმოსკდება ცოდვის ნაყოფი,
მოვაფრინდები ამორძალი ულაყს უბელოს
და წავაჩოქებ შენს ფაცხასთან ოფლით გაპოხილს.

გადააფითრებს შიშისაგან მძინარ ლელიანს
ლაგამნაღეჭი ბედაურის ცისფერი ჩრდილი,
შენ შემადარებ სიყვარულის ლამაზ ფერიას
და გაგორდება სოხანეზე სადაფის ღილი.

გაფიცხდებიან ბაგეები ალერსის თქეშში,
დათვრება გრძნობა სურვილით და წითელი ღვინით
და შუაღამის მოსვენებით გარინდულ ტყეში
მე მოგეცემი ჩემებური ქალური ჟინით.

თვალის უპეში ჩაწოლილო ცრემლის ღრუბელო,
ამიტირდები განშორების სევდიან კართან,
მოვაფრინდები ამორძალი ულაყს უბელოს,
გამოქცეული განთიადზე არტახებს მკლავთა.

მანანა ფრუიძე

მანანა ფრუიძის კიდევ ერთი მარგალიტი.
მანჩო, შენი პოეზია საოცარი სიღრმეებითა და გრძნობების სიმძაფრით გამოირჩევა.რა ლამაზად წერ, მქუხარე აპლოდისმენტები შენ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
საერთოდ ბუნებით ოპტიმისტი ვარ,მაგრამ ეს ლექსი რატომმღაც პესიმისტური ხასიათისაა! ალბათ ჩემი ეხლანდელი მდგომარეობის ბრალია! რაც არის არის,აბა ნახეთ!

გზამშვიდობისა ტანჯულო სულო,
გვემულო ფეთქვავ გულის სიღრმეში,
გადათელილო ფიქრთა წიაღო
და გათელილო შავ სიბნელეში!
ვემშვიდობები ჩემს ყველა ნატვრას,
ოდესღაც გულით რომ მინატრია!..
ჩემს ყველა სიტყვას წარსულში ნათქვამს
წმინდა ცრემლებით რომ მინათლია!
ჩემს მოგონებებს ნისლებად დაცრილს
დავემშვიდობო მინდა ხელახლა,
ჩემს ყველა მიზანს სამიზნეს აცდილს,_
რომ შეჩერდა და არასდროს ახდა...
იმ გულისცემას ყურს რომ ვუგდებდი,
იმ ფუნჯებს გზებზე მზეს რომ ხატავდა,
ყველას ვისაც კი მუდამ ვუგებდი,
ბოლოჯერ ვუგებ მორჩა.. დამთავრდა!
გემშვიდობები დაღლილო სულო,
ამდენ ხანს გზაზე რომ ითარეშე,
გემშვიდობები სიცოცხლის მუზავ
აწ მარტოდ ივლი შენს ჩემს გარეშე!
გზამშვიდობისა დაჭრილო მზერავ
და ბოლო სუნთქვავ სულში ჩაღვრილო,
კერასთან ჩუმად მძინარე დარდო
და გლოვის წვიმად ცრემლო დაღვრილო!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ფიფქები

ნუ ეხებით ფიფქებს ხელით,
ნუ ეხებით!_
თორემ უმალ ცივ ხელებში ჩაგიკვდებათ...
ნუღარ კოცნით ფიფქებს ბაგით,
ნუღარ კოცნით!_
თორემ წამსვე თბილ ბაგეზე დაგიდნებათ...
ფიფქებს ასე მონდომებით ნუღარ აფრთხობთ
და მხრებიდან უმოწყალოდ ნუ ჩამოგაგვთ!
თორემ გული, დამიჯერეთ მათაც უძგერთ,
შეიძლება გულში დარდი ფიფქებსაც აქვთ!
თუ სახეზე დაგეფინათ ცის ფანტელი,
პაწაწინა,თავნება და უსუსური,
არ შეეხოთ!..არ შეეხოთ ფანტელს ხელით,
კვლავ გაუშვით,შეუბერეთ უმალ სული!
ღმერთო ჩემო! ნუღარ ადგამთ თოვლში ფეხებს,
თორემ ფეხქვეშ გათელილი გაგიქრებათ!
ნუ ეხებით ფიფქებს ხელით,
ნუ ეხებით!_
თორემ წკაპ და...ხელის გულზე დაგიდნებათ!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ქარტეხილებში მუზა აფეთქდა,
გრძნობის მორევში აიმღვრა სევდა,
ისევ მომინდა,რომ შენთვის მეთქვა,
რაც კი ამდენ ხანს ნაღველად მსდევდა.
ისევ სიჩუმე...ფერები მკრთალი
და ნიაღვრებად აშლილი აფრა...
შორს ავარდნილი გრძნობების ალი
ჰაერში ისე უეცრად გაქრა!
ჩემი ლექსების ნუსხა მომკრთალო-
დაღლილი მუზით რომ დაწერილა,
მივხვდი,რომ ყველა ჩემი ოცნება
სადღაც ჩრდილებთან შორს გაფრენილა.
და უკვე მუზაც ამაო გახდა...
და შევუბერე სურვილებს სული,
იმედი გულში რომ მქონდა გაქრა,
შემომრჩა მხოლოდ ცრემლი წარსულის!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
კალატოზებო

კალატოზებო შემოაგეთ ჩემს გულს ლოდები!
ფეთქავს უსაზღვროდ...უნუგეშოდ...გაქცევას ლამობს,
ისევ და ისევ რად მევსება სული გოდებით?!_
მგონი ორივე განმშორდება ამ ჩუმ საღამოს!
კალატოზებო გევედრებით,მოზიდეთ ძალა,
შემომეშველეთ!_მარტოდ ვრჩები,მარტოდ,უმზეოდ...
დარდი და სევდა უნებართვოდ კვლავ მომეძალა,
სულიც მშორდება,გულიც გარბის,ვრჩები უმწეოდ.
რბიან სიზმრებად და დღეები ეყრება წარსულს,
უცხო მხარეში მიილევა ეს გულისფეთქვა,
ვიცი,ვერავინ დამიბრუნებს აწი გარდასულს,
არ დაბრუნდება არც ის სიტყვა,რაც მაშინ ითქვა!
ქვაფენილებზე გადაირბენს ეს სულიც ჩუმად,
ვით ჯოჯო ღამის დაენთხევა კლდის მაღალ სვეტზე,
კალატოზებო,შემოსძახეთ კვლავ თქვენებურად
და შემომაწყვეთ ეგ ლოდები გარშემო მხრებზე!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე მალე მოვალ!

მე მალე მოვალ,ძალიან მალე...
მოვალ,რომ კოცნით გახარო მოსვლა,
რომ ზღვის ნაპირებს მოვსტაცოთ ტალღა,
ერთად შევხედოთ კვლავ მზის ამოსვლას!
ერთად მოვხატოთ განთიადის მზე
და მოვაღწიოთ სიყვარულის ტბას,
მოვალ,რომ თრთოლვით შეგახო ხელი
და ავამღერო შენი ტკბილი ხმაც!..
მე მოვალ შენი ნატვრით დაღლილი,
რომ შენს მკლავებში ვიპოვო შვება,
ქვეყნად სიკვდილიც რომ დამემუქროს
შენს გარდა მიანც არვის ვსთხოვ შველას...
და როცა მოვალ უკვე დაღლილი
ერთად ჩავივლით წვიმიან ქუჩებს,
მოვალ,რომ ისევ თვალი შევავლო
შენს ნუშის თვალებს,ალუბლის ტუჩებს.
გჯეროდეს მოვალ,იწამე ნათლად!_
ისევ და ისევ ერთად ვიქნებით,
დავიღვენთები ხატის წინ სანთლად
შენზე ლოცვით და შენზე ფიქრებით!
მე მალე მოვალ!.. ძალიან მალე,
მოვალ,რომ კოცნით გახარო მოსვლა,
რომ კვლავ ავენთო გრძნობის კელაპტრად
და ისევ შენთვის მოვუხმო ლოცვას!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ამათ იმიტომ ვწერ,რომ 14-ისთვის და იმ დღეებში არა მგონია მეცალოს სამწუხაროდ:(:(:(
მიყვარხაააააააააააააააააააააართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ კარამელკა. კარგი ლექსებია და გულმხურვალედ ვუცდი შენი ლექსების ოცტომეულის დაბეჭვდას... მე მგონი 20 ტომი დაიტევს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხატი კარმა ჩემგან გკოცნი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ხატი კარმა ჩემგან გკოცნი

მადლობა საყვარელო! მიყვარხარ! =love= =love= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ყოჩაღ კარამელკა. კარგი ლექსებია და გულმხურვალედ ვუცდი შენი ლექსების ოცტომეულის დაბეჭვდას... მე მგონი 20 ტომი დაიტევს:)

ეხლა უკვე მგონია ,რომ დამცინი=tavfx= =tavfx= =ko= =ko= :huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.

მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.

სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

მანანა ფრუიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მაგარი ხარ მაააააანჩ!!!! კარმა პლიუსით ჩემგან! =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
მადლობთ საყვარელო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი