↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ეს სოფლები:ეს ლიქოკი ,ეს არხოტი,
ცარიელ ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,ეს სამოთხე ეს წალკოტი
სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს.
შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ყეფს, ძაღლი არ ყეფს ბარისახოს,
ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფელი,
ვაიტუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს.
ეს სხიერი,ეს ლიქოკი ,ეს არხოტი
არ ჩააქრო,არ ჩააქრო, გაფიცებდი,
არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი!-
დაიხსომე ასი წლის წინ გეძახოდი,
დაიხსომე განჯღრევდი და გაღვიძებდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
სანთლები

მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული,

ხატის წინ დამხობილს ცრემლი დამდენია.

ეხლა ეს ცრემლები სანთლად ანთებული

სულ ყველა ხატის წინ ხედავ რამდენია?!

ჩემი სანთლებია ასე მწუხარებით,

ასე მოწიწებით ჩუმად რომ იწვიან,

ჩუმად რომ ლოცულობენ პატარა სანთლები

ჩუმად ლოცულობენ ის კი არ იციან,

რომ ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული.

მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია

და ყველა ხატის წინ ასე დანთებული

შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია.

ნეტავ შემისმინოს ღმერთმა ეს ვედრება

და თუ კი შემისმენს და თუ კი არ გამწირავს ,

რაც კი ქვეყანაზე წმინდა სანთლებია

სულ ყველას დავანთებ შენდა შესაწირად!!!

სიზმარი

სიზმარში გნახე ქალაუ,

რა საოცრება ხდებოდა,

ორი მზისფერი ნაწნავი

ლერწმის მკლავებსა სწვდებოდა.

ავდექ და ჩუმად გაკოცე

ვინძლო არ გაგღვიძებოდა,

მე თავად გამომეღვიძა

ნანატრი სიზმრად მრჩებოდა...

:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
:side: *qeta* wrote:
ციტატა:
სანთლები

მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული,

ხატის წინ დამხობილს ცრემლი დამდენია.

ეხლა ეს ცრემლები სანთლად ანთებული

სულ ყველა ხატის წინ ხედავ რამდენია?!

ჩემი სანთლებია ასე მწუხარებით,

ასე მოწიწებით ჩუმად რომ იწვიან,

ჩუმად რომ ლოცულობენ პატარა სანთლები

ჩუმად ლოცულობენ ის კი არ იციან,

რომ ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული.

მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია

და ყველა ხატის წინ ასე დანთებული

შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია.

ნეტავ შემისმინოს ღმერთმა ეს ვედრება

და თუ კი შემისმენს და თუ კი არ გამწირავს ,

რაც კი ქვეყანაზე წმინდა სანთლებია

სულ ყველას დავანთებ შენდა შესაწირად!!!

სიზმარი

სიზმარში გნახე ქალაუ,

რა საოცრება ხდებოდა,

ორი მზისფერი ნაწნავი

ლერწმის მკლავებსა სწვდებოდა.

ავდექ და ჩუმად გაკოცე

ვინძლო არ გაგღვიძებოდა,

მე თავად გამომეღვიძა

ნანატრი სიზმრად მრჩებოდა...

გენაცვალე ქეტა გოგოცუნა :side: .ამ სიმგერის მოგონებისტვის.=ko= მე გმერტს სჰევავედრე სჰენი სიკვარული.სიმგერიტ მინდა.=tavfx= მკონდა და ცამესჰალა .გკოცნი ბევბრსსსსსსსსსსსსსსს.=ko= =ko= =ko= =lol=
:)
:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
lia wrote:
ციტატა:
*qeta* wrote:
ციტატა:
სანთლები

მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული,

ხატის წინ დამხობილს ცრემლი დამდენია.

ეხლა ეს ცრემლები სანთლად ანთებული

სულ ყველა ხატის წინ ხედავ რამდენია?!

ჩემი სანთლებია ასე მწუხარებით,

ასე მოწიწებით ჩუმად რომ იწვიან,

ჩუმად რომ ლოცულობენ პატარა სანთლები

ჩუმად ლოცულობენ ის კი არ იციან,

რომ ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული.

მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია

და ყველა ხატის წინ ასე დანთებული

შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია.

ნეტავ შემისმინოს ღმერთმა ეს ვედრება

და თუ კი შემისმენს და თუ კი არ გამწირავს ,

რაც კი ქვეყანაზე წმინდა სანთლებია

სულ ყველას დავანთებ შენდა შესაწირად!!!

გენაცვალე ქეტა გოგოცუნა :side: .ამ სიმგერის მოგონებისტვის.=ko= მე გმერტს სჰევავედრე სჰენი სიკვარული.სიმგერიტ მინდა.=tavfx= მკონდა და ცამესჰალა .გკოცნი ბევბრსსსსსსსსსსსსსსს.=ko= =ko= =ko= =lol=
:) :side:

აი აქედან გადმოწერთ...:)
http://bin.ge/file/98231/Chumat-Loculoben-Patara-Santlebi--By-RaaRi-com---Patriota-.mp3.html

=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე მიყვარხარ,უსაყვარლესო,
ო,შემინდე ეს სიყვარული,
გზააბნეული ფრინველივით გამომიწყვდიე,
როცა შეირხა ჩემი გული,
საბურველი ჩამოეცალა და გაშიშვლდა,
გადაახურე მას სიბრალული,უსაყვარლესო
და შემინდე ეს სიყვარული.
და თუ ვერასდროს შემიყვარებ
მომიტევე ტკივილი ჩემი,უსაყვარლესო
და შორიდან ალმაცერად ნუ შემომხედავ,
მე ჩემს კუთხეში დავბრუნდები
და იქ ჩუმად ბნელში დავჯდები.
ორივე ხელით ჩემს გაშიშვლებულ სირცხვილს დავმალავ,
პირი იბრუნე ძვირფასო ჩემგან
და მომიტევე ტკივილი ჩემი.
თუ გეყვარები,უსაყვარლესო
მომიტევე ეს სიხარული
და როცა ჩემს გულს შორს წაიღებს
მძლავრი ტალღა ბედნიერების,
ნუ დასცინებ ჩემს უცნაურ განმარტოებას.
როს აღვიმართვი სამეფო ტახტზე
და სიყვარულის ძამლოსილებით შენზე ვიმეფებ,
როს ღმერთქალივით გიძღვნი წყალობა,ს
შეეგუე ჩემს სიამაყეს,უსაყვარლესო
და მომიტევე ეს სიხარული.
მე მიყვარხარ,უსაყვარლესო,
ო,შემინდე ეს სიყვარული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება.
შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.
სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე,
ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე.
სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.
სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები.
სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი.
სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია.
სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა.
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა? :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Nov 2007
Posts242
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
რა უფეროა უშენო დღე
და რა წყეული უშენო ღამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას,
როგორ ვიტკიებ უშენო წამებს,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი,
როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ სულ მალე,
დაგავიწყდები, მითხარი რამე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ცოდვილ მიწაზე
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.
რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!
გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული..........."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
პუშკინი

Я вас любил: любовь еще, быть может,
В душе моей угасла не совсем;
Но пусть она вас больше не тревожит;
Я не хочу печалить вас ничем.

Я вас любил безмолвно, безнадежно,
То робостью, то ревностью томим;
Я вас любил так искренно, так нежно,
Как дай вам Бог любимой быть другим.

I loved you and this love by chance,
Inside my soul has never fully vanished;
No longer shall it ever make you tense;
I wouldn't want to sadden you with anguish.

I loved you speechlessly and wildly,
By modesty and jealousy was stressed;
I loved you so sincerely, so mildly,
As, God permit, you may be loved by someone else.

ორივე ენაზე ლამაზად ჟღერს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
პუშკინი

Я вас любил: любовь еще, быть может,
В душе моей угасла не совсем;
Но пусть она вас больше не тревожит;
Я не хочу печалить вас ничем.

Я вас любил безмолвно, безнадежно,
То робостью, то ревностью томим;
Я вас любил так искренно, так нежно,
Как дай вам Бог любимой быть другим.

I loved you and this love by chance,
Inside my soul has never fully vanished;
No longer shall it ever make you tense;
I wouldn't want to sadden you with anguish.

I loved you speechlessly and wildly,
By modesty and jealousy was stressed;
I loved you so sincerely, so mildly,
As, God permit, you may be loved by someone else.

ორივე ენაზე ლამაზად ჟღერს!
მახსიმას =ko= გენაცველეეეეეეე ცჰემი. უსაკვარლესი სიმგერის მოგონებისატვის.=tavfx= :side: აგარ; მინდა მოგონებაააა=tavfx= რეალობა მინდაააააააა=tavfx= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ,უხმოდ,უთქელად,
ხან მოკრძალებით,ხანაც იჭვით ვიყავ სნეული,
მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად,ისე გულწრფელად,
რომ ღმერთმა მოგცეთ ასეთივე სხვა სიყვარული.

სამწუხაროდ მეტი არ მახსოვს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
მე მომიგონე გთხოვ მხოლოდ მაშინ,
როცა საფლავში ღრმად მეძინება
და ჩემს საფლავზე ყვავილის ნაცვლად
მწვანე ბალახი აბიბინდება.
ყაყაჩოებით მოდი შენ ჩემთან
სხვა ყვავილები ჩემთვის ავია
მიყვარს ყაყაჩო რომ მისი გული
ჩემი გულივით მუდამ შავია.
ყველას ვგონივარ მშვიდი, უდარდო
ეჰ, ბედნიერო მეძახის ყველა
მაგრამ ვინ იცის, რომ მე უბედურს
ყველაზე მეტად მჭირდება შველა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ქალის ეპოქა
უშნოდ ლამაზია ეს ქალი,
ადამიანისფერ თვალებით,
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი
სახე აქვს დაღლილი ფერებით.

მზეზე სახრჩობელა კიდია,
სხივებმა ატმები დახოცეს,
ეს ქალი სამყაროს კიდეა,
ჰორიზონტზე რომ აკოცეს.

სული აქვს აპრილზე მუზადი,
მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,
ტანი აქვს თლილი და უზადო,
ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.

ოთახი საღამოს ემდურის ,
გაყინულ ცოლივით მთავრეა,
არ იყო ის ქალი ერთგული
და ახლა ვნებების ქარია.

სევდისგან ეცვლება ნაკვთები
ამ ღმერთის საცოლე პითიას,
ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები,
ეს ქალი ცოცხალი მითია.

იები ამ ქალის სულს ზრდიან,
მგონია,ეს ქალი თამარს შობს,
ეპოქა ქალივით სუსტია
და კაცის ნერვებზე თამაშობს.

გიორგი ზანგური

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი