სანთლები
მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული,
ხატის წინ დამხობილს ცრემლი დამდენია.
ეხლა ეს ცრემლები სანთლად ანთებული
სულ ყველა ხატის წინ ხედავ რამდენია?!
ჩემი სანთლებია ასე მწუხარებით,
ასე მოწიწებით ჩუმად რომ იწვიან,
ჩუმად რომ ლოცულობენ პატარა სანთლები
ჩუმად ლოცულობენ ის კი არ იციან,
რომ ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული.
მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია
და ყველა ხატის წინ ასე დანთებული
შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია.
ნეტავ შემისმინოს ღმერთმა ეს ვედრება
და თუ კი შემისმენს და თუ კი არ გამწირავს ,
რაც კი ქვეყანაზე წმინდა სანთლებია
სულ ყველას დავანთებ შენდა შესაწირად!!!
სიზმარი
სიზმარში გნახე ქალაუ,
რა საოცრება ხდებოდა,
ორი მზისფერი ნაწნავი
ლერწმის მკლავებსა სწვდებოდა.
ავდექ და ჩუმად გაკოცე
ვინძლო არ გაგღვიძებოდა,
მე თავად გამომეღვიძა
ნანატრი სიზმრად მრჩებოდა...
გენაცვალე ქეტა გოგოცუნა

.ამ სიმგერის მოგონებისტვის.=ko= მე გმერტს სჰევავედრე სჰენი სიკვარული.სიმგერიტ მინდა.=tavfx= მკონდა და ცამესჰალა .გკოცნი ბევბრსსსსსსსსსსსსსსს.=ko=

