|
ჭიქა ხელში Hქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში,მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში.უმთვარო ღამე იყო.გაუვალი,შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ,ყველაფერი გაჩუმდა,ყველაფერი გადაიკარგა. -ფუ,ხომ ვამბობდი,ბოლომდე გემოს არ ჩაგატანინებენ მეთქი,გამოსავალი ერთია,უნდა მიხვიდე ლოგინამდე მშვიდობით და დაიძინო. -ხოდა დავწვეთ საბანი კარგად ამოიკეცა,სიცივეს რომ არ შეეღწია საწოლში და ფშვინვაც მაშინვე ამოუშვა. მე ცოტა ხანი ვიწრიალე,ვიბორიალე ფიქრებში,და ძილმა მაინც თავისი გაიტანა... -ვაიმე,ლია,მართლაც რა ლამაზი ყოფილა აქ საბერძნეთში,არასოდეს ვიფიქრებდი თუ ასე ადვილად მოვიყრიდით თავს ერთად. -გოგოებო ლაპარაკის დრო არ გვაქვს,სადაცაა ნეთოია და გურანდა მოვლენ. -ისე რა კარგად გამოგვივიდა არა,ჰგონიათ ჩამოვლენ მხოლოდ თვითონ ,ის კი არ იციან რომ ყველანი აქ დავხვდებით -ხოდა მოდით,ერთად დავტრიალდეთ,ეს გოჭი და ხაჭაპურები ამ დღისთვის შემოვინახე. -ბავშვები სად არიან?კითხულობს დორადო სანაპიროზე დასეირნობენ ერთად ათინათი,მარი და ქეთი .მანჩოს,ლულუს და ბუბუსუნას ბაიებს დიდი მზრუნველობით დასტრიალებდნენ. -აცადე,რას კითხულობ,მაინც მალე მოარბენინებენ უკან და მაშინ ხომ დაიჯერებთ რომ ნამდვილი აკიმი მყავს,ამბობს მანჩო -ნახეთ ხათითა და ჩე მოვიდნენ ოვაციები ჩვენს ახალ წყვილს ეძღვნება.ხათითამ ყველას სათითაოდ დაგვანახა მარჯვენა ხელზე რგოლის ბეჭედი.ტაშით დავაჯილდოვეთ დესპანელი წყვილი -მოდით,მივუსხდეთ მაგიდას და საცაა ისინიც მოვლენ -ხოდა,მეგობრებო,როგორც ამ სუფრის თამადა,მინდა დასაწყისშივე გაგაფრთხილოთ,აქ პოლიტიკას ადგილი არ ექნება ამბობს ზვიგენი,კეთილად იკრიჭება და აგრძEლებს....მიშას გაუმარჯოოს! -მე მაინც შალიკო მირჩევნია,გადახედა მაიკომ ზვიგენს ყველას გულიანად გაგვეცინა -თამადა მართალია,ვინც სუფრაზე წესრიგს დაარღვევს იძულებული ვიქნები,სიწყნარისკენ მოვუწოდო,გამოიყენა მოდერატორის უფლება ჩემ -ღვინის ჩამოსხმა ჩემზე იყოს,ქვე შენი ჭირიმე,გაიბადრა ფოცხვერი,ეს ის ხვანჭკარაა,ნანანომ,შარლოტამ და ქაშმა უჩვენოდ რომ მიირთვეს,კიდე კარგი ბევრი ვერ მოახერხეს -Qეთა ბოშო,გადადე ეგ წიგნი,მაგის კითხვას მერეც მოესწრები და მოჩოჩდი ახლოს,კარამელკა შენც გეხება -ახლავე ჩემო კარგებო,ერთი ლექსი დავწერე ექსპრომტად და მინდა წაგიკითხოთ,პასუხობს კარამელკა -შემდეგი შეკრება აუცილებლად ამერიკაში გვექნება,იღიმება ანა-თეკლა -არა,აჯობებდა გერმანიაში,ნინიკარასთან ან ჩვენთან საფრანგეთში,გაიპრანჭა თიკა. ლია დაფაცფაცებს სტუმრებს,ლამაზი,წითელი დესპანური შლაპა მოხდენილად დაუფარებია და თან შამპანიურს წრუპავს,მის სიხარულს საზღვარი არ აქვს,ხუმრობა ხომ არ არის,თავი მოგვიYარა ყველას ერთად -პიკასო,კისერი წაიგრძელა სოსოიას რუსმა,მოდი ახლა ჩვენ ამათ გურული კრიმანჭულის მადლი ვაგრძნობინოთ, -მაგნოლიამ ბაზის გადახედა თვალი ჩაუკრა და ყველა სმენად ვიქეცით... ვიღაც მაღვიძებს.თვალი გავახილე,ჩემი ქმარი თავს დამდგომია -რა კმაყოფი სახე გაქვს,გეტყობა კაი სიზმარი ნახე. ....ავდექი და კომპიუტერს მივაშურე.დესპანი ჩავრთე.მთელ გვერდზე დიდი ასოებით განცხადება იყო გაკეთებული: დესპანი არასოდეს გაითიშება.პატივისცემით ლეონარდო და დავინჩი. ეჰ,კაი სიზმარი კაია,ახდენილი კაი სიზმარი მთლად უკეთესი... პ.ს.ლიასთან სტუმრად აქ ჩამოთვლილების გარდა სხვა დესპანელებიც იყვნენ........
|