↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ზვიგენ რა კაი თემა შემოგვთავაზე,ისე რა იცი და ეგება თანამედროვე ო*ჰენრიც კი ვიპოვოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
რათქმაუნდა ნანანო უკვე სამი ნაწარმოები გვაქვს კიდევ დაემატება და ო ჰენრსაც ვიპოვნით და კონსტანტინე ლორთქიფანიძესაც:)
საერთოდ პენ მარათონი ჩემი მოგონილი არაა და ძალიან მომწონს კარგი პროექტია როგორც მათთვის ვინც სწერს ასევე მკითხველისათვის:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე აზარტში ვარ შესული, ხალხი კი პასიურობს.პოეტობაზე მეტი ადვილია, ჰე დაწერეთ რამე.
=zer= =zer= =zer= =zer= =zer=
კარგი გასართობია.თანაც სასიამოვნოცაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
მომეწონა ძალიან პიკასო, მაგარია, დუმბაძეა რა ფაქტიურად სტილით, მალადეც!!!! გურული ხო არ ხარ შენ ცა?????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
გენიოსები ხართ უდაოდ! მეც სიხარულით შემოგიერთდებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ, სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა, ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო. გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა.
---აუფ, რავა ჩაგვიპაჭუნა თვალი ამ ოხერმა და გეიპარა, ისე რაფერ შეგვაჩვიეს ამ ამბავს, სინათლე რო არ ქრება მცხვენია უკვე, ასე მგონია ვაშავებ რამეს---თქვა ივანიჩმა და ვარადუით მიუბრუნდა ამბაკოვიჩს---რა თქვი შენ???
---რა ვთქვი ივანიჩ და მოსაგონარი, ტკბილად რომ გვახსენდება ისეთი, ისემც აგიხდეს ყველაფერი-ვერიჩკაააა, მეიტანე ახლა მაი დედალი აგერ პანაშვიდს რომ უხდი, თუ გამოვიძახო დამკრძალავი ბიურო?!-შეუკეთე შიშა ბუხარს ივანიჩ მორბენალი კადრივით დაგინახო მაინც იქნება და მიაფიცხე მაგი ჭადი ცოტა ცეხლს.
---- მაგენს ჩუუქრეს თვალები, რავარც ჩვენ ჩაგვაბნელეს ამაღამ—დეილოცა ვერიჩკა და სანთელი შემოდგა ტაბლაზე---ცეცხლი დალია შენმა პირმა და ნავთი მიაყოლა კიდო---გააგრძელა ლოცვა
---- რა გინდა ქალო კაძახთან, დალიოს უნდა აბა არ უნდა დალიოს??? თუ კაცი ხარ და მითუმეტეს მასპინძელი უნდა დალიო!!! თუ დეეძინება მერე და გაგიცდება ვნებიანი ღამე ვერიჩკა---კმაყოფილებით ჩაიხითხითა ივანიჩმა და გადახედა მასპინძელს
-----გაგიხმეს მაგი ენა შენ, რა მინდოდა ამ უვარგისთან, გავყოლოდი საკონსერვოს დირექტორს რომ მახევდა კალთას, ლოთი შემჩა ბოლოს ხელში
-----წაი ქალო ეგერ ხე დალოცე, მოსაჭრელია მაინც. მოი ახლა ჩვენს მერცხლებს, ჩვენს ბადიშებს გოუმარჯოს, ჩემს კუდრაჭებს კაი ხანია რომ არ გვინახია, მაგენიზა ვცოცხლობთ ჩვენ და...-სიტყვა ვეღარ დაამთავრა ამბაკოვიჩმა, ისე აუციცმციმდა კურცხალი თვალზე ივანიჩმა აარიდა მზერა და ორი სიტყვით დეილოცა
----შენ თუ იცი მაგი, რომ ერთი კაი დურგალი სამ გლახა ვექილს ჯობია?-განმუხტა სიტუაცია და ცაში აიყვანა მისი პროფესია ივანიჩმა- ხოდა ახლა, აგი ოდა რომ გვახურავს თავზე და არ გვაწვიმს და არ გვათოვს, ამის ამშენებლის ხსოვნა უნდა ითქვას აქანე! რა ჩამოგიყრია კაცო მაგი ყურები მალე ნახავ შენ ვირიშვილებს---ეს თქვა და გადაუშვა ხახაში სამოცდახუთ გრადუსიანი ჭაჭა.
--- ცხოვრებაა ახლა აგი? ბადიშებს რომ ვერ ნახავ ორი წელი??? ივანიჩ, აგერ ა, პატარა ჯანჯუხაა ათი წყვილი და ვაშლის ჩირი, რომ ჩახვალ ხვალ ქალაქში ქი გოუტანე ბაღნებს პირს გეისველებენ და აკოცე შუბლზე ორივეს, მოუკვდეთ მაგათ ბაბუა...
ივანიჩმა უსიტყვოდ მოიგდო ხურჯინი ზურგზე და კრიჭაშეკრული დატოვა ოთახი, რაცხა კი ჩაიბურდღუნა ამ ცხოვრებისო სანამ კარს მოიხურავდა და გევიდა შარაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
დაზავდა გურული თემები :), წამოგვაშველეთ სხვაც.
საღოლ სოსოიას რუსო, ძალიან კარგია. მაგარი ხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ სოსოიას რუსო ძაან კაი იყო აგი მოთხრობა, ხოდა გააგრძელე მასე ძამა!

რამხელა დადებითი მუხტი გადმოდის ყველას მოთხრობიდან. იმედია კიდევ შეემატება მოთხრობები იანვრის ბოლომდე, მერე ხალხი ვინც შემოვა დაწერს ვისი ნაწარმოები მოეწონათ ყველაზე მეტად და იანვრის გამარჯვებული რომ გამოვლინდება შემდეგ ის შემოგვთავაზებს პირველ აბზაცს და იმ აბზაცზე დავწერთ მოთხრობებს თებერვალში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ჭიქა ხელში Hქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში,მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში.უმთვარო ღამე იყო.გაუვალი,შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ,ყველაფერი გაჩუმდა,ყველაფერი გადაიკარგა.
-ფუ,ხომ ვამბობდი,ბოლომდე გემოს არ ჩაგატანინებენ მეთქი,გამოსავალი ერთია,უნდა მიხვიდე ლოგინამდე მშვიდობით და დაიძინო.
-ხოდა დავწვეთ
საბანი კარგად ამოიკეცა,სიცივეს რომ არ შეეღწია საწოლში და ფშვინვაც მაშინვე ამოუშვა.
მე ცოტა ხანი ვიწრიალე,ვიბორიალე ფიქრებში,და ძილმა მაინც თავისი გაიტანა...
-ვაიმე,ლია,მართლაც რა ლამაზი ყოფილა აქ საბერძნეთში,არასოდეს ვიფიქრებდი თუ ასე ადვილად მოვიყრიდით თავს ერთად.
-გოგოებო ლაპარაკის დრო არ გვაქვს,სადაცაა ნეთოია და გურანდა მოვლენ.
-ისე რა კარგად გამოგვივიდა არა,ჰგონიათ ჩამოვლენ მხოლოდ თვითონ ,ის კი არ იციან რომ ყველანი აქ დავხვდებით
-ხოდა მოდით,ერთად დავტრიალდეთ,ეს გოჭი და ხაჭაპურები ამ დღისთვის შემოვინახე.
-ბავშვები სად არიან?კითხულობს დორადო
სანაპიროზე დასეირნობენ ერთად ათინათი,მარი და ქეთი .მანჩოს,ლულუს და ბუბუსუნას ბაიებს დიდი მზრუნველობით დასტრიალებდნენ.
-აცადე,რას კითხულობ,მაინც მალე მოარბენინებენ უკან და მაშინ ხომ დაიჯერებთ რომ ნამდვილი აკიმი მყავს,ამბობს მანჩო
-ნახეთ ხათითა და ჩე მოვიდნენ
ოვაციები ჩვენს ახალ წყვილს ეძღვნება.ხათითამ ყველას სათითაოდ დაგვანახა მარჯვენა ხელზე რგოლის ბეჭედი.ტაშით დავაჯილდოვეთ დესპანელი წყვილი
-მოდით,მივუსხდეთ მაგიდას და საცაა ისინიც მოვლენ
-ხოდა,მეგობრებო,როგორც ამ სუფრის თამადა,მინდა დასაწყისშივე გაგაფრთხილოთ,აქ პოლიტიკას ადგილი არ ექნება ამბობს ზვიგენი,კეთილად იკრიჭება და აგრძEლებს....მიშას გაუმარჯოოს!
-მე მაინც შალიკო მირჩევნია,გადახედა მაიკომ ზვიგენს
ყველას გულიანად გაგვეცინა
-თამადა მართალია,ვინც სუფრაზე წესრიგს დაარღვევს იძულებული ვიქნები,სიწყნარისკენ მოვუწოდო,გამოიყენა მოდერატორის უფლება ჩემ
-ღვინის ჩამოსხმა ჩემზე იყოს,ქვე შენი ჭირიმე,გაიბადრა ფოცხვერი,ეს ის ხვანჭკარაა,ნანანომ,შარლოტამ და ქაშმა უჩვენოდ რომ მიირთვეს,კიდე კარგი ბევრი ვერ მოახერხეს
-Qეთა ბოშო,გადადე ეგ წიგნი,მაგის კითხვას მერეც მოესწრები და მოჩოჩდი ახლოს,კარამელკა შენც გეხება
-ახლავე ჩემო კარგებო,ერთი ლექსი დავწერე ექსპრომტად და მინდა წაგიკითხოთ,პასუხობს კარამელკა
-შემდეგი შეკრება აუცილებლად ამერიკაში გვექნება,იღიმება ანა-თეკლა
-არა,აჯობებდა გერმანიაში,ნინიკარასთან ან ჩვენთან საფრანგეთში,გაიპრანჭა თიკა.
ლია დაფაცფაცებს სტუმრებს,ლამაზი,წითელი დესპანური შლაპა მოხდენილად დაუფარებია და თან შამპანიურს წრუპავს,მის სიხარულს საზღვარი არ აქვს,ხუმრობა ხომ არ არის,თავი მოგვიYარა ყველას ერთად
-პიკასო,კისერი წაიგრძელა სოსოიას რუსმა,მოდი ახლა ჩვენ ამათ გურული კრიმანჭულის მადლი ვაგრძნობინოთ,
-მაგნოლიამ ბაზის გადახედა თვალი ჩაუკრა და ყველა სმენად ვიქეცით...
ვიღაც მაღვიძებს.თვალი გავახილე,ჩემი ქმარი თავს დამდგომია
-რა კმაყოფი სახე გაქვს,გეტყობა კაი სიზმარი ნახე.
....ავდექი და კომპიუტერს მივაშურე.დესპანი ჩავრთე.მთელ გვერდზე დიდი ასოებით განცხადება იყო გაკეთებული:
დესპანი არასოდეს გაითიშება.პატივისცემით ლეონარდო და დავინჩი.
ეჰ,კაი სიზმარი კაია,ახდენილი კაი სიზმარი მთლად უკეთესი...
პ.ს.ლიასთან სტუმრად აქ ჩამოთვლილების გარდა სხვა დესპანელებიც იყვნენ........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ბევრი ვიბოდიალე,არაა =ninja= =hahaa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ძაან მაგარი სიზმარია ნანანო =tavfx= ასრულებას გისურვებ=zer= =zer= =zer= =zer=
გაიხარე, რავა უცებ მოგვიყარე თავი ყველას ერთად=zer= =zer=
ჯიგარი ხარ. კარგი იყო.

ჩაგეთვალა =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
უი პიკასო,მრცხვენია,შEნი იუმორის მერე ეგ რა გამოსაჩEნია მარა წამძლია ამ ოხერმა სულმა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
უი პიკასო,მრცხვენია,შEნი იუმორის მერე ეგ რა გამოსაჩEნია მარა წამძლია ამ ოხერმა სულმა

მართლა კარგია ნანანო. განა, გურულის დაწერილი, თუნდაც ერთი ხაზი დაიწუნება?
ისე ხო საინტერესოა ეს მარათონი, მე მაგრად მომეწონა.
შენ კიდევ, მთელი სიყვარული გადმოეცი, რაც შენს გულშია. კარგადაც ჩანს როგორ გიყვარს ყველა და გწყურია ყველასან ერთად ყოფნა და მხიარულება.=ko= =ko= =ko=
მაგარი ხარ.
ჯიგარი გურული ხარ =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვაქოთ ახლა მე და შენ ერთმანეთი პიკასო და ვიყოთ და ქაე დაგვდებენ ბრალს მერე ნაციონალიზმში=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
მარტო ვაქოთო??? რატომ კიმარა აგერ არ მეც??=cq =cq ?? მაგარია რა, მაგრები ხართ გოგოებო, ნანანო ძალიან გაგითავისებია და იგრძნობა ეს ნამდვილად, სუპერ!!!! =an= =cq =cq

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
დესპანი