გთავაზობთ 2008 წლისათვის ყველა სავარაუდო
ვარიანტის სცენარს. ამობეჭდეთ ეს ვარიანტები და
შემდეგ ყოველდღიური პროგნოზების მიხედვით
ადვილად აირჩევთ ფასთა მოძრაობის სწორ
ვარიანტს.ვარიანტი 1) ღრმა კორექცია დოლარის გლობალური ვარდნის
ფონზე
ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჩემი თვალსაზრისით ფასთა მოძრაობის განვითარების ყველაზე რეალური სცენარები:
შვეიცარული ფრანკი

შვეიცარელი ტრადიციულად ჯდება დაღმავალ დიაგონალურ სამკუთხედში, რომელიც შეილება სამმაგი ზიგზაგადაც ჩავთვალოთ. თუ მოსაზრება სწორია, მაშინ ვითარდება საბოლოო ზიგზაგი V, თუ უფრო გარკვევით, მაშინ მისი დამაკავშირებელი ტალღა [_B_] of V, რომელიც დააკავშირებს ზიგზაგის ფეხებს [A] და [C] of V.
რა ფორმას მიიღებს ტალღა[_B_] of V, ჯერ არაა ცნობილი. მაგრამ გამომდინარე ტალღა (B) of [_B_] of V ზომებიდან, ეს შეილება იყოს წაგრძელებული ტალღური სიბრტყე.
ფუნტი
სავარაუდოთ ფორმირდება გლობალური ორმაგი ან სამმაგი სამიანი, ხოლო ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ჰორიზონტალური სამკუთხედი [X] of x ის დამაგვირგვინებელ ტალღაში, რომელიც გვევლინება მაკავსჰირებელ ტალღად x აღმავალ ორმაგ ზიგზაგთან.
იაპონური იენა
არაა გამორიცხული გლობალური ჰორიზინტალური სამკუთხედი IV ის გაგრძელება, რომლის დასაბოლოვებლად საჭიროა საბოლოო ზიგზაგი [E] of IV ის ფორმირება.