↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული ხალხური სიმღერები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 78 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან -
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჰაი დელია, დელია. განა შაირი ძნელია,
ეგრე გაჯახებ სათქმელსა, როგორც საყდარში მღვდელია.

თუ გინდა შინაც მოგიტან. ქეც მოგიწყვიტოს წელია,
ორი ტომარა სავსე მაქვს, გუდა პირმოუხდელია დააა.....

მისამღ: ჰარალო, ჰარი ჰარალალო,
ჰარალი ჰარი ჰარალე, ჰარიჰარალალო დააა....

ჩემს მეზობელსა მაროსა,
ჩურჩხელა უდევს თაროსა,
არც თვითონ ჭამს, არც მე მაჭმევს
იმან არ გაიხაროსა.

მიქელაამთც იკბენიოს,
ვინმემ არ მაიპაროსა,
მაროასა სიზმრად უზის,
ძილში არ გაიპაროსა დაა...

მისამღ: ჰარალალო, ჰარი ჰარალალო,
ჰარალი ჰარი ჰარალე, ჰარი ჰარალალო დააა...

ჩვენი სოფლის თავმჯდომარე
ისე დაწინაურდა,
ჩვენებურებს არ კადრულობს
საპატარძლოდ სხვა უნდა.

კოლექტივის თავმჯდომარევ
გააგორე კამათელი,
შენ რომ მუშაობა გიყვარს
ისე ცხონდა მამაშენი.

მეც დავამტავრე შაირი
შაირი სარაგრძელია,
დანარჩენს მერე გიამბობთ
გუდა პირმოუხდელია დაააა....

მისამღ: ჰარალალო, ჰარი ჰარალალო,
ჰარალი ჰარი ჰარალო, ჰარი ჰარალალო დააა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
ართი კოჩი ქუმორთუდუ:
ოსურ გირი გენქიაო,
ოსურ მარა მუ ოსური ნანა,
გვალა გაკეთენქიაო დააა....

ოოოვ ნანა, ნანა, ოვდელია ოვ ნანაო დააა... -2-ჯერ.
შემომიჩნდა, გამაბრიყვა,
იმ უკეთეს შვამავალმა
და სიცოცხლე გამიმწარა ნანა,
მისმა ნაქებარმა ქალმა დააა...

ოოოვ ნანა, ნანა, ოვ დელია ოვ ნანაო დააა.... -2-ჯერ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
სამიათას წელზედ მეტი, გვიცხოვრია როგორც ერსა
ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც მშვენიერსა

გვიმღერია კიდევ ვიმღერთ,
ჩვენს ტკბილ მრავალ ჟამიერსა (2 ჯერ)

ქართველთ სისხლით შეღებილი, დღესაც მტკვარი არის მღვრიე,
ქართველ დედის დაზრდილ შვილებს, მტრების სისხლი დაუღვრიათ

გვიმღერია კიდევ ვიმღერთ,
ჩვენს ტკბილ მრავალ ჟამიერსა (2 ჯერ)

სამიათას წელზედ მეტი, გვიცხოვრია როგორც ერსა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლამაზ მთების თვალის წარტაც ბუნებას,
რომ გიმშვენებს დაგრეხილი ქედები,
ეგ შენა ხარ პაწაწინა ცაგერო,
დღითიდღე, რომ ეგრე მშვენიერდები.

რომ გიცქერი ლეჩხუმლების ქალაქო,
სიხარულით გული გამიბრწყინდება.
გაიხარე, გაიფურჩქნე ცაგერო,
შენს მშვენებას ჰქონდეს წინსვლა, დიდება.

შენ პარტიის ზრუნვამ გაგალამაზა,
დაგკაშკაშებს ილიჩის ნათურები,
როცა ღამით გადმოგხედავ ანაზდად,
გული მღერის, ჩუმად გეჩურჩულები.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
წყაროს თავზე

წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა,
გოგოა თუ წყაროს წყალმა მზე აირიდა
შენ ზღვა ხარ და მე ამ ზღვაზე დავალ ტივითა,
შენ რომ არა ტალღა გულზე გადამივლიდა
მის: ჰე და ჰარიჰარალე
შენ რომ არა ტალღა გულზე გადამივლიდა.
გოგოა თუ მზე გაშლილი წყალთან იადა
გოგოა თუ გაზაფხული ამომზიანდა
შეგხედე და გულის კარი დამრჩა ღიადა
მითხარ მაინცმოსვლა ხომ არ დამიგვინდა
მის: ჰე და ჰარიჰარალე
მითხრ აინც მოსვლა ხომ არდმიგვანდა.
აფრენილიკეტი წერო ტირის ბუდიდან
წყაროა თუ ჩემი ფიქრი მზესთანმივიდა
მოდი ფრთებ დაგიამო გულის უბიდან
წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა
მის: ჰე და ჰარიჰარალე
წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა
ჰეი და ჰეიდა ჰარალე ჰეიდა ჰეიდაჰარალე
ჰეიდა ჰეიდა ჰარალე
ჰეჰე ჰეეეეეეეეეეე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
სასაცილოა არა, ჩემი სიმღერები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
მწყემსური
მივალ მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა
ბატკან ხელში მყვან და ვუმღერი იავნანასა
ი ა ვ-ნ ა ნ ი-ნ ა ნ ა ს ა

მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია
ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია
ჩ ე მ ი ს ა ლ ა მ უ რ ი ა

მის:სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა

ჩემი სახლ-კარი მობიბინე მთა და მდელოა
ჩემი სიმღერა თვალხატულა საქართველოა
ჩ ე მ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა

მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია
ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია
ჩ ე მ ი ს ა ლ ა მ უ რ ი ა

მის:სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
არა პირიქით იალბუზი... ესაა ჩვენი ტრადიცია, ხალხის ერთობა... ღმერთმა ნურასდროს დაგვავიწყოს და სულ ამ ჰანგებზე გაზრდილიყოს მომავალი თაობა... გაიხარე..
კარმა აქტიურობისათვის... :*

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგი გოგო ხარ უნა. ალბათ რაიმე ინსტრუმენტზეც უკარავ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქართული ხალხური სიმღერები არის ხვთიური უძლიერსთა შორის უძლიერესი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
წერეთელმა დაგვიიბარააა....
წერეთელმა დაგვიიბარააა....:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
აპა რავა წერეთელმა დაგვიბარა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
იალბუზი: ფორტეპიანოზე ვუკრავ მხოლოდ (კარგად)
ეხლა ძალიან მინდა გალობა ვისწავლო ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
სალაღობო
დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს
გაისარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს
გაუმარჯოს საქართველოს მთებს და ზეცას
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს

დაუკარით ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ძარღვში
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ დასცვენია
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია

დაუკარით და იმღერეთ შადიანი
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი
დაუკარით ძველებური დარდიანი
დაუკარით არწივების ასაფრენი

ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან ცხრაჯერ გულში
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ
დავიღლები საქართველოს სიყვარულში
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 78 posts ] 
ქართული ხალხური სიმღერები
დესპანი