შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ქალავ შენი სილამაზე არვის არ შეადარო მთაში შვლის ნუკრს ემსგავსები, ბარში - ბულბულს, იადონს შენზე ფიქრში წლები გადის უშენობა მერევა სანამ ჩემად არ გიგულებ, დარდი არ დამელევა
ცხორს გავხედავ თან წამიღებს, ქალავ, შენზე ფიქრები სიზმრად მაინც თუ არ გნახე დარდიანი ვიქნები ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვტკბებოდე, არავისთვის არ მეგალოს, მარტო შენ გიმღეროდე
იალაღზე ცხორს გავშლი და გადავცქერი მთა-გორებს ყოველ დილით მზის ამოსვლა მხოლოდ შენ თავს მაგონებს ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ, მე შენ გამო ვილევი თუ შენ ჩემი არ გახდები, მართლა გადავირევი
ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება
იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს - მიწა, კაცის გულს - დარდი-იარა მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა
ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე
ზემოთიდან მოვდიოდით მე და ჩვენი ტრიფონბერი, სოფლები ჩამოვიარეთ, ბამბაც დავაგროვეთ ბევრი. ერთ ოჯახში შევიარეთ მოეყვანათ პატარძალი, მიგვიწვიეს, გვიმასპინძლეს, მოგვასვენეს იქვე მთვრალნი. შუაღამე რომ შემოვიდა, მოვიძიეთ ტრიფონბერი, თურმე ფიქრობს ცუდ საქმეზე, განზრახვა აქვს ძნელთა-ძნელი. ტრიფონბერი შეპარულა პატარძლის ოთახში ბერი, მიეპარა და ლოგინში პატარძალს გადუყო ხელი. პატარძალმა დეიკვნესა: ვაიმე დედა, მომწყდა წელი, დედამთილი გამოვარდა, საკეცურს დაავლო ხელი. ტრიფონბერი იფიცება: მე არა ვარ ვაგის მქმნელი. კალოშები დამეკარგა, მიტო ვაფათურე ხელი, დაააააა....
ეს არის რაჭული სიმღერა, რომელსაც უკრავენ გუდა-სტვირზე. ვისაც ხალხური მუსიკა ესმის, მუსიკის ტონსაც გამოიცნობს.
ეს სიმღერა ისე, სახუმაროდ დავწერე. წესით კარგად მესმის ხალხური მუსიკა.
ბახტრიონიდან გიცქერი,ლამაზო თუშის ქალაო მე გული გადაგიშალე შენ პასუხსაც მალავო ქალო მითხარი შენი ვარ,გული არ დამეხურება მთას თუ მზის სხივი ანათებს,ნისლით არ დაიბურება ძნელი ყოფილა ტიალი ქვეყნად სურვილი ქალისა