|
ჰაი დელია, დელია. განა შაირი ძნელია, ეგრე გაჯახებ სათქმელსა, როგორც საყდარში მღვდელია.
თუ გინდა შინაც მოგიტან. ქეც მოგიწყვიტოს წელია, ორი ტომარა სავსე მაქვს, გუდა პირმოუხდელია დააა.....
მისამღ: ჰარალო, ჰარი ჰარალალო, ჰარალი ჰარი ჰარალე, ჰარიჰარალალო დააა....
ჩემს მეზობელსა მაროსა, ჩურჩხელა უდევს თაროსა, არც თვითონ ჭამს, არც მე მაჭმევს იმან არ გაიხაროსა.
მიქელაამთც იკბენიოს, ვინმემ არ მაიპაროსა, მაროასა სიზმრად უზის, ძილში არ გაიპაროსა დაა...
მისამღ: ჰარალალო, ჰარი ჰარალალო, ჰარალი ჰარი ჰარალე, ჰარი ჰარალალო დააა...
ჩვენი სოფლის თავმჯდომარე ისე დაწინაურდა, ჩვენებურებს არ კადრულობს საპატარძლოდ სხვა უნდა.
კოლექტივის თავმჯდომარევ გააგორე კამათელი, შენ რომ მუშაობა გიყვარს ისე ცხონდა მამაშენი.
მეც დავამტავრე შაირი შაირი სარაგრძელია, დანარჩენს მერე გიამბობთ გუდა პირმოუხდელია დაააა....
მისამღ: ჰარალალო, ჰარი ჰარალალო, ჰარალი ჰარი ჰარალო, ჰარი ჰარალალო დააა....
|