↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined17 May 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ,ხატია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
karamelka wrote:
ციტატა:
გეხუმრე ,მაგარი ხარ=ko= =love= =love= =love= ეხლა წავედი დასაძინებლად =sniki გამე მშVიდობისა ყველას! =love=

=ko= ვიცი სიხარულო,მეც ვიხუმრე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
***
აგერ ჩვენს თვალწინ იშლება ეპოქა,
ვისგან იქმნება? რა გველოდება?
არა, შევმცდარვართ ჩვენ ვართ მონები,
მონები, ყველა ცოდვის მონები.
გვეყოფა ხალხო მუდამ დროება,
საცაა მოვა ამაოება,
ამაოება ყოვლის მპყრობელი,
ჩვენგან უქმნელი, შეუწვდომელი,
თუ არ შეიცვლი საკუთარ წადილს,
ვერ დაიმკვიდრებ სასურველ ადგილს,
სწორედ აქ არის ხსნა ყველა ხალხის...
ჩვენ ვართ მეფენი ჩვენი დროების
თუ მოვლენილნი ცოდვის მორევში?
ვერ გაგვიგია რა არს წამალი,
ჩვენ ზემოთ მდგარი,დაუღალავი.
ორი გზა არის ჩვენგან სავალი,
ერთი მკაცრია, შეუბღალავი,
სხვას კი ვადგავართ
დაბლა მზირალნი,
ვერ შეგვიგნია რაა მართალი.
მივდივართ ასე თავისუფალნი,
მოიხსენიეთ გულში უფალი!
რა მოხდა სულში ასეთი მძლავრი,
რომ გაგვიღვივა სიცოცხლის ალი,
დაგამშვიდა და განუგეშა მან,
შენ აგეხილა ცხოვრების თვალი.
ჩვენ ვართ მეფენი ხორციელების,
არ გვძალუძს ვიყოთ გონიერები,
შეჩერდი წუთით და გაიხედეთ
რას გიპირებენ მორიელები,
ერთი სული აქვთ დაგშხამონ, მოგკლან,
შხამით მომკვლელი სულიერების,
მიიღებ ამას?
შეგეშინდება წუთისოფელის ამაოების!
ამიტომ არის ჭიდილი მუდამ,
ხორცის წადილის და სულის ნების,
ყველაფერი გაქვს ხელთ რაც გჭირდება,
მიდიხარ იქეთ სადაც გინდება.
გინდება მთელი სიმძაფრით ფული
და ჭაობშია მთელი სხეული,
მაგრამ ხსნას პოვებს თითოეული
თუ დარჩა სულთან მარტო,ეული,
ეს ცხოვრებაა არარაობა
ჩვენგან შორსაა სხვა რეალობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
მე არა ვარ თამარ დედოფალი
და არც გმირი შუშანიკი ქალი,
მხოლოდ მე ვარ შენზედ წამებული,
დატანჯული,სიყვარულით მთვრალი.
მე არა ვარ შოთა რუსთაველი,
გალაქტიონს არ ვედრები არა.
მე უბრალოდ სიყვარულზე ვმღერი.
შენი ერთი გაღიმებაც კმარა.
მე არა ვარ ნიკო ფიროსმანი,
მხატვარივით მე სულ არა ვხატავ.
მაგრამ მაინც წმინდანების ნაცვლად,
შენ გარჩიე,მხოლოდ შენ დაგხატავ.

დავინჩი ესეც ჩემი დაწერილი ლექსი.ტიკტიკა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
აწკრიალდა ტელეფონის ზარი,
ალო,გისმენ,დუმილია ისევ
არ გრცხვენია,რომ რეკავ და ხმას არ იღებ?
კვლავ გაისმის ტელეფონის ზარი,
ვხვდები შენ ხარ,სიჩუმეა ისევ.
არ გრცხვენია?რისთვის რეკავ,რატომ ხმას არ იღებ?
ველოდები შენს ზარს ისევ
იმედი მაქვს დარეკავ და მეტყვი რამეს,
მე კი იცი?გაპატიებ სულ ყველაფერს.
ისევ რეკავ,ჩუმათა ხარ,ისევ ჩემს ხმას ისმენ.
რისვის რეკავ?მიპასუხე!
თავ გზას რატომ მიბნევ.

ესეც ჩემი დაწერილია.ტიკტიკა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
მოგეფერები ჩემი პატარა ხელებით,
ჩაგეხუტები,როგორც დედის მკერდს ეკრობა ბავშვი.
ჩუმად გიჩურჩულებ,რომ მიყვარხარ
და მერე უცებ,უცებ დაგეკარგები ქარში.
გზაში შეგხვდები წვიმად
უხმოდ დაგისველებ მაგ თეთრ ჭაღარას,
გულში ჩაგეკრობი სამუდამო და
ჩუმად,ჩუმად გაკოცებ,როგორც პატარას.

და ასეთი უამრავი ლექსები მაქვს დაწერილი.ტიკტიკა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
ქალი?ოცნება
ქალი?სინაზე
ქალს მოფერება უნდა იცოდე.
გახსოვდეს ქალი მაინც ქალია,
ნაზი არსება,ნაზი ზმანება
მიუალერსე თორემ იცოდე,
წავა დაგტოვებს,სხვისი იქნება.
აჩუქე კოცნა,მთელი სიცოცხლე
ქალი იცოდე მაინც ქალია,
შენი ცხოვრების თანამგზავრია.
:) ტიკტიკა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jun 2007
Posts221
კარმა52
OFFLINEPROFILE
სალამი ტიკტიკა. როგორა ხარ? მომეწონა შენი ლექსები და მომენატრე :) სად იყავი დაკარგული?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
მანანა-ფრუიძე
უსათაუროდ... (რედაქტირება)
პოეზია
2007.05.14
------------------------------------------------

*-*-*

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.

მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.

სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

სვანეთში

ჩემს საამებლად ზოგჯერ ერთი ყვავილიც კმარა,
ქალი რა არის,აკოცებ და გონიდან წაშლი,
გაყინულ მკერდზე ედელვაისს იხუტებს შხარა
და ბებერ ბუხარს ეფიცხება ბებერი მახვში.

ფეხქვეშ იშლება აზელილი მიწასთან თოვლი,
ჩაიკარგები,თუ გავარდა ერთი ჩქამი...და,
ვაჟკაცობაში ეჯიბრება შვიდიოდ კომლი,
ედელვაისი მომიტანონ უნდა შხარიდან.

მე კი შენს თვალებს,ცხოვრებისგან გადაღლილ თვალებს,
რა უნდა მომცენ,ქვეყნად რომელ ყვავილში გავცვლი,
გადუღეღია გულისპირი სვანეთის ღამეს
და მერე მთვარე დაუხლია ვნებისგან დაცლილს.

ბედი

რაშის აჩრდილი დადის ქალაქში,
ბედო,დამცინი! ბედო,თავხედობ!
მინდა ჩაგკეტო ერთხელ თავლაში
და ეკლიანი სახრით გაგხედნო.

ვიცი,დაღლილი და მოკანკალე,
ჩაიმუხლებ და ...გამიყუჩდები.
მე კი,მათრახის ყოველ ნაკვალევს
ამოგიშუშებ გრილი ტუჩებით.

და შერიგებას შემოგთავაზებ,
როცა შუაღამე ზეცას გარინდავს,
ხელს შემოგარტყამ ლამაზ გავაზე
და ურდულს ავხსნი ყველა კარიდან...

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
შენ

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
* * *

ეს მერე,როცა ფერს შეუცვლის ტუჩებს ღალატი
და დასასრული ფოთოლცვენას დაემგვანება,
ავეთქვიფები ჩამუქებულ ნისლებს ქალაქის
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება.

ეს მერე,როცა ვერ გაუძლებს გვემას სხეული,
როცა მზერასაც ლიბრისფერი გაეკარება,
მე გავიქცევი სიცოცხლისგან ასე ეული
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება.

ეს მერე,როცა გახუნდება ღილი კაბაზე
და მონატრება სულთან ერთად გამეპარება,
გადავინაცვლებ მარმარილოს მომცრო დაფაზე
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება...

* * *

ისევ წაწყმედა. ვერ მაოკებს თეთრი პერანგი
და ეხეთქება არემარეს მკერდის დინება.
ძარღვებს დაუვლის საბოლოოდ ვნება ვერაგი
და სხეულიდან ფეხაკრეფით განედინება.

აწვართულ მკლავებს მოედება კოცნა ზღვასავით,
გაითელება სიყვარულის ფეხქვეშ ბალახი,
ვირზე უკუღმა შემომსვამენ მარიტასავით
და ურცხვ სახეზე ამეკვრება ზიზღის ტალახი.

პირველ ქვის სროლას შემომაწევს თავად ცოდვილი,
სისხლიან ბაგეს წამოცდება შენი სახელი,
და როცა ზეცა დაიღლება ჩემი ლოდინით,
როცა სიკვდილი მიმითვისებს თვალებახელილს,

სულში დარჩება მონატრების ფერადი კვალი,
სველი სითეთრე შუაღამეს დაურბევს ფერებს,
წამოგიჩოქებ სარეცელთან ნაგვემი ქალი
და მაინც შენსკენ გამოვიწვდი დამსხვრეულ ხელებს.

მანანა ფრუიძე

=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
***

ნემსს წაეჩხუბა გულქვა სადგისი.
საქმეს გაარჩევს კბილის ჯაგრისი,
ყვირის მეხანძრე შმაგი
ჩქარა მოიტათ შლანგი...

ღვინია გადაიჩეხა, კოკა წყალს აღარ მოიტანსო
ვიღაცას უთქვამს ასე,
ალბათ კოკა რომ გაუტყდა მერე თქვა...
მეც გამიტყდა ასეთ ლექსს რომ ვდებ.

საოჯახო ლოტო გამახსენდა და გივი
მოკვდა გივი გაუდიდეს ათი ოცზე ფოტო
აწი ვეღარ ითამაშებს საოჯახო ლოტოს.

საქართველოს ეკონომიკა?.. ვერ დგება ფეხზე
ნიუდაჩი, ნიუდა...
ბენდუქიძე იუდა

ვიხუმრე ესენი=lol= :aiai:

სერიოზულად კი მინდა წარმატებები ვუსურვო მანანა ფრუიძეს და სამშობლოში დაბრუნება. კარგი პოეტი ხარ და მიყვარს შენი ლექსები, ლიტერატურა ჯე ზე წავაწყდი ადრე და ისე მომეწონა კომპში გადმოვაკოპირე და ვკითხულობ ხოლმე =fexfut

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
მადლობა ზვიგენი, გამახარე ძალიან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts696
კარმა53
OFFLINEPROFILE
შეყვარებულებო რუ პასიურობთ ცხოვრება გრძელდება..... ლექსებს ვერ ვხედავ ლექსე-ე-ებს, მოახლოვდა ფინიშიც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
:huh:

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი