
შენ ახლა სულ აბურდ -დაბურდე ეს სიმწრიტ დაწყობილი თემა....no chort vazmi,,,,ti prav,მაგრამ არა ემიგრანტების აზრით არამედ ქართული ხელისუფლების თვალსაზრისით=sher=
abragi wrote:ციტატა:
დორადო
მართლაც რომ საჭირბოროტო და სადისკუსიო თემა წამოჭერი:))
წავიკითხე გამოხმაურებები და ზოგიერთმა მართლაც შემძრა იმდენად დიდი ადამიანური სევდა და ტკივილია,მაგრამ ვფიქრობ მაინც ემოციური ფონია და მხოლოდ ზოგიერთში იყო ნაწილობრივ იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც შენ დასვი.
ამ თემაზე ვეჭვობ ამომწურავი პასუხი ვინმემ გასცეს, მაგრამ შევეცდები დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.
პირველ რიგში ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთი შენი მოსაზრება(შესაძლებელია არასწორად გავიგე). მაგალითად "არიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც შესაძლოა ფინანსურად არა, მაგრამ სამართლებრივად აღჭურვილს უშვებენ თავიანთ ხალხს უცხო ქვეყანაში,. მაგალითად პოლონეთი და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები 5-10 წლიან სამუშაო ვიზებს გასცემენ თუ მათი მოქალაქე აშშ-ში მიდის" გაუგებარია როგორ გასცემს ესა თუ ის ქვეყანა რაიმე სახის ვიზას, როდესაც მისი მოქალაქე მიდის საზღვარგარეთ,ამ შემთხვევაში ვიზის გამცემი ყოველთვის არის ის ქვეყანა, რომელიც იღებს ემიგრანტს და რატომ ფიქრობ,რომ "შესაძლოა, ჩვენში ემიგრაციის ხელოვნური გართულება ერის მცირერიცხოვნებითა და მოსახლეობის დამაგრებით გაამართლონ" საქართველო რამენაირად ართულებს მიგრაციას ხელოვნურად? ტრაგედიაც ეგ არის რომ მას არანაირად არ შეუძლის, მათ შორის არც ხელოვნურადაც ამ მართლაც ქვეყნისათვის დამღუპველი პროცესის შეჩერება. ერთადერთი გზა მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად არის ქვეყნის სოციალური და ფინანსური მდგომარეობის ამაღლება.
ახლა შევეცდები შენს დასმულ კითხვებს ვუპასუხო თუ რა მოსაზრება მაქვს ამ ყველაფერზე:
"როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ჩვენი, ქართველი ემიგრანტების უკეთესი სამართლებრივი დაცვა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენ ფაქტობრივად გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები და საქართველო მძიმე ეკონომიკური კრიზისების დროს?"
რა თქმა უნდა თავისი მოქალაქის ნებისმიერი სახის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, მიუხედავათ იმისა ემიგრაციის პერიოდში შენ ეხმარები შენს ქვეყანას თუ იმ ქვეყანას რომელშიც იმყოფები . რადგან წერ ქართველ ემიგრანტებსო, ალბათ გულისხმობ დაცვას საქართველოს მხრიდან, ამ მხრივ კი ვიდრე შენ ხარ საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერ ტერიტორიაზე შენ "გიცავს" საქართველოს კანონდებლობა, თუ რათქმა უნდა არ ჩაიდენ ისეთი სახის დანაშაულს (მაგ.ტერორისტული აქტი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობა, იმ ქვეყნის საზიანოდ მიმართული საქმიანობა და ა.შ)და სარგებლობ ყველა იმ უფლებით, რა უფლებებითაც სარგებლობდი საქართველოში.
"მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა ის ფაქტი, რომ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო ოჯახის წევრებს ჩვენი მონახულების საშუალებაც კი არა აქვთ მაშინაც კი თუ ემიგრანტი კანონიერი რეზიდენტია?!" ეს კითხვა ალბათ იმ ქვეყნის კაკონმდებლობას ეხება, რომელიც არ გაძლევს უფლებას ოჯახის წევრების მონახულების უფლებას, რადგან არა მგონია ამ შეზღუდვას ქართული კანონმდებლობა აწესებდეს, ხოლო ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ა.შ.შ-ს თავისი დამოკიდებულება და კრიტერიუმები აქვს ემიგრაციასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევეში აბსურდამდეც მისული.
"რა აზრისა ხართ ისტორიაში არნახულ პრეცენდენტზე, როცა ქართველი ბავშვები უმშობლოდ იზრდებიან არასრულყოფილი საემიგრაციო კანონების გამო?" ესეც ალბათ ზემოთგამოთქმული კითხვის გაგრძელებაა და ადრესატიც იგივეა.
"რა უნდა შეიცვალოს? რა კანონები უნდა მიიღონ? როგორ უნდა მოხდეს ქართველი ემიგრანტის სამართლებრივი, სოციალური და ფინანსური დაცვა სახელმწიფოს მიერ?_გთხოვთ ისაუბროთ პოლიტიკური პოლარიზაციის გარეშე." რა თქმა უნდა არავითარი პოლიტიკა:) არცერთი ქვეყანა (ერთეული გამონაკლისი გარდა) არ ეხმარება თავისი ქვეყნის მოქალაქეს, როდესაც ის არის ემიგრაციაში, გარდა პენსიისა, რომელიც სახელმწიფოს მიერ გაიცემა ინვალიდობის ან საპენსიო ასაკის მიღწევისას, რაც შეეხება სამართლებრივ და სოციალურ დაცვას, ყველა ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს იმ კანონით, რომლის მოქალაქეც ის არის მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა.
მაგრამ მიუხედავად ამ მშრალი პასუხების და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობისა, არსებობს სხვა მხარეები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიდრე დაწერილი კანონები. ზემოთაც ვთქვი, რომ საქართველოს ტრაგედიია ის, რომ მისი მოსახლეობის ინტელექუალური და შრომისუნარიანი მოსახლეობის გარკვეული, მე ვიტყოდი საქართველოსთვის საკმაოდ დიდი ნაწილი თავისი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებით და აქტიურ პერიოდს ატარებს უცხო ქვეყნის სამსახურში და ამით იმ ქვეყნისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ვიდრე ირიბად თავისი სამშობლოსათვის(ვგულისხმობ ფულის ნაკადის შემოდინებას და მსგავს მოვლენებს) და რაც ყველაზე შემაშფოთებელი და ტრაგიკულია, ხდება ოჯახების დანგრევა,დაყოფა და ა.შ, რადგან თითქმის შეუძლებელია ოჯახით ემიგრაცია, თუ არ არსებობს რამოდენიმე გამონაკლისი (პოლიტიკური დევნა,ეროვნული დისკრიმინაცია და გენოციდი, ორიენტაცი სა სხვა)
არ მინდა შევეხო პოლიტიკას და არც დემაგოგიად ჩათვალოს ვინმემ, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თქვას, იმ მიზეზების გამო, რისთვისაც ადამიანებს უხდებათ თავისი ოჯახების, ახლობლების ,სამშობლოს დატოვება, ძირითადად მატერიალური მდგომარეობის გამო, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ეს პრობლემა ასე თუ ისე დაძლეულია, რიგ შემთხვევებში აღარ არსებობს სამშობლოში ლეგალურად დაბრუნებისა და უკან გამგზავრების პრობლება, რატომ ვერ ხერხედება უკან დაბრუნება და დარჩენა? უარესიც, რატომ გვინდა რომ ჩვენი ოჯახი, შვილები, მშობლებიც კი წავიყვანოთ? ყველა მოვლენაში ხომ არის კარგიც და ცუდიც? მე მგონი დაფიქრება იმაზე უფრო გვმართებს, თუ რას ვკარგავთ ჩვენ იმ დროს, როდესაც ჩვენი ცხოვრების წლებს უცხო ქვეყნის სამსახურში ვატარებთ, რას კარგავენ ჩვენი შვილები მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მდგომარეობა ახლა შედარებით უკეთესი აქვთ, რას კარგავს ჩვენი სამშობლო როდესაც ამდენი მართლაც რომ ერთ ერთი საუკეთესო ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაშია და რით შეგვიძლია ვიამაყოთ ეს წლები, გარდა იმისა ,რომ მატერიალური მდგომარეობა(თანაც რის ხარჯხე) გავიუმჯობესეთ და საქართველოშიც ჩვენი ოჯახებისათვის გამოგზავნილი თანხით ფულის მასა გაიზარდა?
გამოდის ვიძენთ მატერიალურს, და ვკარგავთ სულიერს....
პ.ს მოკლედ, კი შევეცადე პასუხები გამეცა, მაგრამ უფრო მეტი კითხვები დავტოვე:((