↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 200 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
კაცის ფუნქცია მართლა არ მაკისრიამე პირადად,იგივე მიზნით როგორც შენ ქმარს დაუდექი გვერდში,მეც ასევე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
DZAMA wrote:
ციტატა:
ბუბუსუნა და ნანანო თქვენმა სიტყვებმა , გული ამიტირა, ჩემი წამოსვლა გამახსენდა საშინელებაა ნოსტალგია და მონატრება. აეროპორტიდან გამომაცილეს , მშობლებმა, ქმარმა და შვილებმა, მთლად დავმუნჯდი ხმას ვეგარ ვიღებდი ცრემლები მახჩობდა. ერთი უკან მოვიხედე და მამაჩემის ცრემლიან თვალებს შევხედე, ალბათ გული მიგრძნობდა, რომ მამას უკანასკნელად ვხედავდი და ორივენი ცრემლიანი ტვალებით უსიტყვოდ ვშორდებოდით ერთმანეთს,რამდენია ჩემნაირი გამწარებული ვინც მშობელი ვერ დაიტირა. მაგრამ გვაძლებინებს ის რომ შვილებს ვჭირდებით, ჩვენ ყველანი იმიტომ ვწვალობთ რომ ჩვენს შვილებს ცხოვრება გავულამაზოთ და მათ სახეებზე სიხარულს და ბედნიერებას ვხედავდეთ. უფალმა მოგვათმენინოს , გაგვაძლებინოს მეც და თქვენც.

ვიზიარებ, სიხარულო,უფალმა გაგაძლიეროს,რისი გულისთვისაც გადმოიხვეწე, დროზე მოგეთავებინოს და მშვიდობით დაუბრუნდი შენს ოჯახს. გკოცნი და გითანაგრძნობ. უნდა გავმაგრდეთ, სხვა გზა უბრალოდ არა გვაქვს=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
ღმერთს ვთხოვ ჩვენს რიცხვს აღარ შემატებოდნენ შვილმონატრებული დედები,ჩვენ ვყოფილიყავით ბოლოები

უფალმა გისმინოს, ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
გაიხარე და გაცოცხლოს დიდხანს ღმერთმა მამის მოსაგონებლად და შვილების გასახარად=ko=
ისე ბიჭი მეგონე ნიკის მიხედვით.ძამა-ასე იკითხება?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
დორადოო,ციყვისებრთა,სადა ხართ?[/quote
მე ამერიკაში ვარ, ციყვისებრთა საქართველოში.:( იქ თენდება, აქ ღამეა.:( ნანანო, რთული დღეები:(მქონდა ცოტა, ხვალ მოგწერ. გკოცნი.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნანანო მადლობთ გამხნევებისათვის,იხარე და იბედნიერე,უფალმა სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოს. თქვენ სწორად მიხვდით ძამა მეუღლის ზედმეტი სახელია. მე კი ანა მქვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined08 Jan 2008
Posts45
კარმა49
OFFLINEPROFILE
დორადო

მართლაც რომ საჭირბოროტო და სადისკუსიო თემა წამოჭერი:))
წავიკითხე გამოხმაურებები და ზოგიერთმა მართლაც შემძრა იმდენად დიდი ადამიანური სევდა და ტკივილია,მაგრამ ვფიქრობ მაინც ემოციური ფონია და მხოლოდ ზოგიერთში იყო ნაწილობრივ იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც შენ დასვი.
ამ თემაზე ვეჭვობ ამომწურავი პასუხი ვინმემ გასცეს, მაგრამ შევეცდები დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.
პირველ რიგში ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთი შენი მოსაზრება(შესაძლებელია არასწორად გავიგე). მაგალითად "არიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც შესაძლოა ფინანსურად არა, მაგრამ სამართლებრივად აღჭურვილს უშვებენ თავიანთ ხალხს უცხო ქვეყანაში,. მაგალითად პოლონეთი და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები 5-10 წლიან სამუშაო ვიზებს გასცემენ თუ მათი მოქალაქე აშშ-ში მიდის" გაუგებარია როგორ გასცემს ესა თუ ის ქვეყანა რაიმე სახის ვიზას, როდესაც მისი მოქალაქე მიდის საზღვარგარეთ,ამ შემთხვევაში ვიზის გამცემი ყოველთვის არის ის ქვეყანა, რომელიც იღებს ემიგრანტს და რატომ ფიქრობ,რომ "შესაძლოა, ჩვენში ემიგრაციის ხელოვნური გართულება ერის მცირერიცხოვნებითა და მოსახლეობის დამაგრებით გაამართლონ" საქართველო რამენაირად ართულებს მიგრაციას ხელოვნურად? ტრაგედიაც ეგ არის რომ მას არანაირად არ შეუძლის, მათ შორის არც ხელოვნურადაც ამ მართლაც ქვეყნისათვის დამღუპველი პროცესის შეჩერება. ერთადერთი გზა მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად არის ქვეყნის სოციალური და ფინანსური მდგომარეობის ამაღლება.
ახლა შევეცდები შენს დასმულ კითხვებს ვუპასუხო თუ რა მოსაზრება მაქვს ამ ყველაფერზე:
"როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ჩვენი, ქართველი ემიგრანტების უკეთესი სამართლებრივი დაცვა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენ ფაქტობრივად გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები და საქართველო მძიმე ეკონომიკური კრიზისების დროს?"
რა თქმა უნდა თავისი მოქალაქის ნებისმიერი სახის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, მიუხედავათ იმისა ემიგრაციის პერიოდში შენ ეხმარები შენს ქვეყანას თუ იმ ქვეყანას რომელშიც იმყოფები . რადგან წერ ქართველ ემიგრანტებსო, ალბათ გულისხმობ დაცვას საქართველოს მხრიდან, ამ მხრივ კი ვიდრე შენ ხარ საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერ ტერიტორიაზე შენ "გიცავს" საქართველოს კანონდებლობა, თუ რათქმა უნდა არ ჩაიდენ ისეთი სახის დანაშაულს (მაგ.ტერორისტული აქტი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობა, იმ ქვეყნის საზიანოდ მიმართული საქმიანობა და ა.შ)და სარგებლობ ყველა იმ უფლებით, რა უფლებებითაც სარგებლობდი საქართველოში.

"მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა ის ფაქტი, რომ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო ოჯახის წევრებს ჩვენი მონახულების საშუალებაც კი არა აქვთ მაშინაც კი თუ ემიგრანტი კანონიერი რეზიდენტია?!" ეს კითხვა ალბათ იმ ქვეყნის კაკონმდებლობას ეხება, რომელიც არ გაძლევს უფლებას ოჯახის წევრების მონახულების უფლებას, რადგან არა მგონია ამ შეზღუდვას ქართული კანონმდებლობა აწესებდეს, ხოლო ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ა.შ.შ-ს თავისი დამოკიდებულება და კრიტერიუმები აქვს ემიგრაციასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევეში აბსურდამდეც მისული.

"რა აზრისა ხართ ისტორიაში არნახულ პრეცენდენტზე, როცა ქართველი ბავშვები უმშობლოდ იზრდებიან არასრულყოფილი საემიგრაციო კანონების გამო?" ესეც ალბათ ზემოთგამოთქმული კითხვის გაგრძელებაა და ადრესატიც იგივეა.

"რა უნდა შეიცვალოს? რა კანონები უნდა მიიღონ? როგორ უნდა მოხდეს ქართველი ემიგრანტის სამართლებრივი, სოციალური და ფინანსური დაცვა სახელმწიფოს მიერ?_გთხოვთ ისაუბროთ პოლიტიკური პოლარიზაციის გარეშე." რა თქმა უნდა არავითარი პოლიტიკა:) არცერთი ქვეყანა (ერთეული გამონაკლისი გარდა) არ ეხმარება თავისი ქვეყნის მოქალაქეს, როდესაც ის არის ემიგრაციაში, გარდა პენსიისა, რომელიც სახელმწიფოს მიერ გაიცემა ინვალიდობის ან საპენსიო ასაკის მიღწევისას, რაც შეეხება სამართლებრივ და სოციალურ დაცვას, ყველა ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს იმ კანონით, რომლის მოქალაქეც ის არის მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა.

მაგრამ მიუხედავად ამ მშრალი პასუხების და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობისა, არსებობს სხვა მხარეები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიდრე დაწერილი კანონები. ზემოთაც ვთქვი, რომ საქართველოს ტრაგედიია ის, რომ მისი მოსახლეობის ინტელექუალური და შრომისუნარიანი მოსახლეობის გარკვეული, მე ვიტყოდი საქართველოსთვის საკმაოდ დიდი ნაწილი თავისი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებით და აქტიურ პერიოდს ატარებს უცხო ქვეყნის სამსახურში და ამით იმ ქვეყნისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ვიდრე ირიბად თავისი სამშობლოსათვის(ვგულისხმობ ფულის ნაკადის შემოდინებას და მსგავს მოვლენებს) და რაც ყველაზე შემაშფოთებელი და ტრაგიკულია, ხდება ოჯახების დანგრევა,დაყოფა და ა.შ, რადგან თითქმის შეუძლებელია ოჯახით ემიგრაცია, თუ არ არსებობს რამოდენიმე გამონაკლისი (პოლიტიკური დევნა,ეროვნული დისკრიმინაცია და გენოციდი, ორიენტაცი სა სხვა)

არ მინდა შევეხო პოლიტიკას და არც დემაგოგიად ჩათვალოს ვინმემ, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თქვას, იმ მიზეზების გამო, რისთვისაც ადამიანებს უხდებათ თავისი ოჯახების, ახლობლების ,სამშობლოს დატოვება, ძირითადად მატერიალური მდგომარეობის გამო, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ეს პრობლემა ასე თუ ისე დაძლეულია, რიგ შემთხვევებში აღარ არსებობს სამშობლოში ლეგალურად დაბრუნებისა და უკან გამგზავრების პრობლება, რატომ ვერ ხერხედება უკან დაბრუნება და დარჩენა? უარესიც, რატომ გვინდა რომ ჩვენი ოჯახი, შვილები, მშობლებიც კი წავიყვანოთ? ყველა მოვლენაში ხომ არის კარგიც და ცუდიც? მე მგონი დაფიქრება იმაზე უფრო გვმართებს, თუ რას ვკარგავთ ჩვენ იმ დროს, როდესაც ჩვენი ცხოვრების წლებს უცხო ქვეყნის სამსახურში ვატარებთ, რას კარგავენ ჩვენი შვილები მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მდგომარეობა ახლა შედარებით უკეთესი აქვთ, რას კარგავს ჩვენი სამშობლო როდესაც ამდენი მართლაც რომ ერთ ერთი საუკეთესო ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაშია და რით შეგვიძლია ვიამაყოთ ეს წლები, გარდა იმისა ,რომ მატერიალური მდგომარეობა(თანაც რის ხარჯხე) გავიუმჯობესეთ და საქართველოშიც ჩვენი ოჯახებისათვის გამოგზავნილი თანხით ფულის მასა გაიზარდა?
გამოდის ვიძენთ მატერიალურს, და ვკარგავთ სულიერს....

პ.ს მოკლედ, კი შევეცადე პასუხები გამეცა, მაგრამ უფრო მეტი კითხვები დავტოვე:((

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Nov 2007
Posts599
კარმა53
OFFLINEPROFILE
=dk= =dk= =dk= =dk= შენ ახლა სულ აბურდ -დაბურდე ეს სიმწრიტ დაწყობილი თემა....no chort vazmi,,,,ti prav,მაგრამ არა ემიგრანტების აზრით არამედ ქართული ხელისუფლების თვალსაზრისით=sher= =sher= =sher= =sher= =ko= =ko= abragi wrote:

netoia

ეეეჰჰჰ, ვაი რომ არ არის ეს ხელისუფლების პოზიცია და ამაზე ზემოთავ ვწერდი, თორემ ცოტათი მაინც უკეთესად იქნებოდა საქმე.

მიგრაციის დაუწერელი კანონია, რომ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა მიგრაციის მიუხედავად დიდად არ იცვლება დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ მის ადგილს სხვა ქვეყნებიდან შემოსული მიგრანტები იკავებენ (ხომ გაგიგონია,ოგი წავა და სხვა მოვა,ტურფასა საბაღნაროსაო).ეს პროცესი საქართველოშიც დაწყებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე(ინდოელები,ჩინელები,პაკისტანელები,სომხები,აზერბაიჯანლები....)რაოდენობა კი იზრდება, მაგრამ ნამდვილად არ იზრდება ქართველების ხარჯზე:((

მძიმე სურათია,ძალიან მძიმე, რომელიც უფრო და უფრო თვალშისაცემი გახდება თუ ყველაფერი იგივე ტემპებით გაგრძელდა.

მალე ისე არ მოხდეს, ამერიკაში ზანგები რომ ასრულებენ ქართულ სიმღერას ჩავუხტეთ მუხრანბატონსა,თავს დავანგრიოთ ბანია-ო რეალურად აგვიხდეს)))...(ეს რა თქმა უნდა ხუმრობით,ტირილი ისედაც გვეყოფა)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ძვირფასო აბრაგო,
გმადლობთ გამოხმაურებისთვის. ორი საკითხს აყენებ კითხვის ნიშნისქვეშ და შევეცდები მოკლედ გიპასუხო, ამ დღეებში საშინლად მოუცლელი ვარ...
1.ყველანაირი თეთრი ლაქების გარეშე და ხმამაღლა, მკაფიოდ ვამბობ:დიახაც რომ სხვა თუ არაფერი,სამართლებრივად აღჭურვილი მაინც უნდა გაუშვას სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები საზღვარგარეთ სამუშაოდ, ეს ხდება ძალიან ადვილად,იმ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, რომლებიც დღესდღეობით გამოუყენებელია.
თუ როგორ უნდა მართოს და არეგულიროს ერთმა სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების სტატუსი მეორეს ტერიტორიაზე_ეს ჩემი მოსაზრება სულაც არ გახლავთ, დიდი ხანია მოაზრებულოა და პრაქტიკაშიცაა.თუ ეჭვი გეპარებათ, გაიხსენეთ,როგორ ვეფხვივით იცავდნენ თავიანთ მოქალაქეებს იგივე ამერიკელები ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ნებისმიერ დროს. ახლა არ თქვას ვინმემ, ამერიკელებს არ მივებაძოთო...ამაში მაინც რატომაც არ უნდა მივებაძოთ? სხვა თუ არაფერი,საერთაშორისო არენაზე იაფი მუშახელის სახელით ცნობილი ქართველობა სოციალურად მაინც დაგვიცვას ჩვენმა სახელმწიფომ, რა არ ვიმსახურებთ თუ მეტისმეტს ვითხოვთ? ვინ ამოძრავებს საქართველოში ბაზარს, ვაგზალს და ა.შ.?ემიგრანტები!და ვინაა ყველანაირად დაჩაგრული ფენა, მიუხედავი,დამცირებული, ორგზის დაბეგრილი და სულიერად დათრგუნული?_ისევ ემიგრანტები! თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს, ამას მე პირადად მასწავლიდნენ 6 წელი საერთაშორისო სამართლის კურსით და მე თუ ვერ გამოვიყენე, თვითონ ხომ იციან და მოგვახმარონ ეს ცოდნა.ამას ყინულზე არ ვწერ, ეს დიპლომატების საქმეა.

2. ბევრი სხვისი და საკუთარი პირადი მაგალითიდან გამომდინარე,მე კი არ ვფიქრობ და ვვარაუდობ, არამედ ვიცი და მოდით ვთქვათ, რომ სახელმწიფო აპარატი ყველანაირად ართულებს დედების და შვილების, ოჯახების გამთლიანებას_სხვადასხვა ურა-პატრიოტული მოტივებით.ნუ შემედავებით იმაში, რაც საკუთარ ტყავზე გამოვცადე. დეტალებით არ დაგღლით.მესმის, მეს-მის, რომ საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ, დემოგრაფიულ, საპიარო და ასე შემდეგ ინტერესებშია, რომ ხალხი არ გავიდეს და დამაგრდეს,მაგრამ შენი დაპირებული 100 წლის მერეა რეალური და შენ ახლა გინდა რომ უსასოო მდგომარეობაში ჩავაგდო ჩემი მანდ ჩამოსვლით შვილის მომავალი?!_სადაური სამართალია!
ამდენად ემიგრანტებს სათანადო ყურადღება მოგვაქციონ დროა, თორემ დღეს ქართული ემიგრაცია მე მაგონებს გალახულ, მიფურთხებულ ერთადერთ მარჩენალს იმ დიდ ოჯახში,საქართველო რომ ჰქვია.
როგორც გითხარით, არ მცალია, კომპიუტერიც გამიფუჭდა-უნდა გამოვცვალო, არგუმენტირებულ მსჯელობას ყოველთვის არგუმენტებით შევხვდები.გკოცნით, დესპანელებო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
დორადო,როგორ მომენატრე,ვაშაა,გავიხარე რო დაგინახე=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =love= =love= =love= =rose =rose =rose

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
გუშინ მოვისმინე ინფორმაცია,სახელმწიფო მინისტრი ინიშნება დიასპორის საკითხებში,ნეტა გადაწყდება რამე ჩვენს სასიკეთოდ?ეგება პირიქით ვინ იცის,ისე თუ გაგვიკეთეს,როგორც ისრაელში,მთელ ქართველობას რომ მოხვიეს ხელი და ჩაიყვანეს საქრთველოში მერე იქნება საშინელება......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დაწყდება რათქმაუნდა, დაგხვევენ ერთ დღეს ხელს და გაგვიყენებენ გზას,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
არასწორად წამოვიდა ნაწერი ,გადაწყდება მაგრამ ვის სასარგებლოდ საკითხავია ,მთავრობამ საელჩოებს თხოვნით მიმართა ეს იყო შარშან, რომ შეემცირებინათ გაშვება საზღვარ გარეთ წამსვლელების ,რადგან ქვეყანა გაძლიერდა ეკონომიკის მხრივ და სურდა იმ წასული ასიათასობით ხალხის უკან დაბრუნება სადაც არ იყო გაჭირვება, ლტოლვილი და არ სურდა ქართველი ერი ემიგრაციაში ყოფილიყო, შეწყდა ვიზების გაცემა გამინაკლისის გარდა ,რომელსაც ალბად მთელი საცხოვრებელი უჯდება და განსაკუთრებით ურთულებენ იმ მშობლებს, ვისაც კანონმდებლობით ნამდვილად ეკუთვნის მცირე წლოვანი შვილის ჩამოყვანა რადგან მშობელი არის გრინ ქარტიანი ძალად ბარიერების გაკეთება ეს ჩვენი ქვეყნის ატრიბუტია დაეხლა ვითომ რას შეცვლის ის მოხუცი ყოფილი არქეოლოგი ,ემიგრაციის საკითხებს? ქვეყანაში თუ კანონის უზენაესობა არ იქნა დაცული და მიღებული იმ დონეზე რომ კანონი ერისთვის და ბერისთვის ერთი ექნება მანამ არაფერი გვეშველება და დავრჩებით ისე ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined08 Jan 2008
Posts45
კარმა49
OFFLINEPROFILE
დორადო
რამდენჯერმე წავიკითხე შენი გამოხმაურება და სიმართლე გითხრა ბევრი ვერაფერი გავიგე,ძალიან ემოციური და ზოგადია, კონკრეტიკის გარეშე. ბევრ რამეში კი ისევ შენს თავს ეწინააღმდეგები.
თუ შეგიძლია უფრო კონკრეტულად ახსნა თუ რა სოციალურ დაცვას გულისხმობ (იმის გარდა რაც მე დავწერე წინა გამოხმაურებაში) და გაუგებარია ვის ადანაშაულებ "სახელმწიფო აპარატი ყველანაირად ართულებს დედების და შვილების, ოჯახების გამთლიანებას_სხვადასხვა ურა-პატრიოტული მოტივებით" საქართველოს თუ შენ შემთხვევაში ა.შ.შ-ს? უფრო ალბათ საქართველოს,მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ თავის ქვეყანაში შეშვებაზე შეზღუდვებს და წესებს ადგენს ამერიკა და ვერანაირად საქართველო ვერც შეგიშლის და ვერც დაგეხმარება შვილის წაყვანაში თუ ამის უფლებას ამერიკის მხარე არ იძლევა.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს დახმარებას და ა.შ არ მინდა ისედაც დაძაბული ფონი კიდევ უფრო დავძაბო, უბრალოდ თქვენს თავს კითხეთ რომელ ქვეყანას უფრო მეტს უკეთებთ, რომელი უფრო სარგებლობს თუნდაც თქვენი სურვილის მიუხედავათ?

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 200 posts ] 
დესპანი