შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
გამარჯობა ნათიკუ,გამიხარდა რომ გამოჩნდი.პასტიციოსი არ ვიცი,მაგრამ მიმსგავსებული რეცეპტი ბადრიჯნისა მე ასე გამიკეთებია ქართულად. იქნებ ესეც მოგეწონოთ.მაშ ასე,ბადრიჯანს და კარტოფილს დავჭრით მრგვალად და შევწვავთ ცალ-ცაკე,ასევე ბულგარულ წიწაკასაც ვჭრით რგოლებად,გინდათ შევწვათ,გინდ უმად(ვის როგორ უყვარს).პამიდორიც დავჭრათ მრგვალად,ოღონდ ძალიან სქლად არა.მოხარშული კვეცხი ასევე რგოლებად დაჭრილი .ავიღოთ მაიონეზი,დავამატოთ მარილი,ნიორი,გახეხილი ან გაჭყლეტილი,(თუ გსურთ ხმელი სუნელებიც შეურიეთ)დავჭრათ ბლომად ქინძი ,ოხრახუში და კამა.თეფშზე ფენა-ფენა დავალაგოთ გაგრილების შემდეგ ბადრიჯანი,კარტოფილი და სხვა შემადგენლობა,წავუსვათ მაიონეზი,მოვაყაროთ მწვანილი და ასე გავიმეოროთ მანამ სანამ ეს პრიპასი გაქვთ.ზემოდან გაალამაზებთ თქვენი ფანტაზიით.საერთოდ ბადრიჯანი და მე ძალიან ვმეგობრობთ ანუ მიყვარს.თქვენც ისიამოვნეთ
დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი სუნელებით, მაგრამ ჩემები(ანუ ბერძენი ოჯახი)სუნელებიანს არ ჭამენ ბაჟეს რომ მარტო ჩემთვის გავაკეთებ ესაა საქმე? ამიტომ ვცდილობ კარგად შევისწავლო ბერძნული სამზარეულო და თქვენც გაცნობოთ ის რაც მართლა ღირებული აქვთ, ამ რეცეპტს დედაჩემს გავაკეთებინებ და ერთად დავაგემოვნებთ ექსპერიმენტები უყვარს.(ერთადერთი რასაც არა ვჭამ ბულგარული წიწაკაა, სუსაც ვერ ვიტან)
ერთი რეცეპტი ვიცი ბადრიჯნის ბაჩიები მმმ თითებს ჩაიკვნეტთ, დავწერ ამ დღეებში, კაცო დუმა ვერსად ვიშოვე საბერძნეთში ესაა საქმე ვის არ ვთხოვე, აბა საქართველოდან ხომ არ გამოვაგზავნინებ?
ინგრედიენტები: 500 გრ. ფარში; 2 თავი ხახვი; 3 კბილი ნიორი; შავი პილპილი ან წიწაკა; 100 გრ. პური; 2 ცალი კვერცხი; 1 კონა ოხრახუში; 2 ს/კ ტომატი; მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: 500 გრ. საკოტლეტე ფარში, წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი, 2 კბილი გატარებული ნიორი, 100 გრ. პური, 2 ცალი კვერცხი, 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ შავი პილპილი და ცოტა მარილი. მიღებული მასით გავაკეთოთ გუნდები და შევწვათ. ზეთში მოვშუშოთ 1 თავი ხახვი, დავუმატოთ 200 მილილიტრ წყალში გახსნილი 2 ს/კ ტომატი, წიწაკა ან შავი პილპილი და მოვშუშოთ, ისე რომ არ ჩაშრეს. გავაგრილოთ და ჩავაწყოთ შიგ შემწვარი ხორცის გუნდები. გარნირის სახით შეგვიძლია სუფრასთან მივიტანოთ წიწიბურა, პიურე ან ფრი.
მე გასწავლი კარგ ოსტრს ,რა ვიცი ჩემი კერძები ყველას მოსწონს ბოლოსდაბოლოს იმერელი ვარ, აუ არ გადავიჭერეი ვენები. მოკლედ ,კარგი საქონლის ხორცი დაჭერი წვრილად, ბლომად ხახვში ჩაშუშე, თუ ცხიმი დააკლდა შეგიზლია დააბატო ზეთი, შემდეგ ტომატი ან მწიფე პომიდორი და ზალიან უხდება წითელი ბულგარული,ცოტა რომ დააკლდება მომზადებას ჩააყარე ქინზი დამ ოხრახუში,ნიორი 2-3კბილა დანაყილი, წითელი წიწაკა გემოვნებით ცოტა უცხო სუნელი.და მარილი გემოვნებით.
ნაბულა,ძალიან დიდი მადლობა.გაგახაროს ღმერთმა.რამდენი ხანია მინდა და არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა.სახლსჰი რომ ვრეკავ,სულ მავიწყდება დედას ვკითხო.დიდი დიდი მადლობა.