↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Jan 2008
Posts193
კარმა55
OFFLINEPROFILE
საღოლ ზვიგენ, ეს სიტყვები მხოლოდ კეთილშობილ გულში იბადება ძმაო...კაი კაცი ხარ შენ.. მართლაც ზვიგენივით სხვატკა გაქვს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მადლობა ყველას რომ მოგეწონათ.. ველოდები თქვენს ნაწარმოებებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2007
Posts471
კარმა51
OFFLINEPROFILE
კარგია ზვიგენ კარმა ცემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ზვიგენ ყოჩაღ,ძალიან კარგია კარმა ჩემგან.
მარა რას მერჩოდი რას ამატირე ამ შუაღამეს????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ტირილი მაშინ ნახეთ ცუდათ რომ დამემთავრებინა:)

რამ აგატირათ ხალხო ? მშვენიერი ჰეპი ენდით დავამთავრე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ტირილი მაშინ ნახეთ ცუდათ რომ დამემთავრებინა:)

რამ აგატირათ ხალხო ? მშვენიერი ჰეპი ენდით დავამთავრე:)

ეეჰ რა ვიცი აბა რაც წლები მემატება ბებიაჩემს ვემსგავსები,
ყველაფერზე მეტირება=tavfx=

ღმერთმა ინებოს რომ ყველა ოჯახში ბედნიერება იყოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა გილოცავ გამარჯვებას =ko=
6 საათში მოგიმატებ კარმას.ეს ისე, მადლობის ნიშნად შესანიშნავი ნაწარმოებია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
ზვიგენ. რა კარგად მატირე?მენატრებოდა ვითომ ტირილი?????=tavfx= მომეცონა =ko= მენატრება ;მეც ასეთი სჰეხვედრა;მაგრამ სამცუხაროდ არ მეკნება=tavfx= ------ გაკოცებ -----=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
მეც მომინდა წერა, ამიშალეთ ხომ მუზის და წერის საღერღელი ???? =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=უახლოეს მომავალში მეც დავწერ რაღაცას....=000= =000= =000= =000=და ვიოცნებებ მწერლობაზე :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
კარმა მინდა მოგიმატოთ მაგრამ ექვს საათი ჯერ არ გასულა :( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
უკვე რაც წავიკითხე იმის შემდეგ ამ თემის (ეხლა რომ უნდა დავწერო) დაწერა აღარ ღირდა, მაგრამ ამდენი ვიფიქრე და ბარემ დავწერ:) . ისე ზვიგენ მაგარი ხარ. ძალიან მომეწონა შენი მოთხრობა.

"ახლა ღამეა..
და ვარსკვლავები ზეცას,
ჭორფლივით აყრია შუბლზე.
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით.
ჩემწინ გადაშლილ წერილებს ვუცქერ"!- დაამთავრა თავისი ლექსის კითხვა თედომ.
ეეჰ,-ამოიოხრა ბუხუტიმ და ღრმად მოქაჩა ყალიონი.
თედო მამის პასუხს აღარ დალოდებია, გულმა უგრძნო, რაღაც კარგი არ უნდა ეთქვა ბუხუტის ეეჰ-ს შემდეგ და სწრაფად გაიწია კარებისაკენ. ამ დროს დედის ხმა წამოეწია "რავა მთლად მამაშენს დაემსგავსე შვილო!". თედომ სასწრაფოდ გამოაღო კარები და გარეთ გავარდა.
ქალო!-ხმა ამოიღო ბუხუტიმ-თუ არ მოგწონდა ჩემი ლექსები, დროზე გეთქვა და შენც დასვენებული იქნებოდი ახლა და მეც. მაგ ბაღანას თოხი თუ უშველის აწი, გულს გადააყოლებს, რაცხა ნამეტანი მჩატეა მაგიზა ფანქარი.
შვავი და მეწყერი შენს თავს- ჩუმად ჩაილაპარაკა მარგომ, მასპინძელოს ხმის გაგონებაზე,ხმამაღლა კი გასძახა-მოდი ილიკო მოდი.
ილიკო ოთახში შევიდა, სკამი მაგიდასთან მისწია, კარგად მოკალათდა და ამის შემდეგღა იკითხა:-სა გარბოდა ი ბაღანა ასე თავქუდმოგლეჯილი?
ლექსის პრეზენტაცია აქ დღეს ილიკო, ლექსის-გადაიხარხარა ბუხუტიმ.
რავა თლათ მამას დამგავნებია-გაიკრიჭა ილიკო.
ა კიდო, ა რა არ მოგწონთ ჩემი-გაბრაზდა ბუხუტი
ისე მაყვალა გახსოვს ბუხუტი? მთელი სოფლის ბიჭები რავა გადაგვრია კაცო- გაიხსენა ახალგაზრდობა ილიკომ.
"მაყვალს გიგავს თვალები და თავად გევხარ მზეს.
ცოლად თუ არ გამომყვები, თავს მოვიკლავ დღეს!"-გაიხსენა თავისი ლექსი ბუხუტიმ და სიცილით ჩაბჟირდა.
მეესპე შენს პატრონს-დაწყევლა მარგომ-რაღას ერჩი იმ ბაღანას ერთი ვიცოდე.
ქალო!რაც შენ წყევლა დამიწყე მის მერე დევიწყე გასუქება, აღარ შემეშობი აწი?-გაიცინა ბუხუტიმ.
ისე რა მაგის პასუხია და გამანადგურა გერონტიეს ძაღლმა კაცო.რამდენი ქათამი დეიკაკანებს, ერთად ვასკთებით ბუდეს მე და ის უპატრონო ძაღლი. ხოდა თუ ვაშკაცი ხარ მოასწარი კვერცხის აღება. ხელი კინაღამ მომაჭამა ამ დილაზე. ერთხელ იქნება დავკლავ ღორივით და დევისვენეფ მერე-ამოიოხრა ილიკომ.
შე კაცო ქათამი მაინც გყოლია კვერცხისმდებელი, მე მაიც არ დამიტია რაცხა დედოფალაა თუ ჯანდაბაა მაგის თავს.-შეაცოდა თავი ბუხუტიმ ილიკოს.
სამაგიეროდ ვირთხა ვერ გეიჭაჭანებს შენს ეზოში-დაამშვიდა ილიკომ- ისე მე გასწავლი რა ქნა,მარა არ გამცე თუ კაცი ხარ.მიხვიდე უნდა მეზობლის ჭიშკართან და სამჯერ უნდა თქვა ჩემი დედოფალი შენთან, ჩემი დედოფალი შენთან და მეზობელს გადაულოცავ.
გადირიე ბიჯო! მაი რაფერ გავაკეთო-გაბრაზდა ბუხუტი.
თუ რაფერ გააკეთო, გყავდეს აბა ეზოში-გაეპასუხა ილიკო
კაი ბატონო გადმოგილოცავ ამეღამ შენ და დაგრჩება გერონტიეს ძაღლი მერე უჭმელი-გადაიხარხარა ბუხუტიმ.
მასპინძელო! მოისმა ეზოდან.
ა, ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დეიკავეო-თქვა ილიკომ
კარი გაიღო და კარის ზღურბლზე პირველი გერონტიმ გადმოაბიჯა,მას დიმიტრი და შალვა მოჰყვნენ.
კაი დროს დამირჩა ჭადი დაკრული-ჩაილაპარაკა მარგომ და სუფრის სამზადისს შეუდგა.
დავაჭაშნიკოთ ერთი შენი ღვინო სანამ დაძმარებულა- ამოიხრიალა დიმიტრიმ.
რამდენიმე წუთში ყველანი სუფრასთან ისხდნენ, მალე ღვინომაც თავისი გაიტანა და სუფრას მხიარულება უფრო შემატა.
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში.

გაგრძელება უკვე წაკითხული გაქვთ, ასე რომ თავიდან აღარ დავწერ.:) .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
პირველ რიგში ყველას მადლობა, რომ რაც დავწერე მოგეწონათ.

სოსოიას რუსო- ძაან კარგად დაგიწერია, აი ისეთია როგორ გითხრა რაღაც ჯიგრული, ზედაპირულად რომ ვერ გადაიკითხავ ისეთია დაამთავრებ წაკითხვას. იმერული ესკიზებიც გამახსენა ამ მოთხრობამ. ძალიან პოზიტიურია.

პიკასო_- გურული იუმორი ჩემი აზრით განუმეორებელია და ნაწარმოებს სილამაზეს ანიჭებს, მკითხველს სიხარულს. ორიგინალური დასასრული ქონდა და არც მოველოდი ასეთ დასასრულს. ყოჩაღ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე.მე ჩემთვის ვზივარ მარტო,მოწყენით,ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ.
ცეცხლი გიზგიზებს და ბუხრის ჩაყლაპვას ლამობს.ალაგ-ალაგ ენას გამოყოფს.ეშმაკეულივით ატკაცუნდება ბებერი მუხისგან დარჩენილი ნაკვერჩხალი.
ფანჯრიდან მთვარის ნათელი მოჩანს.თეთრად ირეკლავს თოვლზე ნაკვალევს.გაყინულია.მიწამ მიანდო ვარსკვლავებს ბედისწერა.
აღარ მოთოვს.
მოწყენა გაამძაფრა ძველი წერილების სიყვითლემ.მოგონებები მორეკა ახლოს.სევდას გაუხსნა გზა და გულში ხელის ფათური დაიწყო.
თვალი გაიპარა გაცრეცილი ქაღალდისაკენ,რომელშიც იბრძვის ძლიერი გრძნობა.
"...როგორა ხარ ჩემო მონატრებულო....
რაც დამტოვე უფრო მიყვარხარ.ვერ იგებ არა?პასუხი ერთია:ხან ჩემი ხარ და ხან შენი;უფრო ხშირად-შენი!
...მონატრება უფრო ტკივილიანია,იმდენად ტკივილიანი,რომ თავდავიწყებით შემიყვარდი...
წარმოსახვამ სინამდვილედ გადაქცევა ისურვა და ასე მგონია შენს სუნთვას ვგრძნობ.ძლიერია ჩვენი სიყვარული.ცხოვრებასთან ჭიდილმა ვერაფერი დაგვაკლო,როგორებიც ვიყავით,ისეთები დავრჩით-შმაგად აფეთქებული სიყვარულის პირისპირ.
...ვიცი მაშინ გული გატკინე,მაგრამ შენ ჩემი სიყვარული ხარ!
სიმარტოვით მომივიდა.ბოროტი ყოფილა სიმარტოე...
...მძაფრად შეგიგრძნობ-ახლა შენ ჩემთან ხარ!!!..."
......თოვლის ფიფქივით ფარფატაა ადამიანის სიცოცხლე,მსუბუქად ეშვება ციდან,მიამიტურად მიენდობა "დედა" მიწას.მის გაშლილ ხელის გულზე ნავარდობს,მერე გულში ჩაეკონება და ბებერი მუხისგან დარჩენილი ნაცარივით გადაიქცევა.
=love

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
ნანანო =sher=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
დესპანი