უკვე რაც წავიკითხე იმის შემდეგ ამ თემის (ეხლა რომ უნდა დავწერო) დაწერა აღარ ღირდა, მაგრამ ამდენი ვიფიქრე და ბარემ დავწერ:) . ისე ზვიგენ მაგარი ხარ. ძალიან მომეწონა შენი მოთხრობა.
"ახლა ღამეა..
და ვარსკვლავები ზეცას,
ჭორფლივით აყრია შუბლზე.
მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით.
ჩემწინ გადაშლილ წერილებს ვუცქერ"!- დაამთავრა თავისი ლექსის კითხვა თედომ.
ეეჰ,-ამოიოხრა ბუხუტიმ და ღრმად მოქაჩა ყალიონი.
თედო მამის პასუხს აღარ დალოდებია, გულმა უგრძნო, რაღაც კარგი არ უნდა ეთქვა ბუხუტის ეეჰ-ს შემდეგ და სწრაფად გაიწია კარებისაკენ. ამ დროს დედის ხმა წამოეწია "რავა მთლად მამაშენს დაემსგავსე შვილო!". თედომ სასწრაფოდ გამოაღო კარები და გარეთ გავარდა.
ქალო!-ხმა ამოიღო ბუხუტიმ-თუ არ მოგწონდა ჩემი ლექსები, დროზე გეთქვა და შენც დასვენებული იქნებოდი ახლა და მეც. მაგ ბაღანას თოხი თუ უშველის აწი, გულს გადააყოლებს, რაცხა ნამეტანი მჩატეა მაგიზა ფანქარი.
შვავი და მეწყერი შენს თავს- ჩუმად ჩაილაპარაკა მარგომ, მასპინძელოს ხმის გაგონებაზე,ხმამაღლა კი გასძახა-მოდი ილიკო მოდი.
ილიკო ოთახში შევიდა, სკამი მაგიდასთან მისწია, კარგად მოკალათდა და ამის შემდეგღა იკითხა:-სა გარბოდა ი ბაღანა ასე თავქუდმოგლეჯილი?
ლექსის პრეზენტაცია აქ დღეს ილიკო, ლექსის-გადაიხარხარა ბუხუტიმ.
რავა თლათ მამას დამგავნებია-გაიკრიჭა ილიკო.
ა კიდო, ა რა არ მოგწონთ ჩემი-გაბრაზდა ბუხუტი
ისე მაყვალა გახსოვს ბუხუტი? მთელი სოფლის ბიჭები რავა გადაგვრია კაცო- გაიხსენა ახალგაზრდობა ილიკომ.
"მაყვალს გიგავს თვალები და თავად გევხარ მზეს.
ცოლად თუ არ გამომყვები, თავს მოვიკლავ დღეს!"-გაიხსენა თავისი ლექსი ბუხუტიმ და სიცილით ჩაბჟირდა.
მეესპე შენს პატრონს-დაწყევლა მარგომ-რაღას ერჩი იმ ბაღანას ერთი ვიცოდე.
ქალო!რაც შენ წყევლა დამიწყე მის მერე დევიწყე გასუქება, აღარ შემეშობი აწი?-გაიცინა ბუხუტიმ.
ისე რა მაგის პასუხია და გამანადგურა გერონტიეს ძაღლმა კაცო.რამდენი ქათამი დეიკაკანებს, ერთად ვასკთებით ბუდეს მე და ის უპატრონო ძაღლი. ხოდა თუ ვაშკაცი ხარ მოასწარი კვერცხის აღება. ხელი კინაღამ მომაჭამა ამ დილაზე. ერთხელ იქნება დავკლავ ღორივით და დევისვენეფ მერე-ამოიოხრა ილიკომ.
შე კაცო ქათამი მაინც გყოლია კვერცხისმდებელი, მე მაიც არ დამიტია რაცხა დედოფალაა თუ ჯანდაბაა მაგის თავს.-შეაცოდა თავი ბუხუტიმ ილიკოს.
სამაგიეროდ ვირთხა ვერ გეიჭაჭანებს შენს ეზოში-დაამშვიდა ილიკომ- ისე მე გასწავლი რა ქნა,მარა არ გამცე თუ კაცი ხარ.მიხვიდე უნდა მეზობლის ჭიშკართან და სამჯერ უნდა თქვა ჩემი დედოფალი შენთან, ჩემი დედოფალი შენთან და მეზობელს გადაულოცავ.
გადირიე ბიჯო! მაი რაფერ გავაკეთო-გაბრაზდა ბუხუტი.
თუ რაფერ გააკეთო, გყავდეს აბა ეზოში-გაეპასუხა ილიკო
კაი ბატონო გადმოგილოცავ ამეღამ შენ და დაგრჩება გერონტიეს ძაღლი მერე უჭმელი-გადაიხარხარა ბუხუტიმ.
მასპინძელო! მოისმა ეზოდან.
ა, ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დეიკავეო-თქვა ილიკომ
კარი გაიღო და კარის ზღურბლზე პირველი გერონტიმ გადმოაბიჯა,მას დიმიტრი და შალვა მოჰყვნენ.
კაი დროს დამირჩა ჭადი დაკრული-ჩაილაპარაკა მარგომ და სუფრის სამზადისს შეუდგა.
დავაჭაშნიკოთ ერთი შენი ღვინო სანამ დაძმარებულა- ამოიხრიალა დიმიტრიმ.
რამდენიმე წუთში ყველანი სუფრასთან ისხდნენ, მალე ღვინომაც თავისი გაიტანა და სუფრას მხიარულება უფრო შემატა.
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი, ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ნარნარად ჩაქრა ნათურა ჯერ მათ ოთახში, მერე ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში.
გაგრძელება უკვე წაკითხული გაქვთ, ასე რომ თავიდან აღარ დავწერ.

.