ნეტავ შემეძლოს
მე ვინატრებდი შენს სიყვარულს , ალალს და ძლიერს.
და მთვრალ თვალებში გავხედნიდი დემონთა რემას,
მერე არტახებს ამოვდებდი ამ გრძნობებს, წიე..
დავარწყულებდი წითელ ხარებს რუხაძის წყალთან,
ხელს ავუქნევდი ეზოს ბოლოს მოფრენილ ჭილყვავს,
წუთით პირისპირ დავრჩებოდი საკუთარ თავთან...
ვინ იფიქრებდა, თავად მაცდურს, საცდურით მძლიე,
თვით ზეციერი უყურებდა სულ-ხორცის გვემას,
შენ გავედრებდი იმ ზეციერს, ჩურჩულით,წიე...
აპეურიდან გამოვხსნიდი გაპოხილ ბაწარს,
გავუსწორებდი მობრეცილ ფეხს სავახშმე ტაბლას
და მსუყე წერტილს დავუსვამდი ამქვეყნად წანწალს...
თეთრი გუგები შეიშრობდნენ სურვილებს მშიერს,
შემოამტვრევდა კარის ურდულს კივილით ქარი
და ცივ ბაგეებს ააცლიდა შენს სახელს ,წიე..
მანანა ფრუიძე
