↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts583
კარმა63
OFFLINEPROFILE
კარგები ხართ კველანი და წარმატებებს გისურვებ,და თუ ხმის მიცემაა მე მანანა ფრუიძეს მივცემ ხმას ძალიან მომწონს თქვენი ლექსები :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მეც მარი, მართლა ძალიან მაგარია! უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ რაა. გმერთმა ამრავლოს მასეთი სულით ლამაზი ხალხი! მეც ვუსურვებ ყველას წარმატებებს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარეთ გოგოებო, კარგები ხართ შემოგევლეეეეთთ!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Dec 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
თქვენ გენატრებათ ლოჟა - პარტერი,
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი,
მე კი ვარჩევდი ზღვას უნაპიროს,
ცოოოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
gogonia wrote:
ციტატა:
თქვენ გენატრებათ ლოჟა - პარტერი,
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი,
მე კი ვარჩევდი ზღვას უნაპიროს,
ცოოოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.

ეგ გალაკტიონია.შენი შემოგვთავაზე რამე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Dec 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხლავე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Dec 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
"თქვენი ნატვრა"ში ამ წუთა ს შემოგთავაზეთ ცინცხალი ლექსი ექსპრომტად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
mancho ubrckinvalesi leksebi gakvs getakvanebi

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
რად ვეჭიდები იდუმალებით ჩავლილ წარსულ ხავსს?_
ხვედრად ბოძებულს ღვთისგან ოდეს ტკივილად გავნვლილს,
ან რად არ ვუსმევ სამუდამოდ ყველა გრძნობას ხაზს?_
დამცირებულს და მხოლოდ ყალბი დინებით ჩავლილს...
ვისღა შევსჩივლო შეცდომებზე? პასუხს ვის მოვსთხოვ?
მხოლოდ თვითონ ვარ ყველა ცოდვის ძალა დამშვები,
მე ვარ სიგიჟე,ვარ სიცრუე და ვარ თვით ცოდვა,
სწორედ ამიტომ ბევრჯერ სულით დაბლა დავეშვი.
და სინანულიც წარსულს უმზერს აწმყოს სარკეში,
ის მე ვარ...მე ვარ... ვაღიარებ ჩემს ნამდვილ სახეს,
ეხლა კი ვდგევარ დაჩოქილი კვლავ ღვთის წინაშე,
ლოცვა ამაცდენს დემონთაგან დაგებულ მახეს!
ავდგები, ისევ გავუყვები გადაპეტნილ გზებს,
ბევრი სიმუხთლე,ისევ ბევრი მელის სიყალბე,
მეტი სიფრთხილით გადავივლი წინ აღმართულ გზებს
და უკეთესად გადავარჩევ ცუდს და სიკარგეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ამდენი ლამაზი და თბილი სიტყვისთვის...

ქუთაისი

დამფრთხალი სული კბილით მიჭირავს,
კედელზე აჩრდილს მასპინძლობს სარკე,
გულისწამღებად მოთქვამს ჭრიჭინა
და შვინდის ტოტი აწყდება სარკმელს.

სუნთქვას მიჩერებს სიჩუმე მკაცრი,
დრო ქარაფებში მდინარედ მირბის,
მოწამეთასთან ამოდის კაცი
და თმებში მაწნავს ყვავილთა გვირგვინს.

სხეულში ქრება ლოდინით დაღლა,
ათას მადლობას ვწირავ მარჩენალს,
რომ შემობრძანდა სიზმარში ახლა
ჩემი ოცნების გადასარჩენად.

შორით ორეულს აწყდება თვალი,
ცოდვილი სული კბილით მიჭირავს,
ტაძრის სიღრმეში ლოცულობს ქალი
და მარტოობას მოთქვამს ჭრიჭინა...

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
დუელი

ჩამომიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი,
ნესტოებს მიწვავს მწკლარტე სუნი გვიმრის და ანწლის,
მერე დუელში გამომიწვევს ჭაღარა დენდი
და თეთრ ხელთათმანს სილასავით სახეში მაწნის.

მე ხომ ქალი ვარ! დუელი და ქალი ვინა სთქვა,
საკინძეს მიხსნის ავარდნილი ლერწმებში ქარი,
სამიზნედ მიჩანს ძუძუსთავი მინა-მინანქარს
და მითრთის ტყვიით გაკაწრული მარცხენა მხარი...

ჩამომიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი
კრიალოსანზე დამიმარცვლავს სიცოცხლის წამთა,
მზერას ავუსხლეტ გამომწვევად შიშველი მკერდით
და დუელს აგებს მერამდენედ საკუთარ თავთან...

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
ნეტავ შემეძლოს

მე ვინატრებდი შენს სიყვარულს , ალალს და ძლიერს.
და მთვრალ თვალებში გავხედნიდი დემონთა რემას,
მერე არტახებს ამოვდებდი ამ გრძნობებს, წიე..

დავარწყულებდი წითელ ხარებს რუხაძის წყალთან,
ხელს ავუქნევდი ეზოს ბოლოს მოფრენილ ჭილყვავს,
წუთით პირისპირ დავრჩებოდი საკუთარ თავთან...

ვინ იფიქრებდა, თავად მაცდურს, საცდურით მძლიე,
თვით ზეციერი უყურებდა სულ-ხორცის გვემას,
შენ გავედრებდი იმ ზეციერს, ჩურჩულით,წიე...

აპეურიდან გამოვხსნიდი გაპოხილ ბაწარს,
გავუსწორებდი მობრეცილ ფეხს სავახშმე ტაბლას
და მსუყე წერტილს დავუსვამდი ამქვეყნად წანწალს...

თეთრი გუგები შეიშრობდნენ სურვილებს მშიერს,
შემოამტვრევდა კარის ურდულს კივილით ქარი
და ცივ ბაგეებს ააცლიდა შენს სახელს ,წიე..

მანანა ფრუიძე
=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
საქართველოში ალბათ უკვე გაზაფხულის სუნი ტრიალებს. ძალიან მომენატრა სამშობლო და ვუძღვნი ამ ლექსს.
გაზაფხული სურათია,ტვალწარმტაცი,მომხიბვლელი.
იებით და ენძელებით გადიჭედა მინდორ ველი.
ღიღილო და ვარდკაჭაჭა თავს უხრიან ერთურთს ნაზად,
მრავალფერა ყვავილები,გეფინება ფიანდაზად.

აქ მერცხალი დაჭიკჭიკებს, ბუდეს აგებს თანდათანა,
იქ ჭრელ პეპლებს ვარდის ირგვლივ გაუმართავთ განდა-განა,
განდა-განი, განდა-განი, ფუტკრებმაც კი მისცეს ბანი,
ეს ფერხული, ჟრიამული, ნეტავ გასტანს დიდი ხანი?

ატმებსა და ტყემლის კვირტებს დაებერათ მსხვილი ცური,
ალმურ ასდით ბროწეულებს,- ეკიდებათ სიყვარული.
ჯეჯილმა კი როგორც იქნა ამოხეთქა მიწის გული,
და დაჰფარა თვის სიმწვანით, ტრაქტორების სწორი ხნული.

ათას ფერთა ჰარმონია, ჩიტუნების მაჟორ გამა,
თუ გსმენიათ, ან გინახავთ ამ სურათის მსგავსი განა?
ნაკადულმა გადმოხეთქა, დიდ მდინარედ გადაიქცა,
ცა გრგვინავს და ჯეჯილ ღელავს,და გუგუნებს თავად მიწა.

მინდორ ველი გადაივსო, ოთხფეხით და ფრინველ-მწერით,
ბალახებში დაფაჩუნებს,-მსუქანი და დიდი მწყერი.
მხიარულად დაღიღინებს საამური სიო ნელი,
რძიან ბალახს ეტანება, პირუტყვი თუ საქონელი.

მზე მაცდურად იღიმება
და იმედით ჩქროლავს გული,
ასეთია ვინც არ იცით
საქართველოს გაზაფხული.

თუ მოგეწონებათ მერე კიდევ მოგაწვდით სხვა ლექსებს ჩემო დესპანელებო!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო დესპანელებო მე ჯერ ახალბედა დესპანელი ვარ და ბევრი რამ არ ვიცი. ძალიან მიმწყინდა მოსკოვში უმეგობროდ ყოფნა. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემი გულის კარები ღიადაა სამეგობროდ და სამეზობლოდ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი