ანალიზიევრო
ხუთშაბათის გადაწყვეტილების და მოვლენებეის შემდეგ, ტექნიკური სურათის არაერთგვაროვნება, უფრო და უფრო თვალნათელი ხდება, თუ დავაკვირდებით კვირის გრაფიკს, შევამჩნევთ, რომ წყვილი დაეშვა კვირის სატრენდო ხაზის В მხარდაჭერამდე, რამაც შეაჩერა ვარდნა. ეს ხაზი ქმნის კვირის სამკუთხედის ერთგვარ ქვედა "ბორტს", რომელიც მიმართულია ზევით და მოიცავს დიდ შანსებს, ფასის ზრდისათვის. თუმცა, არაა გამორიცხული ამ სამკუთხედის გარღვევა ქვემოთკენ, რომლის შანსებიც ასევე დიდია. სავარაუდოთ ამ ხაზთან მოხდება იქეთა კვირაში დიდი ბრძოლა ხარებსა და დათვებს შორის.

კვირის ტრენდის მხარდაჭერის გარღვევის შემთხვევაში, ქვემოთ მოძრაობა შეიძლება შეჩერებოს AB სატრენდო არხის ქვედა ხაზმა (დღის გრაფიკზე). ამ შემთხვევაში არის ვარაუდი, რომ ფასი დარჩება AB-CD არხის საზღვრებში, ამის მერე მოსალოდნელია ფასის ზემოთკენ შემოტრიალების ახალი მცდელობა CD ხაზისკენ, გლობალური მაქსიმუმი წერტილის 1.4966 ოდნავი გადაცილებით. დღის გრაფიკზე H, D და A წერტილების გამოყენებით, შესაძლოა კიდევ ერთი არხის პროექტირება, მხარდაჭერით 1.4300 დონეზე.
ფუნტი
ფუნტსაც ასევე გააჩნია ფასის მოძრაობის განვითარების რამოდენიმე ვარიანტი. თუ ვარდნა შეჩერებული იქნება ლოკალური მინიმუმი 1.9335-ის ზემოთ, მაგალითად, 1-2 ფიბონაჩის 261,8% დონეზე, მიახლოებით 1.9370 ნიშნულთან, ამან შეიძლება შექმნას ძალიან ძლიერი Setup ფასის შემობრუნებისათვის ზემოთკენ 2.0030 ნიშნულისკენ, შემდეგ კი 2.0245 ნიშნულისკენაც. თუ გერღვეულ იქნა ლოკალური მინიმუმი 1.9335 , მაშინ ფასის დაღმასვლა გაგრძელდება. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ამ კორექციის მნიშვნელოვანი დონე 423,6% ემთხვევა კვირის გრფიკის 38.2% ს 1.9110 ნიშნულთან. შესაძლებელია, რომ ეს დონე იყოს საკმარისი კორექციის დასრულებისათვის.
შვეიცარული ფრანკი
ფრანკმა არ დაიხია უკან და აგრძელებს კორექციის ჩარჩოებში ყოფნას, 38.2% დონე ისევ მიღწეულია და ეხლა მიმდინარეობს მისი ტესტირება.
დღის გრაფიკის სავარაუდო მიზნები:თუ ნიშნული 1.1060-მა ვერ გაუძლო, მაშინ შემდეგი მიზანი იქნება 1.1160.
თუ ნიშნული 1.1060-მა გაუძლო, მაშინ ფასი წავა მხარდამჭერ ნიშნულამდე 1.0936.
იაპონური იენა