↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გურმანთა კლუბი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 162 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ ხალხო, ვეღარ შემოვდივარ ხშირად, არადა რამდენი რეცეპტი მინდა დავწერო,სახლს ვამთავრებთ და დავრბივართ აქეთ იქით ვის სცალია ინტერნეტისთვის, მაგრამ იმედია გამოვსწორდები, მიყვარხარ ყველა, დაგიწერთ ახალ რეცეპტს შეიძლება იცით მაგრამ მე ძალიან მიყვარს, აიღეთ ბადრიჯანი, 3-4 საშუალო ზომის გარეცხეთ მოაჭერით თავები, ჩასერეთ გვერდიდან, ქირურგიულად ისე რონ 2-3 თითი შეგეტიოთ და მარილი წაუსვათ შიგნიდან, მერე რაც კი მწვანილი გაქვთ ოხრახუში ქინძი რეჰანი, ნიორი წვრილად, აურიეთ ეს ყველაფერი (წვრილად დაჭრილი)ერთმანეთში, და გამოტენეთ ბადრიჯნები, გააჩნია ტაფას, ჩემსაში 4 ეტევა,მერე აიღეთ 3-4 პომიდორი სადილისთვის ე.ი რბილი გააცალეთ კანი შეგიძლიათ კანიანათ შუაზე გაჭრათ და გახეხოთ სახეხზე, უფრო ადვილია და თუ დარჩა ნაიმე დაჭრილი მწვანილი აურიეთ, დავასხათ ტაფაზე ზეთი შევწვათ ეს ბადრიჯნები, ჯერ იმ მხრიდან სადაც გაჭრილია, მერე აბრუნეთ ყველა გვერდიდან შეწვით და როცა მზად იქნება, დაასხით ეს პომიდორი,თუ გაქვთ და გიყვართ მწარე წიწაკა მწვანილში აურიეთ, წვრილად დაჭერით, თუ არა და ნუ(როგორც ის ოსი იტყოდა)დაახურეთ ტაფას სახურავი, დააცადეთ გამზადდეს ეს პომიდორიც შესქელდება და რომ გასინჯავთ მიხვდებით უნდა ასე 15 წუთი, საშუალო ცეცხლზე, მარილი არ დაგავიწყდეთ პომიდორს უყავით , გემოვნებით აი ასეთი რეცეპტია.თუ მოგწონთ ხომ კარგი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts294
კარმა64
OFFLINEPROFILE
=sher= უფფფფფფფფფ შენი ტავი მომცა ეხლა ,რა გემრიელად ტერ რეცეპტებს და ტარმომიდგენია ცხადში რა მაგრა გააკეტებ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
იმერლებო ლობიოს გაკეთების რეცებტი გაგვიმხილეთ წინასწარ დიდი მადლობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
=lol= =lol= =lol= ცხადში უკეთესად

იმერული ლობიო არ ვიცი მაგრამ მე ასე ვაკეტებ, გააჩნია ლობიოს ჯერ უნდა იცოდე სარისაა თუ მინდვრის, მინდვრის ამოლესილი სჯობს სარის ჩახრაკული, მინდვრისა (წვრილია) არ კეთდება კარგი ლობიანი, გავარჩიოთ ლობიო ,ჩავასხად ქვაბში წყალი(გავრეცხოთ ლობიოც, ჭუჭყიანს ხომ არ ჩავადგამთ არა?)ისე რომ დაფაროს, ზოგიერთი პირველ წყალს უწურავს, მე არა მაგრამ ხარშვაში ვამატებთ წყალს, ზოგიართი თავდახურული ხარშავს დაბალ ცეცხლზე, ზოგიერთი თავახდილი, გააჩნია, მთავარია მოიხარშოს, მერე ჩემო ბატონო მოუხრაკავ ხახვს, დაჭრი წვრილად ქინძს, ნიორს შავი პილპილი მარილი და ან ციციხვით ან პიურეს საჭყლეტით მაგრად ჩაზილეთ, მთლად სუპივით კი არ უნდა იყოს წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს,ზოგიერთი რაც კი მწვანილი აქვს ოხრახუში კამა ყველაფერს აყრის-მე არ მიყვარს მარტო ქინძს უშვები. ზოგიერთი ტომატ პასტასაც (ერთი კოვზი ნახ ჭიქა წყალში, გახსენით და ჩაასხით)გემოვნების ამბავია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
საერთოდ დასავლეთში ლობიოს ცხიმში მოშუშულ ხახვს არ ამატებენ,ვგულისხმობ ხმელ ლობიოს,ლობიო რომ მოიხარშება,უნდა ჩავყაროთ შიგ თხლად დაჭრილი ხახვი,დაფნის ფოთოლი და ჩავდოთ ასევე წინასწარ მომზადებული ნიგვზიანი სუნელი:ქინძი,მარილი,წიწაკა,ნიორი და ნიგოზი დავნაყოთ ერთად,ან გავატაროთ(შესაძლებლობის მიხედვით)
დუღილი ამ სუნელს თავად გახსნის ლობიოში,როცა მივხვდებით რომ ნიგვზიანი მასა გაიხსნა,ჩავამატოთ მწვანილი,ძალიან უხდება ნიახური და ოხრახუში(პეტრუშკა)დაჭრილი.ასევე შეგვიძლია Dავამატოთ დაჭრილი პრასიც ოღონდ ცოტა ადრე რომ დარბილდეს და უხეში არ იყოს.სულ ბოლოს გემოვნებით ვუქნათ კვაწარახი(ასე ეწოდება დასავლეთში ტყემლის წვენს)მჟავე არომატი რომ მისცეს,კვაწარახის ნაცვლად შეიძლება ძმარიც გემოვნებით,ლობიოს ამოზელავენ და გადმოდგამენ ცეცხლიდან რომ არ მიიწვას ფსკერზე.ამ კერძის მომზადებისას დგება ისეთი მადისამღძვრელი სუნი,აუცილებლად მოგინდებათ რომ მიირთვათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნანანო ხუთიანს გიწერ და ერთ კარმასაც ჩემგან. ძალიან გემრიელი კი გამოვა მაგრამ ჯერ აქ(საბერძნეთში)კვაწარახი ან სვანური მარილი სად ვიშოვო. მეორეც ჩემი ოჯახის ბერძენი წევრები არ ჭამენ, ტომატიან ლობიოს ამზადებენ, მერ გაიგებ რა არის, მასეთ ლობიოს(შენნაირს)მეც დიდი სიამოვნებით მივირთმევდი მიუხედავად იმისა რომ ლობიოს დიდი მოყვარული არა ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
საინტერესოა, რომ ცნობილი რეცეპტების უმეტესობა სწორედ პროდუქტების დეფიციტის გამოა შექმნილი. მაგალითად სალათი ცეზარი. 20-იან წლებში ამერიკაში მშრალი კანონის გამო ლეგალური სასმელისთვის მექსიკაში გადადიოდნენ. ერთხელაც ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად გადასული კინოსამყაროს წარმომადგენლები საზღვართან ახლოს მდებარე ცეზარ კარდინის რესტორანს მიადგნენ, ამდენი მოულოდნელი სტუმრისთვის სასმელი კი ქონდათ, მაგრამ "მისაყოლებელი" შემოელიათ და კარდინიმ თვითონ მოიგონა ახალი სალათი იმისგან რაც სამზარეულოში გააჩნდათ- სალათის ფოთლები, ნიორი, ყველი, ლიმონი, ზეთი, კვერცხი, მწვანილი და დაბრაწული პურის პატარა ნაჭრები. სტუმრებს ისე მოეწონათ, რომ შემდეგ ჰოლივუდიდან სპეციალურად მაგ სალათისთვის დადიოდნენ მექსიკაში.
ისე გარკვეული დროის შემდეგ, როცა კარდინი გარდაიცვალა, რესტორნის ყოფილ მზარეულს პრეტენზია ქონდა სალათის რეცეპტის საავტორო უფლებებზე, თუმცა სასამართლოში საქმე ვერ მოიგო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
გეცოდინებათ, ბევრს ალბათ დაგემოვნებულიც გაქვთ ვენური შნიცელი - Wiener Schnitzel - მააგარი გემრიელი რამაა (თუ ვენაში ჭამ! ).
ყოველ შემთხვევაში ეს შნიცელი ავსტრიული სამზარეულოს ერთერთი მთავარი სიამაყეა.
ხოდა დასაწყისში ეგ იყო მილანური ესკალოპი (Sacloppina Milanese, სადღაც მე-15 საუკუნით თარიღდება, მგონი ), ფელდმარშლმა გრაფმა რადეცკიმ ჩამოიტანა ვენაში მე-18 საუკუნის შუახანებში მილანოდან (მაშინ ჩრდილოეთი იტალია ავსტრიას ეკუთვნოდა, მგონი).
მოკლედ, მისი პოვარი თურმე მილანელ პოვრებთან ძმაკაცობდა და ერთხელ მოუმზადა თავის ბატონს ეს ესკალოპი, რაზეც რადეცკი გედეირია და ვენები გადაიჭრა :) ასე გადაიქცა ჩრდილოიტალიური დელიკატესი ავსტრიული სამზარეულოს მშვენებად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
მაიონეზი

საფრანგეთში დიადი კრიზისი იყო, მეფის კარზეც კი პროდუქტები გათავდა. მეფის მზარეულმა მხოლოდ ზეთი და კვერცხი იპოვა, ჩაყარა ჯამში და დაიწყო თქვეფა, მოკლედ, თქვიფა თქვიფა, ნერვებს იწყნარებდა, დახედა მერე და აღმოაჩინა, რომ ძალიან გემრიელი მოთეთრო-მოყვითალო სოუსი გამოუვიდა. დაარქვა მაიონეზი, ფრანგული სიტყვიდან manier, რომელიც თქვეფას ნიშნავს თუ არ ვცდები

და მეეორე, უფრო სრულყოფილი (და უფრო ცნობილი) ლეგენდა:
1756 წ. საფრანგეთის კარდინალმა რიშელიემ პორტი მაიონი (mahon) (ესპანული კუნძულის, მინიორკას დედაქალაქი) დაიპყრო. მისმა მზარეულმა გამარჯვების აღსანიშნავი სადილის კეთებისას შემთხვევით აურია კვერცხი და ზეთი ერთმანეთში, და გემრიელი სოუსი რომ გამოუვიდა, დაარქვა mahonnaise ( "სოუსი მაიონიდან" ფრანგულად იწერება, როგორც "sauce mahónnaise".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ტირამისუ

1)
ამბობენ, რომ ტორამისუ პირველად შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის დროს. ჩრდილოეთ იტალიელი ქალები აკეთებდნენ ამ დესერტს და ატანდნენ ქმრებს ომში, და ეს იყო მათი სიყვარულის სიმბოლო - მოტკბო-მომწარო დესერტი. კოფეინის დიდი შემცველობა კი მათ აძლევდა ენერგიას, და ისინი მშვიდობით დაბრუნდებოდნენ სახლში

2)
ამ ლეგენდის თანახმად, ტირამისუ პირველად შეიქმნა რენესანსის დროს, ვენეციელი ქალები ამ დესერტით კვებავდნენ ხოლმე მამაკაცებს გვიან ღამე, რათა დაკავებულიყვნენ მთელი ღამის განმავლობაშI =ko= =ko= =ko=

3)
ეს იგივეა,რ აც ლეგენდა ნო 2, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეს ვენეციელი მეძავების დესერტი იყო, ტირამისუ ითარგმნება, როგორც pick me up, ჰოოდა აჭმევდნენ კაცებს ეგ ტუტუცებიო

4)
ტირამისუ იყო ძველი, გადასაგდები ნამცხვრისა და ყავის ნარჩენების შედეგი. ცოტა ლიქიორს ასხამდნენ, რომ გამხმარი ნამცხვარი დაერბილებინათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მაქსიმას, პიცაც ხომ ღარიბების მოგონილია, ცხობისას იყენებდნენ იმ პროდუქტებს, რომლის ნარჩენებიც სახლში მოეძებნებოდათ. არა და რა გემრიელიაააა, მიყვარს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jun 2008
Posts8
კარმა0
OFFLINEPROFILE
თევზის მომზადების მრავალნაირი ქართული რეცეპტი ვიცი,მაგრამ სამწუხაროდ უცხოეთში არ გამომადგა,არ უყვართ ქინძი,დიეტაზე არიან და ერიდებიან შემწვარს, ნიგოზი უღიზიანებთ ნაღვლის ბუშტს, ასე რომ დარჩა ორთქლზე მომზადებული,თუ ვინმემ იცით საინტერისო და ორიგინალური რეცეპტი გამიზიარეთ, ძალიან მადლობელი დაგრჩებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts571
კარმა51
OFFLINEPROFILE
ოკ აიღე თევზი გამოტენე დაჭრილი(რგოლებად) ხახვით და ოხრახუშით.აიღე პომიდორი დაჭერი ეს პომიდორი მრგვალებად დააწყვე შენ ხარ ჩემი ბატონი ეს თევზი(ერთი 20 სმ მაინც იყოს თითო სკუმბრია მაგალითად)ჩააწყვე სააერღუმელე თასში ჟარუნას რომ ვუწოდებთ დააწყვე ზემოდან ეს პომიდორი, დააყარე მარილი და რიგანი(რიგანი რეჰანი არ გეგონოს ყველა მაღაზიაში იყიდება სადაც კი სუნელებს ყიდიან უცხოეთში) მოასხი ზეითუნის ზეთი ბევრი არა და შედგი აერღუმელში ზემოთ ქვემოთ ცეცხლი 170 გრ ერთი 20 წუთი უნდა.ხვალ სურათსაც დავადებ და ნახავ როგორი გამოვა! :side:

ზუსტი ბერძნული რეცეპტი ასეთია თევზი იგივე რა თქმა უნდა ოღონდ ხახვი (რგოლებად) ნიორი მოხრაკე ტაფაზე კარგად რომ დარბილდება დაამატე ტომატის პასტა ცოტა თეთრ ღვინოში გახსნილი მარილი პილპილი, რიგანი ოხრახუში ბლომად, ჩააწყვე ფორმაში, თევზი გადააფრე ეს ხახვი და ზემოდან პომიდვრები დააწყვე დაჭრილი რგოლებად,ამას უნდა 200 გრ 1 საათი ღუმელში ის მეორე რეცეპტი უფრო ფოლგაში გახვეული და ნაკვერჩხალზე შემწვარს უხდება! აი სურათიც Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
natiku wrote:
ციტატა:
ოკ აიღე თევზი გამოტენე დაჭრილი(რგოლებად) ხახვით და ოხრახუშით.აიღე პომიდორი დაჭერი ეს პომიდორი მრგვალებად დააწყვე შენ ხარ ჩემი ბატონი ეს თევზი(ერთი 20 სმ მაინც იყოს თითო სკუმბრია მაგალითად)ჩააწყვე სააერღუმელე თასში ჟარუნას რომ ვუწოდებთ დააწყვე ზემოდან ეს პომიდორი, დააყარე მარილი და რიგანი(რიგანი რეჰანი არ გეგონოს ყველა მაღაზიაში იყიდება სადაც კი სუნელებს ყიდიან უცხოეთში) მოასხი ზეითუნის ზეთი ბევრი არა და შედგი აერღუმელში ზემოთ ქვემოთ ცეცხლი 170 გრ ერთი 20 წუთი უნდა.ხვალ სურათსაც დავადებ და ნახავ როგორი გამოვა! :side:

natiku-გამარჯობა, თან, გილოცავ დღევანდელ დღეს.=sher=

თევზის გარდა, ყველაფერი მაქვს მაცივარში.=haa=
წავედი სათევზაოდ.

მომეწონა რეცეპტი, კარგი უნდა გამოვიდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
აბა ვის აინტერესებს, როგორ მივირთვათ წვნიანი? =ko= =ko= =ko=

წვნიანის ხმაურით ჭამა და კოვზის თეფშზე წკარუნი კარგ ტონად მხოლოდ ჩინეთში ითვლება. სხვა ქვეყნებში ცხელ კერძს ამგვარად მიირთმევენ: კოვზით იღებენ ცოტაოდან წვნიანს და სინჯავენ, რამდენად ცხელია. სულის შებერვა ფინჯანში ან თეფშზე მიუღებელია. მიუღებელია, აგრეთვე, კოვზის ხმაურით მორევა. თუ წვნიანი ძალიან ცხელია, კოვზი ფრთხილად, უხმაუროდ ურიეთ, ვიდრე არ გაცივდება.
ოდნავ დაიხარეთ თეფშზე და კოვზი პირთან ისე მიიტანეთ, ოღონთ მკლავი არ გაშალოთ.
არ არის მიღებული წვნიანის მთლიანად მირთმევა, ამიტომ მცირეოდენი უნდა დატოვოთ თეფშზე. დასაშვებია, როცა წვნიანი ცოტა რჩება, თეფში ოდნავ ავწიოთ, მაგრამ თქვენი მხრიდან.
საწვნე ორყურიანი ფინჯნიდან ნახევარი კერძი კოვზით მიირთვით, დარჩენილი ფინჯნით მიიტანეთ პირთან.
თუ ფინჯანი ან თეფში რატომღაც ქვედა თეფშის გარეშე მოგართვეს, კოვზი ჭურჭელში ჩატოვეთ, ოღონდ ტარით მარჯვნივ.
თუკი სუფრა წესისამებრ არის გაშლილი, მაშინ კოვზს ვდებთ ქვედა თეფშზე.

აი, რას არ წაიკითხავ კაცი ხანდახან=haa=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 162 posts ] 
გურმანთა კლუბი
დესპანი